საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წავიკითხე ბევრის გაბრაზებული კომენტარი... ის ჩემთვის საუკეთესო მამა იყო, გთხოვთ, გაიგოთ, რომ..." - რას ამბობს დიანა ღურწკაიას ვაჟი მამის გარდაცვალების შემდეგ
"წავიკითხე ბევრის გაბრაზებული კომენტარი... ის ჩემთვის საუკეთესო მამა იყო, გთხოვთ, გაიგოთ, რომ..." - რას ამბობს დიანა ღურწკაიას ვაჟი მამის გარდაცვალების შემდეგ

მე­ო­რე დღეა, რაც რუ­სუ­ლი მე­დია დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას მე­უღ­ლის პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს. ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლე, პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი, რუ­სე­თის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ. იგი გარ­და­იც­ვა­ლა კუ­ბა­დან მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­დე­ბის დროს, თვითმფრი­ნავ­ში. "46 წლის პი­ოტ­რის სიკ­ვდილ­მა გა­აკ­ვირ­ვა ყვე­ლა, ვინც მას იცობ­და", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

  • კუ­ჩე­რენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა მის­მა მე­უღ­ლემ და ახ­ლობ­ლებ­მა მი­ი­ღეს, რომ­ლე­ბიც მომ­ღერ­ლის სახ­ლში შე­იკ­რიბ­ნენ და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ღურწკა­ი­ას მხარს უჭე­რენ და თა­ნა­უგ­რძნო­ბენ.

"დი­ა­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობს. ტე­ლე­ფონ­ზე მის­მა ძმამ, რო­ბერ­ტმა გვი­პა­სუ­ხა, რო­მელ­მაც გვი­თხრა "და­ვი­ღუ­პეთ“. შემ­დეგ კი გა­ვი­გე დი­ა­ნას ტი­რი­ლის ხმა. მას გული ძა­ლი­ან სტკი­ვა“, - ამ­ბობს მე­დი­ას­თან ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

  • "მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა. ის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო": დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას და პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კოს ვაჟი ბო­როტ კო­მენ­ტა­რებ­ზე სა­უბ­რობს“, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს thevoicemag.ru მო­რიგ სტა­ტი­ას, სა­დაც მომ­ღერ­ლის ვა­ჟის კო­მენ­ტარს ვკი­თხუ­ლობთ.
დი­ა­ნა ღურწკა­ია შვილ­თან ერ­თად

”მინ­და გი­თხრათ არც თუ ისე კარ­გი ამ­ბა­ვი ჩემი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. 20 მა­ისს მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო. მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის, ვინც მომ­წე­რა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე მიყ­ვარს ყვე­ლა. და­ა­ფა­სეთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და უთხა­რით, რომ გიყ­ვართ. და­ა­ფა­სეთ მათ­თან ერ­თად ყო­ვე­ლი წამი, ცხოვ­რე­ბა სას­ტი­კი რამ არის. არა­ვინ იცის, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს", - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა დი­ა­ნა ღურწკა­ი­ა­სა და პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კოს ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის, კონ­ტან­ტი­ნეს სი­ტყვებს.

ბიჭი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე მიჩ­ვე­უ­ლი იყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და დე­დას ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბო­და. კონ­სტან­ტი­ნემ წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა. ის ხში­რად თან ახ­ლავს დე­დას ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. ახლა მო­ზარ­დი დი­ა­ნას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს შო­უ­ში "ორი ვარ­სკვლა­ვი“.

რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის ვაჟი თა­ვის ბლოგ­ში წერს, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში მა­მის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცვე­ლი სტა­ტი­ე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი წა­ი­კი­თხა.

კონ­სტან­ტი­ნე მა­მას­თან ერ­თად

"ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ვი­კი­თხე სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ე­ბი, ვნა­ხე ბევ­რი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი. რე­ა­ლუ­რად, იმის თქმა მინ­და, რომ რო­გორც არ უნდა მო­ეჩ­ვე­ნოს ბევ­რს, ის ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო მამა იყო და ასეც დარ­ჩე­ბა. მე პა­ტივს ვცემ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის აზრს. გთხოვთ გა­ი­გოთ, რომ ეს ჩემ­თვის ად­ვი­ლი არ არის. მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი ძა­ლი­ან ღე­ლავს და ეს კი­დევ უფრო მა­წუ­ხებს. არ გი­სურ­ვებთ ასეთ ბედს, გულ­წრფე­ლად. მე ჯერ არ ვარ 16 წლის და სამ­წუ­ხა­როდ, უკვე დავ­კარ­გე მამა", - წერს მომ­ღერ­ლის ვაჟი.

კონ­სტან­ტი­ნემ მა­მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც უკა­ნას­კნე­ლად გა­და­ი­ღეს ერ­თად. მომ­ღერ­ლის ქმარს, ოთხშა­ბათს, 24 მა­ისს დაკ­რძა­ლა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
23

ერთი ამ დისლაიქების დამწერების თავში ჩამახედა, მაგრამ რა უნდა დავინახო, ცარიელი იქნება

დალი გოგისვანიძე
12

სამწუხაროა გითანაგრძნობთ😪😪😪

ავტორი:

"წავიკითხე ბევრის გაბრაზებული კომენტარი... ის ჩემთვის საუკეთესო მამა იყო, გთხოვთ, გაიგოთ, რომ..." - რას ამბობს დიანა ღურწკაიას ვაჟი მამის გარდაცვალების შემდეგ

"წავიკითხე ბევრის გაბრაზებული კომენტარი... ის ჩემთვის საუკეთესო მამა იყო, გთხოვთ, გაიგოთ, რომ..." - რას ამბობს დიანა ღურწკაიას ვაჟი მამის გარდაცვალების შემდეგ

მეორე დღეა, რაც რუსული მედია დიანა ღურწკაიას მეუღლის პიოტრ კუჩერენკოს გარდაცვალების შესახებ წერს. ქართული წარმომავლობის მომღერლის მეუღლე, პროფესიით იურისტი, რუსეთის უმაღლესი განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გახლდათ. იგი გარდაიცვალა კუბადან მოსკოვში დაბრუნდების დროს, თვითმფრინავში. "46 წლის პიოტრის სიკვდილმა გააკვირვა ყველა, ვინც მას იცობდა", - წერს რუსული მედია.

  • კუჩერენკოს გარდაცვალების გამო ყველაზე დიდი დარტყმა მისმა მეუღლემ და ახლობლებმა მიიღეს, რომლებიც მომღერლის სახლში შეიკრიბნენ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ღურწკაიას მხარს უჭერენ და თანაუგრძნობენ.

"დიანა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ტელეფონზე მისმა ძმამ, რობერტმა გვიპასუხა, რომელმაც გვითხრა "დავიღუპეთ“. შემდეგ კი გავიგე დიანას ტირილის ხმა. მას გული ძალიან სტკივა“, - ამბობს მედიასთან ოჯახის ახლობელი.

  • "მამაჩემი გარდაიცვალა. ის ძალიან ახალგაზრდა იყო": დიანა ღურწკაიას და პიოტრ კუჩერენკოს ვაჟი ბოროტ კომენტარებზე საუბრობს“, - ამ სათაურით აქვეყნებს thevoicemag.ru მორიგ სტატიას, სადაც მომღერლის ვაჟის კომენტარს ვკითხულობთ.
დიანა ღურწკაია შვილთან ერთად

”მინდა გითხრათ არც თუ ისე კარგი ამბავი ჩემი ოჯახის შესახებ. 20 მაისს მამა გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა იყო. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ვინც მომწერა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიყვარს ყველა. დააფასეთ თქვენი საყვარელი ადამიანები და უთხარით, რომ გიყვართ. დააფასეთ მათთან ერთად ყოველი წამი, ცხოვრება სასტიკი რამ არის. არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს", - ციტირებს გამოცემა დიანა ღურწკაიასა და პიოტრ კუჩერენკოს ერთადერთი ვაჟის, კონტანტინეს სიტყვებს.

ბიჭი ადრეული ასაკიდანვე მიჩვეული იყო დამოუკიდებლობას და დედას ყველაფერში ეხმარებოდა. კონსტანტინემ წარმატებით დაამთავრა მუსიკალური სკოლა. ის ხშირად თან ახლავს დედას ფესტივალებზე. ახლა მოზარდი დიანასთან ერთად მონაწილეობს შოუში "ორი ვარსკვლავი“.

რუსეთის სახალხო არტისტის ვაჟი თავის ბლოგში წერს, რომ ინტერნეტში მამის მიმართ სიძულვილის შემცველი სტატიები და კომენტარები წაიკითხა.

კონსტანტინე მამასთან ერთად

"ინტერნეტში წავიკითხე სხვადასხვა სტატიები, ვნახე ბევრი გაბრაზებული კომენტარი. რეალურად, იმის თქმა მინდა, რომ როგორც არ უნდა მოეჩვენოს ბევრს, ის ჩემთვის საუკეთესო მამა იყო და ასეც დარჩება. მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის აზრს. გთხოვთ გაიგოთ, რომ ეს ჩემთვის ადვილი არ არის. მთელი ჩემი ოჯახი ძალიან ღელავს და ეს კიდევ უფრო მაწუხებს. არ გისურვებთ ასეთ ბედს, გულწრფელად. მე ჯერ არ ვარ 16 წლის და სამწუხაროდ, უკვე დავკარგე მამა", - წერს მომღერლის ვაჟი.

კონსტანტინემ მამასთან ერთად გადაღებული სურათიც გამოაქვეყნა, რომელიც უკანასკნელად გადაიღეს ერთად. მომღერლის ქმარს, ოთხშაბათს, 24 მაისს დაკრძალავენ.