პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვარდებმა მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება" - სტომატოლოგი, რომლის ბაღშიც 300-ზე მეტი ჯიშის ვარდი ხარობს
"ვარდებმა მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება"  -  სტომატოლოგი, რომლის ბაღშიც 300-ზე მეტი ჯიშის ვარდი ხარობს

დღეს ვარ­დებ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ ქალ­ბა­ტონს, ლელა კა­ჭა­რა­ვას გა­გაც­ნობთ. მისი ვარ­დე­ბის კო­ლექ­ცია 300-მდე სა­ხე­ო­ბას მო­ი­ცავს და ნამ­დვი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ვია. გარ­და იმი­სა, რომ ქალ­ბა­ტონ­მა ლე­ლამ სა­კუ­თა­რი გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო, პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბიც გაგ­ვი­ზი­ა­რა.

- თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ. პრო­ფე­სი­ით სტო­მა­ტო­ლო­გი გახ­ლა­ვართ და 23 წე­ლია აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ ამ დარ­გში. ჩემი გა­ტა­ცე­ბა კი ულა­მა­ზე­სი ვარ­დე­ბია, რომ­ლებ­მაც მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლეს ჩემი ცხოვ­რე­ბა.

- ყვა­ვი­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი რო­დის და რა­ტომ "შე­გე­ყა­რათ“?

- ყვა­ვი­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იე­ბით და­ი­წყო, და­ახ­ლო­ე­ბით 9 წლის წინ. 60 ჯი­შის ია მქონ­და. სწო­რედ იე­ბის ყიდ­ვის დროს გა­ვი­გე ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე ვარ­დე­ბის სათ­ბუ­რის შე­სა­ხებ და ასე აღ­მოვ­ჩნდი მი­რან­დას ვარ­დებ­ში. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ის პირ­ვე­ლი ემო­ცია, რაც იქ გან­ვი­ცა­დე. ამ­დე­ნი ფე­რის, ჯი­შის ერ­თად აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ვარ­დი არ­სად მე­ნა­ხა. სწო­რედ მა­შინ და­ვი­წყე მე­უღ­ლის ეზო­ში, დაბა ჟინ­ვალ­ში ვარ­დე­ბის მო­შე­ნე­ბა. მა­ნამ­დე ვარ­დი მხო­ლოდ თეთ­რი და წი­თე­ლი მე­გო­ნა. 2015 წელს და­ვი­წყე და დღემ­დე ბა­ღის კე­თე­ბის პრო­ცეს­ში ვარ.

- რა­ტომ ვარ­დე­ბი?- ვარ­დი საკ­მა­ოდ პრე­ტენ­ზი­უ­ლი, მაგ­რამ მად­ლი­ე­რი მცე­ნა­რეა. კარ­გი მოვ­ლის პი­რო­ბებ­ში სა­ოც­რად ყვა­ვი­ლობს. უყ­ვარს მზე, წყა­ლი, კარ­გი კვე­ბა და წამ­ლო­ბა.

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­გო­რი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა ვარდს?- ვარდს კარ­გი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა წამ­ლო­ბა. ადრე გა­ზა­ფხუ­ლი­დან ვი­წყებთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ შე­წამ­ვლას, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რად­გან თუ და­ა­ვად­და, მცე­ნა­რე შემ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და შე­იძ­ლე­ბა სე­ზო­ნი ისე დამ­თავ­რდეს, ვერ ვნა­ხოთ ყვა­ვი­ლო­ბა.

- რამ­დე­ნი სა­ხე­ო­ბის ვარ­დი ბი­ნად­რობს თქვენს ბაღ­ში?

- ჩემს ეზო­ში სა­მა­სამ­დე ჯი­შის ვარ­დია. არის ინ­გლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი, ია­პო­ნუ­რი სე­ლექ­ცი­ის ვარ­დე­ბი. ფლო­რი­ბუნ­დე­ბი, ხვი­ა­რე­ბი, შრა­ბე­ბი. პი­რა­დად ჩემი ფა­ვო­რი­ტი დე­ვიდ ოს­ტი­ნის ინ­გლი­სუ­რი სა­კო­ლექ­ციო ვარ­დე­ბია. მათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს სა­ოც­რად სურ­ნე­ლო­ვა­ნი ჯუდი ობ­სქუ­რი და ულა­მა­ზე­სი შვე­დე­თის დე­დო­ფა­ლი. ასე­თი ჯან­მრთე­ლი, უხ­ვად მოყ­ვა­ვი­ლე და სურ­ნე­ლო­ვა­ნი ვარ­დე­ბი იშ­ვი­ა­თია.

- მავ­ნებ­ლებს, და­ა­ვა­დე­ბებს რო­გორ და რა პრე­პა­რა­ტე­ბით ებ­რძვით?

- 3-4 კვი­რა­ში ერთხელ ვწამ­ლავთ და­ა­ვა­დე­ბე­ბის და მავ­ნებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ფუნ­გი­ცი­დე­ბით და ინ­სექ­ტი­ცი­დე­ბით. შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ რო­გორც ბიო, ასე­ვე ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი. წამ­ლო­ბის გარ­და ვარდს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა კვე­ბა, რო­გორც მი­ნე­რა­ლუ­რი, ასე­ვე ორ­გა­ნუ­ლი საკ­ვე­ბით და სტი­მუ­ლა­ტო­რე­ბით. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ვარდებმა მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება" - სტომატოლოგი, რომლის ბაღშიც 300-ზე მეტი ჯიშის ვარდი ხარობს

"ვარდებმა მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება"  -  სტომატოლოგი, რომლის ბაღშიც 300-ზე მეტი ჯიშის ვარდი ხარობს

დღეს ვარდებზე უზომოდ შეყვარებულ ქალბატონს, ლელა კაჭარავას გაგაცნობთ. მისი ვარდების კოლექცია 300-მდე სახეობას მოიცავს და ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. გარდა იმისა, რომ ქალბატონმა ლელამ საკუთარი გატაცების შესახებ გვიამბო, პრაქტიკული რჩევებიც გაგვიზიარა.

- თბილისში ვცხოვრობ. პროფესიით სტომატოლოგი გახლავართ და 23 წელია აქტიურად ვმუშაობ ამ დარგში. ჩემი გატაცება კი ულამაზესი ვარდებია, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება.

- ყვავილების სიყვარული როდის და რატომ "შეგეყარათ“?

- ყვავილების სიყვარული იებით დაიწყო, დაახლოებით 9 წლის წინ. 60 ჯიშის ია მქონდა. სწორედ იების ყიდვის დროს გავიგე ნუცუბიძის პლატოზე ვარდების სათბურის შესახებ და ასე აღმოვჩნდი მირანდას ვარდებში. არასდროს დამავიწყდება ის პირველი ემოცია, რაც იქ განვიცადე. ამდენი ფერის, ჯიშის ერთად აყვავებული ვარდი არსად მენახა. სწორედ მაშინ დავიწყე მეუღლის ეზოში, დაბა ჟინვალში ვარდების მოშენება. მანამდე ვარდი მხოლოდ თეთრი და წითელი მეგონა. 2015 წელს დავიწყე და დღემდე ბაღის კეთების პროცესში ვარ.

- რატომ ვარდები?- ვარდი საკმაოდ პრეტენზიული, მაგრამ მადლიერი მცენარეა. კარგი მოვლის პირობებში საოცრად ყვავილობს. უყვარს მზე, წყალი, კარგი კვება და წამლობა.

- კონკრეტულად როგორი მოვლა სჭირდება ვარდს?- ვარდს კარგი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებლად სჭირდება წამლობა. ადრე გაზაფხულიდან ვიწყებთ პროფილაქტიკურ შეწამვლას, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებების გავრცელება, რადგან თუ დაავადდა, მცენარე შემდეგ მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება სეზონი ისე დამთავრდეს, ვერ ვნახოთ ყვავილობა.

- რამდენი სახეობის ვარდი ბინადრობს თქვენს ბაღში?

- ჩემს ეზოში სამასამდე ჯიშის ვარდია. არის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იაპონური სელექციის ვარდები. ფლორიბუნდები, ხვიარები, შრაბები. პირადად ჩემი ფავორიტი დევიდ ოსტინის ინგლისური საკოლექციო ვარდებია. მათგან განსაკუთრებით მიყვარს საოცრად სურნელოვანი ჯუდი ობსქური და ულამაზესი შვედეთის დედოფალი. ასეთი ჯანმრთელი, უხვად მოყვავილე და სურნელოვანი ვარდები იშვიათია.

- მავნებლებს, დაავადებებს როგორ და რა პრეპარატებით ებრძვით?

- 3-4 კვირაში ერთხელ ვწამლავთ დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ, ფუნგიციდებით და ინსექტიციდებით. შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ბიო, ასევე ქიმიური პრეპარატები. წამლობის გარდა ვარდს აუცილებლად სჭირდება კვება, როგორც მინერალური, ასევე ორგანული საკვებით და სტიმულატორებით. გააგრძელეთ კითხვა