სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ შეიძლება, "რბილი ძალის" პოლიტიკას ცდიდნენ" - ზურაბიშვილი რუსეთზე
"ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ შეიძლება, "რბილი ძალის" პოლიტიკას ცდიდნენ" - ზურაბიშვილი რუსეთზე

ვერ ვხე­დავ რე­სურ­სებს ან სურ­ვილს, რომ ახა­ლი ფრონ­ტი გა­მო­ცა­დონ და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა „რბი­ლი ძა­ლის” პო­ლი­ტი­კას ცდიდ­ნენ. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც პუ­ტი­ნი ვერ მარ­თავს ომს უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ზე სამ­ხედ­რო ზე­წო­ლის საფრ­თხეს ვერ ხე­დავს, თუმ­ცა, რაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ცა­დოს „რბი­ლი ძალა“.

“რა თქმა უნდა, შეშ­ფო­თე­ბის გა­რე­შე ვერ იქ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­დე­საც [პუ­ტი­ნის] რე­ჟი­მი და­სას­რულ პე­რი­ოდ­ში შე­დის და ნა­თე­ლია, რომ პუ­ტი­ნი დღეს ყვე­ლა­ფერს ვერ მარ­თავს და ნამ­დვი­ლად ვერ მარ­თავს უკ­რა­ი­ნა­ში ომს. ყო­ველ­თვის შე­გიძ­ლია შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, ექ­სცენ­ტრუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი.

ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ამ ეტაპ­ზე, მე ვერ ვხე­დავ, რომ სამ­ხედ­რო ზე­წო­ლა არ­სე­ბობ­დეს, ვი­ნა­ი­დან, ჩვენ­თან სამ­ხედ­რო ოკუ­პა­ცი­აა, რო­მე­ლიც 2008 წლი­დან გრძელ­დე­ბა და მა­ნამ­დეც 1991 წლი­დან სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბით. ასე რომ, ორი რე­გი­ო­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბით. მაგ­რამ ვფიქ­რობ, რაც შე­იძ­ლე­ბა, მოხ­დეს არის ის, რომ ახლა რუ­სე­თი გამ­ბე­და­ო­ბას ამოწ­მებს და ამოწ­მებს „რბი­ლი ძა­ლის” ფრონტს, რაც არის პრო­პა­გან­და, ყვე­ლა ის რუსი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ეს უნდა კონ­ტროლ­დე­ბო­დეს - არ შეგ­ვიძ­ლია ამ­დე­ნი რა­ო­დე­ნო­ბით რუსი შე­მო­ვუშ­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმის ცოდ­ნის გა­რე­შე თუ ვინ არი­ან. უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­გორც თქვით, ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ რუ­სეთს გა­ურ­ბის და პრო­პუ­ტი­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა არ არის, მაგ­რამ ასე­ვე ვი­ცით რუ­სე­თის მუ­ქა­რე­ბი, რომ თუ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ხალ­ხი ნორ­მა­ლუ­რად არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი - ეს შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის შე­მოჭ­რის მი­ზე­ზად იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის მიერ იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ მე ვერ ვხე­დავ რე­სურ­სებს ან სურ­ვილს, რომ ახა­ლი ფრონ­ტი გა­მო­ცა­დონ და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მაგ­რამ, შე­იძ­ლე­ბა „რბი­ლი ძა­ლის” პო­ლი­ტი­კას ცდიდ­ნენ - პრო­პა­გან­დას - რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა დრო­ი­დან რუ­სე­თის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­სტრუ­მენ­ტია”, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Murada
7

Ამ ... Ქალას ხსენებისას(გამოჩენისას) გაგვაფრთხილეთ, რომ 18-წლამდელები მოვაშოროთ სიახლოვეს! 

ინტრიგანი
2

აბა გაიხსენეთ ვინ ეკიდა ბილბორდებზე მადამის მაგივრად?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ შეიძლება, "რბილი ძალის" პოლიტიკას ცდიდნენ" - ზურაბიშვილი რუსეთზე

"ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ შეიძლება, "რბილი ძალის" პოლიტიკას ცდიდნენ" - ზურაბიშვილი რუსეთზე

ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ შეიძლება „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც პუტინი ვერ მართავს ომს უკრაინაში, საქართველოზე სამხედრო ზეწოლის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ საქართველოში გამოცადოს „რბილი ძალა“.

“რა თქმა უნდა, შეშფოთების გარეშე ვერ იქნები, განსაკუთრებით როდესაც [პუტინის] რეჟიმი დასასრულ პერიოდში შედის და ნათელია, რომ პუტინი დღეს ყველაფერს ვერ მართავს და ნამდვილად ვერ მართავს უკრაინაში ომს. ყოველთვის შეგიძლია შეშფოთებული იყო თუ რა შეიძლება მოხდეს, ექსცენტრული გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული.

ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ, რომ სამხედრო ზეწოლა არსებობდეს, ვინაიდან, ჩვენთან სამხედრო ოკუპაციაა, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება და მანამდეც 1991 წლიდან სხვადასხვა ფორმებით. ასე რომ, ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. მაგრამ ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს არის ის, რომ ახლა რუსეთი გამბედაობას ამოწმებს და ამოწმებს „რბილი ძალის” ფრონტს, რაც არის პროპაგანდა, ყველა ის რუსი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და გავიმეორებ, რომ ეს უნდა კონტროლდებოდეს - არ შეგვიძლია ამდენი რაოდენობით რუსი შემოვუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე იმის ცოდნის გარეშე თუ ვინ არიან. უმრავლესობა, როგორც თქვით, ის ხალხია, რომელიც დღევანდელ რუსეთს გაურბის და პროპუტინული მოსახლეობა არ არის, მაგრამ ასევე ვიცით რუსეთის მუქარები, რომ თუ რუსულენოვანი ხალხი ნორმალურად არ იქნება დაცული - ეს შეიძლება რუსეთის შემოჭრის მიზეზად იქნას გამოყენებული.

ამიტომ ეს ყველაფერი შეიძლება რუსეთის მიერ იქნას გამოყენებული, მაგრამ მე ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში. მაგრამ, შეიძლება „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ - პროპაგანდას - რომელიც საბჭოთა დროიდან რუსეთის ჩვეულებრივი ინსტრუმენტია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.