მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი წიგნები პალიტრა L-ისგან, რომელიც წიგნის ფესტივალზე გელოდებათ
ახალი წიგნები პალიტრა L-ისგან, რომელიც წიგნის ფესტივალზე გელოდებათ

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უამ­რა­ვი წიგ­ნი, სა­უ­კე­თე­სო ფა­სე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი ავ­ტო­რებ­თან - ეს წიგ­ნის დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ვე­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე იმარ­თე­ბა. 25 მა­ი­სი­დან 28 მა­ი­სის ჩათ­ვლით, თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ი­უ­ბი­ლეო, 25-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ექ­სპო ჯორ­ჯი­ის“ სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

მოდი ვნა­ხოთ, თუ რა სი­ახ­ლე­ებს გვთა­ვა­ზობს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა - „პა­ლიტ­რა L“, რო­მე­ლიც წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლად ახა­ლი წიგ­ნე­ბით, დიდი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში გი­მას­პინ­ძლებთ. სა­ბავ­შვო სივ­რცე კი მე-6 პა­ვი­ლი­ონ­ში იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ჰო­ვარდ ფი­ლიპს ლავ­კრაფ­ტი - „ჰიპ­ნო­ზი“

ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის, ფენ­ტე­ზი­სა და სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟანრ­ში წერ­და. ლავ­კრაფ­ტის ნა­მუ­შევ­რე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბამ კრი­ტი­კო­სე­ბი აი­ძუ­ლა გა­მო­ე­ყოთ ისი­ნი ცალ­კე­ულ ჟან­რად, სა­ხელ­წო­დე­ბით Lovecraftian horror (ლავ­კრაფ­ტის ჰო­რო­რი). მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ისე­თი­ვე უც­ნა­უ­რი და ში­შის მომ­გვრე­ლია, რო­გო­რიც მწერ­ლის ცხოვ­რე­ბა იყო. „ჰიპ­ნო­ზი“ მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც მწერ­ლის 12 ცნო­ბილ მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს: „ჰიპ­ნო­ზი“, „ჯა­დოქ­რე­ბის ბუ­ნა­გი“, „სი­ცი­ვე“, „უც­ნა­უ­რი მო­ხუ­ცი“, „მთვა­რის ჭა­ო­ბი“, „სიზ­მრის კე­დელს მიღ­მა“, „იდუ­მა­ლი ხე“, „არ­ტურ ჯერ­მი­ნი“, „ხუან რო­მე­როს გარ­და­სახ­ვა“, „ბო­რო­ტე­ბის მსა­ხუ­რი“, „რენ­დოლფ კარ­ტე­რის ჩვე­ნე­ბა“ და „ვერ­ცხლის გა­სა­ღე­ბი“.

ჯეკ კარი - „და­სა­ხოც­თა სია“

ეს რო­მა­ნი ტკი­ვილ­სა და შუ­რის­ძი­ე­ბა­ზეა. ნამ­დვილ ამ­ბავ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ამ პო­ლი­ტი­კურ თრი­ლერ­ში "ზღვის ლომს", მკვლე­ლო­ბის გარ­და, სხვა არა­ფე­რი დარ­ჩე­ნია მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გებს, რომ მისი რაზ­მი ამე­რი­კის მთავ­რო­ბამ ამო­ხო­ცა. ლე­ი­ტე­ნანტ ჯე­იმზ რი­სის მთე­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფი ემსხვერ­პლა მო­უ­ლოდ­ნელ თავ­დას­ხმას, რო­მელ­საც იმ თვითმფრი­ნა­ვის ეკი­პა­ჟიც შე­ე­წი­რა, მათ და­სახ­მა­რებ­ლად რომ გაგ­ზავ­ნეს. როცა შინ დაბ­რუ­ნე­ბულს, მის­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც და­ხო­ცი­ლი დახ­ვდე­ბა, რისი მიხ­ვდე­ბა, რომ ეს ყო­ვე­ლი­ვე იმ შეთ­ქმუ­ლე­ბის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნე­ბამ­დე მი­დის. უო­ჯა­ხოდ და უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩე­ნი­ლი რისი თა­ვის საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას იმის­თვის იყე­ნებს, რომ ოჯა­ხი­სა და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის მკვლე­ლებ­ზე შური იძი­ოს.

სა­ლო­მე ბე­ნი­ძე - „ქა­ლა­ქი წყალ­ზე

„ქა­ლა­ქი წყალ­ზე" არის წიგ­ნი ქა­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ერთ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რო­ბენ, ერ­თმა­ნეთ­თან არა­ფე­რი არ აკავ­ში­რებთ და მა­ინც უამ­რა­ვი სა­ერ­თო აქვთ. შვი­დი ქალი - ლი­დია, ეფი, ილა­რია, ელე­ნა, კა­ტა­რი­ნა, მა­რია და, ბო­ლოს, ანა-ულ­რი­კე - შვი­დი და­უ­ვი­წყა­რი და შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ამ­ბა­ვია სიყ­ვა­რულ­ზე, იმედ­ზე, გამ­ძლე­ო­ბა­სა და გამ­ბე­და­ო­ბა­ზე, ანუ იმ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც აძ­ლევს მათ ძა­ლას, ყვე­ლა­ზე გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც კი გა­აგ­რძე­ლონ გზა და ია­რონ მას­ზე კვლავ სიყ­ვა­რუ­ლით, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად და, რაც მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბით.

სა­ი­მონ სი­ნე­კი - „უსას­რუ­ლო თა­მა­ში“

რო­გორ მო­ვი­პო­ვოთ გა­მარ­ჯვე­ბა თა­მაშ­ში, რო­მელ­საც და­სას­რუ­ლი არ აქვს? სას­რულ თა­მა­შებს გა­ცხა­დე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი ჰყავს, გა­წე­რი­ლი წე­სე­ბი და გან­სა­ზღვრუ­ლი და­სას­რუ­ლი აქვს. ად­ვი­ლია გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი­სა და და­მარ­ცხე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა, რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ფეხ­ბურ­თსა და ჭად­რაკ­ში. უსას­რუ­ლო თა­მა­შებ­ში, რო­გო­რი­ცაა ბიზ­ნე­სი, პო­ლი­ტი­კა ან ცხოვ­რე­ბა, გა­მუდ­მე­ბით იც­ვლე­ბი­ან მო­თა­მა­შე­ე­ბი, იც­ვლე­ბა წე­სე­ბი და არ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი და­სას­რუ­ლი. უსას­რუ­ლო თა­მა­შებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი არ ჰყავს. მა­გა­ლი­თად, არ არ­სე­ბობს ისე­თი ცნე­ბა, რო­გო­რი­ცაა "ბიზ­ნე­სის მო­გე­ბა" ან "ცხოვ­რე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბა"- არ­სე­ბობს მხო­ლოდ წინ ან უკან ყოფ­ნა. ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თა­ვენ უსას­რუ­ლო აზ­როვ­ნე­ბით, უფრო ძლი­ერ, ინო­ვა­ცი­ურ და ყვე­ლას­თვის შთა­მა­გო­ნე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ქმნი­ან. ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სა­ჭი­რო მე­დე­გო­ბით მა­რად ცვა­ლე­ბად გა­რე­მო­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. „უსას­რუ­ლო თა­მაშ­ში"" ავ­ტო­რი წარ­მოგ­ვიდ­გენს მო­დელს იმ თა­მა­შის არსში უკეთ გა­სარ­კვე­ვად, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ნი მო­თა­მა­შე­ე­ბი ვართ, რად­გან ეს უსას­რუ­ლო თა­მა­შია.

ჰექ­ტორ გარ­სია, ფრან­სესკ მი­რა­ლე­სი - „იკი­გაი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის“

ია­პო­ნუ­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი ხან­გრძლი­ვი და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის­თვის სთა­ვა­ზობს პრაქ­ტი­კულ მიდ­გო­მას მათ, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა: ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს. თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი ხში­რად გა­ნიც­დი­ან სტრესს და სა­კუ­თარ თავ­ში ეჭვს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ დროს, რო­დე­საც მათ უწევთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც გან­სა­ზღვრავს მათ ცხოვ­რე­ბას. სწავ­ლის არ­ჩე­ვი­სა და შემ­დგო­მი კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ ეჭ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვარ­დეს იმ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ამ წიგნ­ში. წიგ­ნი და­ეხ­მა­რე­ბა მო­ზარ­დებს სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის პოვ­ნა­ში და რე­ა­ლი­ზე­ბა­ში, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცხოვ­რე­ბის გზა­ზე. მრა­ვა­ლი სხვა იკი­გაი- გა­სა­ღე­ბის გარ­და, ეს წიგ­ნი არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გზამ­კვლე­ვი ახალ­გაზ­რდა მკი­თხვე­ლის­თვის, რო­მელ­საც სურს იპო­ვოს გზა ცხოვ­რე­ბა­ში და გა­ნა­ვი­თა­როს თა­ვი­სი ნიჭი.

„ბიჭი ადა­მი­ა­ნია“

ეს შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი წიგ­ნი იყოს, რო­მე­ლიც კი ოდეს­მე წა­გი­კი­თხავს. შე­გიმ­ჩნე­ვია, რომ არ­სე­ბობს და­უ­წე­რე­ლი წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ბი­ჭებს კარ­ნა­ხო­ბენ, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ, იფიქ­რონ და გა­ნი­ცა­დონ. არა­ვინ იცის, სა­ი­დან მო­დის ეს წე­სე­ბი, მაგ­რამ ერთ დღე­საც - ბამ! - უცებ გრძნობ მათ უხი­ლავ ძა­ლას, რო­მე­ლიც გა­ი­ძუ­ლებს მას­კუ­ლი­ნო­ბის წე­სებს მიჰ­ყვე, თუნ­დაც ეს სუ­ლაც არ გა­ბედ­ნი­ე­რებ­დეს. ეს წიგ­ნი ბი­ჭე­ბის კლუ­ბის წე­სე­ბის დას­წავ­ლა­ზე არ არის, ის მათ და­ვი­წყე­ბას ეხე­ბა. ეს წიგ­ნი შე­უ­ლა­მა­ზე­ბე­ლი და გა­სა­ო­ცა­რია. აქ არ არის შე­ზღუ­დუ­ლი თე­მე­ბი და ტყუ­ი­ლე­ბი. ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა ცოტა არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს, მაგ­რამ ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის გაც­ნო­ბის - და რწმე­ნის -მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. არ იდარ­დო, ამ გზა­ზე მარ­ტო არ ხარ, ასე რომ, მოდი, ერ­თად შე­ვე­ცა­დოთ, ვი­ყოთ რაც შე­იძ­ლე­ბა ჭკვი­ა­ნი, მა­მა­ცი და ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი!

ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი - „გა­დამ­წვა­რი ხი­დე­ბი“

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის - „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რის მე­სა­მე წიგ­ნი. "გა­დამ­წვა­რი ხი­დე­ბი"" ახალ­გაზ­რდა კა­ცის უც­ნა­ურ ბე­დის­წე­რა­ზე გვიყ­ვე­ბა. ეს ამ­ბა­ვი დიდ და ამა­ღელ­ვე­ბელ სიყ­ვა­რულ­ზეა... 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ გეგა ცე­ცხლა­ძის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ასე­თია: თა­ვი­სუ­ფა­ლია საყ­ვა­რე­ლი საქ­მის­გან, საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­გან, უფ­ლე­ბე­ბის­გან, იმე­დე­ბის­გან, ოც­ნე­ბე­ბის­გან... ტვირ­თად აკი­დე­ბუ­ლი წარ­სუ­ლით შუა გზა­ზე ბე­დის ანა­ბა­რად მი­ტო­ვე­ბულს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის გა­მარ­თლე­ბის ერთი მი­ზე­ზიც კი აღარ დარ­ჩე­ნია... და როცა წა­სას­ვლე­ლიც არ­სა­ით აქვს, საქ­მე­ში კვლავ ბე­დის­წე­რა ერე­ვა! ბე­დის­წე­რამ კი დან­დო­ბა არ იცი­სო და... გეგა ანას შე­ახ­ვედ­რა! ახლა შე­უძ­ლე­ბე­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი უნდა გახ­დეს; ახლა სი­მარ­თლე უნდა ით­ქვას და, როცა უკვე უკან და­სა­ხე­ვი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყვე­ლა ხიდი გა­დაწ­ვა!"

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი - „რა­ტომ კვდე­ბი­ან კუ­პი­დო­ნე­ბი“

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის - „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რის მე­ხუ­თე წიგ­ნი. არა­ვის და­უ­ჯე­როთ, თუ გე­ტყვი­ან, რომ სიყ­ვა­რუ­ლი არ სურთ. ეს დრო­ე­ბი­თია. რო­გო­რი იდე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაც არ უნდა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს, მო­დის ცხოვ­რე­ბა­ში ეტა­პი, რო­დე­საც აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ არა­ფე­რი არ გა­აჩ­ნია, რად­გან არ გა­აჩ­ნია სიყ­ვა­რუ­ლი; არ ჰყავს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც კარგ დღეს უსურ­ვებს, დი­ლით მისი კოც­ნა გა­აღ­ვი­ძებს. ჩვენ ყო­ველ­თვის გვჭირ­დე­ბა ვინ­მე, ვის­ზეც ვიზ­რუ­ნებთ, არა იმი­ტომ, რომ მას სჭირ­დე­ბა ეს... ვინც გიყ­ვარს, მას­ზე ზრუნ­ვით ბედ­ნი­ერ­დე­ბი. ავ­ტორ­მა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გრძნო­ბა­თა პა­ლიტ­რის მარ­თვა ამ­ჯე­რად ადა­მია ნის სა­ხი­ე­რე­ბით მოვ­ლე­ნილ ღმრთი­ულ ჯა­დოქ­რებს (სუ­ლებს) მი­ან­დო და გა­და­უ­მი­სა­მარ­თა. ისი­ნი ამ გრძნო­ბის გამ­ღვი­ძებ­ლე­ბი არი­ან ─ ისი­ნი ეძე­ბენ, პო­უ­ლო­ბენ, ცდი­ლო­ბენ იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლე­ბი შე­ახ­ვედ­რონ და მათი გუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­მუ­და­მოდ და­უ­კავ­ში­რონ.

ჰერ­ბერტ უელ­სი - „ბრმა­თა ქვე­ყა­ნა“

ბრი­ტა­ნელ­მა მწე­რალ­მა და პუბ­ლი­ცის­ტმა ჰერ­ბერტ უელსმა (1866-1946) უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე- ტის კინგზ-კო­ლე­ჯში მი­ი­ღო, რო­მე­ლიც 1888 წელს და­ას­რუ­ლა. უელ­სი, ჟიულ ვერნ­თან ერ­თად, სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის მა­მად ით­ვლე­ბა. მას­ზე და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი წერ­და: ” სა­ო­ცა­რი გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბის უნა­რი ჰქონ­და და ყვე­ლას შე- ეძლო თა­ვი­სე­ბუ­რად წა­ე­კი­თხა და გა­ე­გო მისი წიგ­ნე­ბი. მის სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნებ­ში, რო­გო­რე­ბიც არის ” პირ­ვე­ლი ადა­მი ანი მთვა­რე­ზე“ და ”სამ­ყა­რო­თა ომი“, იმ­დე­ნი მიგ­ნე­ბაა, რომ ზოგი სხვა დიდი მწერ­ლის მთელ შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც არ იქ­ნე­ბა“. უელ­სის მო­თხრო­ბა­თა ეს კრე­ბუ­ლიც სწო­რედ ასე­თი ”მიგ­ნე­ბე­ბი­თაა“ გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

რუპი კა­უ­რი - „მზე და მისი ყვა­ვი­ლე­ბი“

მზე და მისი ყვა­ვი­ლე­ბი არის კრე­ბუ­ლი მწუ­ხა­რე­ბის სა­კუ­თა­რი თა­ვის უარ­ყო­ფის ფეს­ვე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის სიყ­ვა­რუ­ლის და ფე­ხებ­ზე დად­გო­მის შე­სა­ხებ. ის ხუთ ნა­წი­ლა­დაა და­ყო­ფი­ლი: ჭკნო­ბა, ვარ­დნა, და­ფეს­ვი­ა­ნე­ბა, ზრდა და ყვა­ვი­ლო­ბა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის" კა­ტა­ლო­გი თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის­თვის იხი­ლეთ ბმულ­ზე: https://bit.ly/3o54ieN

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

ახალი წიგნები პალიტრა L-ისგან, რომელიც წიგნის ფესტივალზე გელოდებათ

ახალი წიგნები პალიტრა L-ისგან, რომელიც წიგნის ფესტივალზე გელოდებათ

წარმოიდგინეთ, უამრავი წიგნი, საუკეთესო ფასები, საინტერესო სიახლეები და შეხვედრები ავტორებთან - ეს წიგნის დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად, ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება. 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი „ექსპო ჯორჯიის“ სივრცეში გაიმართება.

მოდი ვნახოთ, თუ რა სიახლეებს გვთავაზობს ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობა - „პალიტრა L“, რომელიც წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ტრადიციულად ახალი წიგნებით, დიდი ფასდაკლებებითა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით მე-11 პავილიონში გიმასპინძლებთ. საბავშვო სივრცე კი მე-6 პავილიონში იქნება განთავსებული.

ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი - „ჰიპნოზი“

ამერიკელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრში წერდა. ლავკრაფტის ნამუშევრების უნიკალურობამ კრიტიკოსები აიძულა გამოეყოთ ისინი ცალკეულ ჟანრად, სახელწოდებით Lovecraftian horror (ლავკრაფტის ჰორორი). მისი ნაწარმოებები ისეთივე უცნაური და შიშის მომგვრელია, როგორიც მწერლის ცხოვრება იყო. „ჰიპნოზი“ მოთხრობების კრებულია, რომელიც მწერლის 12 ცნობილ მოთხრობას აერთიანებს: „ჰიპნოზი“, „ჯადოქრების ბუნაგი“, „სიცივე“, „უცნაური მოხუცი“, „მთვარის ჭაობი“, „სიზმრის კედელს მიღმა“, „იდუმალი ხე“, „არტურ ჯერმინი“, „ხუან რომეროს გარდასახვა“, „ბოროტების მსახური“, „რენდოლფ კარტერის ჩვენება“ და „ვერცხლის გასაღები“.

ჯეკ კარი - „დასახოცთა სია“

ეს რომანი ტკივილსა და შურისძიებაზეა. ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ ამ პოლიტიკურ თრილერში "ზღვის ლომს", მკვლელობის გარდა, სხვა არაფერი დარჩენია მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ მისი რაზმი ამერიკის მთავრობამ ამოხოცა. ლეიტენანტ ჯეიმზ რისის მთელი ქვედანაყოფი ემსხვერპლა მოულოდნელ თავდასხმას, რომელსაც იმ თვითმფრინავის ეკიპაჟიც შეეწირა, მათ დასახმარებლად რომ გაგზავნეს. როცა შინ დაბრუნებულს, მისთვის უძვირფასესი ადამიანებიც დახოცილი დახვდება, რისი მიხვდება, რომ ეს ყოველივე იმ შეთქმულების ნაწილია, რომელიც მთავრობის უმაღლეს ეშელონებამდე მიდის. უოჯახოდ და უსამსახუროდ დარჩენილი რისი თავის საბრძოლო გამოცდილებას იმისთვის იყენებს, რომ ოჯახისა და თანამებრძოლების მკვლელებზე შური იძიოს.

სალომე ბენიძე - „ქალაქი წყალზე

„ქალაქი წყალზე" არის წიგნი ქალებზე, რომლებიც ერთ ქალაქში ცხოვრობენ, ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებთ და მაინც უამრავი საერთო აქვთ. შვიდი ქალი - ლიდია, ეფი, ილარია, ელენა, კატარინა, მარია და, ბოლოს, ანა-ულრიკე - შვიდი დაუვიწყარი და შთამაგონებელი ამბავია სიყვარულზე, იმედზე, გამძლეობასა და გამბედაობაზე, ანუ იმ ყველაფერზე, რაც აძლევს მათ ძალას, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი გააგრძელონ გზა და იარონ მასზე კვლავ სიყვარულით, თავდაჯერებულად და, რაც მთავარია, საკუთარი განუმეორებლობის შეგრძნებით.

საიმონ სინეკი - „უსასრულო თამაში“

როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება თამაშში, რომელსაც დასასრული არ აქვს? სასრულ თამაშებს გაცხადებული მოთამაშეები ჰყავს, გაწერილი წესები და განსაზღვრული დასასრული აქვს. ადვილია გამარჯვებულისა და დამარცხებულის გამოვლენა, როგორც, მაგალითად, ფეხბურთსა და ჭადრაკში. უსასრულო თამაშებში, როგორიცაა ბიზნესი, პოლიტიკა ან ცხოვრება, გამუდმებით იცვლებიან მოთამაშეები, იცვლება წესები და არ არსებობს კონკრეტული დასასრული. უსასრულო თამაშებს გამარჯვებულები და დამარცხებულები არ ჰყავს. მაგალითად, არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა "ბიზნესის მოგება" ან "ცხოვრებაში გამარჯვება"- არსებობს მხოლოდ წინ ან უკან ყოფნა. ლიდერები, რომლებიც მართავენ უსასრულო აზროვნებით, უფრო ძლიერ, ინოვაციურ და ყველასთვის შთამაგონებელ ორგანიზაციებს ქმნიან. ასეთი ორგანიზაციები გამოირჩევიან საჭირო მედეგობით მარად ცვალებად გარემოში წარმატების მისაღწევად. „უსასრულო თამაშში"" ავტორი წარმოგვიდგენს მოდელს იმ თამაშის არსში უკეთ გასარკვევად, რომელშიც ყველანი მოთამაშეები ვართ, რადგან ეს უსასრულო თამაშია.

ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი - „იკიგაი თინეიჯერებისთვის“

იაპონური საიდუმლოებები ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის სთავაზობს პრაქტიკულ მიდგომას მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება: ბავშვებსა და მოზარდებს. თინეიჯერები ხშირად განიცდიან სტრესს და საკუთარ თავში ეჭვს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მათ უწევთ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც განსაზღვრავს მათ ცხოვრებას. სწავლის არჩევისა და შემდგომი კარიერის შესახებ ეჭვები შეიძლება მოგვარდეს იმ ინსტრუმენტების დახმარებით, რომლებიც წარმოდგენილია ამ წიგნში. წიგნი დაეხმარება მოზარდებს საკუთარი პოტენციალის პოვნაში და რეალიზებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების გზაზე. მრავალი სხვა იკიგაი- გასაღების გარდა, ეს წიგნი არის შესანიშნავი გზამკვლევი ახალგაზრდა მკითხველისთვის, რომელსაც სურს იპოვოს გზა ცხოვრებაში და განავითაროს თავისი ნიჭი.

„ბიჭი ადამიანია“

ეს შეიძლება ყველაზე გულწრფელი წიგნი იყოს, რომელიც კი ოდესმე წაგიკითხავს. შეგიმჩნევია, რომ არსებობს დაუწერელი წესები, რომლებიც ბიჭებს კარნახობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, იფიქრონ და განიცადონ. არავინ იცის, საიდან მოდის ეს წესები, მაგრამ ერთ დღესაც - ბამ! - უცებ გრძნობ მათ უხილავ ძალას, რომელიც გაიძულებს მასკულინობის წესებს მიჰყვე, თუნდაც ეს სულაც არ გაბედნიერებდეს. ეს წიგნი ბიჭების კლუბის წესების დასწავლაზე არ არის, ის მათ დავიწყებას ეხება. ეს წიგნი შეულამაზებელი და გასაოცარია. აქ არ არის შეზღუდული თემები და ტყუილები. ზოგიერთი საკითხი შეიძლება ცოტა არაკომფორტული იყოს, მაგრამ ეს საკუთარი თავის გაცნობის - და რწმენის -მნიშვნელოვანი ნაწილია. არ იდარდო, ამ გზაზე მარტო არ ხარ, ასე რომ, მოდი, ერთად შევეცადოთ, ვიყოთ რაც შეიძლება ჭკვიანი, მამაცი და ძლიერი ადამიანები!

ნათია ჯაგოდნიშვილი - „გადამწვარი ხიდები“

ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული ავტორის მესამე წიგნი. "გადამწვარი ხიდები"" ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა! ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!"

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „რატომ კვდებიან კუპიდონები“

ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული ავტორის მეხუთე წიგნი. არავის დაუჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ სიყვარული არ სურთ. ეს დროებითია. როგორი იდეალური ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, მოდის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც აცნობიერებს, რომ არაფერი არ გააჩნია, რადგან არ გააჩნია სიყვარული; არ ჰყავს ადამიანი, ვისაც კარგ დღეს უსურვებს, დილით მისი კოცნა გააღვიძებს. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ვინმე, ვისზეც ვიზრუნებთ, არა იმიტომ, რომ მას სჭირდება ეს... ვინც გიყვარს, მასზე ზრუნვით ბედნიერდები. ავტორმა სხვა ადამიანების გრძნობათა პალიტრის მართვა ამჯერად ადამია ნის სახიერებით მოვლენილ ღმრთიულ ჯადოქრებს (სულებს) მიანდო და გადაუმისამართა. ისინი ამ გრძნობის გამღვიძებლები არიან ─ ისინი ეძებენ, პოულობენ, ცდილობენ იდეალური წყვილები შეახვედრონ და მათი გულები ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირონ.

ჰერბერტ უელსი - „ბრმათა ქვეყანა“

ბრიტანელმა მწერალმა და პუბლიცისტმა ჰერბერტ უელსმა (1866-1946) უმაღლესი განათლება ლონდონის უნივერსიტე- ტის კინგზ-კოლეჯში მიიღო, რომელიც 1888 წელს დაასრულა. უელსი, ჟიულ ვერნთან ერთად, სამეცნიერო ფანტასტიკის მამად ითვლება. მასზე და მის შემოქმედებაზე უინსტონ ჩერჩილი წერდა: ” საოცარი გამომგონებლობის უნარი ჰქონდა და ყველას შე- ეძლო თავისებურად წაეკითხა და გაეგო მისი წიგნები. მის საუკეთესო რომანებში, როგორებიც არის ” პირველი ადამი ანი მთვარეზე“ და ”სამყაროთა ომი“, იმდენი მიგნებაა, რომ ზოგი სხვა დიდი მწერლის მთელ შემოქმედებაშიც არ იქნება“. უელსის მოთხრობათა ეს კრებულიც სწორედ ასეთი ”მიგნებებითაა“ გაჯერებული.

რუპი კაური - „მზე და მისი ყვავილები“

მზე და მისი ყვავილები არის კრებული მწუხარების საკუთარი თავის უარყოფის ფესვების პატივისცემის სიყვარულის და ფეხებზე დადგომის შესახებ. ის ხუთ ნაწილადაა დაყოფილი: ჭკნობა, ვარდნა, დაფესვიანება, ზრდა და ყვავილობა.

გამომცემლობა „პალიტრა L-ის" კატალოგი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3o54ieN

R