მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურისტების საყვარელი მარანი ყვარელში
ტურისტების საყვარელი მარანი ყვარელში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ოჯა­ხის საქ­მი­ა­ნო­ბა ვე­ნახ­სა და ღვი­ნოს უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა გუ­გოშ­ვი­ლე­ბის ის­ტო­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია.

„ჩემი ყუ­რძენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შვო­ბი­დან და ოჯა­ხის წი­ნაპ­რე­ბით იწყე­ბა. ყვა­რელ­ში, ახალ­სო­ფელ­ში, ღვი­ნოს ჯერ პა­პა­ჩე­მი, მერე მამა აყე­ნებ­და. ახლა სა­ო­ჯა­ხო მეღ­ვი­ნე­ო­ბას მე ვუდ­გა­ვარ სა­თა­ვე­ში. იმ ღვი­ნოს, რა­საც ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სახ­ლში აყე­ნებ­დნენ, მა­შინ ბიზ­ნე­სის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ ჰქონ­და. მარ­თა­ლია, ხან­და­ხან ყიდ­დნენ ხოლ­მე, მაგ­რამ ისე­თი ცნე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ბოთ­ლში ჩა­მოს­ხმა, ეტი­კე­ტი და სხვა, ჯერ სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და. ღვი­ნოს, ძი­რი­თა­დად, სახ­ლში მო­სახ­მა­რებ­ლად და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის­თვის ვამ­ზა­დებ­დით. რამ­დე­ნი­მე წლის წინ უკვე მეღ­ვი­ნე­ო­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი და ვე­ნა­ხე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, ასე­ვე ღვი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­მო­ე­ბა გან­ვიზ­რა­ხე. ამის­თვის მქონ­და გარ­კვე­უ­ლი თან­ხა, თუმ­ცა როცა დიდი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბას ფიქ­რობ, 5 და 10, 000 საკ­მა­რი­სი არ არის. დახ­მა­რე­ბის­თვის ლი­ბერ­თი ბანკს მივ­მარ­თე, რო­მელ­მაც მა­ლე­ვე და­მიმ­ტკი­ცა სეს­ხი და თან, და­ბა­ლი პრო­ცენ­ტით. ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და დღე­ის­თვის უკვე ბევ­რის­თვის ცნო­ბი­ლი „გუ­გოშ­ვი­ლე­ბის მა­რა­ნი,“ - გვიყ­ვე­ბა ნა­დია გუ­გოშ­ვი­ლი.

წარ­მო­ე­ბა­ში მთე­ლი ოჯა­ხი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რა­დაა ჩარ­თუ­ლი. ოჯა­ხის წევ­რე­ბის გარ­და, ახ­ლობ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან, რად­გან საკ­მა­ოდ ბევ­რი საქ­მეა, ყო­ვე­ლი დილა მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა-და­სუფ­თა­ვე­ბით იწყე­ბა და შემ­დეგ კი­დევ ათა­სი საქ­მე მოჰ­ყვე­ბა დღის ბო­ლომ­დე, სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა. საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს რო­ლე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი აქვთ და, შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მე­საც წარ­მა­ტე­ბით უმკლავ­დე­ბი­ან.

„გუ­გოშ­ვი­ლე­ბის მა­რა­ნი“ მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზობს რო­გორც პრო­დუქტს, ღვი­ნის სა­ხით, ისე სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბა­საც.

„რად­გა­ნაც ყვა­რე­ლი ქინ­ძმა­რა­უ­ლის მიკ­რო­ზო­ნაა, პირ­ველ რიგ­ში, ვა­წარ­მო­ებთ მის­გან და­წუ­რულ ღვი­ნოს. ასე­ვე გვაქვს რქა­წი­თე­ლი და სა­ღე­ბა­ვი. წარ­მო­ე­ბა­შია ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი არა­ყი და ჭა­ჭაც, რო­მელ­საც ახლა 6 წლის დაძ­ვე­ლე­ბა აქვს და ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის, ისე აქ ჩა­მო­სუ­ლი უცხო­ე­ლე­ბის მხრი­დან. ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის და­ჭაშ­ნი­კე­ბა ჩვენ­სა­ვე მა­მულ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­დაც მარ­ნე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და აქვე დარ­ჩე­ნაც შე­გიძ­ლი­ათ,“ - გან­მარ­ტავს გუ­გოშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სას­ტუმ­რო არ არის ტი­პუ­რი სას­ტუმ­როს კონ­ცეფ­ცი­ის. სტუმ­რე­ბის­თვის სულ 5 ოთა­ხია. მა­რან­ში მი­სულ სტუმ­რებს ხში­რად გემ­რი­ე­ლი, კა­ხუ­რი ვახ­შმით უმას­პინ­ძლდე­ბი­ან და როცა და­იღ­ლე­ბი­ან ან და­უგ­ვი­ან­დე­ბათ, დარ­ჩე­ნა­საც სთა­ვა­ზო­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სის გამო „გუ­გოშ­ვი­ლე­ბის მა­რა­ნი“ საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რებ­ში და ამი­ტომ სტუმ­რე­ბიც საკ­მა­ოდ ხში­რად ჰყავთ. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­დია ერთ შემ­თხვე­ვას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იხ­სე­ნებს:

„გერ­მა­ნე­ლი ექი­მე­ბი გვეწ­ვივ­ნენ, რომ­ლებ­მაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბა. თა­ვი­დან და­ვი­ბე­ნი, ვი­ფიქ­რე, რაზე უნდა და­მე­საქ­მე­ბი­ნა ეს ხალ­ხი. მე­ო­რე დი­ლით მო­ვიდ­ნენ და ისევ მკი­თხეს, მქონ­და თუ არა რა­ი­მე საქ­მე, რა­შიც და­ვიხ­მა­რებ­დი. თხი­ლის მო­სავ­ლის სე­ზო­ნი იყო და წა­ვიყ­ვა­ნე თხილ­ნარ­ში, სა­დაც მთე­ლი დღე ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ. სა­ღა­მოს ვახ­შმით გა­ვუ­მას­პინ­ძლდი და ჩვე­ნი ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბიც ვა­ჩუ­ქე მად­ლო­ბის ნიშ­ნად. მე­ო­რე დღეს წა­ვიდ­ნენ და თა­ნამ­შრო­მელ­მა და­მი­ძა­ხა, ოთახ­ში ფული დარ­ჩა­თო. მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე და და შე­ვა­ტყო­ბი­ნე, მაგ­რამ გა­ე­ღი­მათ და მი­თხრეს, ეს თან­ხა სა­გან­გე­ბოდ დავ­ტო­ვეთ თქვე­ნი გუ­ლი­თა­დი მას­პინ­ძლო­ბის­თვი­სო. ვინ არ მო­სუ­ლა და დარ­ჩე­ნი­ლა ჩვენ­თან, მაგ­რამ ასე­თი სტუ­მა­რი მარ­თლა არა­სო­დეს მყო­ლია.

მეღ­ვი­ნე­ო­ბა ჩვენ­თვის, მთე­ლი ოჯა­ხის­თვის ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ამით ვარ­სე­ბობთ და გუ­ლით ვცდი­ლობთ, რომ მარ­თლა კარ­გი და ხა­რის­ხი­ა­ნი და­ვამ­ზა­დოთ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მერე ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზებთ. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ამ საქ­მის ბიზ­ნე­სად ქცე­ვა­ში თა­ვის დრო­ზე ლი­ბერ­თი და­მეხ­მა­რა და მინ­და გი­თხრათ, რომ მხო­ლოდ ამ სეს­ხით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ხში­რად მო­დი­ან ჩემს ვე­ნა­ხებ­ში ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, თუ რას ვა­კე­თებთ, რო­გორ ვა­კე­თებთ, რამე ხომ არ გვჭირ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ მაქვს იმე­დი, რომ რამე თუ დამ­ჭირ­დე­ბა, ისევ შე­მიძ­ლია ლი­ბერ­თის მივ­მარ­თო.“

გუ­გოშ­ვი­ლე­ბის ოჯახს დიდი გეგ­მე­ბი აქვთ. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა­ვენ, უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ხში­რად ჰყავთ, მაგ­რამ კი­დევ უფრო ფარ­თო მას­შტაბ­ზე გვსურს სურთ.

R

Qeto
10

ისე გაიტეხა ყვარელმა სახელი, აჯობებს არავითარი ტურისტი აღარ გაეკაროს !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

ტურისტების საყვარელი მარანი ყვარელში

ტურისტების საყვარელი მარანი ყვარელში

საქართველოში ბევრი ოჯახის საქმიანობა ვენახსა და ღვინოს უკავშირდება, თუმცა გუგოშვილების ისტორია განსაკუთრებულია.

„ჩემი ყურძენთან ურთიერთობა ბავშვობიდან და ოჯახის წინაპრებით იწყება. ყვარელში, ახალსოფელში, ღვინოს ჯერ პაპაჩემი, მერე მამა აყენებდა. ახლა საოჯახო მეღვინეობას მე ვუდგავარ სათავეში. იმ ღვინოს, რასაც ჩემი ოჯახის წევრები სახლში აყენებდნენ, მაშინ ბიზნესის დანიშნულება არ ჰქონდა. მართალია, ხანდახან ყიდდნენ ხოლმე, მაგრამ ისეთი ცნებები, როგორებიცაა: ბოთლში ჩამოსხმა, ეტიკეტი და სხვა, ჯერ საერთოდ არ არსებობდა. ღვინოს, ძირითადად, სახლში მოსახმარებლად და ახლობლებისთვის, ოჯახური დღესასწაულებისთვის ვამზადებდით. რამდენიმე წლის წინ უკვე მეღვინეობის კომერციული მიმართულებით დავინტერესდი და ვენახების გაფართოება, ასევე ღვინის ოფიციალურად წარმოება განვიზრახე. ამისთვის მქონდა გარკვეული თანხა, თუმცა როცა დიდი ბიზნესის წამოწყებას ფიქრობ, 5 და 10, 000 საკმარისი არ არის. დახმარებისთვის ლიბერთი ბანკს მივმართე, რომელმაც მალევე დამიმტკიცა სესხი და თან, დაბალი პროცენტით. ასე ჩამოყალიბდა დღეისთვის უკვე ბევრისთვის ცნობილი „გუგოშვილების მარანი,“ - გვიყვება ნადია გუგოშვილი.

წარმოებაში მთელი ოჯახი სხვადასხვაგვარადაა ჩართული. ოჯახის წევრების გარდა, ახლობლებიც ეხმარებიან, რადგან საკმაოდ ბევრი საქმეა, ყოველი დილა მიწის დამუშავება-დასუფთავებით იწყება და შემდეგ კიდევ ათასი საქმე მოჰყვება დღის ბოლომდე, სტუმრების მიღება იქნება ეს თუ სხვა. საქმეში ჩართული ოჯახის წევრებსა და ახლობლებს როლები გადანაწილებული აქვთ და, შესაბამისად, საქმესაც წარმატებით უმკლავდებიან.

„გუგოშვილების მარანი“ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც პროდუქტს, ღვინის სახით, ისე სხვა მომსახურებასაც.

„რადგანაც ყვარელი ქინძმარაულის მიკროზონაა, პირველ რიგში, ვაწარმოებთ მისგან დაწურულ ღვინოს. ასევე გვაქვს რქაწითელი და საღებავი. წარმოებაშია ნამდვილი ქართული არაყი და ჭაჭაც, რომელსაც ახლა 6 წლის დაძველება აქვს და ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს როგორც ქართველების, ისე აქ ჩამოსული უცხოელების მხრიდან. ჩვენი პროდუქციის დაჭაშნიკება ჩვენსავე მამულშია შესაძლებელი, სადაც მარნების დათვალიერება და აქვე დარჩენაც შეგიძლიათ,“ - განმარტავს გუგოშვილი.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო არ არის ტიპური სასტუმროს კონცეფციის. სტუმრებისთვის სულ 5 ოთახია. მარანში მისულ სტუმრებს ხშირად გემრიელი, კახური ვახშმით უმასპინძლდებიან და როცა დაიღლებიან ან დაუგვიანდებათ, დარჩენასაც სთავაზობენ. განსაკუთრებული სერვისის გამო „გუგოშვილების მარანი“ საკმაოდ პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოგზაურებში და ამიტომ სტუმრებიც საკმაოდ ხშირად ჰყავთ. ქალბატონი ნადია ერთ შემთხვევას განსაკუთრებულად იხსენებს:

„გერმანელი ექიმები გვეწვივნენ, რომლებმაც შემოგვთავაზეს ჩვენთან მუშაობა. თავიდან დავიბენი, ვიფიქრე, რაზე უნდა დამესაქმებინა ეს ხალხი. მეორე დილით მოვიდნენ და ისევ მკითხეს, მქონდა თუ არა რაიმე საქმე, რაშიც დავიხმარებდი. თხილის მოსავლის სეზონი იყო და წავიყვანე თხილნარში, სადაც მთელი დღე ერთად ვიმუშავეთ. საღამოს ვახშმით გავუმასპინძლდი და ჩვენი ნატურალური პროდუქტებიც ვაჩუქე მადლობის ნიშნად. მეორე დღეს წავიდნენ და თანამშრომელმა დამიძახა, ოთახში ფული დარჩათო. მაშინვე დავურეკე და და შევატყობინე, მაგრამ გაეღიმათ და მითხრეს, ეს თანხა საგანგებოდ დავტოვეთ თქვენი გულითადი მასპინძლობისთვისო. ვინ არ მოსულა და დარჩენილა ჩვენთან, მაგრამ ასეთი სტუმარი მართლა არასოდეს მყოლია.

მეღვინეობა ჩვენთვის, მთელი ოჯახისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამით ვარსებობთ და გულით ვცდილობთ, რომ მართლა კარგი და ხარისხიანი დავამზადოთ ყველაფერი, რასაც მერე ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ. როგორც აღვნიშნე, ამ საქმის ბიზნესად ქცევაში თავის დროზე ლიბერთი დამეხმარა და მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ამ სესხით არ დასრულებულა ჩვენი ურთიერთობა. ხშირად მოდიან ჩემს ვენახებში ბანკის წარმომადგენლები, ინტერესდებიან, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რამე ხომ არ გვჭირდება. აქედან გამომდინარე, სულ მაქვს იმედი, რომ რამე თუ დამჭირდება, ისევ შემიძლია ლიბერთის მივმართო.“

გუგოშვილების ოჯახს დიდი გეგმები აქვთ. როგორც თავად აღნიშნავენ, უცხოელი სტუმრები ხშირად ჰყავთ, მაგრამ კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გვსურს სურთ.

R