მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემ "ხაბეზე“, კაცობს, უნდა, რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს, ლიდერად არ აღიარებენ" - ირაკლი ზარქუა განათლების მინისტრს
"ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემ "ხაბეზე“, კაცობს, უნდა, რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს, ლიდერად არ აღიარებენ" - ირაკლი ზარქუა განათლების მინისტრს

ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, არ გაბ­რაზ­დეთ ჩემს "ხა­ბე­ზე“. კა­ცობს ახლა, უნდა, რომ თა­ვის გუნდში ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ი­პო­ვოს, და­ე­შა­ლა. მას ლი­დე­რად არ აღი­ა­რე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრს, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარს დე­პუ­ტა­ტე­ბი ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით სკო­ლებ­ში უფა­სო კვე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უს­მე­ნენ.

ზარ­ქუ­ას გან­ცხა­დე­ბით, მისი სურ­ვი­ლია ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი დიდ­ხანს იყოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რედ.

"მინ­და შე­ვე­ხო ამ ხელ­მო­ცა­რუ­ლებს, ახლა რომ იყ­ვნენ გა­მო­სუ­ლე­ბი. ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, არ გაბ­რაზ­დეთ ჩემს "ხა­ბე­ზე“. კა­ცობს ახლა, უნდა რომ თა­ვის გუნდში ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ი­პო­ვოს, და­ე­შა­ლა. მას ლი­დე­რად არ აღი­ა­რე­ბენ.

თუ ვინ­მე რა­მეს ხარ­ჯავს, თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლით ხარ­ჯავს, გან­სხვა­ვე­ბით თქვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის დროს, მი­ნის­ტრე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან აფი­ნან­სებ­დნენ თა­ვი­ან­თი ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბას.

მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი მინ­და გი­თხრათ ჩემს "ხა­ბე­ზე“. უგუ­ლა­ვას დროს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი "ჩი­ნოვ­ნი­კი“ იყო. მათ დროს, თბი­ლის­ში სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი ფა­სი­ა­ნი იყო და ეს ადა­მი­ა­ნი ხელ­ფას­საც იღებ­და და პრე­მი­ა­საც. რა­საც ვამ­ბობ თუ არას­წო­რია, ხვალ გან­ცხა­დე­ბას დავ­წერ და სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვალ, თუ ეს ასე არ არის, მან თქვას. ხა­ბე­იშ­ვილს, გარ­და იმი­სა, რომ ბა­ღებ­ში კვე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, ევა­ლე­ბო­და უფა­სო სა­სა­დი­ლო­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გიც. ფო­ტო­ებს გა­ნა­ხებთ, ან­ტი­სა­ნი­ტა­რია იყო, რა ფული "ტყდე­ბო­და“ და ახლა ეს ადა­მი­ა­ნი გა­მო­დის და გვმო­ძღვრავს, იმის ნაც­ვლად, რომ შე­ი­ფე­როს ის თა­ნამ­დე­ბო­ბა, სა­ნამ დრო­ე­ბით აქვს.

მე ვუ­სურ­ვებ­დი, დიდი ხანს იყოს. ჩემ ინ­ტე­რეს­შია დიდ ხანს იყოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლად, ამა­ში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე. ზოგ­ჯერ იყოს აკა­დე­მი­უ­რი და დარ­ჩეს, თო­რემ და­ე­მარ­თე­ბა ის, რაც საკ­რე­ბუ­ლო­ში და­ე­მარ­თა, მისი გუნ­დის წევ­რე­ბი გა­მარ­ჯო­ბას რომ არ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ეს და­ე­მარ­თე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იი
0

ორივე ბედკრული საქართველოს უწიგნური და გაუნათებელი ცინიკოსი შვილია, გროშია მათი ფასი,

 

 

ნინო
12

ზარქუას ნაირები რომ ისხდებიან პარლამენტში, უწიგნური ცინიკოსი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემ "ხაბეზე“, კაცობს, უნდა, რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს, ლიდერად არ აღიარებენ" - ირაკლი ზარქუა განათლების მინისტრს

"ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემ "ხაბეზე“, კაცობს, უნდა, რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს, ლიდერად არ აღიარებენ" - ირაკლი ზარქუა განათლების მინისტრს

ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემს "ხაბეზე“. კაცობს ახლა, უნდა, რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს, დაეშალა. მას ლიდერად არ აღიარებენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში განაცხადა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს დეპუტატები ინტერპელაციის წესით სკოლებში უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით უსმენენ.

ზარქუას განცხადებით, მისი სურვილია ლევან ხაბეიშვილი დიდხანს იყოს "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ.

"მინდა შევეხო ამ ხელმოცარულებს, ახლა რომ იყვნენ გამოსულები. ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემს "ხაბეზე“. კაცობს ახლა, უნდა რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს, დაეშალა. მას ლიდერად არ აღიარებენ.

თუ ვინმე რამეს ხარჯავს, თავისი შემოსავლით ხარჯავს, განსხვავებით თქვენი მმართველობის დროს, მინისტრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ თავიანთი ბავშვების განათლებას.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა გითხრათ ჩემს "ხაბეზე“. უგულავას დროს სოციალური სამსახურის ერთ-ერთი "ჩინოვნიკი“ იყო. მათ დროს, თბილისში საბავშვო ბაღები ფასიანი იყო და ეს ადამიანი ხელფასსაც იღებდა და პრემიასაც. რასაც ვამბობ თუ არასწორია, ხვალ განცხადებას დავწერ და სამსახურიდან წავალ, თუ ეს ასე არ არის, მან თქვას. ხაბეიშვილს, გარდა იმისა, რომ ბაღებში კვება ყოფილიყო, ევალებოდა უფასო სასადილოების მონიტორინგიც. ფოტოებს განახებთ, ანტისანიტარია იყო, რა ფული "ტყდებოდა“ და ახლა ეს ადამიანი გამოდის და გვმოძღვრავს, იმის ნაცვლად, რომ შეიფეროს ის თანამდებობა, სანამ დროებით აქვს.

მე ვუსურვებდი, დიდი ხანს იყოს. ჩემ ინტერესშია დიდ ხანს იყოს "ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელად, ამაში ჩემი წვლილი შევიტანე. ზოგჯერ იყოს აკადემიური და დარჩეს, თორემ დაემართება ის, რაც საკრებულოში დაემართა, მისი გუნდის წევრები გამარჯობას რომ არ ეუბნებოდნენ, ეს დაემართება“,- განაცხადა ზარქუამ.