პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ ხალხს - ქართველ ხალხს არავის საჩუქრები იმ ოკუპანტი ქვეყნისგან" - პრეზიდენტი
"მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ ხალხს - ქართველ ხალხს არავის საჩუქრები იმ ოკუპანტი ქვეყნისგან" - პრეზიდენტი

მინ­და მივ­მარ­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე ეთა­მა­შოთ თქვენ ხალ­ხს, ჯერ და­ი­წყო ფრე­ნე­ბი, ვი­ღა­ცე­ბი და­დი­ან, გვე­უბ­ნე­ბი­ან და გვიხ­სნი­ან, თუ რამ­დე­ნად გა­ხა­რე­ბუ­ლი არი­ან იმით, რომ ეს ფრე­ნე­ბი აღ­დგა. ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ის ფაქ­ტი რომ დღეს, სერ­გეი ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წვე­რის ქორ­წი­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი „ყვარ­ლის ტბა­ზე“ არ გა­ი­მარ­თე­ბა, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"მე ვიცი, რომ დღეს, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლია და შე­მიძ­ლია ვთქვა, მეც. ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით 26 მა­ისს და თუ 26 მა­ისს ვა­პი­რებთ, რომ რა­ღაც მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი, პატ­რი­ო­ტუ­ლი სი­ტყვე­ბით გა­მო­ვი­დეთ და ამ დროს, სულ სხვა რამ ხდე­ბო­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში, ეს სა­სა­ცი­ლოა, თუ არა, სა­ტი­რა­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვუ­თხრა, რომ ამა­ზე პა­სუ­ხი არც სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბაა და არც უი­მე­დო­ბა. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ ამ დღე­ვან­დელ ინ­ცი­დენტზე, საკ­მა­ოდ გა­მი­ჭირ­და და­კავ­ში­რე­ბა, მაგ­რამ მი­ვი­ღე ბო­ლოს პი­რო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი­დან, რომ წა­სუ­ლე­ბი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ის ოჯა­ხი, რომ­ლე­ბიც აპი­რებ­დნენ დღეს ქორ­წი­ლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის გა­დახ­დას და ქორ­წი­ლი აღარ ჩა­ტარ­დე­ბა დღეს. ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თგვა­რი გა­მარ­ჯვე­ბა, რო­გორც თა­ვის დრო­ზე იყო გავ­რი­ლო­ვის ამ ქვეყ­ნი­დან გას­ვლა, მაგ­რამ ეს არის ერთი ინ­ცი­დენ­ტი და ამით პრობ­ლე­მა არ იხ­სნე­ბა.

მინ­და მივ­მარ­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე ეთა­მა­შოთ თქვენ ხალ­ხს, ჯერ და­ი­წყო ფრე­ნე­ბი, ვი­ღა­ცე­ბი და­დი­ან, გვე­უბ­ნე­ბი­ან და გვიხ­სნი­ან, თუ რამ­დე­ნად გა­ხა­რე­ბუ­ლი არი­ან იმით, რომ ეს ფრე­ნე­ბი აღ­დგა. ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის, თუ რა­ნა­ი­რად უნდა და­იც­ვას თა­ვი­სი ღირ­სე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და არა­ვის სა­ჩუქ­რე­ბი არ სჭირ­დე­ბა არა­ვის­გან და პირ­ველ რიგ­ში იმ ქვეყ­ნის­გან, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მუდ­მი­ვი ოკუ­პან­ტია არა დღეს - გუ­შინ, გუ­შინ­წინ. არ შე­იძ­ლე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია იმ ომი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა წე­ლი­წა­დი და 3 თვეა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­ი­წყო, არ შე­იძ­ლე­ბა, ამ პი­რო­ბებ­ში ითა­მა­შო ხალ­ხის ნერ­ვებ­ზე. ამ ქვე­ყა­ნას, ამ ხალ­ხს გავ­ლი­ლი აქვს უკვე ყვე­ლა­ფე­რი და ჩვენ კარ­გად ვი­ცით ყვე­ლა­ფე­რი, ამ ხალ­ხს გაფრ­თხი­ლე­ბა და დაც­ვა უნდა. ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი წილი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს და რო­გორც ვთქვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიღ­წე­ვაა, რომ ეს ხალ­ხი დღეს წა­ვი­და, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამა­ზე მეტი არ შე­უძ­ლია.

მეც მაქვს ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არის, ვიყო სა­და­რა­ჯო­ზე, რომ სი­ტყვა, რო­მე­ლიც დამ­რჩე­ნია, ის სი­ტყვა ყველ­გან გა­მო­ვი­ყე­ნო, სა­დაც სა­ჭი­როა. დღეს აქ, ხვალ ბრი­უ­სელ­ში და სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ ეს ქვე­ყა­ნა იყოს თა­ვის ად­გი­ლას, სა­დაც მას ეკუთ­ვნის. ცხა­დია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მთავ­რო­ბას თა­ვი­სი ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს, პირ­ველ რიგ­ში, სა­ზღვა­რი იყოს და­ცუ­ლი. რას ნიშ­ნავს, არ ვი­ცო­დით ვინ შე­მო­ვი­და, რას ნიშ­ნავს, რომ სან­ქცი­რე­ბუ­ლი და თან რო­გო­რი სან­ქცი­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის შვი­ლი, იმ წრი­დან, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ პუ­ტი­ნის წრეა, ჩა­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში და არ ვი­ცით? გუ­შინ არ იცოდ­ნენ თურ­მე, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­მო­სუ­ლი იყო, დღეს არ იცი­ან, რომ შე­მო­დი­ან რუ­სე­ბი რო­გორც უნ­დათ და სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუ­სე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებ, საჩ­ქა­როდ შე­მო­ი­ტა­ნონ - ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რო­გორ მუ­შა­ობს ეს სან­ქცი­ე­ბი, ის სი­ე­ბი, ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის, თუ რო­მე­ლი პი­რე­ბი არი­ან სან­ქცი­რე­ბუ­ლი და ამ სი­ე­ბით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ სა­ზღვარ­ზე, რომ არა­ვინ შე­მო­ვი­დეს, რო­მე­ლიც სან­ქცი­რე­ბუ­ლია. ეს მი­ნი­მუ­მი დაც­ვაა ამ ქვეყ­ნის, რო­მე­ლიც ისე­დაც თა­ვი­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასე­თი საფრ­თხის ქვე­შაა და სა­ჭი­როა, უფრო მე­ტად და­ცუ­ლი იყოს, ვიდ­რე ის ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევ­რად შორს არი­ან და ბევ­რად და­ცუ­ლი. ეს ევა­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
7

მაინტერესებს , პრეზიდენტი რომელიც ხალხის არჩეულ ხელისუფლებას ოპოზიციაში უდგას რა ქვია დ არა ეკუთვნის.

თორნიკე
4

რომელი ხალხის სახელით ლაპარაკობს სალომე? ოპოზიცია მაგას პრეზიდენტად არ თვლიდა. ახლა აღარც ისინი თვლიან, ვინც მაშინ ხმა მისცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ ხალხს - ქართველ ხალხს არავის საჩუქრები იმ ოკუპანტი ქვეყნისგან" - პრეზიდენტი

"მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ ხალხს - ქართველ ხალხს არავის საჩუქრები იმ ოკუპანტი ქვეყნისგან" - პრეზიდენტი

მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენ ხალხს, ჯერ დაიწყო ფრენები, ვიღაცები დადიან, გვეუბნებიან და გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებული არიან იმით, რომ ეს ფრენები აღდგა. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ის ფაქტი რომ დღეს, სერგეი ლავროვის ოჯახის წვერის ქორწილის მეორე ნახევარი „ყვარლის ტბაზე“ არ გაიმართება, ქართველი საზოგადოების დამსახურებაა.

"მე ვიცი, რომ დღეს, ჩვენი საზოგადოება ძალიან აღელვებულია და შემიძლია ვთქვა, მეც. ვუახლოვდებით 26 მაისს და თუ 26 მაისს ვაპირებთ, რომ რაღაც მაღალფარდოვანი, პატრიოტული სიტყვებით გამოვიდეთ და ამ დროს, სულ სხვა რამ ხდებოდეს ამ ქვეყანაში, ეს სასაცილოა, თუ არა, სატირალი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ამაზე პასუხი არც სასოწარკვეთილებაა და არც უიმედობა. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ამ დღევანდელ ინციდენტზე, საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ მივიღე ბოლოს პირობა შინაგან საქმეთა მინისტრიდან, რომ წასულები არიან ის ადამიანები, ის ოჯახი, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ ეს არის ერთი ინციდენტი და ამით პრობლემა არ იხსნება.

მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენ ხალხს, ჯერ დაიწყო ფრენები, ვიღაცები დადიან, გვეუბნებიან და გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებული არიან იმით, რომ ეს ფრენები აღდგა. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რანაირად უნდა დაიცვას თავისი ღირსება, დამოუკიდებლობა და არავის საჩუქრები არ სჭირდება არავისგან და პირველ რიგში იმ ქვეყნისგან, რომელიც ჩვენი მუდმივი ოკუპანტია არა დღეს - გუშინ, გუშინწინ. არ შეიძლება, ხელისუფლება ამ სიტუაციაში, რომელიც ძალიან დაძაბულია იმ ომიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთმა წელიწადი და 3 თვეა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, არ შეიძლება, ამ პირობებში ითამაშო ხალხის ნერვებზე. ამ ქვეყანას, ამ ხალხს გავლილი აქვს უკვე ყველაფერი და ჩვენ კარგად ვიცით ყველაფერი, ამ ხალხს გაფრთხილება და დაცვა უნდა. ყველას გვაქვს ჩვენი წილი ვალდებულება, საზოგადოება ყველაფერს აკეთებს და როგორც ვთქვი, საზოგადოების მიღწევაა, რომ ეს ხალხი დღეს წავიდა, მაგრამ საზოგადოებას ამაზე მეტი არ შეუძლია.

მეც მაქვს ჩემი ვალდებულება, რომელიც არის, ვიყო სადარაჯოზე, რომ სიტყვა, რომელიც დამრჩენია, ის სიტყვა ყველგან გამოვიყენო, სადაც საჭიროა. დღეს აქ, ხვალ ბრიუსელში და სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავის ადგილას, სადაც მას ეკუთვნის. ცხადია, ხელისუფლებას, მთავრობას თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, პირველ რიგში, საზღვარი იყოს დაცული. რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა, რას ნიშნავს, რომ სანქცირებული და თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით? გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები როგორც უნდათ და სანქცირებული რუსები. ხელისუფლებას მოვუწოდებ, საჩქაროდ შემოიტანონ - ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები, ის სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, თუ რომელი პირები არიან სანქცირებული და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, რომელიც სანქცირებულია. ეს მინიმუმი დაცვაა ამ ქვეყნის, რომელიც ისედაც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი საფრთხის ქვეშაა და საჭიროა, უფრო მეტად დაცული იყოს, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული. ეს ევალება ხელისუფლებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: