სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგებული ავტომობილი, იპოთეკური სესხი და ჟურნალისტი მეუღლე - შსს-ს მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია
მოგებული ავტომობილი, იპოთეკური სესხი და ჟურნალისტი მეუღლე - შსს-ს მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად, ვა­ლე­რი­ან თე­ლია და­ი­ნიშ­ნა. მა­ნამ­დე, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს დეკ­ლა­რა­ცია 2023 წელს აქვს შევ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა თუ გა­დავ­ხე­დავთ, თე­ლი­ას ქო­ნე­ბა არც ისე შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

თე­ლი­ას ქო­ნე­ბა

დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ 2023 წლის იან­ვარ­ში ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ამ ლილი თე­ლი­ას­თან ერ­თად მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო 522, 574 კვ. მ. მი­წის ნაკ­ვე­თი აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ სო­ფელ მა­რან­ში. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ო­ტი­რა­ზე დგას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. ჩი­ნო­სა­ნი 50%-ის მფლო­ბე­ლია.

ვა­ლე­რი­ა­ნე თე­ლი­ას მფლო­ბე­ლო­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა MAZDA CX3, რო­მე­ლიც 2018 წელს მო­ი­გო, თუმ­ცა 2019 წელს სხვა პი­როვ­ნე­ბის სა­ხელ­ზე გა­ას­ხვი­სა, თუმ­ცა ავ­ტო­მო­ბი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ისევ ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ას სა­ხელ­ზე ირი­ცხე­ბა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ვა­ლე­რი­ა­ნე თე­ლი­ას "ლი­ბერ­თი ბან­კის" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 150 ლარი, თი­ბი­სი ბან­კის სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე ან­გა­რიშ­ზე კი 1661,77 ლარი.

ვა­ლე­რი­ა­ნე თე­ლი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2022 წლის იან­ვარ­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 3679,1 ლარი ჩა­ე­რი­ცხა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე-უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის პოსტზე კი კა­ლენ­და­რულ წელს 49 846,37 ლარი.

ვა­ლე­რი­ა­ნე თე­ლი­ას აქვს იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, 120 000 ლარი, რო­მე­ლიც 2021 წელს 10 წლის ვა­დით აიღო.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნინო თე­ლია და 2012 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბარ­ბა­რე თე­ლია ჰყავს.

მე­ო­რედ ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ამ 2021 წელს იქორ­წი­ნა. შიდა ქარ­თლის მთა­ვა­რი პო­ლი­ცი­ე­ლი მა­შინ­ვე მო­ექ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, რად­გან მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო შუბ­ლაძე გახ­და.

"რა აღარ მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში... ამ­დე­ნი ტკი­ვი­ლის და ცუ­დის მერე - ერთი კარ­გი ამ­ბა­ვიც მაქვს. რო­გორც იქნა, და­ვი­ყა­რეთ თავი ერ­თად და გავ­ხდით ასე დიდი ოჯა­ხი, მე ვა­ლე­რი და ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი ბევ­რი შვი­ლი“, - წერ­და ჟურ­ნა­ლის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში თე­ლი­ას მე­უღ­ლე მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი არ ჰყავს.

ნინო შუბ­ლა­ძე ერთხელ უკვე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. მისი მე­უღ­ლე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ფა­რუ­ლა­ვა გახ­ლდათ. წყვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს და წლე­ბია გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
11

ვალერი თელიასნაირი იყოს ყველა პოლიციელი, შეუპოვარი მებრძოლი დამნაშავეობასთან. წარმატებები!

ნოდარი
12

მაგაზე ცუდი არაფერი თქვათ, იპოთეკური სესხი აქვს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მოგებული ავტომობილი, იპოთეკური სესხი და ჟურნალისტი მეუღლე - შსს-ს მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია

მოგებული ავტომობილი, იპოთეკური სესხი და ჟურნალისტი მეუღლე - შსს-ს მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია

2022 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად, ვალერიან თელია დაინიშნა. მანამდე, ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

პოლიციის მაღალჩინოსანს დეკლარაცია 2023 წელს აქვს შევსებული, თუმცა თუ გადავხედავთ, თელიას ქონება არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება.

თელიას ქონება

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის იანვარში ვალერიან თელიამ ლილი თელიასთან ერთად მემკვიდრეობით მიიღო 522, 574 კვ. მ. მიწის ნაკვეთი აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ მარანში. დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნულ ტერიოტირაზე დგას საცხოვრებელი სახლი. ჩინოსანი 50%-ის მფლობელია.

ვალერიანე თელიას მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა MAZDA CX3, რომელიც 2018 წელს მოიგო, თუმცა 2019 წელს სხვა პიროვნების სახელზე გაასხვისა, თუმცა ავტომობილი ოფიციალურად ისევ ვალერიან თელიას სახელზე ირიცხება.

დეკლარაციის შევსების დროს ვალერიანე თელიას "ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 150 ლარი, თიბისი ბანკის სესხის მომსახურე ანგარიშზე კი 1661,77 ლარი.

ვალერიანე თელიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2022 წლის იანვარში ხელფასის სახით 3679,1 ლარი ჩაერიცხა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე-უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის პოსტზე კი კალენდარულ წელს 49 846,37 ლარი.

ვალერიანე თელიას აქვს იპოთეკური სესხი, 120 000 ლარი, რომელიც 2021 წელს 10 წლის ვადით აიღო.

პირადი ცხოვრება

პოლიციის მაღალჩინოსანს პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი, 2004 წელს დაბადებული ნინო თელია და 2012 წელს დაბადებული ბარბარე თელია ჰყავს.

მეორედ ვალერიან თელიამ 2021 წელს იქორწინა. შიდა ქართლის მთავარი პოლიციელი მაშინვე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რადგან მისი მეუღლე ცნობილი ჟურნალისტი ნინო შუბლაძე გახდა.

"რა აღარ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში... ამდენი ტკივილის და ცუდის მერე - ერთი კარგი ამბავიც მაქვს. როგორც იქნა, დავიყარეთ თავი ერთად და გავხდით ასე დიდი ოჯახი, მე ვალერი და ჩვენი უსაყვარლესი ბევრი შვილი“, - წერდა ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

თუმცა ოფიციალურ დოკუმენტში თელიას მეუღლე მოხსენიებული არ ჰყავს.

ნინო შუბლაძე ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული. მისი მეუღლე ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ფარულავა გახლდათ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს და წლებია განქორწინებულები არიან.