კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე ამაზე ალბათ, თავად ისაუბრებს" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
"რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე ამაზე ალბათ, თავად ისაუბრებს" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

შან­ტაჟ­ზე მო­გახ­სე­ნეთ, და­ნარ­ჩენს ალ­ბათ თვი­თონ პრე­ზი­დენ­ტი ისა­უბ­რებს ვრცლად, თუ რა ფორ­მით, რო­გორ ხდე­ბო­და მას­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა, - ასე უპა­სუ­ხა პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა გი­ორ­გი სხი­ლა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე დას­მულ შე­კი­თხვას, ხდე­ბო­და თუ არა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე ზე­წო­ლა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს და­კომ­პლექ­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­სი­ვე თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბაც შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას აღ­ქმუ­ლი შან­ტა­ჟად.

"რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ტია დე­კა­ნო­ზის შე­კი­თხვას შან­ტაჟ­თან და პრე­ზი­დენტზე ზე­წო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერთი რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ თვი­თონ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბაც შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას აღ­ქმუ­ლი შან­ტა­ჟად იმი­ტომ, რომ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია - „ჩვენ არ დავძლევთ ვე­ტოს, თუ პრე­ზი­დენ­ტი წა­რად­გენს იმ კან­დი­დატს, რო­მე­ლიც უნდა შე­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო და ა.შ“. კი­დევ რა სა­ხის და რო­გო­რი ტი­პის ზე­წო­ლა ხდე­ბო­და პრე­ზი­დენტზე ამა­ზე ალ­ბათ, თვი­თონ პრე­ზი­დენ­ტი ისა­უბ­რებს, მაგ­რამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­თვის პი­რა­დად თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ ვე­ტოს დაძ­ლე­ვა/არ­დაძ­ლე­ვის სა­კი­თხი კა­მა­თის სა­გა­ნი გახ­და და ამით შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, რომ თუ იმ კან­დი­დატს წარ­ვად­გენ­დით, რო­მე­ლიც მმარ­თველ გუნდს სჭირ­დე­ბო­და მა­შინ ვეტო დაძ­ლე­უ­ლი არ იქ­ნე­ბო­და, სწო­რედ აქე­დან ჩანს მმარ­თვე­ლი გუნ­დის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის და პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მსხი­ლა­ძემ.

ამას­თან, რო­გორც მსხი­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­უძ­ლია თქვას, რომ „ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას საფრ­თხე ექ­მნე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმ ზა­რალს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, ეს იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის პო­ზი­ცი­აც საკ­მა­რი­სია, რო­მე­ლიც მათ გუ­შინ და წინა დღე­ებ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. მო­გიყ­ვა­ნეთ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მა­გა­ლი­თიც, თვი­თონ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ითხოვს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ხოლო, რა ზი­ა­ნი მოჰ­ყვე­ბა ამას ფი­ნან­სუ­რად და პო­ლი­ტი­კუ­რად, ამის შე­სა­ხებ მე წი­ნას­წარ ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს, დღეს პა­სუ­ხი ნამ­დვი­ლად არ მაქვს“, - გა­ნა­ცხა­და მსხი­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, ხუ­ციშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა ნამ­დვი­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის წევ­რო­ბის პო­ზი­ცი­ა­ზე, უბ­რა­ლოდ, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა „მი­ი­ღო ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მი­ი­ღო“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
1

წადი სალომე რა ჩაუჯექი შვილიშვილებს, იქნებ ეგ მაინც გამოგივიდეს

!!!
1

ურჩიეთ წავიდეს...მართლა მეიმედებოდა და გული მტკივა რომ შევცდი!...წავიდეს უკანმოუხედავად,ცინიკოსობით უარესს იმართებს!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე ამაზე ალბათ, თავად ისაუბრებს" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

"რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე ამაზე ალბათ, თავად ისაუბრებს" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

შანტაჟზე მოგახსენეთ, დანარჩენს ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ვრცლად, თუ რა ფორმით, როგორ ხდებოდა მასზე გავლენის მოხდენა, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი სხილაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას, ხდებოდა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად.

"რაც შეეხება ხატია დეკანოზის შეკითხვას შანტაჟთან და პრეზიდენტზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად იმიტომ, რომ განცხადებაში ნათქვამია - „ჩვენ არ დავძლევთ ვეტოს, თუ პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, რომელიც უნდა შეთანხმებულიყო და ა.შ“. კიდევ რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე ამაზე ალბათ, თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემთვის პირადად თუნდაც ის ფაქტი, რომ ვეტოს დაძლევა/არდაძლევის საკითხი კამათის საგანი გახდა და ამით შემოთავაზება იყო, რომ თუ იმ კანდიდატს წარვადგენდით, რომელიც მმართველ გუნდს სჭირდებოდა მაშინ ვეტო დაძლეული არ იქნებოდა, სწორედ აქედან ჩანს მმართველი გუნდის დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტისადმი“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ამასთან, როგორც მსხილაძემ აღნიშნა, დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება.

"რაც შეეხება იმ ზარალს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს, ეს იქნება ფინანსური თუ პოლიტიკური, ამ შემთხვევაში, ალბათ ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციაც საკმარისია, რომელიც მათ გუშინ და წინა დღეებში დააფიქსირეს. მოგიყვანეთ ეროვნული ბანკის მაგალითიც, თვითონ ეროვნული ბანკი ითხოვს, რომ აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელდეს. ხოლო, რა ზიანი მოჰყვება ამას ფინანსურად და პოლიტიკურად, ამის შესახებ მე წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით, ამას დრო გვიჩვენებს, დღეს პასუხი ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა მსხილაძემ.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას, როგორც საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, ხუციშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილებოდა ეროვნული ბანკის წევრობის პოზიციაზე, უბრალოდ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“.