მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ფილმი, რომლის ყურებასაც პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე გირჩევთ
10 ფილმი, რომლის ყურებასაც პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე გირჩევთ

პო­ლი­ტი­კო­სი ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც გან­ტვირ­თვას და დას­ვე­ნე­ბას კარ­გი ფილ­მის ყუ­რე­ბი­სას, წიგ­ნის კი­თხვი­სას თუ კარ­გი მუ­სი­კის მოს­მე­ნი­სას ახერ­ხე­ბენ.

  • გთა­ვა­ზობთ 10 ფილ­მს, რომ­ლის ყუ­რე­ბა­საც ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე გირ­ჩევთ:

1. თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "მო­ნა­ნი­ე­ბა“ (1984)

ეს არის ფილ­მი, რო­მე­ლიც ასა­ხავს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რღვე­ვის და­წყე­ბის პრო­ცესს. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად ასა­ხავს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის რეპ­რე­სი­ებს. რო­გორც ვიცი, არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრი­ზი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, თავ­და­პირ­ვე­ლად ფილ­მის ყუ­რე­ბა მხო­ლოდ არა­ლე­გა­ლუ­რი გზით, ვი­დე­ო­კა­სე­ტი­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ოც­რად მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლად არის შეს­რუ­ლე­ბი. რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა ვუ­ყუ­რო, ჩემ­ში ძლი­ერ ემო­ცი­ებს იწ­ვევს.

2. თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ვედ­რე­ბა“ (1967)

"ვედ­რე­ბა“ ვაჟა ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბის გე­ნი­ა­ლუ­რი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აა. მას­ში ერ­თდრო­უ­ლად არის გად­მო­ცე­მუ­ლი, ვაჟ­კა­ცო­ბის, ჰუ­მა­ნიზ­მის, სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი.

3. ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას "ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რებ­ლი ამ­ბა­ვი“ (1985)

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ფილ­მი. ავ­ტო­რი სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბით, სიღ­რმი­სე­უ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ირო­ნი­ით ასა­ხავს საბ­ჭო­თა ყო­ფის აბ­სურ­დუ­ლო­ბას.

4. ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის "იყო შაშ­ვი მგა­ლო­ბე­ლი“ (1970)

ოთარ იო­სე­ლი­ან­მა ამ ფილმში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­მო­ა­ჩი­ნა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის ძი­ე­ბა­შია. ცალ­სა­ხად გვაჩ­ვე­ნა, რო­გორ ქრე­ბო­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი იმ ყო­ფა­ში. იმ პე­რი­ოდ­ში ასე­თი ფილ­მის გა­და­ღე­ბას დიდი სი­მა­მა­ცე სჭირ­დე­ბო­და.

5. ოლი­ვიე და­ჰა­ნის "ცხოვ­რე­ბა ვარ­დის­ფერ ფე­რებ­ში“ (2007)

ეს ფრან­გუ­ლი ფილ­მი ედიტ პი­ა­ფის ცხოვ­რე­ბის მი­ხედ­ვით არის გა­და­ღე­ბუ­ლი. და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ამას­თა­ნა­ვე, ბრწყინ­ვა­ლედ თა­მა­შობს მა­რი­ამ კო­ტი­არ­დი. ერთი ამო­სუნ­თქვით შე­იძ­ლე­ბა მისი ყუ­რე­ბა.

6. სტი­ვენ სპილ­ბერ­გის "შინდლე­რის სია“ (1993)

"შინდლე­რის სია“ მარ­თლაც რომ უბრწყინ­ვა­ლე­სი ფილ­მია და ნა­ცის­ტე­ბის მიერ ებ­რა­ე­ლე­ბის დევ­ნას ასა­ხავს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ არის გა­მო­ცე­მუ­ლი იმ პი­როვ­ნე­ბის ის­ტო­რია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა. ის­ტო­რია, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ ასე­ვე სა­ო­ცა­რი მუ­სი­კაა, რო­მე­ლიც ცალ­კე გან­ჯის და შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნია.

7. სტი­ვენ სპილ­ბერ­გის"რი­გი­თი რა­ი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად“ (1998)

ფილ­მი ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პა­თოსს ატა­რებს და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუხ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლია. ეს ფილ­მი იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ მას­ში მთე­ლი თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დია თავ­მოყ­რი­ლი. ტომ ჰენ­ქსი კი ხომ სა­ერ­თოდ გა­მორ­ჩე­უ­ლად თა­მა­შობს.

8 რო­ბერტ ზე­მეკ­სის "ფო­რესტ გამ­პი“ (1994)

ტომ ჰენ­ქსი, "ფო­რესტ გამ­პი­შიც" არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თა­მა­შობს, ფილ­მის სცე­ნა­რიც გა­მორ­ჩე­უ­ლია. ამ­ბა­ვი შე­ზღუ­დუ­ლი უნა­რე­ბის მქო­ნეს ადა­მი­ან­ზეა. ძა­ლი­ან კარ­გად არის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ არ არ­სე­ბობს შე­ზღუ­დუ­ლი უნა­რი, არ­სე­ბობს მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი კლი­შე. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჩვენ შე­ზღუ­დუ­ლი უნა­რე­ბის მქო­ნედ მი­ვიჩ­ნევთ, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იდე­ის ავ­ტო­რი იყოს და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბით, სხვებ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო­დაც კი ცხოვ­რობ­დეს.

9. მელ გიბ­სო­ნის "მა­მა­ცი გული“ (1995)

შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფილ­მია თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ზე, პატ­რი­ო­ტიზ­მზე, სი­მა­მა­ცე­ზე... მარ­თა­ლია ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი რე­ჟი­სო­რის მიერ არის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სხვა ის­ტო­რი­ულ ფილ­მებს შო­რის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვია. ფილ­მიც დი­ნა­მი­კუ­რად არის გა­და­ღე­ბუ­ლი და ამას­თა­ნა­ვე, მელ გიბ­სო­ნიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ თა­მა­შობს.

10. მი­ლოშ ფორ­მა­ნის "ვი­ღა­ცამ გუ­გუ­ლის ბუ­დეს გა­და­უფ­რი­ნა“ (1975)

ამ ფილ­მს ჩემს საყ­ვა­რელ ფილ­მებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს ბევ­რი მი­ზე­ზი გამო. ერთ-ერთი მი­ზე­ზის კი ის გახ­ლავთ, ფილ­მის ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვი თი­თო­ე­უ­ლი ინ­დი­ვი­დის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის სა­გაა, და რა თქმა უნდა, აქაც გა­მორ­ჩე­უ­ლად თა­მა­შობს ჯეკ ნი­კოლ­სო­ნი, სხვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
1

რა ადვილად იჯერებთ, მაგას ისე აინტერესებს ფილმები როგორც მე ჩინური...თავს იპიარებს! ამოუკრეფია ინტერნეტიდან..! ედიტ პიაფი აინტერესებს თურმე..!ვ.მ.პ. (ანუ, ვაი მაგის პატრონს)

`
1

ეს ფილმების ყურების მეტს არაფერს აკეთებდა?:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

10 ფილმი, რომლის ყურებასაც პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე გირჩევთ

10 ფილმი, რომლის ყურებასაც პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე გირჩევთ

პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც განტვირთვას და დასვენებას კარგი ფილმის ყურებისას, წიგნის კითხვისას თუ კარგი მუსიკის მოსმენისას ახერხებენ.

  • გთავაზობთ 10 ფილმს, რომლის ყურებასაც ბადრი ჯაფარიძე გირჩევთ:

1. თენგიზ აბულაძის "მონანიება“ (1984)

ეს არის ფილმი, რომელიც ასახავს საბჭოთა კავშირის რღვევის დაწყების პროცესს. ძალიან ემოციურად ასახავს გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების რეპრესიებს. როგორც ვიცი, არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული. სხვათა შორის, თავდაპირველად ფილმის ყურება მხოლოდ არალეგალური გზით, ვიდეოკასეტისების საშუალებით იყო შესაძლებელი. საოცრად მაღალმხატვრულად არის შესრულები. რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო, ჩემში ძლიერ ემოციებს იწვევს.

2. თენგიზ აბულაძის "ვედრება“ (1967)

"ვედრება“ ვაჟა ფშაველას ნაწარმოების გენიალური ეკრანიზაციაა. მასში ერთდროულად არის გადმოცემული, ვაჟკაცობის, ჰუმანიზმის, სტუმარმასპინძლობის მაგალითები.

3. ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებლი ამბავი“ (1985)

ძალიან მიყვარს ეს ფილმი. ავტორი საოცარი ოსტატობით, სიღრმისეულად, განსაკუთრებული ირონიით ასახავს საბჭოთა ყოფის აბსურდულობას.

4. ოთარ იოსელიანის "იყო შაშვი მგალობელი“ (1970)

ოთარ იოსელიანმა ამ ფილმში ძალიან საინტერესოდ წარმოაჩინა საბჭოთა პერიოდში მცხოვრები ადამიანის ისტორია, რომელიც ინდივიდუალობის ძიებაშია. ცალსახად გვაჩვენა, როგორ ქრებოდა ინდივიდუალიზმი იმ ყოფაში. იმ პერიოდში ასეთი ფილმის გადაღებას დიდი სიმამაცე სჭირდებოდა.

5. ოლივიე დაჰანის "ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ (2007)

ეს ფრანგული ფილმი ედიტ პიაფის ცხოვრების მიხედვით არის გადაღებული. და ძალიან საინტერესოა. ამასთანავე, ბრწყინვალედ თამაშობს მარიამ კოტიარდი. ერთი ამოსუნთქვით შეიძლება მისი ყურება.

6. სტივენ სპილბერგის "შინდლერის სია“ (1993)

"შინდლერის სია“ მართლაც რომ უბრწყინვალესი ფილმია და ნაცისტების მიერ ებრაელების დევნას ასახავს. ძალიან საინტერესოდ არის გამოცემული იმ პიროვნების ისტორია, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბევრი ადამიანი გადაარჩინა. ისტორია, რომ ძალიან საინტერესოა, მაგრამ ასევე საოცარი მუსიკაა, რომელიც ცალკე განჯის და შეფასების საგანია.

7. სტივენ სპილბერგის"რიგითი რაიანის გადასარჩენად“ (1998)

ფილმი ომის საწინააღმდეგო პათოსს ატარებს და არაჩვეულებრივი მუხტის მატარებელია. ეს ფილმი იმ თვალსაზრისითაც არის გამორჩეული, რომ მასში მთელი თანავარსკვლავედია თავმოყრილი. ტომ ჰენქსი კი ხომ საერთოდ გამორჩეულად თამაშობს.

8 რობერტ ზემეკსის "ფორესტ გამპი“ (1994)

ტომ ჰენქსი, "ფორესტ გამპიშიც" არაჩვეულებრივად თამაშობს, ფილმის სცენარიც გამორჩეულია. ამბავი შეზღუდული უნარების მქონეს ადამიანზეა. ძალიან კარგად არის გაანალიზებული, რომ არ არსებობს შეზღუდული უნარი, არსებობს მხოლოდ საზოგადოებაში გაბატონებული კლიშე. სინამდვილეში, ადამიანი, რომელსაც ჩვენ შეზღუდული უნარების მქონედ მივიჩნევთ, შეიძლება ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი იდეის ავტორი იყოს და სრულფასოვანი ცხოვრებით, სხვებზე საინტერესოდაც კი ცხოვრობდეს.

9. მელ გიბსონის "მამაცი გული“ (1995)

შესანიშნავი ფილმია თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, პატრიოტიზმზე, სიმამაცეზე... მართალია ისტორიული ფაქტები რეჟისორის მიერ არის ინტერპრეტირებული, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სხვა ისტორიულ ფილმებს შორის ყველაზე შთამბეჭდავია. ფილმიც დინამიკურად არის გადაღებული და ამასთანავე, მელ გიბსონიც ძალიან საინტერესოდ თამაშობს.

10. მილოშ ფორმანის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (1975)

ამ ფილმს ჩემს საყვარელ ფილმებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბევრი მიზეზი გამო. ერთ-ერთი მიზეზის კი ის გახლავთ, ფილმის ძირითადი მოტივი თითოეული ინდივიდის თავისუფლებისთვის ბრძოლის საგაა, და რა თქმა უნდა, აქაც გამორჩეულად თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი, სხვა არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად.

იხილეთ ასევე: