პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ საქართველოში ტრეფიკინგის ფაქტი გამოავლინა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა: რა ინფორმაციას ავრცელებს უწყება
პროკურატურამ საქართველოში ტრეფიკინგის ფაქტი გამოავლინა და  უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა: რა ინფორმაციას ავრცელებს უწყება

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გის) ფაქ­ტზე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

„სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ტა­ი­ლან­დის რეს­პუბ­ლი­კა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო, ტა­ი­ლან­დის რეს­პუბ­ლი­კის სამ მო­ქა­ლა­ქეს ბა­თუმ­ში, სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში, მა­სა­ჟის­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე და­საქ­მე­ბას დაჰ­პირ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, რო­გორც და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე დახ­ვდა და ნაც­ვლად ბა­თუ­მი­სა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მო­ტყუ­ე­ბით ჩა­იყ­ვა­ნა ზეს­ტა­ფონ­ში, მო­ა­თავ­სა ისი­ნი მის დრო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ჩა­მო­არ­თვა პას­პორ­ტე­ბი და და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი მუ­ქა­რით და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს აი­ძუ­ლებ­და გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ე­წი­ათ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ხოლო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გზით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხის დიდ ნა­წილს ისა­კუთ­რებ­და და თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ გან­კარ­გავ­და.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143 პრი­მა მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბა (ტრე­ფი­კინ­გი), ჩა­დე­ნი­ლი ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რა­საც მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

პროკურატურამ საქართველოში ტრეფიკინგის ფაქტი გამოავლინა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა: რა ინფორმაციას ავრცელებს უწყება

პროკურატურამ საქართველოში ტრეფიკინგის ფაქტი გამოავლინა და  უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა: რა ინფორმაციას ავრცელებს უწყება

საქართველოს პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დასაქმებას დაჰპირდა. დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩაიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.