პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსულმა Red wings-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ფრენების ნებართვა მიიღო, ქვეყნების ჩამონათვალში "აფხაზეთი" დაამატა
რუსულმა Red wings-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ფრენების ნებართვა მიიღო, ქვეყნების ჩამონათვალში "აფხაზეთი" დაამატა

რუ­სულ­მა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ Red wings-მა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­დან მოს­კო­ვი-ქუ­თა­ი­სი­სა და სოჭი-თბი­ლი­სის მარ­შრუ­ტებ­ზე ფრე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა მი­ი­ღო, ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში "აფხა­ზე­თი“ და­ა­მა­ტა.

კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე - flyredwings.com - ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში - აფხა­ზე­თი დღეს გა­მოჩ­ნდა. მა­ნამ­დე, კერ­ძოდ, 18 მა­ი­სი­დან, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ ფრე­ნებ­ზე ოპე­რი­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭა, აფხა­ზე­თი ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ იძებ­ნე­ბო­და.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ Red Wings-ზე ნე­ბარ­თვა 18 მა­ისს გას­ცა.

რო­გორც "ეხო კავ­კა­ზა“ იუ­წყე­ბა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია Red Wings, სა­ქარ­თვე­ლო­ში ავი­ა­რე­ი­სებს ჯერ­ჯე­რო­ბით არ იწყებს,

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, Red Wings-ის ვებგ­ვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ლე­თე­ბი ჯერ არ იყი­დე­ბა. "ეხო კავ­კა­ზა“ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას ცხე­ლი ხა­ზით და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა ოპე­რა­ტორ­მა ფრე­ნე­ბის და­წყე­ბის თა­რი­ღი ვერ და­ა­სა­ხე­ლა.

მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ Red Wings სოჭი-თბი­ლი­სი-სო­ჭი­სა და მოს­კო­ვი-ქუ­თა­ი­სი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ჩარ­ტე­რულ რე­ი­სებს 2 ივ­ნი­სი­დან კვი­რა­ში 3-ჯერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და.

მე­დი­ამ და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს იმ ფაქ­ტზე, რომ აფხა­ზე­თი Red Wings-ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის სი­ა­შია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კერ­ძოდ, სი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია გუ­და­უ­თა, გაგ­რა, ახა­ლი ათო­ნი, ბიჭ­ვინ­თა და სო­ხუ­მი, "ბა­ბუ­შე­რა“.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

უნდა შეუჩერონ ფრენები !

???
0

" ხომ გეუბნებოდი გაფრინდებიან მეთქი,შე გალსტუკიანო შენა "

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

რუსულმა Red wings-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ფრენების ნებართვა მიიღო, ქვეყნების ჩამონათვალში "აფხაზეთი" დაამატა

რუსულმა Red wings-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ფრენების ნებართვა მიიღო, ქვეყნების ჩამონათვალში "აფხაზეთი" დაამატა

რუსულმა ავიაკომპანიამ Red wings-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მარშრუტებზე ფრენების ნებართვა მიიღო, ქვეყნების ჩამონათვალში "აფხაზეთი“ დაამატა.

კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - flyredwings.com - ქვეყნების ჩამონათვალში - აფხაზეთი დღეს გამოჩნდა. მანამდე, კერძოდ, 18 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენებზე ოპერირების უფლება მიანიჭა, აფხაზეთი ჩამონათვალში არ იძებნებოდა.

ცნობისათვის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Red Wings-ზე ნებართვა 18 მაისს გასცა.

როგორც "ეხო კავკაზა“ იუწყება რუსული ავიაკომპანია Red Wings, საქართველოში ავიარეისებს ჯერჯერობით არ იწყებს,

გამოცემის ცნობით, Red Wings-ის ვებგვერდზე საქართველოში ბილეთები ჯერ არ იყიდება. "ეხო კავკაზა“ ავიაკომპანიას ცხელი ხაზით დაუკავშირდა, თუმცა ოპერატორმა ფრენების დაწყების თარიღი ვერ დაასახელა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Red Wings სოჭი-თბილისი-სოჭისა და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებით ჩარტერულ რეისებს 2 ივნისიდან კვირაში 3-ჯერ განახორციელებდა.

მედიამ და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ აფხაზეთი Red Wings-ის მიმართულებების სიაშია, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით ფრენები არ ხორციელდება. კერძოდ, სიაში მითითებულია გუდაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა და სოხუმი, "ბაბუშერა“.