Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველამ გადახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან" - შალვა პაპუაშვილი
"ყველამ გადახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან" - შალვა პაპუაშვილი

"შე­საძ­ლოა, ვინ­მეს­თვის რუ­სე­თი, რო­გორც აგ­რე­სო­რი ქვე­ყა­ნა, და­ი­წყო 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან და ამ ქვეყ­ნის აგ­რე­სო­რო­ბის წელ­თაღ­რი­ცხვა აქე­დან იწყე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო წლე­ბით ადრე მიხ­ვდა ამას, თუ რა როლი აქვს რუ­სეთს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ში და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით,"- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ხში­რად ის­მის უსა­ფუძ­ვლო პრე­ტენ­ზი­ე­ბი რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე.

მისი თქმით, უმ­ჯო­ბე­სია, ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის ავ­ტო­რებ­მა რუ­სეთ­თან სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნე­ბის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­და­ხე­დონ.

"მი­ნი­მუმ, 2008 წლის შემ­დეგ ჩვენ ვი­ცით, რომ რუ­სე­თი სწო­რე­დაც რომ აგ­რე­სო­რია, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ცოტა უფრო იქით, 90-იანი წლე­ბი­და­ნაც გვაქვს ეს გა­მოც­დი­ლე­ბა. ამი­ტომ, ვინ არის რუ­სე­თი, რა ხდე­ბა და რო­გო­რი პო­ლი­ტი­კა აქვს, არ მგო­ნია, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას ჰქონ­დეს ამა­ზე პრე­ტენ­ზია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჰქონ­დეს მო­რა­ლუ­რი პე­დეს­ტა­ლი­დან სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ქვეყ­ნის გა­რე­დან თუ შიგ­ნით, ოპო­ზი­ცია და რამ­დე­ნი­მე „ენ­ჯეო“ მა­გა­ლი­თად, ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე როცა სა­უბ­რობს და ცდი­ლობს, ყვე­ლა­ნა­ი­რად დას­წა­მოს ცილი ჩვენს ქვე­ყა­ნას, თით­ქოს აქ ხდე­ბა გვერ­დის ავ­ლით ვაჭ­რო­ბა-გა­რი­გე­ბე­ბი და ა.შ, უნდა შე­ხე­დონ მარ­ტივ ციფ­რებს. ევ­რო­კავ­ში­რი დღე­საც, ყო­ველ­დღე 20 მი­ლი­ონ ევ­როს უხ­დის რუ­სეთს მარ­ტო ერთი მი­ლით გა­ტა­რე­ბულ გაზ­ში და ეს მილი გა­დის უკ­რა­ი­ნის გავ­ლით. ვინც გა­და­ან­გა­რი­შე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია, ეს რამ­დენ ტანკს ნიშ­ნავს და აფი­ნან­სებს თუ არა ამით ომს, გა­და­ი­ან­გა­რი­შონ და ნა­ხა­ვენ, რა რი­ცხვებ­თან გვაქვს საქ­მე. მე­ო­რე მა­გა­ლი­თი – ჩვე­ნი ექ­სპორ­ტი ძი­რი­თა­დად, არის ღვი­ნო, მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, წყა­ლი და ა.შ. ევ­რო­კავ­ში­რი­დან რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ექ­სპორ­ტი­ო­რი არის ლატ­ვია და შარ­შან, სამ თვე­ში, აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში ლატ­ვი­ამ რუ­სეთ­ში შე­ი­ტა­ნა იმ­დე­ნი­ვე ღვი­ნო, რამ­დე­ნის ექ­სპორ­ტიც მთლი­ა­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ახ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლომ. ახლა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ა­და­როს, რას­თან გვაქვს საქ­მე, რო­დე­საც ლატ­ვია, რო­მე­ლიც ღვი­ნის წარ­მო­ე­ბით მა­ინ­ცდა­მა­ინც არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ოდე­ნო­ბის ექ­სპორ­ტს მხო­ლოდ სამ თვე­ში აწარ­მო­ებს რუ­სეთ­ში. ამი­ტომ მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ მო­რა­ლუ­რი პე­დეს­ტა­ლი­დან რო­დე­საც ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ პრე­ტენ­ზი­ე­ბის წა­ყე­ნე­ბა, ქვეყ­ნის შიგ­ნი­დან იქ­ნე­ბა ეს, თუ ზო­გი­ერ­თი გარე პო­ლი­ტი­კო­სის­გან, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო ვაჭ­რობს, ხელს ით­ბობს, თუ ა.შ და სხვა­თა შო­რის, დღეს იყო ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლამ ჩა­ხე­დოს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას და სა­კუ­თარ კომ­პა­ნი­ებს, რას აკე­თე­ბენ ისი­ნი და რო­გორ ვაჭ­რო­ბენ რუ­სეთ­თან. ასე რომ, კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ მო­რა­ლუ­რი პე­დეს­ტა­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­უბ­რის პრე­ტენ­ზია არ მგო­ნია, ვინ­მეს ჰქონ­დეს“, – გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მათე
3

იმ ადამიანების არ მესმის, ვინც საკითხს ასე აყენებს, ან რუსული ბაზარი, ან დასავლეთის(აშშ, ევროპა) ბაზარი. გასაღების და იმპორტის ის ბაზარი უნდა აირჩიო, ვინც უკეთეს პირობებს გთავაზობს, თანაც, სხვა ბაზარზე შესვლასაც უნდა ეცადო. თუ შეძლებ, რუსულ ბაზარზეც შეაღწიე, დასავლეთისაზეც, აღმოსავლეთისაზეც და სამხრეთისაზეც. რეალობა კი ის არის, 30 წლის განმავლობაში, უამრავი მცდელობის მიუხედავად, რეალურ სფეროში ინვესტიციესაც რუსეთი ახორციელებს, გასაღებიც ბაზარიც რუსეთია და ტურიზმიც მხოლოდ რუსებზეა დამოკიდებული. რუსეთთან და კიდევ, პირველადი და აუცილებელი პროდუქტის, ხორბლის, ფქვილის, სასუქის, საწვავის 90% რუსეთიდან შემოდის, რადგან სხვაზე ბევრად იაფი და.ხელმისაწვდომია.

გიორგი
2

პაპუაშვილი არავინაა, მაგრამ ამ შემთხვევაში სიმართლეს ამბობს. მგელისა და კრავის ამბავია ჩვენს თავს, ოღონდ ჩვენ ორი მგელი გვიღრენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ყველამ გადახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან" - შალვა პაპუაშვილი

"ყველამ გადახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან" - შალვა პაპუაშვილი

"შესაძლოა, ვინმესთვის რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა, დაიწყო 2022 წლის 24 თებერვლიდან და ამ ქვეყნის აგრესორობის წელთაღრიცხვა აქედან იწყება, მაგრამ საქართველო წლებით ადრე მიხვდა ამას, თუ რა როლი აქვს რუსეთს საერთაშორისო პოლიტიკაში და, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წინააღმდეგ ხშირად ისმის უსაფუძვლო პრეტენზიები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების არსებობაზე.

მისი თქმით, უმჯობესია, ამ განცხადებების ავტორებმა რუსეთთან საკუთარი ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებს გადახედონ.

"მინიმუმ, 2008 წლის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი სწორედაც რომ აგრესორია, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ცოტა უფრო იქით, 90-იანი წლებიდანაც გვაქვს ეს გამოცდილება. ამიტომ, ვინ არის რუსეთი, რა ხდება და როგორი პოლიტიკა აქვს, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ამაზე პრეტენზია, რომ საქართველოსთან ჰქონდეს მორალური პედესტალიდან საუბრის შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან თუ შიგნით, ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“ მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებზე როცა საუბრობს და ცდილობს, ყველანაირად დასწამოს ცილი ჩვენს ქვეყანას, თითქოს აქ ხდება გვერდის ავლით ვაჭრობა-გარიგებები და ა.შ, უნდა შეხედონ მარტივ ციფრებს. ევროკავშირი დღესაც, ყოველდღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მარტო ერთი მილით გატარებულ გაზში და ეს მილი გადის უკრაინის გავლით. ვინც გადაანგარიშების მოყვარულია, ეს რამდენ ტანკს ნიშნავს და აფინანსებს თუ არა ამით ომს, გადაიანგარიშონ და ნახავენ, რა რიცხვებთან გვაქვს საქმე. მეორე მაგალითი – ჩვენი ექსპორტი ძირითადად, არის ღვინო, მინერალური წყალი, წყალი და ა.შ. ევროკავშირიდან რუსეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორი არის ლატვია და შარშან, სამ თვეში, აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ლატვიამ რუსეთში შეიტანა იმდენივე ღვინო, რამდენის ექსპორტიც მთლიანი წლის განმავლობაში მოახდინა საქართველომ. ახლა, საზოგადოებამ შეადაროს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ლატვია, რომელიც ღვინის წარმოებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, საქართველოს ოდენობის ექსპორტს მხოლოდ სამ თვეში აწარმოებს რუსეთში. ამიტომ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ მორალური პედესტალიდან როდესაც ხდება საქართველოს მიმართ პრეტენზიების წაყენება, ქვეყნის შიგნიდან იქნება ეს, თუ ზოგიერთი გარე პოლიტიკოსისგან, თითქოს საქართველო ვაჭრობს, ხელს ითბობს, თუ ა.შ და სხვათა შორის, დღეს იყო ბორელის განცხადება ამასთან დაკავშირებით, ყველამ ჩახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.