კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი

10

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 13:18-ზე, მთვარე ტყუპში იქნება 06:07-დან თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა. არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ. არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო, რომ ზემოქმედება არ მოქმედებს" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
"ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო, რომ ზემოქმედება არ მოქმედებს" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ პრე­ზი­დენ­ტის და პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის დაც­ვა სურთ - ერ­თია, ხოლო ქმე­დე­ბით მე­ო­რეს ვუ­ყუ­რებთ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა გი­ორ­გი მსხი­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" პრე­ზი­დენ­ტი ვერ გა­იც­ნო, მისი ხა­სი­ა­თი ვერ გა­ი­გო, რომ მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა არ მოქ­მე­დებს.

რო­გორც მსხი­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბით 26 მა­ი­სის ფაქ­ტის გა­და­ფარ­ვას ცდი­ლობს.

"სამ­წუ­ხა­როდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გან­ცხა­დე­ბა, რომ მათი მი­ზა­ნია პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი და­იც­ვან, სი­ტყვით ერ­თია და ქმე­დე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაა.

ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი 26 მა­ი­სი იყო, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი უნდა იყოს, თუმ­ცა პრე­ზი­დენტს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რაც ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის დაც­ვა­ში რას გუ­ლის­ხმო­ბენ, ვერ ვხდე­ბი, რად­გან საქ­მით სხვას აკე­თე­ბენ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პრე­ზი­დენ­ტის კრი­ტი­კას ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვამს. თუ პრე­ზი­დენ­ტის კრი­ტი­კა უსა­მარ­თლოა, მა­შინ მათ გარ­კვე­უ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი უნდა გა­აჩ­ნდეთ. თუ პრე­ზი­დენ­ტის კრი­ტი­კა სა­მარ­თლი­ა­ნია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად უნდა მი­ი­ღონ და ისე არ უნდა მო­იქ­ცნენ, ისე არ უნდა უპა­სუ­ხონ, რო­გორც 26 მა­ისს. ჩემ­თვის პი­რა­დად, ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იყო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­მა ორ წუთ­ში და­კარ­გოს ის პა­ტი­ვის­ცე­მა და ავ­ტო­რი­ტე­ტი, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­აჩ­ნდა. რა თქმა უნდა, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გან­ცხა­დე­ბა­ში ბოლო წი­ნა­და­დე­ბა იყო, რომ შუ­ა­მავ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ გა­უ­წი­ონ პრე­ზი­დენტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­თან. პრე­ზი­დენ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნა­წი­ლე­ბად არ ყოფს, ის ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტია - დიდი მად­ლო­ბა, რო­გორ­მე, ჩვენ თვი­თონ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვიცი, ვინც ხმა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მის­ცა და ახლა მათ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი არი­ან. რა გა­ვა­კე­თოთ?! - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამ გან­ცხა­დე­ბით ცდი­ლობს, რომ 26 მა­ი­სის ფაქ­ტი რა­მე­ნა­ი­რად გა­და­ფა­როს.

სამ­წუ­ხა­როდ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" პრე­ზი­დენ­ტი ვერ გა­იც­ნო და მისი ხა­სი­ა­თი ვერ გა­ი­გო. მას­ზე პრე­ვენ­ცია და ზე­მოქ­მე­დე­ბა არ მოქ­მე­დებს. არ ვიცი, სი­ჯი­უ­ტეს პრინ­ცი­პუ­ლო­ბას ეძა­ხით? - პრე­ზი­დენ­ტი პრინ­ცი­პუ­ლი ნამ­დვი­ლად არის", - გა­ნა­ცხა­და მსხი­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხაბე
5

ესეც რავა ლომჯარიას ბურჯანაძეს გავს ცალფეხზე დგომაში 

ზურაბი
7

მოდი შევეშვათ პოლიტიკას და ფსიქოლოგიის კუთხით შევხედოთ საკითხს არსებობენ მაღალი და დაბალი თვითშეფასების მქონე პიროვნებები. პრეზიდენტი პირველ კატეგორიაშია ძირითაად ასეთმა პიროვნებებმა იციან, თუ რა არის მათი პიროვნული თვისებები, საკუთარ პიროვნებას აფასებენ დადებითად, შეუძლიათ რთული სიტუაციების მართვა მისგან წარმატებით თავის დაღწევა, არიან ნაკლებ დესტრუქციულნი, მაგრამ ასეთ პიროვნებებს შეიძლება ასევე ჰქონდეთ გადაჭარბებული, შეუსაბამო, ქედმაღლური შეგრძნება სხვებზე აღმატებულობისა.ეს პიროვნებები შესაძლოა გარემოსთან კონტაქტში ამბიციური და აგრესიული სტილით შევიდნენ ეს პიროვნებები არ გამოირჩევიან თვითკრიტიკულობით მათი ილუზიური თვითშეფასება ნარციზიზმშია გადაჯაჭვული და მასთან გამკლავება თითქნის შეუძლებელი ხდება პიროვნება კარგავს ჯანსაღი თვითშეფასების უნარს. ეხლა თქვენ განსაჯეთ რასთან გვაქვს საქმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო, რომ ზემოქმედება არ მოქმედებს" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

"ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო, რომ ზემოქმედება არ მოქმედებს" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის და პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა სურთ - ერთია, ხოლო ქმედებით მეორეს ვუყურებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო, რომ მასზე ზემოქმედება არ მოქმედებს.

როგორც მსხილაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" საკუთარი განცხადებით 26 მაისის ფაქტის გადაფარვას ცდილობს.

"სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" განცხადება, რომ მათი მიზანია პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიცვან, სიტყვით ერთია და ქმედებით აბსოლუტურად სხვაა.

ამის ნათელი მაგალითი 26 მაისი იყო, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა იყოს, თუმცა პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ.

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. თუ პრეზიდენტის კრიტიკა უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ. თუ პრეზიდენტის კრიტიკა სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, ისე არ უნდა უპასუხონ, როგორც 26 მაისს. ჩემთვის პირადად, ეს ყველაფერი ნათელი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება, ადამიანმა ორ წუთში დაკარგოს ის პატივისცემა და ავტორიტეტი, რაც წლების განმავლობაში გააჩნდა. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილს ვგულისხმობ.

"ქართული ოცნების" განცხადებაში ბოლო წინადადება იყო, რომ შუამავლობა შეუძლიათ გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ყოფს, ის ყველას პრეზიდენტია - დიდი მადლობა, როგორმე, ჩვენ თვითონ გავაგრძელებთ საზოგადოებასთან ურთიერთობას.

ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა და ახლა მათზე გაბრაზებული არიან. რა გავაკეთოთ?! - "ქართული ოცნება" ამ განცხადებით ცდილობს, რომ 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს.

სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო. მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს. არ ვიცი, სიჯიუტეს პრინციპულობას ეძახით? - პრეზიდენტი პრინციპული ნამდვილად არის", - განაცხადა მსხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.