სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უფროსი 8 წლის იყო, უმცროსი 4 თვის - ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა“ - ტრაგედიის დეტალები: რა ხდება ცნობილი ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარზე, რომელსაც 5 ბავშვი ემსხვერპლა
“უფროსი 8 წლის იყო, უმცროსი 4 თვის - ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა“ - ტრაგედიის დეტალები: რა ხდება ცნობილი ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარზე, რომელსაც 5 ბავშვი ემსხვერპლა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გამ­თე­ნი­ი­სას ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გა­ლის რა­ი­ონ სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ერთ-ერთ სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია “აია­შა­რა“ ტე­ლეგ­რა­მარხზე წერს, ხან­ძა­რი ჩო­ლა­რი­ე­ბის სახ­ლში გაჩ­ნდა. ცე­ცხლმა მთლი­ა­ნი შე­ნო­ბა წუ­თებ­ში მო­იც­ვა, სა­დაც 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბი. ფოტო: აფხა­ზუ­რი ამ­ბე­ბი

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. გამ­გე­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე ფი­ლია მი­ვი­და. მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ოთხი თვის იყო.

  • დე­ტა­ლე­ბი

“მთა­ვა­რი არხი“ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს. მათი კო­რეს­პონ­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, “უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს ოჯახ­ში მხო­ლოდ მო­ხუ­ცი ბე­ბია იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, გა­სათ­ბო­ბად ღუ­მელ­ში ცე­ცხლი და­ენ­თო. მას საწ­ვა­ვი აე­რია და ნავ­თის ნაც­ვლად ბენ­ზი­ნი შე­ას­ხა. ბენ­ზი­ნი აალ­და, აფეთ­ქე­ბის შემ­დე­გად, ში­შის­გან ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც ბენ­ზი­ნი ესხა. შემ­დეგ კი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

სახ­ლს ცე­ცხლი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მთლი­ა­ნად მო­ე­დო. მე­ზობ­ლებ­მა მძი­ნა­რე ბავ­შვე­ბის სახ­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლეს.“

00:00 / 00:00

რო­გორც ზუგ­დიდ­ში მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, დებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 8 წლის გო­გო­ნა იყო, უმ­ცრო­სი კი 1 წლის.

ბე­ბია დამ­წვრო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ბავ­შვე­ბის დედა რამ­დე­ნი­მე დღეა ზუგ­დი­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. შემ­თხვე­ვის დრო­საც ის კლი­ნი­კა­ში იყო.

  • რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე გო­გო­ხია წერს, ბავ­შვე­ბის დედა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს, მამა კი მის სა­ნა­ხა­ვად წა­ვი­და. მა­მამ ბავ­შვე­ბი ბე­ბი­ას და­უ­ტო­ვა, რა დრო­საც შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მოხ­და.

“სა­ბე­რი­ო­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის დედა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს, მამა მის სა­ნა­ხა­ვად წა­ვი­და, ბავ­შვე­ბი ბე­ბი­ას და­უ­ტო­ვა… ერთი მა­ინც გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რა მოხ­დე­ბო­და. ჩემო აფხა­ზე­თო, რა ვერ გა­მო­ვის­ყი­დეთ ასე­თი, ეს რა ტან­ჯვაა. არ მე­გუ­ლე­ბა სი­ტყვა, რით შე­იძ­ლე­ბა ანუ­გე­შო მშობ­ლე­ბი. ღმერ­თმა გამ­ძლე­ო­ბა მის­ცეს მათ…“ – წერს სა­ლო­მე გო­გო­ხია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

“უფროსი 8 წლის იყო, უმცროსი 4 თვის - ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა“ - ტრაგედიის დეტალები: რა ხდება ცნობილი ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარზე, რომელსაც 5 ბავშვი ემსხვერპლა

“უფროსი 8 წლის იყო, უმცროსი 4 თვის - ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა“ - ტრაგედიის დეტალები: რა ხდება ცნობილი ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარზე, რომელსაც 5 ბავშვი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში გამთენიისას ტრაგედია დატრიალდა. გალის რაიონ სოფელ საბერიოში, ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია “აიაშარა“ ტელეგრამარხზე წერს, ხანძარი ჩოლარიების სახლში გაჩნდა. ცეცხლმა მთლიანი შენობა წუთებში მოიცვა, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვები. ფოტო: აფხაზური ამბები

შემთხვევის ადგილზე გალის რაიონის ე.წ. გამგებელი კონსტანტინე ფილია მივიდა. მისივე თქმით, გარდაცვლილი ბავშვებიდან ყველაზე პატარა ოთხი თვის იყო.

  • დეტალები

“მთავარი არხი“ მომხდარის დეტალებს ავრცელებს. მათი კორესპონდენტის განცხადებით, “უბედური შემთხვევის დროს ოჯახში მხოლოდ მოხუცი ბებია იმყოფებოდა, რომელმაც გადაწყვიტა, გასათბობად ღუმელში ცეცხლი დაენთო. მას საწვავი აერია და ნავთის ნაცვლად ბენზინი შეასხა. ბენზინი აალდა, აფეთქების შემდეგად, შიშისგან ხელიდან გაუვარდა ჭურჭელი, რომელშიც ბენზინი ესხა. შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა.

სახლს ცეცხლი რამდენიმე წუთში მთლიანად მოედო. მეზობლებმა მძინარე ბავშვების სახლიდან გამოყვანა ვერ შეძლეს.“

როგორც ზუგდიდში მცხოვრები ოჯახის ახლობლები აცხადებენ, დებს შორის ყველაზე უფროსი 8 წლის გოგონა იყო, უმცროსი კი 1 წლის.

ბებია დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბავშვების დედა რამდენიმე დღეა ზუგდიდის საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევის დროსაც ის კლინიკაში იყო.

  • როგორც ჟურნალისტი სალომე გოგოხია წერს, ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა კი მის სანახავად წავიდა. მამამ ბავშვები ბებიას დაუტოვა, რა დროსაც შემზარავი ამბავი მოხდა.

“საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა, ბავშვები ბებიას დაუტოვა… ერთი მაინც გადარჩენილიყო, რა მოხდებოდა. ჩემო აფხაზეთო, რა ვერ გამოვისყიდეთ ასეთი, ეს რა ტანჯვაა. არ მეგულება სიტყვა, რით შეიძლება ანუგეშო მშობლები. ღმერთმა გამძლეობა მისცეს მათ…“ – წერს სალომე გოგოხია.

იხილეთ ასევე: