კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ნაკრების გამარჯვება - რატომ დასწყდა გული თემურ ქეცბაიას, ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და რა ხდებოდა გასახდელში მატჩის შემდეგ (ვიდეო)
ეროვნული ნაკრების გამარჯვება - რატომ დასწყდა გული თემურ ქეცბაიას, ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და რა ხდებოდა გასახდელში მატჩის შემდეგ (ვიდეო)

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე, A ჯგუფ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გას­ვლა­ზე კვიპ­რო­სი 2:1 და­ა­მარ­ცხა.

მატ­ჩის 31-ე წუთ­ზე გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ კვიპ­რო­სე­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლის გო­გი­ჩის შეც­დო­მით ისარ­გებ­ლა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი და­ა­წი­ნა­უ­რა. 35-ე წუთ­ზე ლუკა ლო­ჩოშ­ვილ­თან ბურთზე ბრძო­ლა­ში სა­ჯა­რი­მო­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის თავ­დამ­სხმე­ლი ან­ტო­ნიუ წა­იქ­ცა, პე­ნალ­ტი და­ი­ნიშ­ნა და 11-მეტ­რი­ა­ნი პი­ტას­მა გა­მო­ი­ყე­ნა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ფრედ, 1-1 დას­რულ­და.

მატ­ჩის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში კი შეც­ვალ­ზე შე­მო­სულ­მა ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილ­მა და­ა­ფიქ­სი­რა. მან 84-ე წუთ­ზე გა­ი­ტა­ნა. მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი WhoScored-ის მი­ხედ­ვით ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გახ­და. მას 10 შე­საძ­ლე­ბე­ლი­დან მას 9.01 ქულა მი­ა­ნი­ჭეს.

ასე იზე­ი­მეს ბი­ჭებ­მა გა­მარ­ჯვე­ბა:

ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი გულ­შე­მატ­კი­ვარს მო­უ­წო­დებს, შოტ­ლან­დი­ას­თა­ნაც უქო­მა­გონ:

  • რა თქვა ვილი სა­ნი­ოლ­მა მატ­ჩის შემ­დეგ?

"ჩვენ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დი გვყავს, უმე­ტე­სო­ბას ჯერ კი­დევ სას­წავ­ლი აქვს მა­ღალ დო­ნე­ზე თა­მა­ში. გა­მარ­ჯვე­ბით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვართ - თა­მა­შით არა. ცხა­დია, ვი­ლა­პა­რა­კებთ, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ ამ მატჩს, გა­ვარ­ჩევთ და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მო­მენ­ტებს. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ეს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პია და აქ ქუ­ლებს აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

როცა შეც­ვლას აკე­თებ, იმე­დი გაქვს, რომ სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა თა­მა­შის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. შეც­ვლა­ზე შე­სუ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი კარ­გად ჩა­ერ­თნენ თა­მაშ­ში და არა მხო­ლოდ ან­გა­რიშ­ზე მო­ახ­დი­ნეს და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა, ისიც გა­მოჩ­ნდა, რომ გუნდში ჯან­სა­ღი გა­რე­მოა.

თქვენ მკი­თხეთ და­ვაგ­ვი­ა­ნე თუ არა ცვლი­ლე­ბე­ბი. ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე ლა­პა­რა­კი. არ დავ­მა­ლავ, მე-60 წუ­თი­დან უკვე ვფიქ­რობ­დით რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შის შეც­ვლა­ზე, მაგ­რამ პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და­ვი­ნა­ხეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ, ცოტა დრო კი­დევ მიგ­ვე­ცა მო­ე­დან­ზე მყო­ფი მო­თა­მა­შე­ე­ბის­თის. სწო­რი გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწორ დროს. და კარ­გია, რომ გა­ა­მარ­თლა".

  • რა თქვა კვიპ­რო­სის ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ?

"მგო­ნი კარ­გი, სა­ინ­ტე­რე­სო მატ­ჩი იყო ორი­ვე გუნ­დის მხრი­დან. მო­მენ­ტე­ბიც საკ­მა­ოდ შე­იქ­მნა. ვფიქ­რობ, ფრე კარ­გი შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და ორი­ვე გუნ­დის­თვის. არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დით წა­გე­ბას, მაგ­რამ კარ­გად გა­მოჩ­ნდა, რომ სა­თა­და­რი­გო მო­თა­მა­შე­ებ­მა გა­და­წყვი­ტეს მატ­ჩის ბედი. წა­გე­ბუ­ლი თა­მა­შით კმა­ყო­ფი­ლი რო­გორ ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ მეტს ვე­რა­ფერს მოვ­თხოვ­დი ჩემს ფეხ­ბურ­თე­ლებს! 5-6 ფეხ­ბურ­თე­ლი გვაკ­ლდა, ამ­ხე­ლა და­ნაკლსი­სის ანა­ზღა­უ­რე­ბა კი, ჩვე­ნის­თა­ნა პა­ტა­რა გუნ­დის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია. სა­წყე­ნია, რომ ბი­ჭებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს და­დე­ბი­თი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად და სა­ბო­ლო­ოდ, ქუ­ლაც ვერ ავი­ღეთ...

ცხა­დია, თვალს ვა­დევ­ნებ ქარ­თველ მო­თა­მა­შე­ებს და ვიცი, რა პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ. ვიცი და მი­ხა­რია, რომ დიდი ხნის შემ­დეგ, გა­მოჩ­ნდა ძა­ლი­ან კარ­გი თა­ო­ბა, რო­მელ­საც დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს. იმის გარ­და, რომ კვიპ­რო­სე­ლებ­მა პი­რა­დად ნა­ხეს მსოფ­ლიო დო­ნის მო­თა­მა­შე... გული მწყდე­ბა, რომ ბევ­რი კვიპ­რო­სე­ლი სახ­ლში დარ­ჩა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან მეტი ქო­მა­გი ჩა­მო­ვი­და, ვიდ­რე აქა­უ­რე­ბი. ეს ნიშ­ნავს, რომ აქ ფეხ­ბურ­თი არ აინ­ტე­რე­სებთ... იმე­დია, შე­იც­ვლე­ბა ეს მიდ­გო­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა შეც­ვლებს, დიახ, ამან იქო­ნია გავ­ლე­ნა თა­მაშ­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სკამ­ზეც გყავ­დეს მა­ღა­ლი დო­ნის მო­თა­მა­შე­ე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ, სწო­რედ მათ გა­და­წყვი­ტეს მატ­ჩის ბედი".

  • ცნო­ბის­თვის, შემ­დეგ შეხ­ვედ­რას ჩვე­ნი გუნ­დი 20 ივ­ნისს გლაზ­გო­ში ჯგუ­ფის ლი­დერ შოტ­ლან­დი­ას­თან ჩა­ა­ტა­რებს.

ნა­ხეთ ასე­ვე: კვა­რა­ცხე­ლია სა­უ­კე­თე­სო იყო და აი, რა­ტომ - ანა­ლი­ტი­კუ­რი პორ­ტა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

გენაცვალეთ ბიჭებო! გენაცვალე თემურ!

თენგო
33

მე მგონია ვილის უნდა უთხრათ მადლობა და ვეძებოთ ახალი მწვრთვნელი......................

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ეროვნული ნაკრების გამარჯვება - რატომ დასწყდა გული თემურ ქეცბაიას, ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და რა ხდებოდა გასახდელში მატჩის შემდეგ (ვიდეო)

ეროვნული ნაკრების გამარჯვება - რატომ დასწყდა გული თემურ ქეცბაიას, ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და რა ხდებოდა გასახდელში მატჩის შემდეგ (ვიდეო)

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კვიპროსი 2:1 დაამარცხა.

მატჩის 31-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ კვიპროსელი ნახევარმცველის გოგიჩის შეცდომით ისარგებლა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. 35-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილთან ბურთზე ბრძოლაში საჯარიმოში მოწინააღმდეგის თავდამსხმელი ანტონიუ წაიქცა, პენალტი დაინიშნა და 11-მეტრიანი პიტასმა გამოიყენა. პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა.

მატჩის საბოლოო ანგარიში კი შეცვალზე შემოსულმა ზურიკო დავითაშვილმა დააფიქსირა. მან 84-ე წუთზე გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი WhoScored-ის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელია გახდა. მას 10 შესაძლებელიდან მას 9.01 ქულა მიანიჭეს.

ასე იზეიმეს ბიჭებმა გამარჯვება:

ზურიკო დავითაშვილი გულშემატკივარს მოუწოდებს, შოტლანდიასთანაც უქომაგონ:

  • რა თქვა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ?

"ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, უმეტესობას ჯერ კიდევ სასწავლი აქვს მაღალ დონეზე თამაში. გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვართ - თამაშით არა. ცხადია, ვილაპარაკებთ, გავაანალიზებთ ამ მატჩს, გავარჩევთ დადებით და უარყოფით მომენტებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპია და აქ ქულებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

როცა შეცვლას აკეთებ, იმედი გაქვს, რომ სასიკეთოდ შეიცვლება თამაშის მიმდინარეობა. შეცვლაზე შესული მოთამაშეები კარგად ჩაერთნენ თამაშში და არა მხოლოდ ანგარიშზე მოახდინეს დადებითი გავლენა, ისიც გამოჩნდა, რომ გუნდში ჯანსაღი გარემოა.

თქვენ მკითხეთ დავაგვიანე თუ არა ცვლილებები. ყოველთვის შეიძლება ამაზე ლაპარაკი. არ დავმალავ, მე-60 წუთიდან უკვე ვფიქრობდით რამდენიმე მოთამაშის შეცვლაზე, მაგრამ პოზიტიური ცვლილებები დავინახეთ და გადავწყვიტეთ, ცოტა დრო კიდევ მიგვეცა მოედანზე მყოფი მოთამაშეებისთის. სწორი გადაწვეტილებების მიღება მნიშვნელოვანია სწორ დროს. და კარგია, რომ გაამართლა".

  • რა თქვა კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ?

"მგონი კარგი, საინტერესო მატჩი იყო ორივე გუნდის მხრიდან. მომენტებიც საკმაოდ შეიქმნა. ვფიქრობ, ფრე კარგი შედეგი იქნებოდა ორივე გუნდისთვის. არ ვიმსახურებდით წაგებას, მაგრამ კარგად გამოჩნდა, რომ სათადარიგო მოთამაშეებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი. წაგებული თამაშით კმაყოფილი როგორ ვიქნები, მაგრამ მეტს ვერაფერს მოვთხოვდი ჩემს ფეხბურთელებს! 5-6 ფეხბურთელი გვაკლდა, ამხელა დანაკლსისის ანაზღაურება კი, ჩვენისთანა პატარა გუნდისთვის ძალიან რთულია. საწყენია, რომ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს დადებითი შედეგის მისაღწევად და საბოლოოდ, ქულაც ვერ ავიღეთ...

ცხადია, თვალს ვადევნებ ქართველ მოთამაშეებს და ვიცი, რა პოტენციალი აქვთ. ვიცი და მიხარია, რომ დიდი ხნის შემდეგ, გამოჩნდა ძალიან კარგი თაობა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. იმის გარდა, რომ კვიპროსელებმა პირადად ნახეს მსოფლიო დონის მოთამაშე... გული მწყდება, რომ ბევრი კვიპროსელი სახლში დარჩა, რომ საქართველოდან მეტი ქომაგი ჩამოვიდა, ვიდრე აქაურები. ეს ნიშნავს, რომ აქ ფეხბურთი არ აინტერესებთ... იმედია, შეიცვლება ეს მიდგომა.

რაც შეეხება შეცვლებს, დიახ, ამან იქონია გავლენა თამაშზე. მნიშვნელოვანია, სკამზეც გყავდეს მაღალი დონის მოთამაშეები და საბოლოოდ, სწორედ მათ გადაწყვიტეს მატჩის ბედი".

  • ცნობისთვის, შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 20 ივნისს გლაზგოში ჯგუფის ლიდერ შოტლანდიასთან ჩაატარებს.

ნახეთ ასევე: კვარაცხელია საუკეთესო იყო და აი, რატომ - ანალიტიკური პორტალების შეფასებები