სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) ენერ­გე­ტი­კუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ ისა­უბ­რა ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის რე­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში სე­მე­კის როლ­სა და მიზ­ნებ­ზე.

„ვემ­ზა­დე­ბით ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის გახ­სნის­თვის. სე­მეკ­მა ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის რე­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი მი­ი­ღო. ამ­ჟა­მად, კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს 2 დო­კუ­მენტს, ეს არის ქსე­ლის წე­სე­ბი და ბაზ­რის წე­სებ­ში ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რო­მელ­თა დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დგო­მაც მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო სრუ­ლად იქ­ნე­ბა მზად ბაზ­რის გახ­სნის­თვის. აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, რათა უფრო მეტი ინ­ვეს­ტი­ცია მო­ვი­ზი­დოთ ენერ­გე­ტი­კა­ში, რაც ხელს შე­უ­წყობს ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ახა­ლი ბაზ­რის კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კონ­ფე­რენ­ცია გახ­სნეს ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა და USAID-ის სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოხ­სე­ნე­ბით წარ­დგნენ სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნია, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი, ჯაბა ხმა­ლა­ძე. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის, ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში სემეკის როლსა და მიზნებზე.

„ვემზადებით ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის. სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში რამდენიმე ათეული ნორმატიული აქტი მიიღო. ამჟამად, კომისია განიხილავს 2 დოკუმენტს, ეს არის ქსელის წესები და ბაზრის წესებში ცვლილებათა პაკეტი, რომელთა დამტკიცების შემდგომაც მარეგულირებელი ჩარჩო სრულად იქნება მზად ბაზრის გახსნისთვის. აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, რათა უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ენერგეტიკაში, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული ახალი ბაზრის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და განახლებადი ენერგიების ათვისებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენცია გახსნეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა. ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, ჯაბა ხმალაძე. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

NS