სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად მაშინ იყო, როდესაც ჩემზე უფროს ადამიანთან დავკარგე ასაკობრივი ზღვარი" - რას იხსენებს ნუცა კუხიანიძე ლევან აბაშიძეზე: ბოლო შეხვედრა და განცდები, რომელიც ლევანმა დატოვა
"პირველად მაშინ იყო, როდესაც ჩემზე უფროს ადამიანთან დავკარგე ასაკობრივი ზღვარი" - რას იხსენებს ნუცა კუხიანიძე ლევან აბაშიძეზე: ბოლო შეხვედრა და განცდები, რომელიც ლევანმა დატოვა

მსა­ხი­ო­ბი ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძე და­უ­ვი­წყარ ლე­ვან აბა­ში­ძეს იხ­სე­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უზი­ა­რებს იმ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, ემო­ცი­ებს, გან­ცდებს, რო­მე­ლიც ლე­ვან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს ჰქონ­და. ნუ­ცას თქმით, რო­დე­საც აბა­ში­ძე გა­იც­ნო, ცხრა წლის იყო და კი­ნოს სამ­ყა­რო­ში ნუ­ცას პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, კი­ნომ­სა­ხი­ო­ბო­ბის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ლე­ვანს უკავ­შირ­დე­ბა.

ამ თე­მა­ზე ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძემ დათო გორ­გი­ლა­ძის გა­და­ცე­მა­ში, "გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე" ისა­უბ­რა. ნუ­ცას დე­ბი­უ­ტი კი­ნო­ში რე­ჟი­სორ გი­ორ­გი მგე­ლა­ძის ფილმში - "არა მე­გო­ბა­რო" შედ­გა. ამ ფილმში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი კი ლე­ვან აბა­ში­ძის­თვის უკა­ნას­კნე­ლი იყო. ლე­ვა­ნი ფილ­მის პრე­მი­ე­რას ვერ მო­ეს­წრო.

  • ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძე:

"ბავ­შვი რომ ხარ და თა­მა­შობ, ეს ერ­თია, მაგ­რამ რო­დე­საც მო­ი­თხო­ვეს, რომ ეს (მსა­ხი­ო­ბო­ბა) ეზოს და სახ­ლის იქეთ გა­სუ­ლი­ყო, რა თქმა უნდა, ალ­ბათ უხერ­ხუ­ლო­ბის მო­მენ­ტი მქონ­და. არ ვი­ცო­დი, რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვიქ­ნე­ბო­დი, დი­დად არ მინ­დო­და, ვერ ვხვდე­ბო­დი სა­ერ­თოდ რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და სა­ერ­თოდ რას მო­ი­თხოვ­დნენ ჩემ­გან.

გიომ (ფილ­მის რე­ჟი­სო­რი) მი­თხრა, წა­მო­დიო ერთი, ლე­ვანს გა­გაც­ნო­ბო, წა­მომ­ყე­ვიო, არ გინ­და, ფილმზე ნუ ფიქ­რო­ბო, უბ­რა­ლოდ, ლე­ვა­ნი მინ­და გა­გაც­ნოო.

იქ იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­ვი­ცა­ნი და­ვუ­მე­გობ­რდი ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა იყო ჩემ­თვის და უკვე ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი ფილმში რა იქ­ნე­ბო­და და რო­გორ. ეს პრო­ცე­სიც (ფილ­მის გა­და­ღე­ბა) იმ­დე­ნად ხან­მოკ­ლე იყო, იმ­დე­ნად პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სულ მა­გათ­თან ერ­თად ვერ ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ ეს მო­მენ­ტე­ბი, როცა უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, გა­და­მე­ღო, ლე­ვან­თან მე­ურ­თი­ერ­თა, ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ამას ვე­ლო­დე­ბო­დი.

სხვა­თა­შო­რის, ამ სახ­ლში ვი­ყა­ვი ბო­ლოს რომ ვნა­ხე, აქ ამო­ვი­და, სუფ­რა იყო თუ რა, არ მახ­სოვს, ამო­ვი­და, სულ თეთ­რებ­ში იყო. მე რა­ღა­ცა­ზე გავ­ბრაზ­დი, ყუ­რა­დღე­ბა არ მო­მაქ­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ და ავ­ვარ­დი ზე­მოთ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად აღარ ჩა­მოვ­დი­ო­დი. ლე­ვა­ნი მე­ძახ­და, მივ­დი­ვარ, მივ­დი­ვარ, ჩა­მო­დი, ჩა­მო­დი, მე იქე­დან ვი­ყუ­რე­ბო­დი და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი სი­ტუ­ა­ცი­ას და მახ­სოვს, ზუს­ტად აქ იყო და ხელი და­მიქ­ნია, მო­ვა­ლო, მო­ვა­ლო კი­დევ, ასე მი­თხრა და წა­ვი­და.

მე ყო­ველ­თვის ასე­თი ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ასე­თი ვარ, ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ქვეშ ვვარ­დე­ბი და მერე უკვე რე­ა­ლო­ბა რა არის, რა არ არის ვე­ღარ ვას­ხვა­ვებ ხოლ­მე.ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, იმი­ტომ რომ მე თვი­თონ ვი­გო­ნებ ამ ყვე­ლა­ფერს. ასე­თი ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ პირ­ვე­ლი დიდი შეხ­ვედ­რა ლე­ვან აბა­ში­ძეს­თან შეხ­ვედ­რაა, გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი იქ­ნე­ბო­და და ეგ­რეც მოხ­და", - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძემ ლე­ვან აბა­ში­ძის ში­ნა­გან მშვე­ნი­ე­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

"დიდი ენერ­გე­ტი­კა ალ­ბათ, სხვა­ნა­ი­რად რჩე­ბა. მე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა მას­თან მო­მი­წია ურ­თი­ერ­თო­ბა და რო­გორც მახ­სოვს, იქ არ იყო არა­ნა­ი­რი ბა­რი­ე­რი. პირ­ვე­ლად იყო ალ­ბათ მა­შინ, რო­დე­საც მე ჩემ­ზე უფ­როს ადა­მი­ან­თან დავ­კარ­გე ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი. ეს იყო მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მარ­ტი­ვი რა­ღაც, ულა­მა­ზეს ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ეტყო­ბა ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემ­ზე იმან, რომ თურ­მე შე­საძ­ლე­ბე­ლია არ არ­სე­ბობ­დეს რა­ღაც დრო­ის შეგ­რძნე­ბა არა­ნა­ი­რი. ამას ახლა ვფიქ­რობ, მა­შინ რა თქმა უნდა, არც ვი­ცო­დი, არც ვფიქ­რობ ამა­ზე, მა­შინ სა­ერ­თოდ სიკ­ვდი­ლი რა იყო, ეგ არ ვი­ცო­დი", - ამ­ბობს ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეო
2

 ჩემი პირველი სიყვარული სკოლაში როგორ მენატრება

+790
1

ლევან აბაშიძე იყო სულით და ხორცით მშვენიერი. დიდი გულის და სიმამაცის მქონე კაცი. აფერუმ მის მშობლებს, ასეთი ვაჟკაცი რომ გაზარდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"პირველად მაშინ იყო, როდესაც ჩემზე უფროს ადამიანთან დავკარგე ასაკობრივი ზღვარი" - რას იხსენებს ნუცა კუხიანიძე ლევან აბაშიძეზე: ბოლო შეხვედრა და განცდები, რომელიც ლევანმა დატოვა

"პირველად მაშინ იყო, როდესაც ჩემზე უფროს ადამიანთან დავკარგე ასაკობრივი ზღვარი" - რას იხსენებს ნუცა კუხიანიძე ლევან აბაშიძეზე: ბოლო შეხვედრა და განცდები, რომელიც ლევანმა დატოვა

მსახიობი ნუცა კუხიანიძე დაუვიწყარ ლევან აბაშიძეს იხსენებს და საზოგადოებას უზიარებს იმ შთაბეჭდილებებს, ემოციებს, განცდებს, რომელიც ლევანთან ურთიერთობის დროს ჰქონდა. ნუცას თქმით, როდესაც აბაშიძე გაიცნო, ცხრა წლის იყო და კინოს სამყაროში ნუცას პირველი ნაბიჯები, კინომსახიობობის მიმართ დაინტერესება, ლევანს უკავშირდება.

ამ თემაზე ნუცა კუხიანიძემ დათო გორგილაძის გადაცემაში, "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" ისაუბრა. ნუცას დებიუტი კინოში რეჟისორ გიორგი მგელაძის ფილმში - "არა მეგობარო" შედგა. ამ ფილმში შესრულებული როლი კი ლევან აბაშიძისთვის უკანასკნელი იყო. ლევანი ფილმის პრემიერას ვერ მოესწრო.

  • ნუცა კუხიანიძე:

"ბავშვი რომ ხარ და თამაშობ, ეს ერთია, მაგრამ როდესაც მოითხოვეს, რომ ეს (მსახიობობა) ეზოს და სახლის იქეთ გასულიყო, რა თქმა უნდა, ალბათ უხერხულობის მომენტი მქონდა. არ ვიცოდი, რა სიტუაციაში ვიქნებოდი, დიდად არ მინდოდა, ვერ ვხვდებოდი საერთოდ რა უნდა გამეკეთებინა და საერთოდ რას მოითხოვდნენ ჩემგან.

გიომ (ფილმის რეჟისორი) მითხრა, წამოდიო ერთი, ლევანს გაგაცნობო, წამომყევიო, არ გინდა, ფილმზე ნუ ფიქრობო, უბრალოდ, ლევანი მინდა გაგაცნოო.

იქ იყო ადამიანი, რომელიც გავიცანი დავუმეგობრდი ჩემი გადმოსახედიდან, ახალი აღმოჩენა იყო ჩემთვის და უკვე ყველაფერზე თანახმა ვიყავი ფილმში რა იქნებოდა და როგორ. ეს პროცესიც (ფილმის გადაღება) იმდენად ხანმოკლე იყო, იმდენად პატარა ვიყავი, სულ მაგათთან ერთად ვერ ვიქნებოდი, მაგრამ ეს მომენტები, როცა უნდა წავსულიყავი, გადამეღო, ლევანთან მეურთიერთა, ყველაზე ძალიან ამას ველოდებოდი.

სხვათაშორის, ამ სახლში ვიყავი ბოლოს რომ ვნახე, აქ ამოვიდა, სუფრა იყო თუ რა, არ მახსოვს, ამოვიდა, სულ თეთრებში იყო. მე რაღაცაზე გავბრაზდი, ყურადღება არ მომაქცია, სავარაუდოდ და ავვარდი ზემოთ, პროტესტის ნიშნად აღარ ჩამოვდიოდი. ლევანი მეძახდა, მივდივარ, მივდივარ, ჩამოდი, ჩამოდი, მე იქედან ვიყურებოდი და ვაკვირდებოდი სიტუაციას და მახსოვს, ზუსტად აქ იყო და ხელი დამიქნია, მოვალო, მოვალო კიდევ, ასე მითხრა და წავიდა.

მე ყოველთვის ასეთი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ, ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვვარდები და მერე უკვე რეალობა რა არის, რა არ არის ვეღარ ვასხვავებ ხოლმე.ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე თვითონ ვიგონებ ამ ყველაფერს. ასეთი ადამიანისთვის, რომ პირველი დიდი შეხვედრა ლევან აბაშიძესთან შეხვედრაა, გარდამტეხი მომენტი იქნებოდა და ეგრეც მოხდა", - იხსენებს მსახიობი.

ნუცა კუხიანიძემ ლევან აბაშიძის შინაგან მშვენიერებაზეც ისაუბრა.

"დიდი ენერგეტიკა ალბათ, სხვანაირად რჩება. მე პატარა ვიყავი, როცა მასთან მომიწია ურთიერთობა და როგორც მახსოვს, იქ არ იყო არანაირი ბარიერი. პირველად იყო ალბათ მაშინ, როდესაც მე ჩემზე უფროს ადამიანთან დავკარგე ასაკობრივი ზღვარი. ეს იყო მეგობრული დამოკიდებულება, მარტივი რაღაც, ულამაზეს ადამიანთან ურთიერთობა. ეტყობა ძალიან იმოქმედა ჩემზე იმან, რომ თურმე შესაძლებელია არ არსებობდეს რაღაც დროის შეგრძნება არანაირი. ამას ახლა ვფიქრობ, მაშინ რა თქმა უნდა, არც ვიცოდი, არც ვფიქრობ ამაზე, მაშინ საერთოდ სიკვდილი რა იყო, ეგ არ ვიცოდი", - ამბობს ნუცა კუხიანიძე.