პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ხაბეიშვილი ითხოვს, „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე დევი ჭანკოტაძე და თემურ ჯანაშია შეუშვან, რათა დარწმუნდნენ, რომ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა სასტუმრო დატოვეს
ლევან ხაბეიშვილი ითხოვს, „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე დევი ჭანკოტაძე და თემურ ჯანაშია შეუშვან, რათა დარწმუნდნენ, რომ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა სასტუმრო დატოვეს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სას­ტუმ­რო “ყვარ­ლის ტბას­თან” მი­ვი­და.

მან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თავს თხოვ­ნით, რომ სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­უშ­ვან გე­ნერ­ლე­ბი დევი ჭან­კო­ტა­ძე და თე­მურ ჯა­ნა­შია და ისი­ნი გა­არ­კვე­ვენ და გა­მო­ი­ტა­ნენ ამ­ბავს, რე­ა­ლუ­რად და­ტო­ვეს თუ არა სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც “ყვარ­ლის ტბა­ზე” ქორ­წი­ლის მე­ო­რე დღის აღ­ნიშ­ვნას გეგ­მავ­დნენ.

მისი თქმით, მშვი­დად შევა ორი გე­ნე­რა­ლი სას­ტუმ­რო­ში, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­წმუნ­დეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ის სი­მარ­თლე­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ლავ­რო­ვის ახ­ლობ­ლებ­მა სას­ტუმ­რო და­ტო­ვეს.

“შე­იყ­ვა­ნეთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ნა­ხონ, დარ­წმუნ­დნენ ნამ­დვი­ლად იმა­ში, რომ ის ხალ­ხი არ არის სას­ტუმ­რო­ში და ამ­ბავს გა­მო­ი­ტა­ნენ, რათა ჩვენ და­ვი­ჯე­როთ ის, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით ით­ქვა. ორ გე­ნე­რალ­ზე გე­უბ­ნე­ბით, დღეს ხომ ნა­ხეთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სია. უკაც­რა­ვად, მაგ­რამ მძი­მეა, როცა ან­წუ­ხე­ლი­ძის, ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლებს მას­პინ­ძლო­ბენ”, - მი­მარ­თა პო­ლი­ცი­ას ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ხა­ბე­იშ­ვილს სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა უპა­სუ­ხა.

“აქ კი­დია აბრა, სა­დაც წე­რია, რომ ეს არის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა. თქვენ, რაც მთხო­ვეთ, გა­ვი­ა­რეთ და ვკი­თხეთ სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე­ებს, უსაფრ­თხო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­მაც თქვეს ასე­თი, რამ: თუ ის ორი კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა არის აქ, ჯავ­შა­ნი აქვთ, ან ვინ­მეს­თან სტუმ­რად არი­ან, მაგ შემ­თხვე­ვა­ში, კი ბა­ტო­ნო, ჩვენ თვი­თონ ჩა­მო­ვალთ და წა­მო­ვიყ­ვან­თო”, - უპა­სუ­ხა ხა­ბე­იშ­ვილს სამ­ხა­რეო პო­ლუ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, ეს არ არის ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ას­თან მა­ინც რჩე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხაბე!
0

რას ჰქვია ითხოვ: უბრძანე და ახლავე!!!!

ურო
0

თუ არ დარწმუნდებით და არ გჯერათ, აგერ ა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

ლევან ხაბეიშვილი ითხოვს, „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე დევი ჭანკოტაძე და თემურ ჯანაშია შეუშვან, რათა დარწმუნდნენ, რომ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა სასტუმრო დატოვეს

ლევან ხაბეიშვილი ითხოვს, „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე დევი ჭანკოტაძე და თემურ ჯანაშია შეუშვან, რათა დარწმუნდნენ, რომ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა სასტუმრო დატოვეს

"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასტუმრო “ყვარლის ტბასთან” მივიდა.

მან სამართალდამცველებს მიმართავს თხოვნით, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე შეუშვან გენერლები დევი ჭანკოტაძე და თემურ ჯანაშია და ისინი გაარკვევენ და გამოიტანენ ამბავს, რეალურად დატოვეს თუ არა სასტუმროს ტერიტორია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა, რომლებიც “ყვარლის ტბაზე” ქორწილის მეორე დღის აღნიშვნას გეგმავდნენ.

მისი თქმით, მშვიდად შევა ორი გენერალი სასტუმროში, რათა საზოგადოება დარწმუნდეს გავრცელებულ ინფორმაციის სიმართლეში, რომლის მიხედვითაც, ლავროვის ახლობლებმა სასტუმრო დატოვეს.

“შეიყვანეთ ეს ადამიანები ნახონ, დარწმუნდნენ ნამდვილად იმაში, რომ ის ხალხი არ არის სასტუმროში და ამბავს გამოიტანენ, რათა ჩვენ დავიჯეროთ ის, რაც ტელევიზიით ითქვა. ორ გენერალზე გეუბნებით, დღეს ხომ ნახეთ, რომ საზოგადოებრივი მაღალი ინტერესია. უკაცრავად, მაგრამ მძიმეა, როცა ანწუხელიძის, ოთხოზორიას მკვლელებს მასპინძლობენ”, - მიმართა პოლიციას ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილს სამხარეო პოლიციის უფროსმა უპასუხა.

“აქ კიდია აბრა, სადაც წერია, რომ ეს არის კერძო საკუთრება. თქვენ, რაც მთხოვეთ, გავიარეთ და ვკითხეთ სასტუმროს მეპატრონეებს, უსაფრთხოების წარმომადგენლებს, რომლებმაც თქვეს ასეთი, რამ: თუ ის ორი კონკრეტული პიროვნება არის აქ, ჯავშანი აქვთ, ან ვინმესთან სტუმრად არიან, მაგ შემთხვევაში, კი ბატონო, ჩვენ თვითონ ჩამოვალთ და წამოვიყვანთო”, - უპასუხა ხაბეიშვილს სამხარეო პოლუციის ხელმძღვანელმა.

ხაბეიშვილის თქმით, ეს არ არის ამომწურავი პასუხი. აქციის მონაწილეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სასტუმროს ტერიტორიასთან მაინც რჩებიან.