მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენთვის ევროპის ცა დაიკეტება... აღარ ვიფრინოთ ამსტერდამსა და ვენაში, მაგრამ ვიფრინოთ ჩელიაბინსკსა თუ უფაში" - რა გველის, თუ ქართული აეროპორტების კომპანიებს სანქციები მართლაც დაუწესდა?
"ჩვენთვის ევროპის ცა დაიკეტება... აღარ ვიფრინოთ ამსტერდამსა და ვენაში, მაგრამ ვიფრინოთ ჩელიაბინსკსა თუ უფაში" - რა გველის, თუ ქართული აეროპორტების კომპანიებს სანქციები მართლაც დაუწესდა?

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის მო­ად­გი­ლემ, ვე­დანტ პა­ტელ­მა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სა­ვი­ჟო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა და გა­ი­მე­ო­რა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გზავ­ნი­ლი, რომ პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ქარ­თულ აე­რო­პორ­ტებ­ში კომ­პა­ნი­ებს სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­როს.

რო­გორც ავი­ა­ცი­ის ექ­სპერ­ტი იასე ზა­უ­ტაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს აქვს არ­ჩე­ვა­ნი - შე­ზღუდ­ვა და­ა­წე­სოს რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის შე­მოშ­ვე­ბა­ზე, ვი­ნა­ი­დან "რედ ვინგსი“(Red Wings) სან­ქცი­ე­ბის ქვეშ არის, მათ შო­რის "აზი­მუ­ტიც“ აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვდე­ბა ამ სან­ქცი­ებ­ში. არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი - თუ ამ შე­ზღუდ­ვებს არ და­ა­წე­სებს, პი­რი­ქით, ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბი მოხ­ვდე­ბი­ან სან­ქცი­ე­ბის ქვეშ და შე­ე­ზღუ­დე­ბათ იმ ქვეყ­ნე­ბის ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბაც, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით დაფ­რი­ნა­ვენ მსოფ­ლი­ო­ში.

"ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, ისე­ვე, რო­გორც რუ­სუ­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ფრე­ნებს თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის, თბი­ლი­სი-სან­კტ პე­ტერ­ბურ­გის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც, მერე, შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გამო ფრე­ნე­ბი შე­წყდა, მერე ისევ აღ­დგა ავი­ა­მი­მოს­ვლა. მა­შინ "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ის­ში“ ვმუ­შა­ობ­დი და კარ­გად მახ­სოვს, საკ­მა­ოდ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, როცა 2013 თუ 2014 წელს, აქ შე­მოს­ვლის ნე­ბარ­თვა მის­ცეს ძა­ლი­ან ბევ­რს - 12 თუ 13 რუ­სულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას, რა­მაც ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნა“ არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. მა­შინ შე­მო­ვი­და "აერ­ოფ­ლო­ტიც“, "ტრან­სა­ე­რო სი­ბი­რი“, ფაქ­ტობ­რი­ვად, მოხ­და ქარ­თუ­ლი მხა­რის ბაზ­რი­დან ეტა­პობ­რი­ვად გან­დევ­ნა, და­ირ­ღვა პა­რი­ტე­ტის პრინ­ცი­პი, ავი­ა­მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩარ­ჩო-ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის და ა.შ.

ახლა ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაგ­ვა­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა გვაქვს - რუ­სე­თი იმ­ყო­ფე­ბა სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უკ­რა­ი­ნას­თან და წარ­მო­ად­გენს აგ­რე­სორ მხა­რეს, მათ თით­ქმის ყვე­ლა ავი­ა­სა­წარ­მოს აშშ-მ და­უ­წე­სა სან­ქცი­ე­ბი, რუ­სულ მხა­რეს და­უ­კე­ტა ცა იმ კუ­თხით, რომ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო და­სავ­ლურ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას ეკ­რძა­ლე­ბა რუ­სე­თის ცის გა­მო­ყე­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სულ მხა­რე­საც და­უ­წე­სა სან­ქცი­ე­ბი და მათ ასე­ვე ეკ­რძა­ლე­ბათ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის თუ აშშ-ს ცის გა­მო­ყე­ნე­ბა. ჩვენ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში დავ­თან­ხმდით, რომ შე­ვუ­ერ­თდეთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის "ცალ­მხრივ“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, როცა მათ გახ­სნეს ავი­ა­მი­მოს­ვლა და გაგ­ვი­მარ­ტი­ვეს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი. ჩვენც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­ვუდ­გი­ნეთ ფრე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ისეთ კომ­პა­ნი­ებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, "აზი­მუ­ტი“. ახლა გა­ირ­კვა, რომ ჩვენ მი­ვე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა მე­ო­რე კომ­პა­ნია "რედ ვინგსს“ (Red Wings), ალ­ბათ მალე მე­სა­მე კომ­პა­ნი­ას მივ­ცემთ ნე­ბარ­თვას, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი - "აერ­ოფ­ლორ­ტსაც“ და ა.შ.

ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა იმ­დე­ნად სწრა­ფად ხდე­ბა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში მიჩ­ნდე­ბა ეჭვი იმი­სა, რომ ალ­ბათ, ეს უფრო ადრე იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, შეს­წავ­ლი­ლი იმა­ვე სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან, ამი­ტო­მაც იცოდ­ნენ და­ახ­ლო­ე­ბით, რო­მელ კომ­პა­ნი­ებს ელოდ­ნენ რუ­სე­თის მხრი­დან. "აზი­მუტ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა, რომ სან­ქცი­ე­ბის ქვეშ არ არის კომ­პა­ნია, არც მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, ამი­ტომ შე­მო­ვუშ­ვი­თო. რაც შე­ე­ხე­ბა "რედ ვინგსს", მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია "როს­ტე­ხი“, რო­მე­ლი სა­წარ­მოც ამე­რი­კუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ქვე­შაა, მე­პატ­რო­ნე - ჩე­ნე­ზო­ვი ("როს­ტე­ხის "დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და კე-გე-ბეს ყო­ფი­ლი აგენ­ტი), ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნე - ლე­ბე­დე­ვიც სან­ქცი­რე­ბულ­ნი არი­ან. გა­მო­დის, სან­ქცი­რე­ბულ და კე-გე-ბეს ყო­ფი­ლი აგენ­ტის და­ფუძ­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ას მი­ვე­ცით ფრე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას ექ­ნე­ბო­და მკვეთ­რი რე­ა­გი­რე­ბა ამე­რი­კის მხრი­დან - იყო რამ­დე­ნი­მე გაფრ­თხი­ლე­ბა, ახლა ვფიქ­რობ, ეს სა­ბო­ლო­ოა და სა­ხელ­მწი­ფომ ამ სა­კითხს უნდა გა­და­ხე­დოს. არის მე­ო­რე გზა - შე­საძ­ლოა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან პრი­ო­რი­ტე­ტად და­ვა­ყე­ნოთ იქ­ნე­ბა თუ არა და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ჩვე­ნი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ და გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად ვი­მოძ­რა­ოთ რუ­სულ სივ­რცე­ში - აღარ ვიფ­რი­ნოთ ამ­სტერ­დამ­სა და ვე­ნა­ში, მაგ­რამ ვიფ­რი­ნოთ ჩე­ლი­ა­ბინ­სკში, უფა­სა და მოს­კოვ­ში. ეს დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით გა­მო­იწ­ვევს მკვეთრ რე­ა­გი­რე­ბას ჩვენს ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ზე, რად­გან ის არის "ია­სას“ - ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წევ­რი, მას თა­ვი­სი და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბი აქვს, რუ­სუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით. რუ­სებს უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბი სხვა აქვთ, ჩვენ - სხვა. ჩვე­ნი მხა­რე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავ­და იმ სტან­დარ­ტებს, რა­საც ევ­რო­კავ­ში­რი ავალ­დე­ბუ­ლებ­და, ამი­ტო­მაც მი­ე­ცა რე­კო­მენ­და­ცია ისეთ კომ­პა­ნი­ას, რო­გო­რიც იყო "ლუფ­თჰან­სა“, "ბრი­თიშ ეარ­ვე­ი­სი“, თუ "ეარფრან­სი“ (რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად დაფ­რი­ნავს პა­რი­ზი-თბი­ლი­სის რე­ის­ზე). ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა თუ ამ სან­ქცი­ე­ბის გამო მოხ­ვდა წი­თე­ლი ალ­მის ქვეშ, ჩვე­ნი აე­რო­პორ­ტე­ბი სან­ქცი­რე­ბულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას თუ გა­აგ­რძე­ლე­ბენ, ჩვენ­თვის ევ­რო­პის ცა და­ი­კე­ტე­ბა. ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც (პო­ლი­ტი­კურ­ზე აღარ ვსა­უბ­რობ), სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს არაფ­რის მომ­ტა­ნია და რა მო­მა­ვალ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი? და­სან­ქცი­რე­ბა არ და­ა­ყოვ­ნებს იმი­ტომ, რომ ეს არის ამე­რი­კუ­ლი მხა­რის პრეს­ტი­ჟის სა­კი­თხიც, და­სავ­ლე­თის მხრი­დან ტე­რო­რის­ტად აღ­ქმულ ქვე­ყა­ნას ცას უხ­სნი და შე­მოგ­ყავს გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კა და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სან­ქცი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ, მი­ი­ღონ და­მა­ტე­ბი­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბი იმ ქვეყ­ნის ხარ­ჯზე, რო­მე­ლიც ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია. ეს ჩვენ­თვის და მა­გა­ლი­თად, "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის­თვის“ წამ­გე­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა - ის ისე­დაც დაფ­რი­ნავს ერე­ვა­ნი-მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. ეს არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მათ შო­რის - ეკო­ნო­მი­კუ­რიც, პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბის­თვის. მათ უნ­დათ მთელ მსოფ­ლი­ოს და­ა­ნა­ხონ, რომ ჩვენ "და­ვარ­ჭეთ“ აერ­ოფ­ლო­ტის დრო­შა სა­ქარ­თვე­ლო­ში და იცო­დეთ, რომ ეს ტე­რი­ტო­რია უკვე ჩვენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია, - მი­ზა­ნი ეს არის.

კი­დევ ერთი - როცა "აზი­მუ­ტი“ შე­მო­უშ­ვეს, ხომ ცალ­სა­ხად თქვეს, ის სან­ქცი­ებ­ში არ არი­სო, ახლა "რედ ვინგსი“(Red Wings) რომ შე­მო­უშ­ვეს (სა­ა­გენ­ტომ ნე­ბარ­თვა უკვე გას­ცა), რა­ტომ არ გა­ა­კე­თეს იგი­ვე გან­ცხა­დე­ბა? - იმი­ტომ, რომ იცი­ან, სან­ქცი­რე­ბუ­ლია. თან ამ კომ­პა­ნი­ას პრე­ტენ­ზია აქვს არა მარ­ტო თბი­ლი­სის და ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტე­ბი­დან ფრე­ნა­ზე, არა­მედ ქუ­თა­ი­სი-სო­ჭის, ქუ­თა­ი­სი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბიც და­ა­ა­ნონ­სა. ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ჩვენ­თან ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­მა აღარ იფ­რი­ნონ. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სია, რაც მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე, ჩვენს სა­წარ­მო­ებ­ზე. ნამ­დვი­ლად ვგულ­შე­მატ­კივ­რობ "აირ­ზე­ნას“, მაგ­რამ ის დღეს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იმ მიღ­წე­ვას და რე­პუ­ტა­ცი­ას წყალ­ში ყრის, რაც ადრე ჰქონ­და (რამ­დე­ნი­მე რე­ი­სი გა­ა­კე­თა აგ­ვის­ტოს ომის დროს, როცა ჯა­რის­კა­ცე­ბიც გა­დაჰ­ყავ­და, ექი­მე­ბიც, გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც). ჯერ კი­დევ არ არის გვი­ან, ვფიქ­რობ, "აირ­ზე­ნა“ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ვი­დეს ამ ბაზ­რი­დან, რე­პუ­ტა­ცია და ავი­ა­კომ­პა­ნია სან­ქცი­ე­ბის­გან რომ გა­და­არ­ჩი­ნონ.

თენ­გიზ ფხა­ლა­ძე პო­ლი­ტო­ლო­გი:

"აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ლად იყო ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მი და ის ბევრ გან­მარ­ტე­ბას არც სა­ჭი­რო­ებს. მა­შინ, როცა მთე­ლი მსოფ­ლიო ერ­თი­ან­დე­ბა და მი­ი­ღე­ბა რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, დგე­ბა სა­კი­თხი, როცა ორი­ვე მხა­რეს ყოფ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. შევ­ხე­დოთ ამას სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან - ხში­რად გვეს­მის ასე­თი ფრა­ზა - 2 და 3 წლის წინ თვი­თონ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი არ მო­უ­წო­დებ­დნენ, აღად­გი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ფრე­ნე­ბიო? კი, მარ­თა­ლია, მაგ­რამ მა­შინ რუ­სე­თი არ იყო აგ­რე­სორ და ტე­რო­რისტ ქვეყ­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, პუ­ტი­ნი არ იყო სა­სა­მარ­თლოს მიერ ძებ­ნი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, არ არ­სე­ბობ­და სან­ქცი­ე­ბი... მა­შინ ბევ­რი რამ არ არ­სე­ბობ­და. დღეს არის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა. ვი­ცით, რა­ტო­მაც აღად­გი­ნა რუ­სეთ­მა ფრე­ნე­ბი - რუ­სე­თი ეძებს გზას, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ის ზე­წო­ლა, რაც მას­ზეა, შე­ამ­სუ­ბუ­ქოს და და­მა­ტე­ბი­თი გა­სას­ვლე­ლი მო­ნა­ხოს, პუ­ტი­ნის­თვის არა­ნა­ი­რი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მო­ტი­ვა­ცია არ არ­სე­ბობს, ეს ადა­მი­ა­ნი ჰუ­მა­ნუ­რო­ბის­გან სა­ერ­თოდ დაც­ლი­ლია. დღეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა და რო­დე­საც ჩვენ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია, ისი­ნი ღიად ამ­ბო­ბენ, ნუ გა­ა­კე­თებთ ისეთ რა­ღა­ცას, რაც სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მხა­რეს და­გა­ყე­ნებთ, ჩვენ არ გვინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს, გვინ­და იყოს იქ, სა­დაც არის. ამი­ტო­მაც ეხ­მა­რე­ბი­ან ყვე­ლა­ნა­ი­რად სა­ქარ­თვე­ლოს, მათ შო­რის ის პრო­ექ­ტე­ბი, რი­თაც დღეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავს იწო­ნებს - ოპ­ტი­კურ­ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლი იქ­ნე­ბა თუ სხვა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ იმის­თვის კეთ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო გან­ვი­თარ­დეს?

პარტნი­ო­რე­ბი იმას გვე­უბ­ნე­ბი­ან, მოგ­ვე­ცით თქვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ნუ იქ­ნე­ბით მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მხა­რეს. მე მგო­ნი, გზავ­ნი­ლი ძა­ლი­ან ნა­თე­ლია, იქ­ნე­ბა ეს აშშ-დან, თუ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ არ­ჩე­ვა­ნი ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, ოღონდ, ყვე­ლა არ­ჩე­ვანს აქვს თა­ვი­სი შე­დე­გი. ჩვენ თავს უნდა ვკი­თხოთ - გვინ­და მე­გობ­რო­ბა მე­გობ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბით, სტა­ბი­ლუ­რო­ბით, მზად არი­ან ამა­ში მეტი ინ­ვეს­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ, გა­ზარ­დონ და­ცუ­ლო­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა, თუ გვინ­და მე­გობ­რო­ბა იმ ქვე­ყა­ნას­თან, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და რო­მელ­მაც სულ ახ­ლა­ხან გა­მო­აქ­ვეყ­ნა ახა­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სტრა­ტე­გია. თუ კარ­გად ჩავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი არ არის. ასე რომ, კი­თხვა უფრო მარ­ტი­ვად უნდა დავ­სვათ - გვინ­და არ­სე­ბობ­დეს ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, თუ არ გვინ­და? - ამა­ზეა სა­უ­ბა­რი. ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი თუ და­სან­ქცირ­და, რუ­სეთ­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მი კი მოგ­ვეხ­სნა და შეგ­ვეძ­ლე­ბა ნი­ჟ­ნი ტა­გილ­ში ჩა­ვი­დეთ ხოლ­მე ხან­და­ხან“.

მკითხველის კომენტარები / 119 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
6

ომის დროს რომ იხსნება უვიზო და ფრენები, ანუ რუსეთს იმაზე მაგრად უჭირს ვიდრე ლიბერალებს გონიათ. წაგებული თამაშია ორივე მხრიდან. წყალწაღებული (რუსეთი) ხავს (საქართველი) ეჭიდება. 

კახა
4

სანამ რაიმე მოვლენას შეაფასებთ, უნდა გაითვალისწინოთ, ვინ როგორი წარსულის მქონეა. ინგლისელების შესახებ თუ გაიმტერესებთ, ინდოელებს, ამერიკელ ინდიელებს(თუ ვინმე გადაურჩათ) და ირლანდიელებს ჰკითხეთ. ფრანგების შესახებ ჩრდილო აფრიკელებთან მოიკითხეთ. ამერიკელების შესახებ ვიეტნამელებს, ერაყელებს, ლიბიელებს, ავღანელებს, იაპონელებს(ჰიროშიმა და ნაგასაკი)და სერბებს ჰკითხეთ. გერმანელებზე არარაფერს ვამბობ, მათი ნამოქმედარის მომსწრენი კიდევ ცოცხლებია. ა.შ. და ა.შ. ჩვენს სამეზობლოზე, დიდზეც და პატარაზეც არაერთი რამის თქმა შეიძლება. მოკლედ, ყველაზე სწორი ის იქნება, რომელიმე მხარეს თუ არ დავიჭერთ და არ გადავეყლაპინებით. ასე რომ, პოლიტიკა, რასაც ახლანდელი ქართული ხელისუფლება ატარებს, ერთადერთია, რომ ქვეყანა გადარჩეს. პირდაპირი ფრენები რუსეთმა სულ 3 წლის წინ შეაჩერა და ახლა თავად აღადგინა. სავიზო რეჟიმი ქართველებს ზღუდავდა და არა რუსებს. ასე რომ, ეს ცვლილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად სასიკეთოა. რაც შეეხება პოლიტიკურ მიდგომას, ორ დაპირისპირებულ ძალას(რუსეთი და აშშ-ევროპა) ნურც ვენდობით, ნურც დავუპირისპირდებით, მით უმეტეს, აშკარად. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ჩვენთვის ევროპის ცა დაიკეტება... აღარ ვიფრინოთ ამსტერდამსა და ვენაში, მაგრამ ვიფრინოთ ჩელიაბინსკსა თუ უფაში" - რა გველის, თუ ქართული აეროპორტების კომპანიებს სანქციები მართლაც დაუწესდა?

"ჩვენთვის ევროპის ცა დაიკეტება... აღარ ვიფრინოთ ამსტერდამსა და ვენაში, მაგრამ ვიფრინოთ ჩელიაბინსკსა თუ უფაში" - რა გველის, თუ ქართული აეროპორტების კომპანიებს სანქციები მართლაც დაუწესდა?

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა რუსეთის მიერ საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ქართველებისთვის სავიჟო რეჟიმის გაუქმების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი, რომ პირდაპირი ფრენების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ აეროპორტებში კომპანიებს სანქციები დაეკისროს.

როგორც ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი გვეუბნება, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ ჩვენს სახელმწიფოს აქვს არჩევანი - შეზღუდვა დააწესოს რუსული ავიაკომპანიის შემოშვებაზე, ვინაიდან "რედ ვინგსი“(Red Wings) სანქციების ქვეშ არის, მათ შორის "აზიმუტიც“ აუცილებლად მოხვდება ამ სანქციებში. არის მეორე ვარიანტი - თუ ამ შეზღუდვებს არ დააწესებს, პირიქით, ქართული ავიაკომპანიები და საქართველოს აეროპორტები მოხვდებიან სანქციების ქვეშ და შეეზღუდებათ იმ ქვეყნების ავიაკომპანიების მომსახურებაც, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით დაფრინავენ მსოფლიოში.

"ქართული კომპანიები, ისევე, როგორც რუსული, წლების განმავლობაში ტრადიციულად ახორციელებდნენ ფრენებს თბილისი-მოსკოვის, თბილისი-სანკტ პეტერბურგის და სხვა მიმართულებით. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც, მერე, შესაბამისი პოლიტიკური ვითარების გამო ფრენები შეწყდა, მერე ისევ აღდგა ავიამიმოსვლა. მაშინ "ჯორჯიან ეარვეისში“ ვმუშაობდი და კარგად მახსოვს, საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება გვქონდა იმასთან დაკავშირებით, როცა 2013 თუ 2014 წელს, აქ შემოსვლის ნებართვა მისცეს ძალიან ბევრს - 12 თუ 13 რუსულ ავიაკომპანიას, რამაც ქართული ავიაკომპანია "აირზენა“ არაკონკურენტუნარიან სიტუაციაში აღმოაჩინა. მაშინ შემოვიდა "აეროფლოტიც“, "ტრანსაერო სიბირი“, ფაქტობრივად, მოხდა ქართული მხარის ბაზრიდან ეტაპობრივად განდევნა, დაირღვა პარიტეტის პრინციპი, ავიამიმოსვლის შესახებ საერთაშორისო ჩარჩო-ხელშეკრულება ჩვენს სახელმწიფოებს შორის და ა.შ.

ახლა ჩვენ აბსოლუტურად სხვაგვარი მოცემულობა გვაქვს - რუსეთი იმყოფება საომარ მდგომარეობაში უკრაინასთან და წარმოადგენს აგრესორ მხარეს, მათ თითქმის ყველა ავიასაწარმოს აშშ-მ დაუწესა სანქციები, რუსულ მხარეს დაუკეტა ცა იმ კუთხით, რომ ყველა საერთაშორისო დასავლურ ავიაკომპანიას ეკრძალება რუსეთის ცის გამოყენება, შესაბამისად, რუსულ მხარესაც დაუწესა სანქციები და მათ ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნების თუ აშშ-ს ცის გამოყენება. ჩვენ ამ მოცემულობაში დავთანხმდით, რომ შევუერთდეთ რუსეთის ფედერაციის "ცალმხრივ“ გადაწყვეტილებას, როცა მათ გახსნეს ავიამიმოსვლა და გაგვიმარტივეს სავიზო რეჟიმი. ჩვენც დაუყოვნებლივ აღვუდგინეთ ფრენების შესაძლებლობა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა მაგალითად, "აზიმუტი“. ახლა გაირკვა, რომ ჩვენ მივეცით შესაძლებლობა მეორე კომპანია "რედ ვინგსს“ (Red Wings), ალბათ მალე მესამე კომპანიას მივცემთ ნებართვას, არაა გამორიცხული - "აეროფლორტსაც“ და ა.შ.

ნებართვების გაცემა იმდენად სწრაფად ხდება, რომ ამ შემთხვევაში მიჩნდება ეჭვი იმისა, რომ ალბათ, ეს უფრო ადრე იყო მოლაპარაკებული და შესაბამისად, შესწავლილი იმავე სააგენტოს მხრიდან, ამიტომაც იცოდნენ დაახლოებით, რომელ კომპანიებს ელოდნენ რუსეთის მხრიდან. "აზიმუტთან“ დაკავშირებით ხელისუფლებამ გააკეთა განმარტება, რომ სანქციების ქვეშ არ არის კომპანია, არც მეპატრონეები, ამიტომ შემოვუშვითო. რაც შეეხება "რედ ვინგსს", მისი დამფუძნებელია "როსტეხი“, რომელი საწარმოც ამერიკული სანქციების ქვეშაა, მეპატრონე - ჩენეზოვი ("როსტეხის "დამფუძნებელი და კე-გე-ბეს ყოფილი აგენტი), ყოფილი მეპატრონე - ლებედევიც სანქცირებულნი არიან. გამოდის, სანქცირებულ და კე-გე-ბეს ყოფილი აგენტის დაფუძნებულ კომპანიას მივეცით ფრენების განხორციელების საშუალება.

რასაკვირველია, ამას ექნებოდა მკვეთრი რეაგირება ამერიკის მხრიდან - იყო რამდენიმე გაფრთხილება, ახლა ვფიქრობ, ეს საბოლოოა და სახელმწიფომ ამ საკითხს უნდა გადახედოს. არის მეორე გზა - შესაძლოა, აბსოლუტურად მეორეხარისხოვან პრიორიტეტად დავაყენოთ იქნება თუ არა დაწესებული სანქციები ჩვენი ავიაკომპანიების მიმართ და გვექნება საშუალება თავისუფლად ვიმოძრაოთ რუსულ სივრცეში - აღარ ვიფრინოთ ამსტერდამსა და ვენაში, მაგრამ ვიფრინოთ ჩელიაბინსკში, უფასა და მოსკოვში. ეს დომინოს პრინციპით გამოიწვევს მკვეთრ რეაგირებას ჩვენს ავიაციის სააგენტოზე, რადგან ის არის "იასას“ - ევროპული ოჯახის სააგენტოების წევრი, მას თავისი დასავლური სტანდარტები და მოთხოვნები აქვს, რუსულისგან განსხვავებით. რუსებს უსაფრთხოების სტანდარტები სხვა აქვთ, ჩვენ - სხვა. ჩვენი მხარე წლების განმავლობაში იცავდა იმ სტანდარტებს, რასაც ევროკავშირი ავალდებულებდა, ამიტომაც მიეცა რეკომენდაცია ისეთ კომპანიას, როგორიც იყო "ლუფთჰანსა“, "ბრითიშ ეარვეისი“, თუ "ეარფრანსი“ (რომელიც რეგულარულად დაფრინავს პარიზი-თბილისის რეისზე). ჩვენი ქვეყანა თუ ამ სანქციების გამო მოხვდა წითელი ალმის ქვეშ, ჩვენი აეროპორტები სანქცირებულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას თუ გააგრძელებენ, ჩვენთვის ევროპის ცა დაიკეტება. ეკონომიკური თვალსაზრისითაც (პოლიტიკურზე აღარ ვსაუბრობ), საქართველოსთვის ეს არაფრის მომტანია და რა მომავალზე შეიძლება იყოს საუბარი? დასანქცირება არ დააყოვნებს იმიტომ, რომ ეს არის ამერიკული მხარის პრესტიჟის საკითხიც, დასავლეთის მხრიდან ტერორისტად აღქმულ ქვეყანას ცას უხსნი და შემოგყავს გაურკვეველი წარმომავლობის სანქცირებული რუსული ტექნიკა და რაც ყველაზე მთავარია, რუსეთის ფედერაციის სანქცირებულ კომპანიებს საშუალებას აძლევ, მიიღონ დამატებითი ეკონომიკური შემოსავლები იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელიც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. ეს ჩვენთვის და მაგალითად, "ჯორჯიან ეარვეისისთვის“ წამგებიანი პროექტი იქნება - ის ისედაც დაფრინავს ერევანი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებაზე. ეს არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ შორის - ეკონომიკურიც, პირადი სარგებლობისთვის. მათ უნდათ მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ ჩვენ "დავარჭეთ“ აეროფლოტის დროშა საქართველოში და იცოდეთ, რომ ეს ტერიტორია უკვე ჩვენს განკარგულებაშია, - მიზანი ეს არის.

კიდევ ერთი - როცა "აზიმუტი“ შემოუშვეს, ხომ ცალსახად თქვეს, ის სანქციებში არ არისო, ახლა "რედ ვინგსი“(Red Wings) რომ შემოუშვეს (სააგენტომ ნებართვა უკვე გასცა), რატომ არ გააკეთეს იგივე განცხადება? - იმიტომ, რომ იციან, სანქცირებულია. თან ამ კომპანიას პრეტენზია აქვს არა მარტო თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან ფრენაზე, არამედ ქუთაისი-სოჭის, ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებიც დააანონსა. ეს მიზანმიმართულად კეთდება იმისთვის, რომ ჩვენთან ევროპული სტანდარტების ავიაკომპანიებმა აღარ იფრინონ. ეს აბსოლუტურად მიზანმიმართული პროცესია, რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს საწარმოებზე. ნამდვილად ვგულშემატკივრობ "აირზენას“, მაგრამ ის დღეს ამ გადაწყვეტილებით იმ მიღწევას და რეპუტაციას წყალში ყრის, რაც ადრე ჰქონდა (რამდენიმე რეისი გააკეთა აგვისტოს ომის დროს, როცა ჯარისკაცებიც გადაჰყავდა, ექიმებიც, გაეროს წარმომადგენლებიც და ჟურნალისტებიც). ჯერ კიდევ არ არის გვიან, ვფიქრობ, "აირზენა“ აუცილებლად უნდა გამოვიდეს ამ ბაზრიდან, რეპუტაცია და ავიაკომპანია სანქციებისგან რომ გადაარჩინონ.

თენგიზ ფხალაძე პოლიტოლოგი:

"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათლად იყო ყველაფერი ნათქვამი და ის ბევრ განმარტებას არც საჭიროებს. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ერთიანდება და მიიღება რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები, დგება საკითხი, როცა ორივე მხარეს ყოფნა შეუძლებელია. შევხედოთ ამას საქართველოს მხრიდან - ხშირად გვესმის ასეთი ფრაზა - 2 და 3 წლის წინ თვითონ ჩვენი პარტნიორები არ მოუწოდებდნენ, აღადგინეთ საქართველოსთან ფრენებიო? კი, მართალია, მაგრამ მაშინ რუსეთი არ იყო აგრესორ და ტერორისტ ქვეყნად აღიარებული. გარდა ამისა, პუტინი არ იყო სასამართლოს მიერ ძებნილად გამოცხადებული, არ არსებობდა სანქციები... მაშინ ბევრი რამ არ არსებობდა. დღეს არის, აბსოლუტურად, სხვა მოცემულობა. ვიცით, რატომაც აღადგინა რუსეთმა ფრენები - რუსეთი ეძებს გზას, რომ რაღაცნაირად ის ზეწოლა, რაც მასზეა, შეამსუბუქოს და დამატებითი გასასვლელი მონახოს, პუტინისთვის არანაირი ჰუმანიტარული მოტივაცია არ არსებობს, ეს ადამიანი ჰუმანურობისგან საერთოდ დაცლილია. დღეს არის აბსოლუტურად სხვა მოცემულობა და როდესაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს კომუნიკაცია, ისინი ღიად ამბობენ, ნუ გააკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც საწინააღმდეგო მხარეს დაგაყენებთ, ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იყოს საპირისპირო მხარეს, გვინდა იყოს იქ, სადაც არის. ამიტომაც ეხმარებიან ყველანაირად საქართველოს, მათ შორის ის პროექტები, რითაც დღეს ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს - ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი იქნება თუ სხვა, ეს ყველაფერი ხომ იმისთვის კეთდება, რომ საქართველო განვითარდეს?

პარტნიორები იმას გვეუბნებიან, მოგვეცით თქვენი ქვეყნის განვითარების საშუალება და ნუ იქნებით მოწინააღმდეგის მხარეს. მე მგონი, გზავნილი ძალიან ნათელია, იქნება ეს აშშ-დან, თუ ევროკავშირის მხრიდან. თავისთავად ცხადია, რომ არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია, ოღონდ, ყველა არჩევანს აქვს თავისი შედეგი. ჩვენ თავს უნდა ვკითხოთ - გვინდა მეგობრობა მეგობრებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს განვითარებით, სტაბილურობით, მზად არიან ამაში მეტი ინვესტირება მოახდინონ, გაზარდონ დაცულობა და ქართველი ხალხის კეთილდღეობა, თუ გვინდა მეგობრობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რომელმაც სულ ახლახან გამოაქვეყნა ახალი საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. თუ კარგად ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ მასში საქართველოს ადგილი არ არის. ასე რომ, კითხვა უფრო მარტივად უნდა დავსვათ - გვინდა არსებობდეს ქართული დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფო, თუ არ გვინდა? - ამაზეა საუბარი. ავიაკომპანიები თუ დასანქცირდა, რუსეთთან სავიზო რეჟიმი კი მოგვეხსნა და შეგვეძლება ნიჟნი ტაგილში ჩავიდეთ ხოლმე ხანდახან“.