პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის მდიდარი გარემოცვის დაფარული საქმიანობა: ვინ დგას გასამხედროებული დაჯგუფებების უკან - "შესაძლოა, ქვეყანაში მალე სიტუაცია აირიოს და ყველას უნდა, თავისი არმია ჰყავდეს"
პუტინის მდიდარი გარემოცვის დაფარული საქმიანობა: ვინ დგას გასამხედროებული დაჯგუფებების უკან - "შესაძლოა, ქვეყანაში მალე სიტუაცია აირიოს და ყველას უნდა, თავისი არმია ჰყავდეს"

ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნის ომამ­დე, რუ­სეთ­ში აქ­ტი­უ­რად იქ­მნე­ბო­და გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, ისე­თი, რო­გო­რიც ახლა სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის "ვაგ­ნე­რია". მათი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი არი­ან, დიდი და­ფი­ნან­სე­ბით, პუ­ტი­ნის ახლო გა­რე­მოც­ვი­დან, ისე რო­გორც თა­ვად პრი­გო­ჟი­ნი, რო­მე­ლიც ახლა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია და ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­დალს, თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, გე­ნე­რა­ლი­ტეტ­სა და პუ­ტი­ნის კი­დევ ერთ მარ­ჯვე­ნა ხელს, რამ­ზან კა­დი­როვს ღიად უპი­რის­პირ­დე­ბა.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ უკ­რა­ი­ნის ომის შემ­დეგ, ჩრდი­ლი­დან გა­მო­ვიდ­ნენ ისე­თი კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხე­ბაც ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის არა­ფე­რი იცოდ­ნენ, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა­ში 2014 წლი­დან იბ­რძოდ­ნენ და მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყო ესა თუ ის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნი და იქ მოქ­მე­დი რუ­სუ­ლი რე­გუ­ლა­რუ­ლი ნა­წი­ლის კონ­ტრო­ლი...

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის ომის პა­რა­ლე­ლუ­რად, კი­დევ რამ­დე­ნი­მე კო­მერ­ცი­უ­ლი სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­იქ­მნა და ეს პრო­ცე­სი სა­ხი­ფა­თოდ გრძელ­დე­ბა, რად­გან მათ შო­რის გავ­ლე­ნე­ბის­თვის შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო.

მარ­თა­ლია, რუ­სეთ­ში პრი­გო­ჟი­ნის "ვაგ­ნე­რის" მსგავ­სი გავ­ლე­ნე­ბით ყვე­ლა ვერ სარ­გებ­ლობს, რად­გან მის უკან "ეფეს­ბე" დგას, მაგ­რამ მას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა კა­დი­რო­ვის "ახ­მა­დი", რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს რო­გორც შიდა პრო­ცე­სებ­ში, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის ომში. ახლა მათ ხელ­მძღვა­ნე­ლებს შო­რის მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბაა. კა­დი­რო­ვი მას პი­რად შეხ­ვედ­რას უნიშ­ნავს, რად­გან რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრი­გო­ჟინ­მა მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ბახ­მუ­ტი "ვაგ­ნერ­მა" აიღო (არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლაქს რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ბო­ლომ­დე ჯერ კი­დევ ვერ აკონ­ტრო­ლე­ბენ) და იქ კა­დი­რო­ვის "ახ­მა­ტი" არა­ვის უნა­ხავს.

  • გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძა­ლაა სერ­გეი შო­ი­გუს "პატ­რი­ო­ტი", რო­მე­ლიც ამ ბოლო დროს, "ვაგ­ნე­რის" აგ­რე­სი­უ­ლად გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ გა­მო­ვი­და ჩრდი­ლი­დან. მას გავ­ლე­ნე­ბით არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა "მე­ტე­ო­რი", რო­მელ­საც "როს­ნეფ­ტი" აფი­ნან­სებს;

ასე­ვე, არ­სე­ბობს შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნია "ენო­ტი", რომ­ლის უკა­ნაც ასე­ვე "ეფეს­ბე" დგას. ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნის, მი­ლი­არ­დე­რის იგო­რი ალ­ტუშ­კი­ნის მფლო­ბე­ლო­ბა­შია გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ურა­ლიც"; მათ გარ­და, არ­სე­ბობს, პუ­ტი­ნის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რის, ბიზ­ნეს­მენ გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კოს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "რე­დუ­ტიც", რო­მე­ლიც "ზონა.მე­დია"-ს ცნო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კონ­ტროლ­ქვე­შაა. ის გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნის ომამ­დე, სი­რი­ა­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

მისი მე­თა­უ­რის კონ­სტან­ტინ მირ­ზა­ი­ან­ცის თქმით, ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში 2014 წლი­დან იბ­რძვი­ან, თუმ­ცა 2022 წლის თე­ბერ­ვლის "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის" შემ­დეგ, სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა - მირ­ზა­ი­ან­ცი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­და, რომ ომი­დან პირ­ვე­ლი­ვე თვე­ებ­ში, ბევ­რი მისი კონ­ტრაქ­ტო­რი მოკ­ლე­ვა­დი­ან კონ­ტრაქ­ტზე გა­დას­ვლას ითხოვ­და.

currenttime.tv-ის ცნო­ბით, რუ­სეთ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად რე­გის­ტრირ­დე­ბა ახალ-ახა­ლი სამ­ხედ­რო კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ყვე­ლა მათ­გა­ნის უკან გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი დგა­ნან, რომ­ლე­ბიც სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თავს იზღვე­ვენ და თა­ვი­ან­თი კომ­პა­ნი­ე­ბის და­სა­ცა­ვად თა­და­რიგს იჭე­რენ. ამ ეტაპ­ზე, ზოგი მათ­გა­ნი უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე­ობს, ზო­გიც რუ­სეთ­ში სხვა სა­ხის და­ვა­ლე­ბებ­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­შია "ბარ­სი", დონ­ბა­სის მო­ხა­ლი­სე­თა კავ­ში­რი, რო­მე­ლიც ე.წ. dnr-ის ყო­ფილ პრე­მი­ერს, ალექ­სან­დრ ბო­რო­და­ის ეკუთ­ვნის და "დონი", რომ­ლის უკა­ნაც ასე­ვე რე­დუ­ტი დგას. ის ამ კომ­პა­ნი­ის ე.წ. მე­ო­რა­დი გუნ­დია, მო­ხა­ლი­სე­ე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბით... "რე­დუ­ტში" გა­წევ­რი­ა­ნე­ბულ სამ­ხედ­როს ოჯახს, მისი და­ღუპ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, 60 ათას დო­ლარს ჰპირ­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ეს თა­ვი­დან იყო - ახლა შე­იც­ვა­ლა და კომ­პენ­სა­ცი­აც შემ­ცირ­და.

კომ­პა­ნია "ბარ­სი", ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა, მათ სამ­ხედ­რო ბი­ლე­თებ­საც არ აძ­ლე­ვენ და რო­გორც ირ­კვე­ვა, თან­ხას, ე.წ. ხელ­ფასს ხელ­ზე უხ­დი­ან. და­ზი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ არ ეკუთ­ვნით უფა­სო მკურ­ნა­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რად­გან იუ­რი­დი­უ­ლად, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რედ არ ით­ვლე­ბი­ან. მათ­მა უმე­ტე­სო­ბამ კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბი არც იცის, რად­გან დო­კუ­მენტს არ აძ­ლე­ვენ.

"სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ატ­ში ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­და­ნი მათი ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ინა­ხე­ბა, ხოლო ასლს კი, მა­შინ მი­ი­ღე­ბენ, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რის ვადა და­უმ­თავ­რდე­ბათ. იქვე, ზე­პი­რად წყვე­ტენ, რო­მელ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში გა­და­ა­ნა­წი­ლონ ისი­ნი, თავ­და­პირ­ვე­ლად, ამას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დნენ, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბი­სას ე.წ. ბარ­სე­ლე­ბი უამ­რავ პრობ­ლე­მას გა­და­ა­წყდნენ. გა­ურ­კვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ და­ღუ­პუ­ლე­ბის მშობ­ლე­ბიც, მათ არც კომ­პენ­სა­ცია მი­უ­ღი­ათ, არც რა­ი­მე სა­ხის დო­კუ­მენ­ტი, თუ სად მსა­ხუ­რობ­და მათი შვი­ლი, რად­გან მსგავ­სი დო­კუ­მენ­ტი თა­ვი­დან­ვე არ არ­სე­ბობ­და" - წერს გა­მო­ცე­მა.

ათო­ბით აშ­კა­რა თუ და­ფა­რულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის ერთ-ერ­თია, ასე­ვე, პუ­ტი­ნის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რი ბიზ­ნეს­მე­ნის, სერ­გეი აქ­სი­ო­ნო­ვის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი "კონ­ვოი", რო­მე­ლიც ყი­რიმ­ში 2014 წლი­დან მოქ­მე­დებს. ის ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის ვაგ­ნე­რის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლურ კონ­კუ­რენ­ტად აღიქ­მე­ბა და "ახ­მა­ტის" არ იყოს, მათ შო­რი­საც საკ­მა­ოდ მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბაა.

ამას გარ­და, რუ­სეთ­ში კი­დევ მოქ­მე­დე­ბებს ჰონ­კონ­გში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 11 გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც ასე აქ­ტი­უ­რად არ ჩა­ნან, მაგ­რამ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლე­ბენ. ყვე­ლა მათ­გა­ნი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ძი­რი­თა­დი ბირ­თვი, სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში კრემ­ლის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და. ნა­წი­ლი, უკ­რა­ი­ნის ომში და­ი­ხო­ცა და ახა­ლი ძა­ლით შე­ავ­სეს.

"ყვე­ლა დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ცდი­ლობს, ამ ძა­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ე­ბის და­არ­სე­ბის მი­ზე­ზი და მთა­ვა­რი ფუნ­ქცია, ბიზ­ნე­სის დაც­ვა იყო, ახლა კი, ხე­და­ვენ, რომ შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა­ში მალე სი­ტუ­ა­ცია აი­რი­ოს და ყვე­ლას უნდა თა­ვი­სი არ­მია ჰყავ­დეს. არც ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­აჩ­ნია, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი" - წერს გა­მო­ცე­მა thebell.io.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

მაგარი რეგვენი გამოდგა პუტინი, კასპელი მაინც არ იყოს, რა დარჩა გორამდე ? ბიჯო, ჰიტლერმა და ნაპალეონმა რომ მშრალზე ნახევარი არმია უკრაინის სტეპებში და ხოდაბუნებში ჩატოვეს , უკან მარხილებზე დაბრუნდნენ ბინტებით დათბუნებულები, ჭკუა არ უნდა გესწავლა , სველზე რომ აქედან მიადექი , ის ხოდაბუნები ნაწვერალზე არ უნდა გაიაროს წითელმა არმიამ ? ჰოოდა ჩატოვა არმია საკუთარ ბოსტანში, რეგვენია ! ვიღაცეები კი სტალინს ადარებენ, კაშხალი იმანაც ააფეთქაო, ახლა მეზარება , ვნახავ მერე რატომ და რისთვის, ვინ ააფეთქა სტალინის დროს კაშხალი ! პუწია პრუწია, მარტივი ჩეკისტია, ეგეთები სტალინს აგარაკზე ხეებთან პოსტებზე დნევალნებად ეყენა !

ასეა
1

მოროდიორთა ბანდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

პუტინის მდიდარი გარემოცვის დაფარული საქმიანობა: ვინ დგას გასამხედროებული დაჯგუფებების უკან - "შესაძლოა, ქვეყანაში მალე სიტუაცია აირიოს და ყველას უნდა, თავისი არმია ჰყავდეს"

პუტინის მდიდარი გარემოცვის დაფარული საქმიანობა: ვინ დგას გასამხედროებული დაჯგუფებების უკან - "შესაძლოა, ქვეყანაში მალე სიტუაცია აირიოს და ყველას უნდა, თავისი არმია ჰყავდეს"

ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე, რუსეთში აქტიურად იქმნებოდა გასამხედროებული კომპანიები, ისეთი, როგორიც ახლა საყოველთაოდ ცნობილი, ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერია". მათი დამფუძნებელი გავლენიანი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები არიან, დიდი დაფინანსებით, პუტინის ახლო გარემოცვიდან, ისე როგორც თავად პრიგოჟინი, რომელიც ახლა იმედგაცრუებულია და ქვეყნის მთავარსარდალს, თავდაცვის მინისტრს, გენერალიტეტსა და პუტინის კიდევ ერთ მარჯვენა ხელს, რამზან კადიროვს ღიად უპირისპირდება.

რუსული მედია წერს, რომ უკრაინის ომის შემდეგ, ჩრდილიდან გამოვიდნენ ისეთი კერძო სამხედრო კომპანიები, რომელთა არსებობის შესახებაც ქვეყანაში თითქმის არაფერი იცოდნენ, თუმცა უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ და მათ განკარგულებაში იყო ესა თუ ის ოკუპირებული რაიონი და იქ მოქმედი რუსული რეგულარული ნაწილის კონტროლი...

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის ომის პარალელურად, კიდევ რამდენიმე კომერციული სამხედრო ორგანიზაცია შეიქმნა და ეს პროცესი სახიფათოდ გრძელდება, რადგან მათ შორის გავლენებისთვის შიდა დაპირისპირება დაიწყო.

მართალია, რუსეთში პრიგოჟინის "ვაგნერის" მსგავსი გავლენებით ყველა ვერ სარგებლობს, რადგან მის უკან "ეფესბე" დგას, მაგრამ მას არ ჩამოუვარდება კადიროვის "ახმადი", რომელიც აქტიურად მონაწილეობს როგორც შიდა პროცესებში, ასევე უკრაინის ომში. ახლა მათ ხელმძღვანელებს შორის მწვავე დაპირისპირებაა. კადიროვი მას პირად შეხვედრას უნიშნავს, რადგან რამდენიმე დღის წინ პრიგოჟინმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ბახმუტი "ვაგნერმა" აიღო (არსებული ინფორმაციით, ქალაქს რუსული ძალები ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებენ) და იქ კადიროვის "ახმატი" არავის უნახავს.

  • გასამხედროებული კომერციული კომპანიებიდან ანგარიშგასაწევი ძალაა სერგეი შოიგუს "პატრიოტი", რომელიც ამ ბოლო დროს, "ვაგნერის" აგრესიულად გააქტიურების შემდეგ გამოვიდა ჩრდილიდან. მას გავლენებით არ ჩამოუვარდება "მეტეორი", რომელსაც "როსნეფტი" აფინანსებს;

ასევე, არსებობს შედარებით ნაკლებად ცნობილი კომპანია "ენოტი", რომლის უკანაც ასევე "ეფესბე" დგას. ადგილობრივი ბიზნესმენის, მილიარდერის იგორი ალტუშკინის მფლობელობაშია გასამხედროებული ორგანიზაცია "ურალიც"; მათ გარდა, არსებობს, პუტინის ახლო გარემოცვის წევრის, ბიზნესმენ გენადი ტიმჩენკოს მფლობელობაში არსებული კომპანია "რედუტიც", რომელიც "ზონა.მედია"-ს ცნობით, თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშაა. ის გარკვეული დროის განმავლობაში, სავარაუდოდ, უკრაინის ომამდე, სირიაშიც იმყოფებოდა.

მისი მეთაურის კონსტანტინ მირზაიანცის თქმით, ისინი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვიან, თუმცა 2022 წლის თებერვლის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა - მირზაიანცი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ომიდან პირველივე თვეებში, ბევრი მისი კონტრაქტორი მოკლევადიან კონტრაქტზე გადასვლას ითხოვდა.

currenttime.tv-ის ცნობით, რუსეთში ინტენსიურად რეგისტრირდება ახალ-ახალი სამხედრო კომერციული ორგანიზაციები, ყველა მათგანის უკან გავლენიანი ბიზნესმენები დგანან, რომლებიც სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში თავს იზღვევენ და თავიანთი კომპანიების დასაცავად თადარიგს იჭერენ. ამ ეტაპზე, ზოგი მათგანი უკრაინის ომში მონაწილეობს, ზოგიც რუსეთში სხვა სახის დავალებებზეა კონცენტრირებული.

ამ ჩამონათვალშია "ბარსი", დონბასის მოხალისეთა კავშირი, რომელიც ე.წ. dnr-ის ყოფილ პრემიერს, ალექსანდრ ბოროდაის ეკუთვნის და "დონი", რომლის უკანაც ასევე რედუტი დგას. ის ამ კომპანიის ე.წ. მეორადი გუნდია, მოხალისეებით დაკომპლექტებული და შედარებით დაბალი ანაზღაურებით... "რედუტში" გაწევრიანებულ სამხედროს ოჯახს, მისი დაღუპვის შემთხვევაში, 60 ათას დოლარს ჰპირდებოდნენ, თუმცა ეს თავიდან იყო - ახლა შეიცვალა და კომპენსაციაც შემცირდა.

კომპანია "ბარსი", ფაქტობრივად, მოხალისეებისგან შედგება, მათ სამხედრო ბილეთებსაც არ აძლევენ და როგორც ირკვევა, თანხას, ე.წ. ხელფასს ხელზე უხდიან. დაზიანების მიღების შემთხვევაში, მათ არ ეკუთვნით უფასო მკურნალობა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში, რადგან იურიდიულად, სამხედრო მოსამსახურედ არ ითვლებიან. მათმა უმეტესობამ კონტრაქტის პირობები არც იცის, რადგან დოკუმენტს არ აძლევენ.

"სამხედრო კომისარიატში ეუბნებიან, რომ ხელშეკრულების დედანი მათი ქალაქის ადმინისტრაციაში ინახება, ხოლო ასლს კი, მაშინ მიიღებენ, როდესაც სამსახურის ვადა დაუმთავრდებათ. იქვე, ზეპირად წყვეტენ, რომელ სამხედრო ნაწილში გადაანაწილონ ისინი, თავდაპირველად, ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში, სამედიცინო მომსახურებისას ე.წ. ბარსელები უამრავ პრობლემას გადააწყდნენ. გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დაღუპულების მშობლებიც, მათ არც კომპენსაცია მიუღიათ, არც რაიმე სახის დოკუმენტი, თუ სად მსახურობდა მათი შვილი, რადგან მსგავსი დოკუმენტი თავიდანვე არ არსებობდა" - წერს გამოცემა.

ათობით აშკარა თუ დაფარულ კომპანიებს შორის ერთ-ერთია, ასევე, პუტინის ახლო გარემოცვის წევრი ბიზნესმენის, სერგეი აქსიონოვის მიერ დაფინანსებული "კონვოი", რომელიც ყირიმში 2014 წლიდან მოქმედებს. ის ევგენი პრიგოჟინის ვაგნერის ყველაზე რეალურ კონკურენტად აღიქმება და "ახმატის" არ იყოს, მათ შორისაც საკმაოდ მწვავე დაპირისპირებაა.

ამას გარდა, რუსეთში კიდევ მოქმედებებს ჰონკონგში დარეგისტრირებული 11 გასამხედროებული კერძო ორგანიზაცია, რომლებიც ასე აქტიურად არ ჩანან, მაგრამ დავალებას ასრულებენ. ყველა მათგანი, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი ბირთვი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში კრემლის დავალებას ასრულებდა. ნაწილი, უკრაინის ომში დაიხოცა და ახალი ძალით შეავსეს.

"ყველა დამფუძნებელი ცდილობს, ამ ძალების შენარჩუნებას, რადგან აღნიშნული სამხედრო კომპანიების დაარსების მიზეზი და მთავარი ფუნქცია, ბიზნესის დაცვა იყო, ახლა კი, ხედავენ, რომ შესაძლოა, ქვეყანაში მალე სიტუაცია აირიოს და ყველას უნდა თავისი არმია ჰყავდეს. არც ერთმანეთთან დაპირისპირებაა გამორიცხული, გააჩნია, როგორ განვითარდება პროცესები" - წერს გამოცემა thebell.io.

წაიკითხეთ ასევე: