პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოლუმბიის ჯუნგლებში 2-კვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს ოთხი ბავშვი, რომლებიც  ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ - ყველაზე პატარა 11 თვისაა
კოლუმბიის ჯუნგლებში  2-კვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს ოთხი ბავშვი, რომლებიც  ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ - ყველაზე პატარა 11 თვისაა

კო­ლუმ­ბი­ა­ში 1-ლ მა­ისს მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ, ოთხ ბავ­შვს ეძებ­დნენ, რომ­ლე­ბიც კა­ტას­ტრო­ფის დროს თვითმფრი­ნავ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ახ­ლა­ხან, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვე­ბი იპო­ვეს და ისი­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია და-ძმა­ზე, რო­მელ­თა მათ შო­რის უფ­რო­სი 13 წლი­საა მომ­დევ­ნო, 9 წლის, 4 წლის და ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა - 11 თვის ჩვი­ლი.

ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის დროს თვითმფრი­ნავ­ში სულ შვი­დი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და - სამი ზრდას­რუ­ლი და ოთხი ბავ­შვი. ყვე­ლა ზრდას­რუ­ლი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბის დედა. რო­გორც BBC-ი წერს, მო­ზარ­დე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ჯუნ­გლებ­ში იპო­ვეს.

  • ცნო­ბის­თვის, მცი­რე ზო­მის თვითმფრი­ნა­ვი, Cessna 206, პირ­ველ მა­ისს არა­რა­კუ­ა­რა­დან სან ხოსე დელ გუ­ა­ვი­ა­რის­კენ მიფ­რი­ნავ­და, რა დრო­საც გა­უ­ჩი­ნარ­და. ფრე­ნამ­დე მისი პი­ლო­ტი ძრა­ვის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობ­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­შიც 100-ზე მეტი ჯა­რის­კა­ცი იყო ჩარ­თუ­ლი, თვითმფრი­ნა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას იპო­ვეს ასე­ვე ორი პი­ლო­ტი­სა და ბავ­შვე­ბის დე­დის, 33 წლის მაგ­და­ლე­ნა მუ­კუ­ტუ­ის ცხედ­რე­ბი, თუმ­ცა ბავ­შვე­ბი არ­სად ჩან­დნენ.

არას­რულ­წლო­ვა­ნი მგზავ­რე­ბი 2 კვი­რა­ზე მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ და­კარ­გუ­ლე­ბი

მაშ­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თაც თან მე­ძე­ბა­რი ძაღ­ლე­ბი ახ­ლდათ, აცხა­დე­ბენ, რომ მათ ტყე­ში ხი­ლის ნარ­ჩე­ნე­ბი, ბავ­შვის სა­წო­ვა­რა ბოთ­ლი და მაკ­რა­ტე­ლი იპო­ვეს, ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჯუნ­გლე­ბის მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რით გა­კე­თე­ბუ­ლი თავ­შე­საფ­რე­ბიც.

ად­გი­ლობ­რი­ვი რა­დი­ო­სად­გუ­რი აცხა­დებს, რომ ბავ­შვე­ბი იმ ტე­რი­ტო­რი­ის მკვიდრმა იპო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს ეძებ­დნენ, ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ადას­ტუ­რე­ბენ მათი პოვ­ნის ფაქტს, რად­გან მო­ზარ­დე­ბი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ჯერ არ უნა­ხავთ, თუმ­ცა აცხა­დე­ბენ, რომ მათ და­უ­კავ­შირ­დნენ იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი და გა­დარ­ჩე­ნილ­თა პოვ­ნის შე­სა­ხებ მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
1

პირდაპირ სასწაულია პატარები რომ გადარჩნენ!!!

ღმერთმა კარგად ამყოფოს ოთხივე ბავშვი!!!

ნია
1

ბედნიერები და თან საწყლები, რა საშინელება გადაიტანეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

კოლუმბიის ჯუნგლებში 2-კვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს ოთხი ბავშვი, რომლებიც  ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ - ყველაზე პატარა 11 თვისაა

კოლუმბიის ჯუნგლებში  2-კვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს ოთხი ბავშვი, რომლებიც  ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ - ყველაზე პატარა 11 თვისაა

კოლუმბიაში 1-ლ მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, ოთხ ბავშვს ეძებდნენ, რომლებიც კატასტროფის დროს თვითმფრინავში იმყოფებოდნენ.

ახლახან, ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბავშვები იპოვეს და ისინი ცოცხლები არიან.

არსებული ინფორმაციით, საუბარია და-ძმაზე, რომელთა მათ შორის უფროსი 13 წლისაა მომდევნო, 9 წლის, 4 წლის და ყველაზე პატარა - 11 თვის ჩვილი.

ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში სულ შვიდი ადამიანი იმყოფებოდა - სამი ზრდასრული და ოთხი ბავშვი. ყველა ზრდასრული დაიღუპა, მათ შორის, ბავშვების დედა. როგორც BBC-ი წერს, მოზარდები ადგილობრივებმა ჯუნგლებში იპოვეს.

  • ცნობისთვის, მცირე ზომის თვითმფრინავი, Cessna 206, პირველ მაისს არარაკუარადან სან ხოსე დელ გუავიარისკენ მიფრინავდა, რა დროსაც გაუჩინარდა. ფრენამდე მისი პილოტი ძრავის პრობლემებზე საუბრობდა. სამძებრო სამუშაოების შემდეგ, რომელშიც 100-ზე მეტი ჯარისკაცი იყო ჩართული, თვითმფრინავი აღმოაჩინეს. კატასტროფის ადგილას იპოვეს ასევე ორი პილოტისა და ბავშვების დედის, 33 წლის მაგდალენა მუკუტუის ცხედრები, თუმცა ბავშვები არსად ჩანდნენ.

არასრულწლოვანი მგზავრები 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში იყვნენ დაკარგულები

მაშველები, რომელთაც თან მეძებარი ძაღლები ახლდათ, აცხადებენ, რომ მათ ტყეში ხილის ნარჩენები, ბავშვის საწოვარა ბოთლი და მაკრატელი იპოვეს, ასევე აღმოაჩინეს ჯუნგლების მცენარეული საფარით გაკეთებული თავშესაფრებიც.

ადგილობრივი რადიოსადგური აცხადებს, რომ ბავშვები იმ ტერიტორიის მკვიდრმა იპოვა. აღსანიშნავია, რომ სამხედროები, რომლებიც ბავშვებს ეძებდნენ, ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ მათი პოვნის ფაქტს, რადგან მოზარდები საკუთარი თვალით ჯერ არ უნახავთ, თუმცა აცხადებენ, რომ მათ დაუკავშირდნენ იქ მცხოვრები ადამიანები და გადარჩენილთა პოვნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა