მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იქცევა თუ არა ბახმუტი ოკუპანტებისთვის "პიროსის გამარჯვებად“ - "მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ მთავარი ბრძოლები ახლა იწყება..."
იქცევა თუ არა ბახმუტი ოკუპანტებისთვის "პიროსის გამარჯვებად“ - "მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ მთავარი ბრძოლები ახლა იწყება..."
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

21 მა­ი­სის დი­ლი­დან რუ­სე­თის მთე­ლი პრო­პა­გან­და ბახ­მუ­ტის სრულ და­პყრო­ბას ზე­ი­მობს, რის შე­სა­ხე­ბაც "ვაგ­ნე­რის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა პრი­გო­ჟინ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და და უკვე მო­ას­წრო თვით პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის მი­ლოც­ვის მი­ღე­ბაც კი...

რუ­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უარ­ყო­ფენ ბახ­მუ­ტის სრულ და­კარ­გვას და პი­რი­ქით იმა­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი საბ­რძო­ლო და­ნა­ყო­ფე­ბი ბახ­მუტს ფლან­გე­ბი­დან - ჩრდი­ლო­ე­თი­დან და სამ­ხრე­თი­დან უვ­ლი­ან და ბახ­მუ­ტში მყო­ფი "ვაგ­ნე­რე­ლე­ბი“ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ალ­ყა­შიც კი მო­ამ­წყვდი­ონ...

  • თუ რო­მე­ლი მხა­რეა მარ­თა­ლი, ძა­ლი­ან მალე გა­მოჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბო­ბენ, კვამ­ლი უცე­ცხლოდ არ არ­სე­ბობს და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ბახ­მუ­ტი მარ­თლაც მთლი­ა­ნად და­ე­ცა, მით უმე­ტეს, რომ "ვაგ­ნე­რე­ლებს“, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი და კერ­ძო სახ­ლე­ბი ჰქონ­დათ და­სა­პყრო­ბად დარ­ჩე­ნი­ლი ბახ­მუ­ტის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში...

ბახ­მუტს რუ­სე­ბი პირ­ვე­ლად 2022 წლის 4 აგ­ვის­ტოს მი­ად­გნენ, ხოლო 8 ოქ­ტომ­ბრი­დან ამ უკ­რა­ი­ნულ ქა­ლაქ­ზე შე­ტე­ვა­ში უკვე "ვაგ­ნე­რი“ ჩა­ერ­თო მთე­ლი ძა­ლე­ბით.

"ვაგ­ნერს“ 224 დღე და ღამე დას­ჭირ­და სა­წა­დე­ლის მი­საღ­წე­ვად და ამის­თვის უდი­დე­სი ფასი გა­ი­ღო, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, "ვაგ­ნე­რის“ სუ­ლის ღაფ­ვა­ში გა­და­ი­ზარ­და, რის გა­მოც, პრი­გო­ჟი­ნი 25 მა­ი­სი­დან "ვაგ­ნე­რის“ ფრონ­ტის ხა­ზი­დან მოხ­სნას, ზურ­გში გაყ­ვა­ნას, დას­ვე­ნე­ბა­სა და ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნას გეგ­მავს.

მაგ­რამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს კი რუ­სე­თის რე­ლუ­რუ­ლი არ­მი­ის და­ნა­ყო­ფე­ბი ბახ­მუტს, "ვაგ­ნე­რის“ გა­რე­შე, თუკი უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ შე­პი­რე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ტრშე­ტე­ვე­ბი წა­მო­ი­წყო მთელ ფრონტზე?

ფაქ­ტია, რომ ბახ­მუ­ტის ბრძო­ლის ცხრა თვემ ორი­ვე მხა­რეს უდი­დე­სი საბ­რძო­ლო და­ნაკ­ლი­სი მი­ა­ყე­ნა პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის სა­ხით, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის მსვლე­ლო­ბა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, არც რუსი ოკუ­პან­ტე­ბის­თვის და არც უკ­რა­ი­ნის დამ­ცვე­ლე­ბის­თვის არ წარ­მო­ად­გენ­და ბახ­მუ­ტი ისეთ სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქა­ლაქს, რომ­ლის­თვი­საც თვე­ო­ბით ერ­თმა­ნეთს სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლოდ ასე რომ შესკდო­მოდ­ნენ.

მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, წმინ­და სამ­ხედ­რო პრაგ­მა­ტიზ­მი, პო­ლი­ტი­კურ­მა ამ­ბი­ცი­ებ­მა გა­და­წო­ნეს, რო­გორც მოს­კოვ­ში, ისე - კი­ევ­ში...

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურ­და, ერთი ახა­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ქა­ლა­ქი მა­ინც და­ე­პყრო ხარ­კო­ვი­სა და ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­დან სა­მარ­ცხვი­ნო გა­მოქ­ცე­ვის შემ­დეგ, ხოლო კი­ევ­ში ასე­ვე ჯი­უ­ტად მო­ი­თხოვ­დნენ უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბი­დან, რომ კი­დევ ერთი ახა­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ქა­ლა­ქის დათ­მო­ბას, მას შემ­დეგ, რაც ხერ­სო­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ვერც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ვერც - და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ვერ გა­უ­გებ­დნენ და ახ­სნიდ­ნენ...

  • შე­სა­ბა­მი­სად, მოხ­და ის, რაც მოხ­და - მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი ბახ­მუ­ტი, მარ­თა­ლია, რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა და­ი­პყრეს, მაგ­რამ მთა­ვა­რი ბრძო­ლე­ბი მგო­ნი, ახლა იწყე­ბა...

ამა­ზე მე­ტყვე­ლებს უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის სა­არ­მიო კორ­პუ­სე­ბის თავ­მოყ­რა და კონ­ტრშე­ტე­ვე­ბის და­სა­წყე­ბად გამ­ზა­დე­ბა უშუ­ა­ლოდ ფრონ­ტის ხა­ზის სი­ახ­ლო­ვეს, სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ტრშე­ტე­ვე­ბი ხერ­სო­ნის,ზა­პო­რო­ჟი­ეს, დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქებ­ში შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყოს, რის შემ­დე­გაც, ბახ­მუ­ტის­თვის უკვე ნაკ­ლე­ბად ეც­ლე­ბად...

და მა­ინც, ბახ­მუ­ტის­თვის მრა­ვალ­თვი­ა­ნი ქუ­ჩის ბრძო­ლე­ბი, მსოფ­ლიო ომე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მელ­შიც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე­ე­ბი იყე­ნებ­დნენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მან­გრე­ვე­ლი ძა­ლის მქო­ნე ია­რაღს სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
10

ძალიან საწყენია რომ ოკუპანტებმა ბახ-მუტი დაახურეს თავზე უკრაინელებს, ეხლა რას ველოდებით საინტერესოა, როდის იწყება ეგ სპეც ოპერაცია თუ რაღაცაა, არ გაშრა ეგ მიწა და გრუნტი ნეტავ?

ვახტანგი -71
9

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურ რეჟომში გრძელდება საინფორმაციო ომიც, რომელიც გულისხმობს დეზინფორმაციებისა და ფეიკ-ნიუსების გავრცელებას, მოწინააღმდეგის წარმატებების დაკნინებას და საკუთარი მიღწევების მაქსიმალურად „გაბერვას“.

ორივე მხრიდან ასეა: სასურველის წარმოდგენა რეალობად, გამარჯვებულის წინასწარ დანიშვნა და ა.შ.

უკანასკნელი ინფორმაციებით უკრაინელები არ აღიარებენ ბახმუტის დაკარგვას. ზელენსკიმ გუშინ G7-ის სამიტზე განაცხადა (პირველი განცხადება, როდესაც ის ჯო ბაიდენის გვერდით ზის), რომ ბახმუტი მთლიანად დანგრეულია და იქ დარჩენილია მხოლოდ დახოცილი რუსი ოკუპანტებიო...

სხვათა შორის საინტერესოა ის, რომ ამ ვიდეოს პირველი ჩვენების შემდეგ როგორც უკრაინულ ასევე რუსულმა მედია საშუალებს საკუთარი სხვადასხვა მოსაზრებების გამო ეს ვიდეო არ უჩვენებიათ).

მოკლედ რომ ვთქვათ უბრალო მოკვდავები სიმართლეს ვერასოდეს ვერ გავიგებთ....

ერთადერთი დაგვრჩენია ის, რომ გავარგძელოთ ყოველდღიური ცხოვრება და გარკვეულ დროთა განმავლობაში დაველოდოთ დამდგარ შედეგებს!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

იქცევა თუ არა ბახმუტი ოკუპანტებისთვის "პიროსის გამარჯვებად“ - "მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ მთავარი ბრძოლები ახლა იწყება..."

იქცევა თუ არა ბახმუტი ოკუპანტებისთვის "პიროსის გამარჯვებად“ - "მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ მთავარი ბრძოლები ახლა იწყება..."
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

21 მაისის დილიდან რუსეთის მთელი პროპაგანდა ბახმუტის სრულ დაპყრობას ზეიმობს, რის შესახებაც "ვაგნერის“ ხელმძღვანელმა პრიგოჟინმა ოფიციალურად განაცხადა და უკვე მოასწრო თვით პრეზიდენტ პუტინის მილოცვის მიღებაც კი...

რუსებისგან განსხვავებით, უკრაინის ოფიციალური პირები ჯერჯერობით უარყოფენ ბახმუტის სრულ დაკარგვას და პირიქით იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ უკრაინული საბრძოლო დანაყოფები ბახმუტს ფლანგებიდან - ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უვლიან და ბახმუტში მყოფი "ვაგნერელები“ შეიძლება საერთოდ ალყაშიც კი მოამწყვდიონ...

  • თუ რომელი მხარეა მართალი, ძალიან მალე გამოჩნდება, მაგრამ როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და დიდი ალბათობით, ბახმუტი მართლაც მთლიანად დაეცა, მით უმეტეს, რომ "ვაგნერელებს“, მხოლოდ რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი და კერძო სახლები ჰქონდათ დასაპყრობად დარჩენილი ბახმუტის დასავლეთ ნაწილში...

ბახმუტს რუსები პირველად 2022 წლის 4 აგვისტოს მიადგნენ, ხოლო 8 ოქტომბრიდან ამ უკრაინულ ქალაქზე შეტევაში უკვე "ვაგნერი“ ჩაერთო მთელი ძალებით.

"ვაგნერს“ 224 დღე და ღამე დასჭირდა საწადელის მისაღწევად და ამისთვის უდიდესი ფასი გაიღო, რაც, ფაქტობრივად, "ვაგნერის“ სულის ღაფვაში გადაიზარდა, რის გამოც, პრიგოჟინი 25 მაისიდან "ვაგნერის“ ფრონტის ხაზიდან მოხსნას, ზურგში გაყვანას, დასვენებასა და ძალების აღდგენას გეგმავს.

მაგრამ შეინარჩუნებს კი რუსეთის რელურული არმიის დანაყოფები ბახმუტს, "ვაგნერის“ გარეშე, თუკი უკრაინის არმიამ შეპირებული ფართომასშტაბიანი კონტრშეტევები წამოიწყო მთელ ფრონტზე?

ფაქტია, რომ ბახმუტის ბრძოლის ცხრა თვემ ორივე მხარეს უდიდესი საბრძოლო დანაკლისი მიაყენა პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის სახით, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობა.

საერთო ჯამში, არც რუსი ოკუპანტებისთვის და არც უკრაინის დამცველებისთვის არ წარმოადგენდა ბახმუტი ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქს, რომლისთვისაც თვეობით ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ასე რომ შესკდომოდნენ.

მაგრამ ამ შემთხვევაში, წმინდა სამხედრო პრაგმატიზმი, პოლიტიკურმა ამბიციებმა გადაწონეს, როგორც მოსკოვში, ისე - კიევში...

რუსეთის ხელისუფლებას სურდა, ერთი ახალი უკრაინული ქალაქი მაინც დაეპყრო ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებებიდან სამარცხვინო გამოქცევის შემდეგ, ხოლო კიევში ასევე ჯიუტად მოითხოვდნენ უკრაინის გენშტაბიდან, რომ კიდევ ერთი ახალი უკრაინული ქალაქის დათმობას, მას შემდეგ, რაც ხერსონი გაათავისუფლეს, ვერც უკრაინის მოქალაქეები და ვერც - დასავლელი პარტნიორები ვერ გაუგებდნენ და ახსნიდნენ...

  • შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა - მიწასთან გასწორებული ბახმუტი, მართალია, რუსმა ოკუპანტებმა დაიპყრეს, მაგრამ მთავარი ბრძოლები მგონი, ახლა იწყება...

ამაზე მეტყველებს უკრაინის არმიის საარმიო კორპუსების თავმოყრა და კონტრშეტევების დასაწყებად გამზადება უშუალოდ ფრონტის ხაზის სიახლოვეს, სხვადასხვა მონაკვეთში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გენერალური კონტრშეტევები ხერსონის,ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში შეიძლება ერთდროულად დაიწყოს, რის შემდეგაც, ბახმუტისთვის უკვე ნაკლებად ეცლებად...

და მაინც, ბახმუტისთვის მრავალთვიანი ქუჩის ბრძოლები, მსოფლიო ომების ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი შეიარაღებული დაპირისპირება, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარეები იყენებდნენ განსაკუთრებული დამანგრეველი ძალის მქონე იარაღს საკუთარი მიზნების მისაღწევად.განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: