მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტი პირველი გამობრძანდა, აუდიტორიას და საზოგადოებას მიმართა, ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ტიპის რიგითობა დარღვეული იყო" - ილია დარჩიაშვილი
"პრეზიდენტი პირველი გამობრძანდა, აუდიტორიას და საზოგადოებას მიმართა, ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ტიპის რიგითობა დარღვეული იყო" - ილია დარჩიაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უწყე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რი­გი­თო­ბა არ დარ­ღვე­უ­ლა.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აუ­დი­ტო­რი­ას პირ­ველ­მა მი­მარ­თა, რი­თაც, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტეს.

"არ ვიცი, ჩემ­გან რა პა­სუ­ხი გინ­დათ, რა უნდა გი­პა­სუ­ხოთ, დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბია, რომ­ლი­თაც ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი, ჩვენ ამ წე­სე­ბით ვმუ­შა­ობთ და ჩვენ­თვის ფრი­ად გა­უ­გე­ბა­რია ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი გვქონ­და ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენტს ამ ფო­რუმ­ში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მოწ­ვე­უ­ლი იქნა, ის მობ­რძან­და, თქვა სი­ტყვა და დაგ­ვემ­შვი­დო­ბა. პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი თა­ვის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლე­ბენ, იქ არი­ან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ყვე­ლას მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ვუ­თხრა, რად­გან სცე­ნის მიღ­მა მათი შრო­მა ძა­ლი­ან დი­დია, დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს.

ვინ თქვა, რომ რი­გი­თო­ბა და­ცუ­ლი არ არის?! სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ჩემ მიერ ღო­ნის­ძი­ე­ბის გახ­სნის მერე პირ­ვე­ლი გა­მობ­რძან­და, აუ­დი­ტო­რი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა, ვერ და­გე­თან­ხმე­ბით, რომ რა­ი­მე ტი­პის რი­გი­თო­ბა დარ­ღვე­უ­ლი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟის ატეხ­ვა. მახ­სოვს ძვე­ლი შემ­თხვე­ვაც, ელ­ჩე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს, ამი­ტომ ჩვენ იგი­ვე სტან­დარ­ტით ვმუ­შა­ობთ, რო­გორც მა­ნამ­დე ვმუ­შა­ობ­დით, ამი­ტომ არა­ვის­თვის ახა­ლი და გა­უ­გე­ბა­რი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუ რო­გო­რი პრინ­ცი­პით ხდე­ბა ამ ად­გი­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა რი­გი­თო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა პირ­ველ­მა მი­მარ­თა აუ­დი­ტო­რი­ას და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტეთ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ“, -გა­ნა­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, დღეს, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პრო­ტო­კო­ლის დარ­ღვე­ვა­ზე ისა­უბ­რა. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, „ეს არის პირ­ვე­ლი უაზ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის სა­გა­ნი“. პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე გა­აკ­რი­ტი­კა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე და აღ­ნიშ­ნა, რომ „არ შე­იძ­ლე­ბა 26 მა­ისს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯერ პრე­მი­ერს მი­ე­სალ­მოს და მერე პრე­ზი­დენტს, უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დალს“.

„არ შე­იძ­ლე­ბა რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პრო­ტო­კოლს. ეს არ არის „მე ასე მინ­და, სკა­მი იქ და­მი­დე, ან გა­და­დე­ქი, ჩა­ი­ჩო­ჩე, ჩა­მო­ი­ჩო­ჩე“ და ეს არ არის პრე­ზი­დენ­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფა, ეს არის პრო­ტო­კო­ლის დარ­ღვე­ვა და პრო­ტო­კო­ლი არის სხვა რამე კი არა, სა­ხელ­მწი­ფოს საყ­რდე­ნი. თუ არა, იწყე­ბა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი - „მე პირ­ვე­ლი ვარ, შენ მე­ო­რე“. ეს არის პირ­ვე­ლი უაზ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის სა­გა­ნი. მე დიდი ხა­ნია ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი მწყინს და ამით ვე­რა­ვინ მა­წყე­ნი­ნებს, მაგ­რამ მე ამ ად­გილს დავ­ტო­ვებ, სხვა მოვა და ეს ად­გი­ლი არის პრე­ზი­დენ­ტის“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ:

gio
0

ამას თურმე მთავარსარდალი ჰგონია თავი! მიხაილო კი იყო მთავარსარდელი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"პრეზიდენტი პირველი გამობრძანდა, აუდიტორიას და საზოგადოებას მიმართა, ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ტიპის რიგითობა დარღვეული იყო" - ილია დარჩიაშვილი

"პრეზიდენტი პირველი გამობრძანდა, აუდიტორიას და საზოგადოებას მიმართა, ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ტიპის რიგითობა დარღვეული იყო" - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უწყებაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით, რიგითობა არ დარღვეულა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა აუდიტორიას პირველმა მიმართა, რითაც, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულება გამოხატეს.

"არ ვიცი, ჩემგან რა პასუხი გინდათ, რა უნდა გიპასუხოთ, დადგენილი წესებია, რომლითაც ვხელმძღვანელობთ საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის შესაბამისი სამსახური, ჩვენ ამ წესებით ვმუშაობთ და ჩვენთვის ფრიად გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება.

ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ქალბატონ პრეზიდენტს ამ ფორუმში მიეღო მონაწილეობა, შესაბამისად, მოწვეული იქნა, ის მობრძანდა, თქვა სიტყვა და დაგვემშვიდობა. პროტოკოლის შესაბამისი სამსახურები თავის ფუნქციას ასრულებენ, იქ არიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალი ადამიანები და ყველას მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, რადგან სცენის მიღმა მათი შრომა ძალიან დიდია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ვინ თქვა, რომ რიგითობა დაცული არ არის?! საქართველოს პრეზიდენტი ჩემ მიერ ღონისძიების გახსნის მერე პირველი გამობრძანდა, აუდიტორიას და საზოგადოებას მიმართა, ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ტიპის რიგითობა დარღვეული იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, სრულიად გაუგებარია ამ საკითხის გარშემო ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა. მახსოვს ძველი შემთხვევაც, ელჩების კონფერენციის დროს, ამიტომ ჩვენ იგივე სტანდარტით ვმუშაობთ, როგორც მანამდე ვმუშაობდით, ამიტომ არავისთვის ახალი და გაუგებარი არ უნდა ყოფილიყო, თუ როგორი პრინციპით ხდება ამ ადგილების დანაწილება, რაც შეეხება რიგითობას, საქართველოს პრეზიდენტმა პირველმა მიმართა აუდიტორიას და შესაბამისად, ჩვენ ეს დამოკიდებულება გამოვხატეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ“, -განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლის დარღვევაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის შეფასებით, „ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი“. პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ „არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს“.

„არ შეიძლება რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წაიკითხეთ: