მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმის მტკიცება, რომ მე-2 ტურში ერდოღანი გაიმარჯვებს, შეუძლებელია... მიუხედავად ქილიჩდაროღლუს რელიგიური კუთვნილებისა, თურქი ამომრჩევლის ნაწილმა ის მიიღო პოტენციურ პრეზიდენტად" - ექსპერტი
"იმის მტკიცება, რომ მე-2 ტურში ერდოღანი გაიმარჯვებს, შეუძლებელია... მიუხედავად ქილიჩდაროღლუს რელიგიური კუთვნილებისა, თურქი ამომრჩევლის ნაწილმა ის მიიღო პოტენციურ პრეზიდენტად" - ექსპერტი

თურ­ქეთ­ში,14 მა­ისს გა­მარ­თულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 50%-იანი ბა­რი­ე­რი ვერ­ცერ­თმა კან­დი­დატ­მა ვერ გა­და­ლა­ხა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში, 28 მა­ისს, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა. HaberTurk-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, არ­ჩევ­ნებ­ში მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა ხმე­ბის 49.39 პრო­ცენ­ტი მი­ი­ღო, მის­მა მთა­ვარ­მა კონ­კუ­რენ­ტმა ოპო­ზი­ცი­უ­რი "სა­ხალ­ხო ალი­ან­სი­დან“, ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუმ კი - 44.97%. არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­ცხად­დე­ბა.

თურ­ქე­თის მე­დი­ის თა­ნახ­მად, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, ერ­დო­ღა­ნი მუდ­მი­ვად იმე­ო­რებ­და, რომ სწო­რედ ეს არ­ჩევ­ნე­ბი გა­და­წყვეტს თურ­ქე­თის ბედს "არა მხო­ლოდ მო­მა­ვა­ლი 5 წლის, არა­მედ ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში“ და რომ ხალ­ხმა არ­ჩე­ვა­ნი "ორ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ მენ­ტა­ლი­ტეტს, გან­სხვა­ვე­ბულ მიდ­გო­მებს შო­რის“ უნდა გა­ა­კე­თოს, რო­მელ­თა­გან ერთი, პრე­ზი­დენ­ტის თქმით - "და­სავ­ლე­თის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბით“ მოქ­მე­დებს.

ერ­დო­ღა­ნის მთა­ვარ კონ­კუ­რენტს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ალი­ან­სის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს, 74 წლის ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს თურ­ქეთ­ში ევო­ლუ­ცი­ურ ლი­დე­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ლი­დე­რი, ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუ პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია. 1990-იან წლებ­ში მუ­შა­ობ­და თურ­ქე­თის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში და კო­რუფ­ცი­ას­თან მებ­რძო­ლის იმი­ჯი და­იმ­კვიდ­რა სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე მუ­შა­ო­ბი­სას. 2002 წელს ის უკვე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და.

"სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას“ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუ სა­თა­ვე­ში 2010 წელს ჩა­უდ­გა და ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი წა­მო­ი­წყო. მისი პარ­ტია თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნებ­ლის, მუს­ტა­ფა ქე­მალ ათა­თურ­ქის სე­კუ­ლა­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მიმ­დე­ვა­რია.

ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის გა­და­ტა­ნა მო­უხ­და და რამ­დე­ნი­მე­ჯერ გახ­და ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნეც, მათ შო­რის - "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ მხრი­დან.

თურ­ქე­თის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ambebi.ge-სთან სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე აფა­სებს:

"თურ­ქე­თის ხმელ­თა­შუა და ეგე­ო­სის ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქე­ბი, ზო­გა­დად, მხარს უჭე­რენ ოპო­ზი­ცი­ურ კან­დი­დატს, რაც არა­ხა­ლია, ეს ტენ­დენ­ცია თურ­ქე­თის პო­ლი­ტი­კა­ში ად­რეც არ­სე­ბობ­და და ახ­ლაც გა­მე­ორ­და. ამას­თა­ნა­ვე, გა­მო­იკ­ვე­თა ის ძვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტენ­დენ­ცი­აც, რომ ან­კა­რა, სტამ­ბო­ლი და იზ­მი­რი - სამი ყვე­ლა­ზე დიდი ქა­ლა­ქი კვლავ ოპო­ზი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბის ბას­ტი­ო­ნია. ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ დიდ ქა­ლა­ქებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა, კარ­გად მუ­შა­ობს ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, მნიშ­ვე­ნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რიც, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბევრ უცხო­ელს ხვდე­ბი­ან. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ამ ქა­ლა­ქებ­ში უფრო მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ და მეტს მოგ­ზა­უ­რო­ბენ. რაც ახლა ჩვენ ვი­ხი­ლეთ, ეს იყო გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ხალ­ხის გა­მო­ცხა­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან, - რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლის 88% გა­მო­ცხად­და, რაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ თურ­ქეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ერ­დო­ღა­ნის მმარ­თვე­ლო­ბით და­ი­ღა­ლა. ასე­თი რთუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ერ­დო­ღანს ამ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქო­ნია, მის სა­არ­ჩევ­ნო ის­ტო­რი­ა­ში არას­დროს ყო­ფი­ლა ის, რომ მას, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა დიდი ქა­ლა­ქი წა­ე­გო, გარ­და ბურ­სა­სი... ეს იმა­ზეც მი­უ­თი­თებს, რომ ერ­დო­ღა­ნის ამომ­რჩე­ვე­ლი, ძი­რი­თა­დად, არა ურ­ბა­ნულ, არა­მედ სა­სოფ­ლო და­სახ­ლე­ბებ­ში, პრო­ვინ­ცი­ებ­ში მა­ცხოვ­რე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაა, ვის­თვი­საც ერ­დო­ღა­ნის რე­ლი­გი­უ­რი პო­ლი­ტი­კა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გან­სხვა­ვე­ბით, ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც კარ­გად გა­მოკ­ვე­თი­ლი სე­კუ­ლა­რუ­ლი ლი­დე­რია და რო­მელ­საც მხარს უჭე­რენ არა მარ­ტო დიდი ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, არა­მედ ქურ­თე­ბიც. ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ ქურ­თებს ერ­დო­ღა­ნის ხის­ტი პო­ლი­ტი­კა არ მოს­წონთ. ამ ყვე­ლა­ფერს ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტო­რიც ემა­ტე­ბა - ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუ არ არის თუქ­რეთ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვა­რი (არც სუ­ნი­ტია, არც - ში­ი­ტი), ის ალე­ვია, რო­მე­ლიც პა­ტა­რა რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფია, ალე­ვი­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თურ­ქეთ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სია, ანუ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუ, მი­უ­ხე­და­ვად მისი რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა, თურ­ქი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა მი­ი­ღო პო­ტენ­ცი­ურ პრე­ზი­დენ­ტად, რად­გა­ნაც მათ­თვის სე­კუ­ლა­რიზ­მი, რო­მე­ლიც თან მოჰ­ყვე­ბა ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვნე­ბუ­ლო­ბა.“

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, ძნე­ლია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, რით დას­რულ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური, მა­ნამ­დე კი ერ­დო­ღა­ნი­სა და ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

"იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, რომ მე­ო­რე ტურ­ში ერ­დო­ღა­ნი გა­ი­მარ­ჯვებს, ვფიქ­რობ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გა­ნაც არ ვი­ცით, რო­გორ იმოქ­მე­დებს თურ­ქი მო­სახ­ლე­ო­ბა. მე­ო­რეს მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ერ­დო­ღა­ნის "სა­მარ­თლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტი­ამ“ ახლა და­ახ­ლო­ე­ბით 8%-ით ნაკ­ლე­ბი აიღო, ვიდ­რე წინა არ­ჩევ­ნებ­ზე, ხოლო "სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კურ­მა“ პარ­ტი­ამ 3%-ით მეტი, ვიდ­რე წინა არ­ჩევ­ნებ­ზე. პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­იც­ვა­ლა დი­ნა­მი­კა. პრე­ზი­დენ­ტმა სუ­ლაც 1%-ით რომ მო­ი­გოს, კი­თხვა არ უნდა, რომ ის ლე­გი­ტი­მუ­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ზო­გა­დად, მისი პო­ზი­ცი­ე­ბი და­სუს­ტე­ბუ­ლია და იმ­დე­ნად, რომ მისი სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა ასე­თი თა­მა­მი შე­იძ­ლე­ბა ვე­ღარ იყოს, მის­კენ ასი თვა­ლი და ყური იქ­ნე­ბა მი­პყრო­ბი­ლი, ვიდ­რე ეს აქამ­დე იყო. თურ­ქეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბაა და ამ წუ­თას პარ­ლა­მენტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ენი­ჭე­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბულ­მა რა­ი­ო­ნებ­მა ერ­დო­ღანს და­უ­ჭი­რეს მხა­რი. ჯარი ბუ­ნებ­რი­ვად ნე­იტ­რა­ლუ­რია და ერ­დო­ღა­ნის ზე­გავ­ლე­ნე­ბის გამო იქ, რა თქმა უნდა, სე­კუ­ლა­რე­ბის პო­ზი­ცია და­სუს­ტდა, მაგ­რამ არც იმ­დე­ნად, რომ სე­კუ­ლა­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ჯა­რი­დან გამ­ქრა­ლი­ყოს...

ამ ორ კან­დი­დატს შო­რის ბევრ რა­მე­შია და­პი­რის­პი­რე­ბა - ეკო­ნო­მი­კა­ში, სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­სა და სხვა. სა­გა­რე­ო­ში პო­ლი­ტი­კა­ში ერ­დო­ღა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბა­ლან­სის პო­ლი­ტი­კა, და­სავ­ლე­თის შე­კა­ვე­ბა ისე, რომ ამ პრო­ცეს­ში იგი ჩი­ნეთ­სა და რუ­სეთს კარს უღებს, მზად არის ირან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვი­საც. ერ­დო­ღანს მი­აჩ­ნია, რომ და­სავ­ლე­თის შე­კა­ვე­ბის პრო­ცეს­ში რუ­სე­თის გა­მო­ყე­ნე­ბა კარ­გი იდე­აა - ეს არის მთე­ლი მისი კურ­სი. ასე­ვე, ინფლა­ცი­ის სა­კი­თხია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვი­ნა­ი­დან მათ ეკო­ნო­მი­კუ­რად სა­ერ­თოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა აქვთ. მა­გა­ლი­თად, ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს მი­აჩ­ნია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ი­ზი­დოს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და და­ახ­ლოვ­დეს და­სავ­ლეთ­თან, რათა და­სავ­ლუ­რი ფული შე­მო­ვი­დეს, ხოლო ერ­დო­ღანს თვითკმა­რი ეკო­ნო­მი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სურ­ვი­ლი აქვს, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად თურ­ქე­თის წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია და შე­საძ­ლე­ბე­ლია პირ­და­პირ თუ ირი­ბად ჩი­ნეთ­ზე და რუ­სეთ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბას გუ­ლის­ხმობ­დეს. მათი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მა­გა­ლი­თად, ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი აქვს მა­შინ, რო­დე­საც ერ­დო­ღანს ამა­ზე გათ­ვლა აღარ აქვს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ალ­ბათ ერთ-ერთი მთა­ვა­რი წყალ­გამ­ყო­ფია სე­კუ­ლა­რიზ­მი - ერ­დო­ღა­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან გა­მოკ­ვე­თი­ლი რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი, ხოლო სე­კუ­ლა­რე­ბი ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

ზო­გა­დად, თურ­ქე­თი ყვე­ლა ძა­ლას თა­ვის სა­სი­კე­თოდ იყე­ნებს, ერ­დო­ღა­ნის პო­ლი­ტი­კა რომ ცვა­ლე­ბა­დია, ჩვენ ვი­ხი­ლეთ - ის რუ­სეთ­თან პე­რი­ო­დუ­ლად თბილ ურ­თი­ერ­თო­ბას ატა­რებ­და, პე­რი­ო­დუ­ლად - უპი­რის­პირ­დე­ბო­და, ამი­ტომ ვერ ვი­ტყვი, რომ ის ვინ­მეს მო­კავ­ში­რეა, რაც უა­რე­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ვიდ­რე ვინ­მეს მო­კავ­ში­რე­ო­ბა. თურ­ქე­თი არის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი წამ­ყვა­ნი ძალა, რო­გორც უკი­დუ­რეს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, ასე­ვე უკი­დუ­რეს და­სავ­ლეთ აზი­ა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მისი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი წონა ძა­ლი­ან დი­დია და თუ კი ის იქ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ზე­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და პროგ­რე­სუ­ლი, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში რე­გი­ონს წა­ად­გე­ბა და ნა­ტო­შიც აღარ იქ­ნე­ბა თურ­ქუ­ლი ახი­რე­ბე­ბი ერ­თგვა­რი აქი­ლევ­სის ქუს­ლი.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ და­სავ­ლე­თი ამ არ­ჩევ­ნებს დიდი ყუ­რა­დღე­ბით უყუ­რებს, ვი­ნა­ი­დან თურ­ქე­თის ყოფ­ნა ნა­ტო­ში, ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტად, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ერთ-ერთ მთა­ვარ მო­თა­მა­შედ ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, ბევ­რად უა­რე­სი იქ­ნე­ბო­და, ვიდ­რე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუ, ცხა­დია, და­სავ­ლე­თის­თვის უფრო მი­სა­ღე­ბი კან­დი­და­ტია და შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­თვი­საც უკე­თე­სი იყოს, რად­გა­ნაც რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა და დე­მოკ­რა­ტია სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სიც არის. სხვა­თა შო­რის, ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი, რაც მან გა­ა­ცხა­და, ეს არის მშვი­დო­ბა თურ­ქე­თის ყვე­ლა მე­ზო­ბელ­თან".

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
0

30 მაისი სამშაბათი. სპეციალურად მქონდა ეს სტატია შენახული. ველოდებოდი როდის გაიმარჯვებდა ერდოღანი... აი კონა ათსაურიან ექსპერტებს რომ ეკითხებით აზრს და დიდი სამბით ისინიც რომ მოძღვრავენ.. საკუთარ ქვეყანაში რა ხდება ის ვერ გაუგიათ და თურქეთის ამბებს გადაწვნენ დიდი მცოდნეებივით.

ჩვენი დროის ყველაზე უსაქმური პროფესიები: ექსპერტი, სამოქალაქო აქტივისტი, ინფლუენსერი... 

ლია
0

ზურაბ - ნეტა საქართველოში ქილიჩდაროღლუს ფანკლუბის წევრებმა თუ იციან, რომ მისი მოადგილე ოზქოჩი აფხაზეთის ე.წ. “დამოუკიდებლობის” აღიარების მთავარი ლობისტია თურქეთში? და კიდევ ერთი კომენტარი- ეს ნაგავი კაცი ამბობს რომ ბათუმი - თურქეთია! პლიუს დემოკრატიას ჰპირდებათ! ამ ვაი ექსპერტებს სად ნახულობთ! ამას საქართველო ეტყობა ფეხზე ჰკიდია და ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"იმის მტკიცება, რომ მე-2 ტურში ერდოღანი გაიმარჯვებს, შეუძლებელია... მიუხედავად ქილიჩდაროღლუს რელიგიური კუთვნილებისა, თურქი ამომრჩევლის ნაწილმა ის მიიღო პოტენციურ პრეზიდენტად" - ექსპერტი

"იმის მტკიცება, რომ მე-2 ტურში ერდოღანი გაიმარჯვებს, შეუძლებელია... მიუხედავად ქილიჩდაროღლუს რელიგიური კუთვნილებისა, თურქი ამომრჩევლის ნაწილმა ის მიიღო პოტენციურ პრეზიდენტად" - ექსპერტი

თურქეთში,14 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, 28 მაისს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება. HaberTurk-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.39 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ოპოზიციური "სახალხო ალიანსიდან“, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი - 44.97%. არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

თურქეთის მედიის თანახმად, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ერდოღანი მუდმივად იმეორებდა, რომ სწორედ ეს არჩევნები გადაწყვეტს თურქეთის ბედს "არა მხოლოდ მომავალი 5 წლის, არამედ ნახევარი საუკუნის განმავლობაში“ და რომ ხალხმა არჩევანი "ორ სრულიად განსხვავებულ მენტალიტეტს, განსხვავებულ მიდგომებს შორის“ უნდა გააკეთოს, რომელთაგან ერთი, პრეზიდენტის თქმით - "დასავლეთის ინსტრუქციებით“ მოქმედებს.

ერდოღანის მთავარ კონკურენტს, "ნაციონალური ალიანსის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუს თურქეთში ევოლუციურ ლიდერად მოიხსენიებენ.

სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ პროფესიით ეკონომისტია. 1990-იან წლებში მუშაობდა თურქეთის ფინანსთა სამინისტროში და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯი დაიმკვიდრა სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისას. 2002 წელს ის უკვე პარლამენტის წევრი გახდა.

"სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ ქილიჩდაროღლუ სათავეში 2010 წელს ჩაუდგა და ძირეული რეფორმები წამოიწყო. მისი პარტია თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სეკულარული ფასეულობების მიმდევარია.

ქილიჩდაროღლუს არაერთი პოლიტიკური ბრძოლის გადატანა მოუხდა და რამდენიმეჯერ გახდა ფიზიკური თავდასხმის სამიზნეც, მათ შორის - "ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან.

თურქეთის არჩევნების შედეგებს ambebi.ge-სთან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე აფასებს:

"თურქეთის ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვისპირა ქალაქები, ზოგადად, მხარს უჭერენ ოპოზიციურ კანდიდატს, რაც არახალია, ეს ტენდენცია თურქეთის პოლიტიკაში ადრეც არსებობდა და ახლაც გამეორდა. ამასთანავე, გამოიკვეთა ის ძველი მნიშვნელოვანი ტენდენციაც, რომ ანკარა, სტამბოლი და იზმირი - სამი ყველაზე დიდი ქალაქი კვლავ ოპოზიციური კანდიდატების ბასტიონია. ამის მიზეზი არის ის, რომ დიდ ქალაქებში განვითარებულია საუნივერსიტეტო ცხოვრება, კარგად მუშაობს ფინანსური ინსტიტუციები, მნიშვენელოვანია ასევე ტურისტული სექტორიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ უცხოელს ხვდებიან. ამას ემატება ისიც, რომ ამ ქალაქებში უფრო მდიდარი ადამიანები ცხოვრობენ და მეტს მოგზაურობენ. რაც ახლა ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხალხის გამოცხადება საარჩევნო ყუთებთან, - რეგისტრირებული ამომრჩევლის 88% გამოცხადდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია და იმაზე მიანიშნებს, რომ თურქეთში მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა ერდოღანის მმართველობით დაიღალა. ასეთი რთული არჩევნები ერდოღანს ამ 20 წლის განმავლობაში არ ჰქონია, მის საარჩევნო ისტორიაში არასდროს ყოფილა ის, რომ მას, პრაქტიკულად, ყველა დიდი ქალაქი წაეგო, გარდა ბურსასი... ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ერდოღანის ამომრჩეველი, ძირითადად, არა ურბანულ, არამედ სასოფლო დასახლებებში, პროვინციებში მაცხოვრებელი მოსახლეობაა, ვისთვისაც ერდოღანის რელიგიური პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განსხვავებით, ქილიჩდაროღლუს შეხედულებებისა, რომელიც კარგად გამოკვეთილი სეკულარული ლიდერია და რომელსაც მხარს უჭერენ არა მარტო დიდი ქალაქის მაცხოვრებლები, არამედ ქურთებიც. ამის მიზეზი ის არის, რომ ქურთებს ერდოღანის ხისტი პოლიტიკა არ მოსწონთ. ამ ყველაფერს ერთი საინტერესო ფაქტორიც ემატება - ქილიჩდაროღლუ არ არის თუქრეთში გაბატონებული რელიგიის მიმდევარი (არც სუნიტია, არც - შიიტი), ის ალევია, რომელიც პატარა რელიგიური ჯგუფია, ალევიტების წარმომადგენლები თურქეთში რამდენიმე ათეული ათასია, ანუ ქილიჩდაროღლუ, მიუხედავად მისი რელიგიური კუთვნილებისა, თურქი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მიიღო პოტენციურ პრეზიდენტად, რადგანაც მათთვის სეკულარიზმი, რომელიც თან მოჰყვება ქილიჩდაროღლუს პოლიტიკურ ცხოვრებას, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რელიგიური კუთვნებულობა.“

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ძნელია იმის პროგნოზირება, რით დასრულდება არჩევნების მეორე ტური, მანამდე კი ერდოღანისა და ქილიჩდაროღლუს პოლიტიკური კურსის განსხვავებულობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"იმის პროგნოზირება, რომ მეორე ტურში ერდოღანი გაიმარჯვებს, ვფიქრობ, შეუძლებელია, რადგანაც არ ვიცით, როგორ იმოქმედებს თურქი მოსახლეობა. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ის, რომ ერდოღანის "სამართლისა და განვითარების პარტიამ“ ახლა დაახლოებით 8%-ით ნაკლები აიღო, ვიდრე წინა არჩევნებზე, ხოლო "სახალხო რესპუბლიკურმა“ პარტიამ 3%-ით მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე. პრაქტიკულად, შეიცვალა დინამიკა. პრეზიდენტმა სულაც 1%-ით რომ მოიგოს, კითხვა არ უნდა, რომ ის ლეგიტიმური იქნება, მაგრამ ზოგადად, მისი პოზიციები დასუსტებულია და იმდენად, რომ მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა ასეთი თამამი შეიძლება ვეღარ იყოს, მისკენ ასი თვალი და ყური იქნება მიპყრობილი, ვიდრე ეს აქამდე იყო. თურქეთში საპრეზიდენტო მმართველობაა და ამ წუთას პარლამენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება. საქმე იმაშია, რომ მიწისძვრით დაზარალებულმა რაიონებმა ერდოღანს დაუჭირეს მხარი. ჯარი ბუნებრივად ნეიტრალურია და ერდოღანის ზეგავლენების გამო იქ, რა თქმა უნდა, სეკულარების პოზიცია დასუსტდა, მაგრამ არც იმდენად, რომ სეკულარული მხარდაჭერა ჯარიდან გამქრალიყოს...

ამ ორ კანდიდატს შორის ბევრ რამეშია დაპირისპირება - ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, საგარეო პოლიტიკასა და სხვა. საგარეოში პოლიტიკაში ერდოღანისთვის მნიშვნელოვანია ბალანსის პოლიტიკა, დასავლეთის შეკავება ისე, რომ ამ პროცესში იგი ჩინეთსა და რუსეთს კარს უღებს, მზად არის ირანთან ურთიერთობისთვისაც. ერდოღანს მიაჩნია, რომ დასავლეთის შეკავების პროცესში რუსეთის გამოყენება კარგი იდეაა - ეს არის მთელი მისი კურსი. ასევე, ინფლაციის საკითხია მნიშვნელოვანი, ვინაიდან მათ ეკონომიკურად საერთოდ განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. მაგალითად, ქილიჩდაროღლუს მიაჩნია, რომ მაქსიმალურად უნდა მოიზიდოს ინვესტიციები და დაახლოვდეს დასავლეთთან, რათა დასავლური ფული შემოვიდეს, ხოლო ერდოღანს თვითკმარი ეკონომიკის ჩამოყალიბების სურვილი აქვს, რომელიც ძირითადად თურქეთის წარმოების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია და შესაძლებელია პირდაპირ თუ ირიბად ჩინეთზე და რუსეთზე ჩამოკიდებას გულისხმობდეს. მათი საგარეო პოლიტიკაც განსხვავებულია, მაგალითად, ქემალ ქილიჩდაროღლუს ევროკავშირში გაწევრების დიდი ინტერესი აქვს მაშინ, როდესაც ერდოღანს ამაზე გათვლა აღარ აქვს. საბოლოო ჯამში, ალბათ ერთ-ერთი მთავარი წყალგამყოფია სეკულარიზმი - ერდოღანის მხარდამჭერები არიან გამოკვეთილი რელიგიური ჯგუფები, ხოლო სეკულარები ქილიჩდაროღლუს მხარდამჭერები.

ზოგადად, თურქეთი ყველა ძალას თავის სასიკეთოდ იყენებს, ერდოღანის პოლიტიკა რომ ცვალებადია, ჩვენ ვიხილეთ - ის რუსეთთან პერიოდულად თბილ ურთიერთობას ატარებდა, პერიოდულად - უპირისპირდებოდა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ის ვინმეს მოკავშირეა, რაც უარესი შეიძლება იყოს, ვიდრე ვინმეს მოკავშირეობა. თურქეთი არის ერთ-ერთი უმთავრესი წამყვანი ძალა, როგორც უკიდურეს აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე უკიდურეს დასავლეთ აზიაში, შესაბამისად, მისი გეოპოლიტიკური წონა ძალიან დიდია და თუ კი ის იქნება დემოკრატიული, ზეგანვითარებული და პროგრესული, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რეგიონს წაადგება და ნატოშიც აღარ იქნება თურქული ახირებები ერთგვარი აქილევსის ქუსლი.

აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი ამ არჩევნებს დიდი ყურადღებით უყურებს, ვინაიდან თურქეთის ყოფნა ნატოში, ევროკავშირის კანდიდატად, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, ბევრად უარესი იქნებოდა, ვიდრე დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში. ამ შემთხვევაში ქილიჩდაროღლუ, ცხადია, დასავლეთისთვის უფრო მისაღები კანდიდატია და შეიძლება ჩვენთვისაც უკეთესი იყოს, რადგანაც რეგიონში სტაბილურობა და დემოკრატია საქართველოს ინტერესიც არის. სხვათა შორის, ქილიჩდაროღლუს ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური კურსი, რაც მან გააცხადა, ეს არის მშვიდობა თურქეთის ყველა მეზობელთან".