პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაც წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში..." - რას აცხადებს კალაძე რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე?
"ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაც წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში..." - რას აცხადებს კალაძე რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე?

სა­ერ­თოდ რა კავ­შირ­შია ფრე­ნე­ბი რუ­სე­თის და­ახ­ლო­ე­ბას­თან ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, მა­შინ რო­დე­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სახ­მე­ლე­თოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­მოს­ვლა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ერევ­ნის გავ­ლით ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა პრობ­ლე­მაა იმა­ში, თუ პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ რუ­სეთ­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის გამო, ევ­რო­კავ­ში­რის 27 ქვეყ­ნის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის დე­მარ­შის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ი­ღებს ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, მა­ნამ­დე კი მმარ­თვე­ლო გუნ­დის პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია - არ შე­უ­ერ­თდეს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს.

"ჩვენ არა­ერ­თხელ გაგ­ვი­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სან­ქცი­ებს არ და ვერ შე­ვუ­ერ­თდე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ ჩვენ ვა­ტა­რებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რესს და არ გვინ­და მი­ვი­ღოთ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე ვი­ცით, რომ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლო არ არის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა. ჩვენ ვართ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მი­ის­წრაფ­ვის ევ­რო­პის­კენ და გვაქვს სურ­ვი­ლი მოხ­დეს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა სტა­ტუ­სი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა ჩვენც მი­ვი­ღებთ ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც შე­დის სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ში.

სა­ერ­თოდ რა კავ­შირ­შია ფრე­ნე­ბი რუ­სე­თის და­ახ­ლო­ე­ბას­თან ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, მა­შინ რო­დე­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სახ­მე­ლე­თოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­მოს­ვლა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ერევ­ნის გავ­ლით ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა პრობ­ლე­მაა იმა­ში, თუ პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვერ ვხდე­ბი ეს რა­ტომ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას, თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტით ვი­ზის გა­რე­შე შეძ­ლებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას, ვი­საც ამი­სი სურ­ვი­ლი აქვს. ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სურ­ვი­ლი წა­ვი­დეს რუ­სეთ­ში, ვი­ღა­ცა წავა იტა­ლი­ა­ში, ვი­ღაც ეს­პა­ნეთ­ში, რა არის ამა­ში ცუდი"?! - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუ
0

ნატა ფერაძე უეჭველი ეუროპიეში გაუშვით, არ დაღუპოთ, დროშა და სასტვენი გაატანეთ.

კ.ი
2

ჯერ მიხედე იამრბს მერე გადადი დიდ ავიაციაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაც წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში..." - რას აცხადებს კალაძე რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე?

"ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაც წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში..." - რას აცხადებს კალაძე რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე?

საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთის დაახლოებასთან ჩემთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც ჩვეულებრივად სახმელეთოდ, შესაძლებელია მიმოსვლა, შესაძლებელი იყო ერევნის გავლით ჩამოსულიყვნენ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემარშის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქართველოს ექნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც საერთო ინტერესებში შედის, მანამდე კი მმართველო გუნდის პოზიცია უცვლელია - არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

"ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.

საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს სურვილი მოხდეს ევროინტეგრაცია. როდესაც საქართველოს ექნება სტატუსი, როდესაც საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჩვენც მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც შედის საერთო ინტერესებში.

საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთის დაახლოებასთან ჩემთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც ჩვეულებრივად სახმელეთოდ, შესაძლებელია მიმოსვლა, შესაძლებელი იყო ერევნის გავლით ჩამოსულიყვნენ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი. აბსოლუტურად ვერ ვხდები ეს რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას, თუ საქართველოს მოქალაქე ქართული პასპორტით ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას, ვისაც ამისი სურვილი აქვს. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაცა წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში, რა არის ამაში ცუდი"?! - განაცხადა კალაძემ.