მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით" - ირაკლი ღარიბაშვილი
"ჩვენი მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით" - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემი და ყვე­ლა ქარ­თვე­ლის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია იმის მიღ­წე­ვა, რა­საც ჰქვია დე­ო­კუ­პა­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით - ჩვენ ვქმნით კარგ პრე­ცე­დენტს, ნა­ვი­გა­ცი­ას ვახ­დენთ ამ ტურ­ბუ­ლენ­ტურ გა­რე­მო­ში რო­გორ გა­დავ­რჩეთ, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ბრა­ტის­ლა­ვა­ში, გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ფო­რუმ­ზე გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, რა იქ­ნე­ბო­და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის იდე­ა­ლუ­რი შე­დე­გი, პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­უ­ბა­რი სურ­და, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის ჯარი ისევ დგას.

"მინ­და ვი­სა­უბ­რო სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რად­გან ჩვენ ყვე­ლას პა­ტივს ვცემთ, მხარს ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნას, უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. გვინ­და, რომ მშვი­დო­ბა აღ­დგეს, მაგ­რამ მინ­და, რომ ჯერ ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე ვი­სა­უბ­რო. მე მეს­მის კი­თხვა, მეს­მის თქვე­ნი აზრი და ფიქ­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ზე, მაგ­რამ ჯერ ჩვენ სა­კუ­თა­რი თა­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს. რუ­სე­თის ჯარი გვყავს ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ამი­ტომ ვი­სურ­ვებ­დი, რომ იდე­ა­ლურ სცე­ნარ­ზე მე­სა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტექ­სტში რო­გორ გა­დაგ­ვეჭ­რა ეს პრობ­ლე­მა, ოკუ­პა­ცი­ის სა­კი­თხი, რა­ზეც არა­ვინ სა­უბ­რობ­და ადრე და ომის შემ­დეგ 2008 წელს. მე მგო­ნი, საკ­მა­ოდ იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლი იყო, რომ სან­ქცი­ე­ბი არ იყო და­წე­სე­ბუ­ლი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ყვე­ლამ ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლა რუ­სეთ­თან ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა და ამი­ტომ, ჩემი და ყვე­ლა ქარ­თვე­ლის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია იმის მიღ­წე­ვა, რა­საც ჰქვია დე­ო­კუ­პა­ცია, მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით. 2012 წელს, რო­დე­საც ჩვენ მო­ვე­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ჩვენ დავ­გეგ­მეთ ახა­ლი მიდ­გო­მა - ჩვენ მას სტრა­ტე­გი­ულ მოთ­მი­ნე­ბას ვე­ძა­ხით. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს უშუ­ა­ლო სა­ზღვა­რი, 600 კმ-ია რუ­სეთ­თან, სა­დაც აღ­მო­სავ­ლე­თი და და­სავ­ლე­თი, ჩრდი­ლო­ე­თი და სამ­ხრე­თი უერ­თდე­ბა ერ­თმა­ნეთს. აქაც მინ­და ვთქვა, რომ ეს არის ჩვენ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ოკუ­პა­ცია ჩვენს ქვე­ყა­ნას აყე­ნებს უშ­ვე­ლე­ბე­ლი რის­კე­ბის და გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, მე­ო­რე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წია უსაფრ­თხო­ე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბას და მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში, როცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და­ვიბ­რუ­ნეთ, ჩვე­ნი მთავ­რო­ბის პე­რი­ო­დი არის ერ­თა­დერ­თი, რო­დე­საც მშვი­დო­ბა გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში. სხვა მთავ­რო­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში, 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, გვქონ­და ომი და ეს­კა­ლა­ცია. ჩვენს პე­რი­ოდ­ში ეს არ ყო­ფი­ლა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბიც არ დაგ­ვი­კარ­გავს. თან ხელი მო­ვა­წე­რეთ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას, თა­ვი­სუ­ფალ სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბას, უვი­ზო მი­მოს­ვლა გაგ­ვაჩ­ნია, ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მი­ვი­ღეთ - ეს მე მგო­ნი, სა­ოც­რე­ბაა. ეს კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაა, კარ­გი მა­გა­ლი­თია, ხომ ასეა?! ჩვენ ვქმნით კარგ პრე­ცე­დენტს, ნა­ვი­გა­ცი­ას ვახ­დენთ ამ ტურ­ბუ­ლენ­ტურ გა­რე­მო­ში, რო­გორ გა­დავ­რჩეთ. არ ვართ ნა­ტოს წევ­რი, თუმ­ცა­ღა გვინ­და ვი­ყოთ, არ ვართ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, მაგ­რამ ნა­ვი­გა­ცი­ას ვცდი­ლობთ ამ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, რა­ტომ და­ი­წყო რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში ომი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამის მი­ზე­ზი უკ­რა­ი­ნის ნება იყო, გამ­ხდა­რი­ყო ნა­ტოს წევ­რი.

"ყვე­ლამ იცის, მე მგო­ნი, მი­ზე­ზი. ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყო ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბა და ბევ­რი სხვა მი­ზე­ზი, ხომ ასეა?! არ მინ­და ამა­ზე სპე­კუ­ლი­რე­ბა ან ცი­ტი­რე­ბა რუ­სე­თის მთავ­რო­ბის, მაგ­რამ ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყო უკ­რა­ი­ნის ნება და გან­ზრახ­ვა გამ­ხდა­რი­ყო ნა­ტოს წევ­რი და ამი­ტომ ჩვენ ვხე­დავთ შე­დე­გებს“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პრემიერო
0

 თქვენდამი უდიდესი პატივისცემა.

გთხოვთ, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ჩუმლაყელს ნუ გაუწევენ რეკომენდაციას....

ფიფქს
4

წადი აბა მაშინ და იომე ბატონო, რას იზავ მაინტერესებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ჩვენი მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენი მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით" - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემი და ყველა ქართველის საბოლოო მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით - ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს, ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში როგორ გადავრჩეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

კითხვაზე, რა იქნებოდა რუსეთ-უკრაინის ომის იდეალური შედეგი, პრემიერმა აღნიშნა, რომ მას საქართველოზე საუბარი სურდა, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი ისევ დგას.

"მინდა ვისაუბრო საქართველოს სიტუაციაზე, რადგან ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. გვინდა, რომ მშვიდობა აღდგეს, მაგრამ მინდა, რომ ჯერ ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრო. მე მესმის კითხვა, მესმის თქვენი აზრი და ფიქრები უკრაინაზე, მაგრამ ჯერ ჩვენ საკუთარი თავის ინტერესები გვაქვს. რუსეთის ჯარი გვყავს ჩვენს ტერიტორიაზე, ამიტომ ვისურვებდი, რომ იდეალურ სცენარზე მესაუბრა საქართველოს კონტექსტში როგორ გადაგვეჭრა ეს პრობლემა, ოკუპაციის საკითხი, რაზეც არავინ საუბრობდა ადრე და ომის შემდეგ 2008 წელს. მე მგონი, საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, ყველამ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა რუსეთთან ბიზნესის წარმოება და ამიტომ, ჩემი და ყველა ქართველის საბოლოო მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ დავგეგმეთ ახალი მიდგომა - ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კმ-ია რუსეთთან, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი უერთდება ერთმანეთს. აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოკუპაცია ჩვენს ქვეყანას აყენებს უშველებელი რისკების და გამოწვევების წინაშე, მეორე მხრივ, საქართველომ მიაღწია უსაფრთხოების სტაბილურობას და მშვიდობის უზრუნველყოფას. თანამედროვე ისტორიაში, როცა დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ, ჩვენი მთავრობის პერიოდი არის ერთადერთი, როდესაც მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში. სხვა მთავრობების პერიოდში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვქონდა ომი და ესკალაცია. ჩვენს პერიოდში ეს არ ყოფილა და ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს. თან ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია, ევროპული პერსპექტივა მივიღეთ - ეს მე მგონი, საოცრებაა. ეს კარგი გამოცდილებაა, კარგი მაგალითია, ხომ ასეა?! ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს, ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში, როგორ გადავრჩეთ. არ ვართ ნატოს წევრი, თუმცაღა გვინდა ვიყოთ, არ ვართ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ნავიგაციას ვცდილობთ ამ რთულ სიტუაციაში", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კითხვაზე, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი უკრაინის ნება იყო, გამხდარიყო ნატოს წევრი.

"ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.