პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ" - ხაბეიშვილი მელიაზე
"იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ" - ხაბეიშვილი მელიაზე

ჩვენ ვა­პი­რებთ ბრძო­ლას და არა, დგო­მას. ვა­პი­რებთ მოძ­რა­ო­ბას და არა, უძ­რა­ო­ბას. კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რომ გვეხ­ვე­წე­ბი­ან, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი არ იყოს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ და ამას აკე­თებს რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა, რუსი ოლი­გარ­ქი და ვი­ღა­ცე­ბის რი­ტო­რი­კა ემ­თხვე­ვა - მე მა­ინ­ტე­რე­სებს რუსი ოლი­გარ­ქის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, ჩვე­ნი ხალ­ხის მო­მა­ვა­ლი და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ დროს კარ­გა­ვენ ამ ლაი-ლა­ი­ში, ვწუხ­ვარ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ის მო­უ­წო­დებს პარ­ტი­ის მე­ნე­ჯმენტს უარი თქვას მიმ­დი­ნა­რე ში­და­პარ­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე და გა­მო­ი­ჩი­ნოს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა.

რო­გორც ხა­ბე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მე­ლი­ას ეს გან­ცხა­დე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბას აგო­ნებს.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის ოც­ნე­ბაა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გა­ჩერ­დეს, ოფი­სე­ბი არ გახ­სნას, არ იაქ­ტი­უ­როს, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ შიდა დე­მოკ­რა­ტია არ იყოს და ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის ოც­ნე­ბაა, რომ გა­ჩერ­დეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“.

ახლა თქვენ, რაც წა­მი­კი­თხეთ, სა­ხე­ლი და გვა­რი რომ არ გეთ­ქვათ, ვი­ფიქ­რებ­დი, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ი­დან ხომ არ სა­უბ­რობს ვინ­მე-მეთ­ქი. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, პარ­ტია გაძ­ლი­ე­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს, პარ­ტი­ა­ში გაგ­რძელ­დე­ბა ში­და­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ შიდა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი პარ­ტი­ას აზი­ა­ნებ­დეს და თურ­მე, ჭო­რა­ო­ბა და პარ­ტი­ის ლან­ძღვა გი­ნე­ბა აძ­ლი­ე­რებს. ეს არის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ლო­გი­კა, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს რომ ვერ და­ე­წივ­ნენ და იმი­ტომ არი­ან დღეს იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მელ­შიც არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მე არ ვა­პი­რებ მათ­ზე კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვად გა­ა­კე­თოს ანა­ლი­ზი. ხაზს ვუს­ვამ, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ პარ­ტია შიდა დე­მოკ­რა­ტი­ით და­ზი­ან­დე­ბა და ამა­სო­ბა­ში, ეთერს არ ტო­ვე­ბენ იმის­თვის, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­ა­ყე­ნონ, რომ ზედ არ გა­და­უ­ა­რონ, რომ ტა­ლახ­ში არ გას­ვა­რონ და თურ­მე, ეს ყო­ფი­ლა პარ­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის გეგ­მა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გან­სა­ჯოს, ეს რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ არ­ჩევ­ნებ­საც, პარ­ტია გა­აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­საც, პარ­ტი­ას 45 ოფი­სი რომ აქვს და სა­დაც არ გვაქვს აღე­ბუ­ლი ახა­ლი ოფი­სე­ბი და­ვი­მა­ტებთ, გა­ვაძ­ლი­ე­რებთ ლო­ჯის­ტი­კა­საც, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­საც, აქ­ცი­ე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა და ამ დღე­ებ­ში თქვენ სა­ჯა­როდ გექ­ნე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია.

ჩვენ ვა­პი­რებთ ბრძო­ლას და არა, დგო­მას. ჩვენ ვა­პი­რებთ მოძ­რა­ო­ბას და არა, უძ­რა­ო­ბას. კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რომ გვეხ­ვე­წე­ბი­ან, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი არ იყოს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ და ამას აკე­თებს რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა, რუსი ოლი­გარ­ქი და ვი­ღა­ცე­ბის რი­ტო­რი­კა ემ­თხვე­ვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის ყვე­ლა­ზე კარ­გი მსა­ჯუ­ლი და ისი­ნი გა­და­წყვე­ტენ, ვინ არის მარ­თა­ლი და ვინ არის მტყუ­ა­ნი. ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად“- გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ხა­ბე­იშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ასე­ვე ნიკა მე­ლი­ას მიერ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ მე­ლია „თა­ვად გა­ვი­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლაფ­რი­დან“.

„რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ის წევ­რო­ბას, გუ­შინ­დე­ლი ეთე­რის შემ­დეგ, ჩემი აზ­რით, მან თა­ვად და­ტო­ვა ყვე­ლა სივ­რცე, რაც უკავ­შირ­დე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“. თა­ვად გა­ვი­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლაფ­რი­დან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთი სული აქვს კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, რომ იქ­ნებ, რო­გორ­მე პარ­ტი­ი­დან გავ­რი­ცხო - ეს არ არის ჩემი საქ­მე, ეს მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს. მე მა­ინ­ტე­რე­სებს რუსი ოლი­გარ­ქის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, ჩვე­ნი ხალ­ხის, ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ დროს კარ­გა­ვენ ამ ლაი-ლა­ი­ში, ვწუხ­ვარ ამის გამო. “- გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მან უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, თუ რა პო­ზი­ცია აქვს იმა­ზე, რომ მე­ლი­ამ გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა, მათ შო­რის ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­ზე, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­ზე და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­ზეც.

„ადე­იშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე იყო თა­ვად კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მე თვა­ლით არ მყავს ნა­ნა­ხი. ხა­ბე­იშ­ვილ­ზე თქვა, რომ ადე­იშ­ვი­ლი დგას მის უკა­ნო და ამას ამ­ბობ­დეს აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ადე­იშ­ვილ­მა სამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რომ და­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, ჩემ­თვის უც­ნა­უ­რია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ტყუ­ილს არ მი­ი­ღებს, ვერ მი­ი­ღებს და ვწუხ­ვარ ამის გამო. არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ მაქვს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რო, რომ­ლე­ბიც იმ­დე­ნად ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი არი­ან, რომ პარ­ტი­ის შექ­მნა უნ­დათ და ამა­საც ვერ აკე­თე­ბენ“, -გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

საიდან მოვიდნენ ნაცები? აშკარად მოქალაქეთა კავშირიდან, ის კი კომკავშირიდან! რა იდეა აკავშირებთ, რა დოკუმენტებშია აღწერილი მათი პარტიის ( ცოტა ხმამაღლაა ნათქვამი-ასეთი პოლიტიკური პარტია არ არსებობს, ფიურერის გარშემო მექანიკურად შეკოწიწებული განშტოებული კლანია და აქვს მუსოლინისგან ნასესხები ფორმით შემდგარი ეშელონიზირებული გარსაცმი აქტივისტების, ზონდერების და სხვა რიგითი ხელმოცარული აგრესიული ფანატი ავანტურისტების, რომელთა ერთობას სერიოზული გამოცდა მოუწყო 2012 წლის არჩევნებმა და ფიასკო და კაპიტულაცია, თვითდაშლაც კი გამოიწვია) პროგრამული მიზნები, ტაქტიკა, სტარტეგია და თუკი არის ასეთი დოკუმენტი, რამდენად მისდევენ მას? პასუხია, არანაირად არ მისდევენ -ეგ შირმაა მხოლოდ: იყვენ ნეოკონსერვატორები, თეორიაა ბოკერიასი, ახლაც ბოკერიასი აქვსთ, ოღონდ კონსერვატიზმი ბუშთან და მაკკეინისთან ერთად ფაფუ, ახლა სამოქალაქო ნაციონალიზმი და ევროატლანტიზმი და რაღაც სხვა ბატიბუტიზმი აქვსთ-ხუთიოდე ნანაცარი პარტიის საერთო ოფიციალური იდეოლოგიაა და ზოგადად ვირის ბატიბუტია, ბოკერიას გამბიტია !

გიგა
4

თორმე რა დონეზე არ ევასებოდა ნაცების ამომრჩეველს მელია,"დაჟე" ხაბეც კი აირჩია მის მაგივრად ......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ" - ხაბეიშვილი მელიაზე

"იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ" - ხაბეიშვილი მელიაზე

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და არა, დგომას. ვაპირებთ მოძრაობას და არა, უძრაობას. კონკრეტული ადამიანები რომ გვეხვეწებიან, პოლიტიკური პროცესი არ იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამას აკეთებს რუსული ოცნება, რუსი ოლიგარქი და ვიღაცების რიტორიკა ემთხვევა - მე მაინტერესებს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ხალხის მომავალი და კონკრეტული ადამიანები, რომ დროს კარგავენ ამ ლაი-ლაიში, ვწუხვარ, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის მოუწოდებს პარტიის მენეჯმენტს უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას ეს განცხადება სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის განცხადებას აგონებს.

"ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნების ოცნებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაჩერდეს, ოფისები არ გახსნას, არ იაქტიუროს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატია არ იყოს და ზოგადად, საქართველოში რუსული პარტიის ოცნებაა, რომ გაჩერდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

ახლა თქვენ, რაც წამიკითხეთ, სახელი და გვარი რომ არ გეთქვათ, ვიფიქრებდი, რომ სახელისუფლებო პარტიიდან ხომ არ საუბრობს ვინმე-მეთქი. ნებისმიერ შემთხვევაში, პარტია გაძლიერებას გააგრძელებს, პარტიაში გაგრძელდება შიდადემოკრატიული არჩევნები. წარმოუდგენელია, რომ შიდა დემოკრატიული არჩევნები პარტიას აზიანებდეს და თურმე, ჭორაობა და პარტიის ლანძღვა გინება აძლიერებს. ეს არის იმ ადამიანების ლოგიკა, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს რომ ვერ დაეწივნენ და იმიტომ არიან დღეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც არიან. შესაბამისად, მე არ ვაპირებ მათზე კომენტარების გაკეთებას. საზოგადოებამ თავად გააკეთოს ანალიზი. ხაზს ვუსვამ, როდესაც ამბობენ, რომ პარტია შიდა დემოკრატიით დაზიანდება და ამასობაში, ეთერს არ ტოვებენ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რომ ზედ არ გადაუარონ, რომ ტალახში არ გასვარონ და თურმე, ეს ყოფილა პარტიის გაძლიერების გეგმა. საზოგადოებამ განსაჯოს, ეს რამდენად ადეკვატურია. ჩვენ გავაგრძელებთ არჩევნებსაც, პარტია გააგრძელებს ფუნქციონირებასაც, პარტიას 45 ოფისი რომ აქვს და სადაც არ გვაქვს აღებული ახალი ოფისები დავიმატებთ, გავაძლიერებთ ლოჯისტიკასაც, ინფრასტრუქტურასაც, აქციებიც აუცილებლად იქნება და ამ დღეებში თქვენ საჯაროდ გექნებათ ინფორმაცია.

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და არა, დგომას. ჩვენ ვაპირებთ მოძრაობას და არა, უძრაობას. კონკრეტული ადამიანები რომ გვეხვეწებიან, პოლიტიკური პროცესი არ იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამას აკეთებს რუსული ოცნება, რუსი ოლიგარქი და ვიღაცების რიტორიკა ემთხვევა, საზოგადოება არის ყველაზე კარგი მსაჯული და ისინი გადაწყვეტენ, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, აუცილებლად“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი გამოეხმაურა ასევე ნიკა მელიას მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ მელია „თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან“.

„რაც შეეხება პარტიის წევრობას, გუშინდელი ეთერის შემდეგ, ჩემი აზრით, მან თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული აქვს კონკრეტულ ადამიანებს, რომ იქნებ, როგორმე პარტიიდან გავრიცხო - ეს არ არის ჩემი საქმე, ეს მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ხალხის, ქვეყნის მომავალი და კონკრეტული ადამიანები, რომ დროს კარგავენ ამ ლაი-ლაიში, ვწუხვარ ამის გამო. “- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა პოზიცია აქვს იმაზე, რომ მელიამ გადაცემაში ისაუბრა, მათ შორის ზურაბ ადეიშვილზე, დავით კეზერაშვილზე და ვანო მერაბიშვილზეც.

„ადეიშვილის მოადგილე იყო თავად კონკრეტული ადამიანი, მე თვალით არ მყავს ნანახი. ხაბეიშვილზე თქვა, რომ ადეიშვილი დგას მის უკანო და ამას ამბობდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ადეიშვილმა სამ თანამდებობაზე რომ დანიშნა, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ჩემთვის უცნაურია. საზოგადოება ამ ტყუილს არ მიიღებს, ვერ მიიღებს და ვწუხვარ ამის გამო. არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.