მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშ, ვინ მოკლა ჩემი შვილი?!" - რას ამბობენ 18 წლის ბიჭის მშობლები, რომლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკიც სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნო?
"მაშ, ვინ მოკლა ჩემი შვილი?!" - რას ამბობენ 18 წლის ბიჭის მშობლები, რომლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკიც სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნო?

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გორ­ში, 18 წლის ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­რაშ კან­დე­ლა­კი სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­დო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო, ხოლო ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ნა­წილ­ში გა­ა­მარ­თლა.

გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რებს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლი თ.კ, რო­მელ­მაც 2020 წლის 9 ივ­ნისს, გორ­ში, რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ხე­ლის დარ­ტყმით და­ზა­რა­ლე­ბულს თა­ვის არე­ში სხე­უ­ლის მძი­მე, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, დამ­ნა­შა­ვედ ცნო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე და გა­ა­მარ­თლა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ნა­წილ­ში.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბა და გა­ნა­ჩენს სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 9 ივ­ნისს, გორ­ში, რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ხე­ლის დარ­ტყმით და­ზა­რა­ლე­ბულს თა­ვის არე­ში სხე­უ­ლის მძი­მე, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხი­ფა­თოა სი­ცო­ცხლის­თვის) წა­რუდ­გი­ნა. გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ველ ნა­წილ­ზე (ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია) გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და მას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8 თვით და 25 დღით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­ნა­ჩენს თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სნებთ, თა­რაშ კან­დე­ლა­კი ცნო­ბი­ლი მოკ­რი­ვის, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის შვი­ლია.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მოხ­მა­ურ­ნენ მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის მშობ­ლე­ბი. მათ კო­მენ­ტარს "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის მამა:

"ვე­რა­ფე­რი ვთქვი სა­სა­მარ­თლო­ზე, ისე წარ­მო­ად­გი­ნეს ად­ვო­კა­ტებ­მა ყვე­ლა­ფე­რი, ვი­ფიქ­რე, ჩემი შვი­ლი არ და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ-მეთ­ქი. ვერ გა­ვი­გე, მაშ, ვინ მოკ­ლა ჩემი შვი­ლი, ვინ და­არ­ტყა, ვინ სცე­მა? დამ­ნა­შა­ვე არა­ვინ ყო­ფი­ლა? - ვერ გა­ვი­გე სა­სა­მარ­თლოს­გან... მა­შინ, რამ გა­მო­იწ­ვია ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის ასე­თი ტრავ­მა. ვინ და­არ­ტყა, რა და­არ­ტყა, თუ იმან არ და­არ­ტყა, მა­შინ ვინ და­არ­ტყა, ვერ გას­ცა ამ კი­თხვებს სა­სა­მარ­თლომ პა­სუ­ხი".

ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის დედა:

"აქამ­დე კი­დევ რა­ღა­ცას ვე­ბღა­უ­ჭე­ბო­დით, იქ­ნებ, სა­მარ­თალს კი­დევ ეზე­ი­მა, რათა ამ ბავ­შვის მსგავ­სად კი­დევ სხვე­ბი არ და­ი­ღუპ­ნონ. რო­გორც უნ­დო­დათ, ისე წა­იყ­ვა­ნეს საქ­მე, სად წა­ვი­და ის სის­ხლი­ა­ნი პე­რან­გე­ბი, რო­მე­ლიც მა­გათ ეც­ვათ და გა­აქ­რეს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­აქ­რეს, კა­მე­რე­ბი გა­აქ­რეს, ექ­სპერ­ტი­ზა არ გვაქვს..."

18 წლის ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლი სამ თვეს ებ­რძო­და სიკ­ვდილს. ის 2021 წლის 12 სექ­ტემ­ბერს "ჯერ­არ­სის" კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა 9 ივ­ნისს გორ­ში, სტა­ლი­ნის ქუ­ჩა­ზე, რეს­ტო­რან "ჯო­სე­ფის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მძი­მედ და­ა­შა­ვეს. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე იყო, გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ამ საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის ვაჟი, მოკ­რი­ვე თა­რაშ კან­დე­ლა­კი და­ა­კა­ვეს. სწო­რედ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი იყო რეს­ტო­რან "ჯო­სე­ფის" მფლო­ბე­ლი. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი იმ­ჟა­მად ამ­ბობ­დნენ, ჩხუბ­ში 20-მდე კაცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რაც შემ­დგომ ახ­ლომ­დე­ბა­რე კორ­პუს­თან გაგ­რძელ­და.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
4

ძალადობა , რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მუხლად როგორ გადააკვალიფიცირა სასამართლომ, როდესაც ძალადობის შედეგად გარდაიცვალა ადამიანი? ანუ რა გამოდის, გარდაცვლილს მხოლოდ ეტკინა და გარდაცვალება სხვა გარემოებებმა გამოიწვია? რამ გამოიწვია ვითომ მოსამართლე, შენ როგორ გაიგე ჩვენც გვითხარი.

SOS!!!
4

"ის ურჩევნია მამულსა..." , მე მგონი ყველასთვის გასაგებია თუ ვის როგორ ესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მაშ, ვინ მოკლა ჩემი შვილი?!" - რას ამბობენ 18 წლის ბიჭის მშობლები, რომლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკიც სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნო?

"მაშ, ვინ მოკლა ჩემი შვილი?!" - რას ამბობენ 18 წლის ბიჭის მშობლები, რომლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკიც სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნო?

დღეს ცნობილი გახდა, რომ გორში, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი სასამართლომ ძალადობაში დამნაშავედ ცნო, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში გაამართლა.

გორის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებული თ.კ, რომელმაც 2020 წლის 9 ივნისს, გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით დაზარალებულს თავის არეში სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, დამნაშავედ ცნო დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე და გაამართლა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში.

უწყების განმარტებით, პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 9 ივნისს, გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით დაზარალებულს თავის არეში სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარუდგინა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გადააკვალიფიცირა და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსნებთ, თარაშ კანდელაკი ცნობილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის შვილია.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოხმაურნენ მოკლული ბიჭის მშობლები. მათ კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.

ერეკლე თედლიაშვილის მამა:

"ვერაფერი ვთქვი სასამართლოზე, ისე წარმოადგინეს ადვოკატებმა ყველაფერი, ვიფიქრე, ჩემი შვილი არ დაადანაშაულონ-მეთქი. ვერ გავიგე, მაშ, ვინ მოკლა ჩემი შვილი, ვინ დაარტყა, ვინ სცემა? დამნაშავე არავინ ყოფილა? - ვერ გავიგე სასამართლოსგან... მაშინ, რამ გამოიწვია ერეკლე თედლიაშვილის ასეთი ტრავმა. ვინ დაარტყა, რა დაარტყა, თუ იმან არ დაარტყა, მაშინ ვინ დაარტყა, ვერ გასცა ამ კითხვებს სასამართლომ პასუხი".

ერეკლე თედლიაშვილის დედა:

"აქამდე კიდევ რაღაცას ვებღაუჭებოდით, იქნებ, სამართალს კიდევ ეზეიმა, რათა ამ ბავშვის მსგავსად კიდევ სხვები არ დაიღუპნონ. როგორც უნდოდათ, ისე წაიყვანეს საქმე, სად წავიდა ის სისხლიანი პერანგები, რომელიც მაგათ ეცვათ და გააქრეს, მტკიცებულებები გააქრეს, კამერები გააქრეს, ექსპერტიზა არ გვაქვს..."

18 წლის ერეკლე თედლიაშვილი სამ თვეს ებრძოდა სიკვდილს. ის 2021 წლის 12 სექტემბერს "ჯერარსის" კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა 9 ივნისს გორში, სტალინის ქუჩაზე, რესტორან "ჯოსეფის" მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმედ დააშავეს. სამი თვის განმავლობაში მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ამ საქმეზე სამართალდამცავებმა მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის ვაჟი, მოკრივე თარაშ კანდელაკი დააკავეს. სწორედ გიორგი კანდელაკი იყო რესტორან "ჯოსეფის" მფლობელი. როგორც თვითმხილველები იმჟამად ამბობდნენ, ჩხუბში 20-მდე კაცი მონაწილეობდა, რაც შემდგომ ახლომდებარე კორპუსთან გაგრძელდა.