საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმი გამოვიდა და გვითხრა, - უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო" - რას ჰყვება გორში გარდაცვლილი 4 წლის ბიჭუნას ბებია?
"ექიმი გამოვიდა და გვითხრა, - უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო" - რას ჰყვება გორში გარდაცვლილი 4 წლის ბიჭუნას ბებია?

გორ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩუ­ტყვა­ვი­ლას გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა ექი­მებ­მა ბავ­შვს სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბა არ გა­უ­წი­ეს.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ბე­ბი­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც ექიმ­მა ბავ­შვი და­ი­ნა­ხა თქვა: "უიმე, ჩუ­ტყვა­ვი­ლა აქვს, აქ რო­გორ უნდა მი­ვი­ღოო“. მი­სი­ვე თქმით, ექიმ­მა ბავ­შვს ად­გილ­ზე პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა არ გა­უ­წია.

"თბი­ლის­ში უნდა წაგ­ვეყ­ვა­ნა, ძა­ლი­ან ცუ­დად რომ იყო. ექი­მი გა­მო­ვი­და და გვი­თხრა, - უიმე ჩუ­ტყვა­ვი­ლა აქვს, აქ რო­გორ უნდა მი­ვი­ღოო. ვე­უბ­ნე­ბო­დი ექიმს, რომ ჩქა­რა, ცუ­დად არის, გა­დას­ხმა გა­უ­კე­თეთ ან სხვა რამე-მეთ­ქი, მაგ­რამ მო­ი­ცა­დე ჯერ ის­ტო­რია უნდა შე­ვავ­სო­თო. რა დროს ის­ტო­რი­აა, ბავ­ში კვდე­ბა-მეთ­ქი. ბავ­შვს მოვ­კი­დეთ ხელი, მაგ­რამ ერთი არ უთ­ქვამს მო­ი­ცა­დე და აქ გა­ვუ­კე­თებ პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბა­სო... პირ­და­პირ გა­მო­ვი­ტა­ცეთ ბავ­შვი და წა­მო­ვე­დით. სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ბავ­შვმა გო­ნე­ბა და­კარ­გა... თბი­ლის­ში რომ მივ­დი­ო­დით, დავ­რე­კეთ, - სას­წრა­ფო დაგ­ვახ­ვედ­რეთ, ბავ­ში ცუ­დად არის-თქო. პატ­რულს ვთხო­ვეთ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე მი­ვეყ­ვა­ნეთ... გად­მო­ვი­და პატ­რუ­ლი, და­ავ­ლო ბავ­შვს ხელი, თა­ვის მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კარი ეგ­რე­ვე შე­ან­გრია , შე­იყ­ვა­ნა ბავ­შვი, მაგ­რამ გული უკვე გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და", - ყვე­ბა­გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ბე­ბია ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, გორ­ში, 4 წლის ბავ­შვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩუ­ტყვა­ვი­ლას გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, 4 წლის თომა წი­ქა­რი­ძეს ექი­მის მიერ ინ­ფექ­ცი­ის არას­წო­რი მარ­თვის გამო, სეფ­სი­სი გა­ნუ­ვი­თარ­და, რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კას, "გორ­მე­დის" პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი მშობ­ლებ­მა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად მი­იყ­ვა­ნეს კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, თუმ­ცა, შემ­დგომ სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს და თვით­ნე­ბუ­რად წა­იყ­ვა­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანო
0

განუკიᲗხაობაა ყველგან გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი

არ უშველეს ექიმებმა დაიკიდეს
2

გული დამეწვა ბებიას ლაპარაკზე.რა უბედურებაა ღმერთო ..როგორ უნდა გადაიტანონ.რა საყვარელი ბავშვი დაკარგეს პატარა ანგელოზი

ავტორი:

"ექიმი გამოვიდა და გვითხრა, - უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო" - რას ჰყვება გორში გარდაცვლილი 4 წლის ბიჭუნას ბებია?

"ექიმი გამოვიდა და გვითხრა, - უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო" - რას ჰყვება გორში გარდაცვლილი 4 წლის ბიჭუნას ბებია?

გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივმა ექიმებმა ბავშვს სათანადო დახმარება არ გაუწიეს.

როგორც გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ განაცხადა, როდესაც ექიმმა ბავშვი დაინახა თქვა: "უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო“. მისივე თქმით, ექიმმა ბავშვს ადგილზე პირველადი დახმარება არ გაუწია.

"თბილისში უნდა წაგვეყვანა, ძალიან ცუდად რომ იყო. ექიმი გამოვიდა და გვითხრა, - უიმე ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო. ვეუბნებოდი ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, გადასხმა გაუკეთეთ ან სხვა რამე-მეთქი, მაგრამ მოიცადე ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. რა დროს ისტორიაა, ბავში კვდება-მეთქი. ბავშვს მოვკიდეთ ხელი, მაგრამ ერთი არ უთქვამს მოიცადე და აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო... პირდაპირ გამოვიტაცეთ ბავშვი და წამოვედით. საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ბავშვმა გონება დაკარგა... თბილისში რომ მივდიოდით, დავრეკეთ, - სასწრაფო დაგვახვედრეთ, ბავში ცუდად არის-თქო. პატრულს ვთხოვეთ, რომ საავადმყოფომდე მივეყვანეთ... გადმოვიდა პატრული, დაავლო ბავშვს ხელი, თავის მანქანაში ჩაისვა, საავადმყოფოში კარი ეგრევე შეანგრია , შეიყვანა ბავშვი, მაგრამ გული უკვე გაჩერებული ჰქონდა", - ყვებაგარდაცვლილი ბავშვის ბებია ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, გუშინ, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. რაც შეეხება კლინიკას, "გორმედის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.

იხილეთ ასევე: