მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
22 წლის ბიჭი, რომელიც წყალზე "დადის" - "მჯერა, რომ ჩემი მოტოთი ყველგან შევძლებ გავლას" (ვიდეო)
22 წლის ბიჭი, რომელიც წყალზე "დადის" - "მჯერა, რომ ჩემი მოტოთი ყველგან შევძლებ გავლას" (ვიდეო)

22 წლის გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ენ­დუ­რო მო­ტომრბო­ლე­ლია, რო­მელ­მაც წყალ­ზე გა­ი­ა­რა. მან "თბი­ლი­სის ზღვა“ ენ­დუ­როს ტი­პის სპე­ცი­ა­ლუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი მო­ტო­თი 80 კი­ლო­მეტრ სა­ა­თი სიჩ­ქა­რით გა­დაკ­ვე­თა და მსოფ­ლი­ოს სამ რა­ი­დერს შო­რის მოხ­ვდა, რო­მელ­თაც წყალ­ზე შორი მან­ძი­ლი და­ფა­რეს.

"თბი­ლი­სის ზღვის“ 2-კი­ლო­მეტ­რამ­დე მო­ნაკ­ვე­თი 45 მეტრ სიღ­რმე წყალ­ზე 2023 წლის სა­უ­კე­თე­სო მო­ტოს­პორ­ტსმენ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი­ვე ცდა­ზე და­ფა­რა და შემ­დეგ გა­მოწ­ვე­ვად "შავი ზღვის“ ტალ­ღე­ბის დაძ­ლე­ვა და წყალ­ზე მეტი მან­ძი­ლის გავ­ლა და­ი­სა­ხა მიზ­ნად.

"რედ­ბუ­ლის“ PP ათ­ლე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში (Red Bull Product Placement Athlete) 2017 წლი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ენ­დუ­რო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი ჩემ­პი­ო­ნია. "ვი­სო­ლი“ მისი ექ­სტრე­მა­ლუ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რია.

ambebi.ge გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძეს ესა­უბ­რა:

- ბავ­შვო­ბი­დან მი­ზი­დავ­და ექ­სტრე­მა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. მა­მაც ოფ­რო­უ­დით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს უფრო, რო­გორც გარ­თო­ბას, ისე უყუ­რებ­და. მეც მა­ინ­ტე­რე­სებ­და ოფ­რო­უ­დი და ხან­და­ხან შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე მივ­ყვე­ბო­დი. მერე სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, რამე მსგავ­სი ტრან­სპორ­ტი მყო­ლო­და. ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, ეში­ნო­დათ, თან ასა­კი­თაც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. მო­ტო­ციკ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შიში ჰქონ­დათ... 14 წლის ასაკ­ში მა­მამ პირ­ვე­ლი მო­ტო­ციკ­ლი მა­ჩუ­ქა, 2 წელი იმ ტრან­სპორ­ტს გა­სარ­თო­ბად ვუ­ყუ­რებ­დი, რად­გან მა­ინ­ცდა­მა­ინც გა­მარ­თუ­ლი არ იყო. მას­ზე წვა­ლე­ბით ვმოძ­რა­ობ­დი, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში მა­ინც ვერ­თო­ბო­დი - თა­ვი­სუ­ფალ დროს გავ­დი­ო­დი და დავ­სე­ირ­ნობ­დი. ჩემი მი­ზა­ნი იყო, ენერ­გია და ად­რე­ნა­ლი­ნი ტრეკ­ზე და­მე­ხარ­ჯა და არა ქა­ლაქ­ში. ჩემი მო­ტო­ზე დაჯ­დო­მის მთა­ვა­რი მი­ზე­ზიც ეს იყო.

- ის მოტო რო­დის შეც­ვა­ლეთ?

- 16 წლის ასაკ­ში მა­მამ უკვე დიდი მო­ტო­ციკ­ლი მი­ყი­და და მეც მე­ტად გა­ვაქ­ტი­ურ­დი. როცა მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მომ­დი­ო­და, ვარ­ჯიშს მო­ვუ­მა­ტე და ამ საქ­მეს უკე­თე­სად და­ვე­უფ­ლე. 2018 წელს პირ­ვე­ლი სპონ­სო­რი გა­მო­მიჩ­ნდა. კომ­პა­ნია "ქარუ“, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე შე­ჯიბ­რი და­მი­ფი­ნან­სა. იმ შე­ჯიბ­რე­ბებ­მა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და პრაქ­ტი­კა მომ­ცა. შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე და მას მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ჯიბ­რი არ წა­მი­გია.

- რო­გორც გა­ვი­გე, მალე მწვრთნე­ლო­ბა სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ან­მა შე­მოგ­თა­ვა­ზათ.

- კი, ერთი პი­როვ­ნე­ბა გა­მოჩ­ნდა, მწვრთნე­ლო­ბა უფა­სოდ შე­მომ­თა­ვა­ზა. მიხ­ვდა, რომ მწვრთნე­ლი არ მყავ­და და ჩე­მით ვემ­ზა­დე­ბო­დი. მან გა­და­წყვი­ტა, ფიტ­ნე­სის კუ­თხით მო­ვემ­ზა­დე­ბი­ნე... ჩემი მონ­დო­მე­ბა, მო­ტი­ვა­ცია და პო­ტენ­ცი­ა­ლი რომ და­ი­ნა­ხა, ჩემი მე­ნე­ჯე­რიც გახ­და. სხვა­დას­ხვა სპონ­სო­რის მო­ძი­ე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბო­და. ამან გზე­ბი გა­მიხ­სნა სა­ზღვარ­გა­რეთ. პირ­ვე­ლი გას­ვლა სომ­ხეთ­ში იყო, სა­დაც სომ­ხე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ვი­გე. შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით და დიდი სხვა­ო­ბით მო­ვი­გე. შემ­დე­გი შე­ჯიბ­რი უკ­რა­ი­ნა­ში მი­წევ­და, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო. და­ახ­ლო­ე­ბით 400-მდე სპორ­ტსმე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათ შო­რის, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლიც და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე.

- რო­გორ გა­გიჩ­ნდათ, ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იდეა - თბი­ლი­სის ზღვა მო­ტო­თი გა­და­გე­სე­რათ? რო­გორ შე­ძე­ლით, რა რე­სურ­სი იყო ამის­თვის სა­ჭირო?

- არის ასე­თი, რობი მე­დი­სო­ნი, ცნო­ბი­ლი უცხო­ე­ლი სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­მაც, 10 წლის წინ მსგავ­სი რამ პირ­ვე­ლად გა­ა­კე­თა - მო­ტო­ციკ­ლით წყალ­ზე გა­ი­ა­რა.

ამ ფაქტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და ამ­ბავ­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც მო­აღ­წია. გა­სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა და მეც მო­მინ­და მო­ტო­თი წყალ­ზე გავ­ლა. და­ვი­წყე ამის­თვის მომ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და.

მერე კომ­პა­ნია "ვი­სოლ­თან“ სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა გვინ­დო­და, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბას მი­იქ­ცევ­და. ვი­საც ეს იდეა შევ­თა­ვა­ზე, ყვე­ლა ეჭ­ვის თვა­ლით მი­ყუ­რებ­და. სულ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ნამ­დვი­ლად გა­მო­მი­ვი­დო­და, თუ არა, რამ­დე­ნად შევ­ძლებ­დი. ათას­ნა­ი­რი აზრი და კი­თხვა ჰქონ­დათ.

ვუ­თხა­რი, თუ ფი­ნან­სუ­რად და­მეხ­მა­რე­ბით, ტექ­ნი­კას შე­სა­ბა­მი­სად მო­ვამ­ზა­დებ და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ, რომ მო­ტო­ციკ­ლით წყალ­ზე გა­ვალ-მეთ­ქი. ყვე­ლა­ფე­რი და­მი­ფი­ნან­სეს. მო­ტო­ციკ­ლი შე­სა­ბა­მი­სად ავა­წყე და გავ­მარ­თე. მას­ზე თხი­ლა­მუ­რე­ბი ისე და­ვა­ყე­ნეთ, რომ სა­ბუ­რავს ფუნ­ქცია არ და­ე­კარ­გა, სა­ბუ­რავს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ეტ­რი­ა­ლა და ამავდრო­უ­ლად წყალ­ში შე­სუ­ლი­ყო. ყვე­ლა­ფერ­მა უპ­რობ­ლე­მოდ, მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა. წყალ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვი­ა­რე და გა­მო­ვი­ა­რე.

- გა­სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია ის ვი­დეო... დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს... სა­მო­მავ­ლოდ მსოფ­ლიო რე­კორ­დის მოხ­სნა გაქვთ და­გეგ­მი­ლი...

- გვინ­და, რომ აგ­ვის­ტო­ში შავ ზღვა­ში გა­და­ვი­ნაც­ვლოთ და მსოფ­ლიო რე­კორ­დი იქ მოვხსნათ. ამ­ჟა­მად მსოფ­ლიო რე­კორ­დი წყალ­ზე 27 კი­ლო­მეტ­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ვარ და მსოფ­ლი­ო­შიც მინ­და, რომ ამ სფე­რო­ში პირ­ვე­ლი ვიყო.

- გი­ორ­გი, თბი­ლი­სის ზღვა­ზე წყალ­ზე მო­ტო­თი გავ­ლი­სას, ალ­ბათ, საფრ­თხე­ე­ბი იქ­ნე­ბო­და და და­ზღვე­ვა რა იყო?

- მა­გა­ზე ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი გან­ვი­ხი­ლეთ. ერთი იყო, უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა ე.წ. აირ­ბა­გი. ჩა­ძირ­ვის შემ­თხვე­ვა­ში ხელს გა­მოვკრავ­დი აირ­ბაგს, რო­მე­ლიც და­მი­ცავ­და, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს უარ­ყო­ფი­თი მხა­რე ჰქონ­და, რომ გა­იხ­სნე­ბო­და, მო­ტო­ციკლს გა­რეგ­ნულ სა­ხეს და­უ­კარ­გავ­და. მერე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, რომ თუ ტექ­ნი­კუ­რად ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ი­მარ­თე­ბო­და, სა­ერ­თოდ და­ზღვე­ვის გა­რე­შე გა­მევ­ლო, გაგ­ვე­რის­კა.

მოკ­ლედ, მეც­ვა სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტი, ჩა­ძირ­ვის პრობ­ლე­მა არ იყო. მო­ტო­ციკ­ლის და­კარ­გვის რის­კი არ­სე­ბობ­და. ფსკე­რამ­დე ჩა­სუ­ლი­ყო და შემ­დეგ მისი იქი­დან ამო­ტა­ნა დიდ რე­სურსს მო­ი­თხოვ­და და მისი მო­ძებ­ნაც რის­კებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- თქვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვით თავი ურ­თუ­ლეს ამო­ცა­ნას. გი­ლო­ცავთ და მალე მსოფ­ლიო რე­კორ­დი მოგ­ვე­ლო­ცოს.

- დიდი მად­ლო­ბა. მჯე­რა, რომ ჩემი მო­ტო­თი ყველ­გან შევ­ძლებ გავ­ლას...

  • გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძის სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი კი ასე­თია:

უკ­რა­ი­ნა - -Extreme Charge Ukraine - 1-ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი, სრუ­ლი შე­ჯიბ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი

ეს­პა­ნე­თი - Hixpania Hard Enduro 2021 Archer Class- მე-2 ად­გი­ლი

თურ­ქე­თი - Sea to Sky Turkey 2021- მე-10 ად­გი­ლი (ოქ­როს პრი­ზი­ო­რი)

2019 – 2020 წლებ­ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე აზარ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რის RedBull Romaniacs -ის ოქ­როს კლა­სის ფი­ნი­შე­რი 2022 წლის შე­დე­გე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე:

ის­რა­ე­ლი - Minus 400 Desert Extreme Races - მე-13 ად­გი­ლი

სერ­ბე­თი - XRoss Hard Enduro Rally - მე-14 ად­გი­ლი

ავ­სტრია - RedBull Erzbergrodeo - მე-18 ად­გი­ლი

ეს­პა­ნე­თი - Hixpania Hard Enduro 2022 - მე-31 ად­გი­ლი (ოქ­როს პრი­ზი­ო­რი)

თურ­ქე­თი - Sea to Sky Turkey 2022 - მე-15 ად­გი­ლი

CHAMPIONSHIP STANDING 2022 - მე-19 ად­გი­ლი

JUNIOR CUP STANDING 2022 - მე-7 ად­გი­ლი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

22 წლის ბიჭი, რომელიც წყალზე "დადის" - "მჯერა, რომ ჩემი მოტოთი ყველგან შევძლებ გავლას" (ვიდეო)

22 წლის ბიჭი, რომელიც წყალზე "დადის" - "მჯერა, რომ ჩემი მოტოთი ყველგან შევძლებ გავლას" (ვიდეო)

22 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე გაიარა. მან "თბილისის ზღვა“ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი 80 კილომეტრ საათი სიჩქარით გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომელთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს.

"თბილისის ზღვის“ 2-კილომეტრამდე მონაკვეთი 45 მეტრ სიღრმე წყალზე 2023 წლის საუკეთესო მოტოსპორტსმენმა საქართველოში პირველივე ცდაზე დაფარა და შემდეგ გამოწვევად "შავი ზღვის“ ტალღების დაძლევა და წყალზე მეტი მანძილის გავლა დაისახა მიზნად.

"რედბულის“ PP ათლეტი საქართველოში (Red Bull Product Placement Athlete) 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია. "ვისოლი“ მისი ექსტრემალური თავგადასავლების მხარდამჭერია.

ambebi.ge გიორგი გახელაძეს ესაუბრა:

- ბავშვობიდან მიზიდავდა ექსტრემალური მიმართულებები. მამაც ოფროუდით იყო დაინტერესებული, შეჯიბრებებში მონაწილეობდა. თუმცა ამ ყველაფერს უფრო, როგორც გართობას, ისე უყურებდა. მეც მაინტერესებდა ოფროუდი და ხანდახან შეჯიბრებებზე მივყვებოდი. მერე სურვილი გამიჩნდა, რამე მსგავსი ტრანსპორტი მყოლოდა. ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ეშინოდათ, თან ასაკითაც პატარა ვიყავი. მოტოციკლის განსაკუთრებული შიში ჰქონდათ... 14 წლის ასაკში მამამ პირველი მოტოციკლი მაჩუქა, 2 წელი იმ ტრანსპორტს გასართობად ვუყურებდი, რადგან მაინცდამაინც გამართული არ იყო. მასზე წვალებით ვმოძრაობდი, თუმცა იმ პერიოდში მაინც ვერთობოდი - თავისუფალ დროს გავდიოდი და დავსეირნობდი. ჩემი მიზანი იყო, ენერგია და ადრენალინი ტრეკზე დამეხარჯა და არა ქალაქში. ჩემი მოტოზე დაჯდომის მთავარი მიზეზიც ეს იყო.

- ის მოტო როდის შეცვალეთ?

- 16 წლის ასაკში მამამ უკვე დიდი მოტოციკლი მიყიდა და მეც მეტად გავაქტიურდი. როცა მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად გამომდიოდა, ვარჯიშს მოვუმატე და ამ საქმეს უკეთესად დავეუფლე. 2018 წელს პირველი სპონსორი გამომიჩნდა. კომპანია "ქარუ“, რომელმაც რამდენიმე შეჯიბრი დამიფინანსა. იმ შეჯიბრებებმა დიდი გამოცდილება და პრაქტიკა მომცა. შემდეგ საქართველოში პირველი ადგილი დავიკავე და მას მერე საქართველოში შეჯიბრი არ წამიგია.

- როგორც გავიგე, მალე მწვრთნელობა სრულიად უცხო ადამიანმა შემოგთავაზათ.

- კი, ერთი პიროვნება გამოჩნდა, მწვრთნელობა უფასოდ შემომთავაზა. მიხვდა, რომ მწვრთნელი არ მყავდა და ჩემით ვემზადებოდი. მან გადაწყვიტა, ფიტნესის კუთხით მოვემზადებინე... ჩემი მონდომება, მოტივაცია და პოტენციალი რომ დაინახა, ჩემი მენეჯერიც გახდა. სხვადასხვა სპონსორის მოძიებაში მეხმარებოდა. ამან გზები გამიხსნა საზღვარგარეთ. პირველი გასვლა სომხეთში იყო, სადაც სომხეთის ჩემპიონატი მოვიგე. შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატი დიდი უპირატესობით და დიდი სხვაობით მოვიგე. შემდეგი შეჯიბრი უკრაინაში მიწევდა, რომელიც სერიოზული გამოწვევა იყო. დაახლოებით 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის, ძალიან სერიოზულიც და პირველი ადგილი დავიკავე.

- როგორ გაგიჩნდათ, ის არაჩვეულებრივი იდეა - თბილისის ზღვა მოტოთი გადაგესერათ? როგორ შეძელით, რა რესურსი იყო ამისთვის საჭირო?

- არის ასეთი, რობი მედისონი, ცნობილი უცხოელი სპორტსმენი, რომელმაც, 10 წლის წინ მსგავსი რამ პირველად გააკეთა - მოტოციკლით წყალზე გაიარა.

ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამბავმა საქართველოშიც მოაღწია. გასაოცარი შთაბეჭდილება დამიტოვა და მეც მომინდა მოტოთი წყალზე გავლა. დავიწყე ამისთვის მომზადება, მაგრამ მაინც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

მერე კომპანია "ვისოლთან“ საინტერესო და განსხვავებული ვიდეოს გადაღება გვინდოდა, რომელიც ყურადღებას მიიქცევდა. ვისაც ეს იდეა შევთავაზე, ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა. სულ მეკითხებოდნენ, ნამდვილად გამომივიდოდა, თუ არა, რამდენად შევძლებდი. ათასნაირი აზრი და კითხვა ჰქონდათ.

ვუთხარი, თუ ფინანსურად დამეხმარებით, ტექნიკას შესაბამისად მოვამზადებ და პასუხისმგებელი ვარ, რომ მოტოციკლით წყალზე გავალ-მეთქი. ყველაფერი დამიფინანსეს. მოტოციკლი შესაბამისად ავაწყე და გავმართე. მასზე თხილამურები ისე დავაყენეთ, რომ საბურავს ფუნქცია არ დაეკარგა, საბურავს ჩვეულებრივად ეტრიალა და ამავდროულად წყალში შესულიყო. ყველაფერმა უპრობლემოდ, მშვიდობიანად ჩაიარა. წყალზე რამდენჯერმე გავიარე და გამოვიარე.

- გასაოცარი სანახავია ის ვიდეო... დიდ შთაბეჭდილებას ახდენს... სამომავლოდ მსოფლიო რეკორდის მოხსნა გაქვთ დაგეგმილი...

- გვინდა, რომ აგვისტოში შავ ზღვაში გადავინაცვლოთ და მსოფლიო რეკორდი იქ მოვხსნათ. ამჟამად მსოფლიო რეკორდი წყალზე 27 კილომეტრია. საქართველოში პირველი ვარ და მსოფლიოშიც მინდა, რომ ამ სფეროში პირველი ვიყო.

- გიორგი, თბილისის ზღვაზე წყალზე მოტოთი გავლისას, ალბათ, საფრთხეები იქნებოდა და დაზღვევა რა იყო?

- მაგაზე ბევრი ვიფიქრეთ, რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ. ერთი იყო, უნდა გამეკეთებინა ე.წ. აირბაგი. ჩაძირვის შემთხვევაში ხელს გამოვკრავდი აირბაგს, რომელიც დამიცავდა, მაგრამ ამ ყველაფერს უარყოფითი მხარე ჰქონდა, რომ გაიხსნებოდა, მოტოციკლს გარეგნულ სახეს დაუკარგავდა. მერე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თუ ტექნიკურად ყველაფერი კარგად გაიმართებოდა, საერთოდ დაზღვევის გარეშე გამევლო, გაგვერისკა.

მოკლედ, მეცვა სამაშველო ჟილეტი, ჩაძირვის პრობლემა არ იყო. მოტოციკლის დაკარგვის რისკი არსებობდა. ფსკერამდე ჩასულიყო და შემდეგ მისი იქიდან ამოტანა დიდ რესურსს მოითხოვდა და მისი მოძებნაც რისკებთან იყო დაკავშირებული.

- თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი ურთულეს ამოცანას. გილოცავთ და მალე მსოფლიო რეკორდი მოგველოცოს.

- დიდი მადლობა. მჯერა, რომ ჩემი მოტოთი ყველგან შევძლებ გავლას...

  • გიორგი გახელაძის სპორტული მიღწევები კი ასეთია:

უკრაინა - -Extreme Charge Ukraine - 1-ლი ადგილის მფლობელი, სრული შეჯიბრის გამარჯვებული

ესპანეთი - Hixpania Hard Enduro 2021 Archer Class- მე-2 ადგილი

თურქეთი - Sea to Sky Turkey 2021- მე-10 ადგილი (ოქროს პრიზიორი)

2019 – 2020 წლებში მსოფლიოში ყველაზე აზარტული შეჯიბრის RedBull Romaniacs -ის ოქროს კლასის ფინიშერი 2022 წლის შედეგები მსოფლიო ჩემპიონატებზე:

ისრაელი - Minus 400 Desert Extreme Races - მე-13 ადგილი

სერბეთი - XRoss Hard Enduro Rally - მე-14 ადგილი

ავსტრია - RedBull Erzbergrodeo - მე-18 ადგილი

ესპანეთი - Hixpania Hard Enduro 2022 - მე-31 ადგილი (ოქროს პრიზიორი)

თურქეთი - Sea to Sky Turkey 2022 - მე-15 ადგილი

CHAMPIONSHIP STANDING 2022 - მე-19 ადგილი

JUNIOR CUP STANDING 2022 - მე-7 ადგილი