მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის - გაუგებარია, ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ და შვილებს მაინც იქ უშვებ" - პრეზიდენტი
"ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის - გაუგებარია, ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ და შვილებს მაინც იქ უშვებ" - პრეზიდენტი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძი­სა და გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯა­ხებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

რო­გორც სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს ის დღეა, როცა ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა დავ­ფიქ­რდეთ, გა­მო­სა­ვა­ლი ვე­ძე­ბოთ და მო­მავ­ლის იმე­დი და­ვიბ­რუ­ნოთ.

"ამ ტრი­ბუ­ნი­დან მინ­და მივ­მარ­თო გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის და გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯა­ხებს. მე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი ბო­დიშს გიხ­დით იმ შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ თქვე­ნი, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. გა­უ­გე­ბა­რია, როცა ევ­რო­პას და ამე­რი­კას ყვე­ლა­ფერს აბ­რა­ლებ, მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის მცდე­ლო­ბას, ქარ­თვე­ლო­ბის წარ­თმე­ვას, გარ­ყვნი­ლე­ბას და მა­ინც, სა­კუ­თარ შვი­ლებს, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში უშ­ვებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, ახალ თა­ო­ბას ევ­რო­პულ მო­მა­ვალს უს­პობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა დავ­ფიქ­რდეთ, ვე­ძე­ბოთ გა­მო­სა­ვა­ლი და და­ვიბ­რუ­ნოთ მო­მავ­ლის იმე­დი. სი­ძულ­ვი­ლის ენამ, და­პი­რის­პი­რე­ბამ, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა შეც­ვა­ლა, ეს სა­ხელ­მწი­ფოს ასუს­ტებს.

ვა­ჟას სხვა სი­ტყვე­ბიც უნდა გვახ­სოვ­დეს - „ციხე რომ შიგ­ნი­დან ტყდე­ბა, მა­შინ იმარ­ჯვებს მტე­რია“, სწო­რედ ესაა ქარ­თვე­ლო­ბის და­კარ­გვის საფრ­თხე, ჩვე­ნი­ვე ხე­ლით და ჩვე­ნი­ვე ნე­ბით. ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ერმა, რო­გორ უნდა და­ი­ჯე­როს, რომ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს კარგ, ან ცუდ საქ­ცი­ელ­ზე, ან რო­მე­ლი­მე კარგ, თუ ან ცუდ გან­ცხა­დე­ბა­ზე იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ფერ­ზე, გარ­და სა­კუ­თარ ინ­ტე­რეს­ზე. რა იყო უკ­რა­ი­ნა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, როცა რუ­სეთ­მა ომი და­ი­წყო. ვინც ფიქ­რობს, რომ რუ­სე­თი ტე­რი­ტო­რი­ებს დაგ­ვიბ­რუ­ნებს ჩვე­ნი დათ­მო­ბე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მას ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­დან არა­ფე­რი უს­წავ­ლია. ან კი­დევ, რო­გორ და­ვი­ჯე­როთ, რომ ოკუ­პან­ტი შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუ­ნავ­დეს.

ნუთუ გვა­ვი­წყდე­ბა, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს აფხა­ზეთ­ში, ცხინ­ვალ­ში, ვინ ავიწ­რო­ებს და ვინ იტა­ცებს. კარ­გად ვხე­დავთ დღეს, ვინ ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნის ოკუ­პა­ცი­ას და იმა­საც ვხე­დავთ, რომ მსოფ­ლიო იც­ვლე­ბა, რუ­სე­თის უძ­ლე­ვე­ლო­ბის მითი დამ­სხვრე­უ­ლია და ხვა­ლინ­დელ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში აღარ უნდა არ­სე­ბობ­დეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. დღეს, 26 მა­ი­სია და ჩვენს უკ­რა­ი­ნელ მე­გობ­რებს მინ­და ვუ­სურ­ვო ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბა და გამ­თლი­ა­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
3

ბევრი დარჩა?

----
193

ძაან კარგი გამოსვლა გქონდათ, ქალბატონო სალომე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის - გაუგებარია, ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ და შვილებს მაინც იქ უშვებ" - პრეზიდენტი

"ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის - გაუგებარია, ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ და შვილებს მაინც იქ უშვებ" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ის დღეა, როცა ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, გამოსავალი ვეძებოთ და მომავლის იმედი დავიბრუნოთ.

"ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი, ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და დავიბრუნოთ მომავლის იმედი. სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ, ურთიერთგაგება და პატივისცემა შეცვალა, ეს სახელმწიფოს ასუსტებს.

ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს - „ციხე რომ შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია“, სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე, ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით. ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ, ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე კარგ, თუ ან ცუდ განცხადებაზე იყოს დამოკიდებული - ყველაფერზე, გარდა საკუთარ ინტერესზე. რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო. ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ, როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს.

ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს. კარგად ვხედავთ დღეს, ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს, 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.