პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა, მაგრამ თუ არ აქვთ "ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული, სრული უფლება ჰქონდათ საქართველოში შემოსულიყვნენ" - კახა კალაძე
"არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა, მაგრამ თუ არ აქვთ "ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული, სრული უფლება ჰქონდათ  საქართველოში შემოსულიყვნენ" - კახა კალაძე

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ მო­ქა­ლა­ქეს "ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი დარ­ღვე­უ­ლი არ აქვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა შე­უძ­ლია.

კა­ლა­ძე სას­ტუმ­რო "ყვარ­ლის ტბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­კი­თხზე ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი სპე­კუ­ლი­რე­ბენ, რაც ორ­მა­გი სტან­დარ­ტია.

"არ ვიცი ლავ­რო­ვის სიძე იყო თუ სხვა ადა­მი­ა­ნი, ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერთი რამ, ამ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დათ თუ არა დარ­ღვე­უ­ლი “ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ამ ადა­მი­ა­ნებს არ ჰქონ­დათ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი დარ­ღვე­უ­ლი, მათ სრუ­ლი უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სპე­კუ­ლა­ცი­აა.

"ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, ესე­ნი არი­ან ფა­რი­სევ­ლე­ბი, სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი დე­მოკ­რა­ტია, ქვეყ­ნის არა­ვი­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლი, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან დიდი და­შო­რე­ბაა ამ ადა­მი­ა­ნებ­სა და ზო­გა­დად, დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შო­რის. ესე­ნი გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ქვე­ყა­ნას გარ­კვე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­დნენ, ჩვენ გვახ­სოვს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი 2008 წლის ომის შემ­დეგ, რო­დე­საც ღიად მო­უ­წო­დებ­დნენ რუ­სებს ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ემოგ­ზა­უ­რათ, ბიზ­ნე­სი ეკე­თე­ბი­ნათ. ასე­ვე, გვახ­სოვს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლე­ბი ომი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, რო­დე­საც იწ­ვევ­დნენ რუ­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სას­ვლე­ლად. დღეს ვის­მენთ მათ გან­ცხა­დე­ბებს. ესე­ნი არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფა­რი­სევ­ლე­ბი, სპე­კუ­ლი­რე­ბენ. ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოს, რომ ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ორ­მა­გი სტან­დარ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სას­ტუმ­რო "ყვარ­ლის ტბას­თან“ აქ­ცია გუ­შინ, დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სას­ტუმ­რო "ყვარ­ლის ტბა­ში“ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ყოფ­ნას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ვი­თა­რე­ბა პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა, ად­გილ­ზე, ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია 16 პირი.

მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა. პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მან პი­რო­ბა მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­გან, რომ "წა­სუ­ლია ის ოჯა­ხი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აპი­რებ­დნენ დღეს ქორ­წი­ლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის გა­დახ­დას და ამ­დე­ნად, დღეს ქორ­წი­ლი აღარ ჩა­ტარ­დე­ბა“.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კი­დევ ერთი აქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებ­მა და მხარ­დამ­ჭე­რებ­მა სა­გა­რე­ჯოს პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან გა­მარ­თეს და სას­ტუმ­რო "ყვარ­ლის ტბის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის სი­ტუ­ა­ცია აქაც და­ი­ძა­ბა. "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი ლაშა ფა­რუ­ლა­ვა და გი­ორ­გი ლო­მი­ძე მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც მათ სა­გა­რე­ჯოს პო­ლი­ცი­ას­თან სიმ­ღე­რა "მიშა მა­გა­რია“ ჩარ­თეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
2

რა პრობლემაა მერე, მოარგეთ ოკუპაციის კანონი რუსებს და შემოსვლაც არ გაუჭირდებათ, ან როდის უჭირდათ?!

ლალი
2

კახის და ზარქუას ერთი ზოდიაქო აქვთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა, მაგრამ თუ არ აქვთ "ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული, სრული უფლება ჰქონდათ საქართველოში შემოსულიყვნენ" - კახა კალაძე

"არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა, მაგრამ თუ არ აქვთ "ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული, სრული უფლება ჰქონდათ  საქართველოში შემოსულიყვნენ" - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ მოქალაქეს "ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული არ აქვს, საქართველოში შემოსვლა შეუძლია.

კალაძე სასტუმრო "ყვარლის ტბასთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ცალკეული პირები სპეკულირებენ, რაც ორმაგი სტანდარტია.

"არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ აღნიშნული კანონი დარღვეული, მათ სრული უფლება ჰქონდათ შემოსულიყვნენ საქართველოში", - განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, განვითარებული მოვლენები სპეკულაციაა.

"ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ესენი არიან ფარისევლები, საერთოდ არანაირი დემოკრატია, ქვეყნის არავითარი სიყვარული, უბრალოდ, ძალიან დიდი დაშორებაა ამ ადამიანებსა და ზოგადად, დემოკრატიულ ღირებულებებს შორის. ესენი გახლავთ ადამიანები, ვინც ქვეყანას გარკვეული წლების განმავლობაში მართავდნენ, ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების განცხადებები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ღიად მოუწოდებდნენ რუსებს ჩამოსულიყვნენ, საქართველოში ემოგზაურათ, ბიზნესი ეკეთებინათ. ასევე, გვახსოვს ოფიციალური წერილები ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც იწვევდნენ რუსებს საქართველოში ჩამოსასვლელად. დღეს ვისმენთ მათ განცხადებებს. ესენი არიან ჩვეულებრივი ფარისევლები, სპეკულირებენ. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ნახოს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სასტუმრო "ყვარლის ტბასთან“ აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმრო "ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ "წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.

მოგვიანებით, კიდევ ერთი აქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საგარეჯოს პოლიციის შენობასთან გამართეს და სასტუმრო "ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა "მიშა მაგარია“ ჩართეს.