"რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება დიდი ხნით დატოვებს ყირიმს მტკნარი წყლის გარეშე და შეაფერხებს მის განვითარებას", - ამის შესახებ მედიას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განუცხადა.
"ყირიმის ნახევარკუნძულის წყალმომარაგება შესაძლებელი გახდება მხოლოდ უკრაინის კონტროლის ქვეშ მისი დაბრუნების შემდეგ“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინა ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთს არ სჭირდება ყირიმის მოსახლეობა.
"ჯერ გასული წლის დეკემბერ-ნოემბერში ვწერდით ამის შესახებ, რომ რუსებს არ სჭირდებათ ყირიმის მოსახლეობა, და ისინი ადრე თუ გვიან მიიღებენ გადაწყვეტილებას კაშხალის აფეთქების შესახებ და მაშინ ყირიმი დარჩება წყლის გარეშე“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
მისივე თქმით, ყირიმი იქნება უკრაინული.
"ცოტა ხანში ყირიმის განვითარებისთვის უდიდესი პრობლემა გახდება სასმელი წყლის არსებობა. ეს 3-5-7 წლით შეაფერხებს ნახევარკუნძულის განვითარებას, სანამ არ აშენდება ახალი კაშხალი იმისთვის, რომ ყველაფერი აღდგეს. მაგრამ ის უკვე ნამდვილად იქნება ჩვენი მშობლიური უკრაინული ყირიმი ", — განაცხადა დანილოვმა.
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.
სერიოზული მასხარის ნიკიტა ხრუშოვის ნაჩუქარი (1954წ) და ლოთი ბორის ელცინის მივიწყებული (1991წ) ყირიმის ნახევარკუნძული არამგონია აწი როდესმე უკრაინამ დაიბრუნოს, ეს კი არა 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალებამდე არსებულ საზღვრებში უკრაინა ვერასოდეს დაბრუნდება, ეს ფაქტია და ამას დრო გვიჩვენებს რაც არ უნდა გულზე მჯიღი ირტყათ და ამტკიცოთ საპირისპირო. დასანანია, ნამდვილად არ მემეტება უკრაინა და უკრაინელი უდანაშაულო ხალხი ამისათვის, მაგრამ ჩვენი რადიკალურად განსხვავებული სურვილისა სამწუხაროდ ეს ასე იქნება და მადლობა ერთმანეთს გადაუხადეთ შიგნითაც და გარეთაც.
საქართველოს მდგომარეობა კი რადიკალურად განსხვავებულია და აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც ძალიან მალე საქართველოს საზღვრებში მოექცევიან და ამის საწინდარი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სწორი, პრაგმატული, შორსმჭვრეტელური, ჭეშმარიტ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგი იქნება და ამას ყველანი მოვესწრებით.
ერთმა ,,კლოუნმა,,სახელად რეიგანმა საბჭოთა კავშირს გამოუყვანა წირვა, ახლა ჩემო რუსეთუმეებებო მეორე ,,კლოუნი,, ზელენსკი თქვენ რუსეთს გამოუყვანს წირვას.