Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლავროვის ოჯახის წევრები ჩავიდნენ ყვარელში, ჩემი სახლის მახლობლად, ქორწილის გადახდის განზრახვით" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი
"ლავროვის ოჯახის წევრები ჩავიდნენ ყვარელში, ჩემი სახლის მახლობლად, ქორწილის გადახდის განზრახვით" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან უკა­ნო­ნო და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის და­მან­გრე­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად ბრძო­ლა ამით არ დას­რულ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი ყვე­ლა ახალ­გაზ­რდის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სას­ტუმ­რო "ყვარ­ლის ტბის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად 19 მა­ისს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვა თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­მაც ჩა­მო­იყ­ვა­ნა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მათ შო­რის, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

დღეს ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩა­ვიდ­ნენ ყვა­რელ­ში, ჩემი სახ­ლის მახ­ლობ­ლად, ყვარ­ლის ტბას­თან მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში ქორ­წი­ლის გა­დახ­დის გან­ზრახ­ვით. ჩემი შექ­მნი­ლი პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებ­მა გა­მარ­თეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. მათ და­საშ­ლე­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და სპეც­რაზ­მი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით ჩა­ა­ტა­რეს ძა­ლა­დობ­რი­ვი ოპე­რა­ცია და და­ა­პა­ტიმ­რეს 17 მო­ნა­წი­ლე.

თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან უკა­ნო­ნო და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის და­მან­გრე­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად ბრძო­ლა ამით არ დას­რულ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი ყვე­ლა ახალ­გაზ­რდის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სას­ტუმ­რო "ყვარ­ლის ტბის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მას შემ­დეგ ჩა­ი­ნიშ­ნა, რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სას­ტუმ­რო­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ლავ­რო­ვის სი­ძის ძმის ქორ­წი­ლი იგეგ­მე­ბო­და.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ვი­თა­რე­ბა პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა, ად­გილ­ზე ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია 16 პირი.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
24

უი მიშა ვის ახსოვდა

ეკა
52

ოღონდ ამას ვინმემ კიდევ ყურადღება მიაქციოს და ყველაფერს იტყვის. ცდილობს, თავი არ დაგვავიწყოს როგორმე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ლავროვის ოჯახის წევრები ჩავიდნენ ყვარელში, ჩემი სახლის მახლობლად, ქორწილის გადახდის განზრახვით" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"ლავროვის ოჯახის წევრები ჩავიდნენ ყვარელში, ჩემი სახლის მახლობლად, ქორწილის გადახდის განზრახვით" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"ხელისუფლების მხრიდან უკანონო და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა ამით არ დასრულდება. აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება", - ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო "ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

აღნიშნულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიღებული რუსეთთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შედეგად 19 მაისს თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ჩამოიყვანა რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები.

დღეს ლავროვის ოჯახის წევრები ჩავიდნენ ყვარელში, ჩემი სახლის მახლობლად, ყვარლის ტბასთან მდებარე სასტუმროში ქორწილის გადახდის განზრახვით. ჩემი შექმნილი პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამართეს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. მათ დასაშლელად მობილიზებულები იყვნენ პოლიციელები და სპეცრაზმი, რომლებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაატარეს ძალადობრივი ოპერაცია და დააპატიმრეს 17 მონაწილე.

თუმცა, ხელისუფლების მხრიდან უკანონო და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა ამით არ დასრულდება. აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო "ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და ლავროვის სიძის ძმის ქორწილი იგეგმებოდა.

საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.