პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასები ცნობილია
ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასები ცნობილია

1-ელ ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო ბრუ­ნო მარსს უმას­პინ­ძლებს. მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი, კამ­პა­ნია „Starring Georgia-ს“ ფარ­გლებ­ში, მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე „დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ წარ­დგე­ბა.

კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის ფასი 125-დან 1450 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყე­ბა 20 ივ­ნისს, 10:00-ზე ვებგ­ვერდ TKT.ge-სა და BSA.ge-ზე, ასე­ვე Supper App-ის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1 მომ­ხმა­რე­ბელს მაქ­სი­მუმ 4 ბი­ლე­თის შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ფას­დაკ­ლე­ბებს: 30%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც Star Ring-ის ბი­ლე­თებს TBC-ის სტუ­დენ­ტუ­რი ან მოს­წავ­ლე­თა ბა­რა­თით შე­ი­ძე­ნენ - აღ­ნიშ­ნუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ბი­ლეთ­ზე. 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით ისარ­გებ­ლებს მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ბი­ლეთს TBC VISA ბა­რა­თით შე­ი­ძენს. 30%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა შე­ე­ხე­ბათ TBC Concept WM (VIP; Skybox; Orbit) - ის მომ­ხმა­რებ­ლებს.

15 გრე­მის ჯილ­დოს, 4 „Brit Awards-ის“, 4 „გი­ნე­სის“ რე­კორ­დი­სა და უამ­რა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი პრი­ზის მფლო­ბე­ლი ბრუ­ნო მარ­სი თა­ნა­მედ­რო­ვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და გავ­ლე­ნი­ან არ­ტის­ტად მი­იჩ­ნე­ვა.

ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სის, მომ­ღე­რა­ლი­სა და მულ­ტინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტის სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მი „Doo-Wops & Hooligans“ მა­შინ­ვე ნამ­დვი­ლი სენ­სა­ცი­ად, ბრუ­ნო მარ­სი კი, გლო­ბა­ლურ სუ­პერ­სტა­რად იქცა, რაც მის მომ­დევ­ნო ტურ­ნე­ებ­შიც და­დას­ტურ­და. სტუ­დი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ნა­თე­ლი გახ­და, რომ ბრუ­ნო მარ­სი ახა­ლი თა­ო­ბის ფა­ვო­რიტ ლაივ შემ­სრუ­ლებ­ლად იქცა, რო­მელ­საც სა­კონ­ცერ­ტო და სა­ფეს­ტი­ვა­ლო სივ­რცე­ებ­ში ახ­ლე­ბუ­რი ენერ­გი­ის აკუ­მუ­ლი­რე­ბა შე­ეძ­ლო. შე­სა­ბა­მი­სად, მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა „გრე­მის“ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე შემ­დე­გი ტრი­უმ­ფიც.

არ­ტის­ტის ვარ­სკვლა­ვუ­რი სტა­ტუ­სი კი­დევ ერთხელ დამ­ტკიც­და მომ­დევ­ნო ალ­ბო­მებ­ში, სა­დაც R&B და ჰიპ-ჰო­პის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბრუ­ნო მარ­სი სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კის ტენ­დენ­ცი­ებ­საც არ ივი­წყებ­და.

სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის, ტურ­ნი­სა თუ ცალ­კე­უ­ლი ჰი­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სი დღემ­დე რჩე­ბა სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის საყ­ვა­რელ შე­მოქ­მე­დად.

ქარ­თველ მსმე­ნელს ბრუ­ნო მარ­სის მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა პირ­ვე­ლად 1-ელ ოქ­ტომ­ბერს „Starring Georgia- ს“ ფარ­გლებ­ში, „დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ შე­ეძ­ლე­ბა.

„Starring Georgia“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ორ­წლი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო მთე­ლი „თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დის“ მას­პინ­ძე­ლი გახ­დე­ბა. ჩვენს ქვე­ყა­ნას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ­ტის­ტე­ბი ეწ­ვე­ვი­ან, რო­მელ­თა მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ქარ­თველ მე­ლო­მა­ნებს აქამ­დე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში არ ჰქო­ნი­ათ. მათ შო­რი­საა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „The Killers“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახა­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, „Black Sea Arena-ს“ სცე­ნის გარ­და, კონ­ცერ­ტე­ბი შეკ­ვე­თილ­ში, თბი­ლის­სა და სხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
0

ეს ვინაა?

აუუ
9

მაგ კონცერტზე გაქსუებული ქოცები თუ წავლენ ,ფული მაგათ აქვთ, ჩვენი ბიუჯეტიდან მოპარული. აბა უბრალო ხალხი, არაქოცები ვერ წავლენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასები ცნობილია

ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასები ცნობილია

1-ელ ოქტომბერს საქართველო ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 125-დან 1450 ლარამდე მერყეობს. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 ივნისს, 10:00-ზე ვებგვერდ TKT.ge-სა და BSA.ge-ზე, ასევე Supper App-ის აპლიკაციაში.

აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. რაც შეეხება ფასდაკლებებს: 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ მომხმარებლები, რომლებიც Star Ring-ის ბილეთებს TBC-ის სტუდენტური ან მოსწავლეთა ბარათით შეიძენენ - აღნიშნული ფასდაკლება ვრცელდება ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთზე. 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს მომხმარებელი, რომელიც ნებისმიერ ბილეთს TBC VISA ბარათით შეიძენს. 30%-იანი ფასდაკლება შეეხებათ TBC Concept WM (VIP; Skybox; Orbit) - ის მომხმარებლებს.

15 გრემის ჯილდოს, 4 „Brit Awards-ის“, 4 „გინესის“ რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.

ამერიკელი მუსიკოსის, მომღერალისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერსტარად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებშიც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ ლაივ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა „გრემის“ დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც.

არტისტის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა.

სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნისა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.

ქართველ მსმენელს ბრუნო მარსის მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს „Starring Georgia- ს“ ფარგლებში, „დინამო არენაზე“ შეეძლება.

„Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „The Killers“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

R