სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ადამიანი გარდაიცვალა 2022 წელს საქართველოში და რომელი დაავადებები ჭარბობს გარდაცვალების მიზეზებს შორის?
რამდენი ადამიანი გარდაიცვალა 2022 წელს საქართველოში და რომელი დაავადებები ჭარბობს გარდაცვალების მიზეზებს შორის?

"საქსტა­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2022 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 49 118 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რაც 10 788 ერ­თე­უ­ლით (18.0%) ნაკ­ლე­ბია 2021 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

მა­თი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს შო­რის ჭარ­ბობს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სიმ­სივ­ნე­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც მო­დის გარ­დაც­ვლილ­თა შე­სა­ბა­მი­სად, 35.9 პრო­ცენ­ტი და 9.2 პრო­ცენ­ტი.

"გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი გა­ნა­წი­ლე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბის ძი­რი­თა­დი კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი­სათ­ვის. 5 წლამ­დე ასა­კის გარ­დაც­ვლილ ბავ­შვებ­ში დო­მი­ნი­რებს პე­რი­ნა­ტა­ლურ პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი. 5-39 წლის ასაკ­ში ჭარ­ბობს ტრავ­მე­ბი, მო­წამ­ვლე­ბი და გა­რე­გა­ნი მი­ზე­ზე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის სხვა­დას­ხვა შე­დე­გე­ბი, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი­სათ­ვის შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა, ხოლო 40 წლი­სა და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს შო­რის 2022 წელს დო­მი­ნი­რებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბი და სიმ­სივ­ნე­ე­ბი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, „საქსტა­ტის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად:

სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბით გა­სულ წელს 17 641 პირი გარ­და­იც­ვა­ლა, 2021 წელს კი 22 158;

სიმ­სივ­ნე­ე­ბით 2022 წელს სულ 4 530 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 2021 წელს კი 7 641;

სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბით 2022 წელს 2 951, 2021 წელს - 3 709;

ორ­სუ­ლო­ბა, მშო­ბი­ა­რო­ბა და ლო­გი­ნო­ბის ხანა - 2022 წელს 18, 2021 წელს კი - 34 (მათ­გან 24 შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ და­ა­ვა­დე­ბებს).

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

სისხლის მიმოქცევის დარღვევის და სიმსივნის ძირითად გამომწვევ მიზეზებსაც თუ დაასახელებთ კარგი იქნება. თუ გინდათ სავარაუდო მინიშნებას მოგცემთ! შემთხვევით გაუტესტავი პრეპარატებით ადამიანების აცრა ხომ არაა მიზეზი?!

Dima
6

Evropa amerikahi ukvdavebi. arian

 

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა 2022 წელს საქართველოში და რომელი დაავადებები ჭარბობს გარდაცვალების მიზეზებს შორის?

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა 2022 წელს საქართველოში და რომელი დაავადებები ჭარბობს გარდაცვალების მიზეზებს შორის?

"საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 788 ერთეულით (18.0%) ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.

მათივე მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 35.9 პროცენტი და 9.2 პროცენტი.

"გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2022 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად:

სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით გასულ წელს 17 641 პირი გარდაიცვალა, 2021 წელს კი 22 158;

სიმსივნეებით 2022 წელს სულ 4 530 ადამიანი გარდაიცვალა, 2021 წელს კი 7 641;

სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით 2022 წელს 2 951, 2021 წელს - 3 709;

ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა - 2022 წელს 18, 2021 წელს კი - 34 (მათგან 24 შემთხვევაში გარდაცვალება უკავშირდება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებს).