პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგიკულად დაღუპული მეუღლე და ცხოვრება ყველასგან მალულად: ორი მსახიობის დრამატული ცხოვრება - როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ "ველური გულის" "ჰაიმე" და "ანდრესი"
ტრაგიკულად დაღუპული მეუღლე და ცხოვრება ყველასგან მალულად: ორი მსახიობის დრამატული ცხოვრება - როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ "ველური გულის" "ჰაიმე" და "ანდრესი"

30 წელი გა­ვი­და მექ­სი­კუ­რი სე­რი­ა­ლის "ვე­ლუ­რი გუ­ლის" ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნი­დან. ვი­საც ერთხელ მა­ინც უნა­ხავს ვე­ლუ­რი ხუ­ა­ნი­სა და მორ­ცხვი მო­ნი­კას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რთუ­ლია და­ა­ვი­წყდეს თი­თო­ე­უ­ლი პეს­რო­ნა­ჟი, რო­მელ­თა პო­პუ­ლა­რო­ბაც მექ­სი­კის სა­ზღვრებს გას­ცდა.

ეს გახ­ლდათ სე­რი­ა­ლი, სა­დაც ორი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მსა­ხი­ო­ბი უარ­ყო­ფით რო­ლებს თა­მა­შობ­დნენ. სე­რი­ა­ლის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს უჭირ­დათ გას­ჩე­ნო­დათ უარ­ყო­ფი­თი გრძნო­ბა ულა­მა­ზე­სი ჰა­ი­მე­სა და ან­დრე­სის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც მთა­ვარ გმი­რებს სიყ­ვა­რულ­ში ხელს უშ­ლიდ­ნენ. სე­რი­ლის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, როკმ მთა­ვა­რი გმი­რე­ბი­დან ხუ­ა­ნი და მო­ნი­კა, იგი­ვე ედუ­არ­დო პა­ლო­მო და ედიტ გონ­სა­ლე­სი გარ­და­იც­ვალ­ნენ.

მა­მა­კა­ცი კა­რი­ე­რის პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე გუ­ლის შე­ტე­ვით ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში და­ი­ღუ­პა. ედი გონ­სა­ლე­სი კი რამ­დე­ნი­მე წლის წინ, 54 წლის ასაკ­ში სიმ­სივ­ნეს­თან მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ამ­ჯე­რად ჰა­ი­მე­სა და ან­დრეს­ზე მო­გიყ­ვე­ბით იგი­ვე ანა კოლ­ჩე­რო­სა და არი­ელ ლო­პეს პა­დი­ლი­ას ცხოვ­რე­ბა­ზე. რო­გორ გან­ვი­თარ­და ორი მსა­ხი­ო­ბის გზა, სტა­ტი­ა­ში წა­ი­კი­თხავთ.

სად გაქ­რა ჰა­ი­მე

55 წლის ანა კოლ­ჩე­რო წარ­მო­შო­ბით ეს­პა­ნე­ლია, მაგ­რამ მექ­სი­კა­ში ემიგ­რან­ტი მშობ­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ქალი ოთხი შვი­ლი­დან ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი იყო. ანა ად­რე­ულ ასაკ­ში გახ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მის მთა­ვარ გა­ტა­ცე­ბად კი ტე­ლე­ვი­ზია იქცა. 18 წლის ასაკ­ში, ხერ­ხე­მალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ არ სურ­და მშობ­ლე­ბის მი­თი­თე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა, ამ შემ­თხვე­ვა­ში სი­ცო­ცხლე მო­სა­წყენ საქ­მე­ებ­ზე უნდა და­ე­კარ­გა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ანა საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სას­წავ­ლად. 19 წლის ასაკ­ში მან უკვე მი­ი­ღო პირ­ვე­ლი როლი სე­რი­ალ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი არა­ერ­თი როლი შე­ას­რუ­ლა ძი­რი­თა­დად მექ­სი­კურ სე­რი­ა­ლებ­სა და ფილ­მებ­ში.

მსოფ­ლიო წარ­მა­ტე­ბა სე­რი­ა­ლებ­მა "ვე­ლუ­რი გული" და "ალონ­დრა" მო­უ­ტა­ნა.

შემ­დეგ წელს უკვე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო TV Azteca-სთან და მი­ი­ღო მთა­ვა­რი როლი ტე­ლე­ნო­ვე­ლა­ში "სიყ­ვა­რუ­ლის უფ­ლე­ბა,“ მაგ­რამ გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე იგი სხვა მსა­ხი­ობ­მა შეც­ვა­ლა, მი­ზე­ზი კომ­პა­ნი­ის მიერ კონ­ტრაქ­ტის დარ­ღვე­ვა გახ­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ი­წყო, რო­მე­ლიც ქალ­მა ხუთი წლის შემ­დეგ მო­ი­გო. 1999 წელს მან შე­ას­რუ­ლა მთა­ვა­რი როლი ტე­ლე­ნო­ვე­ლა­ში „იზა­ბე­ლა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქალი“, სა­დაც მისი პარტნი­ო­რი იყო კრის­ტი­ან მა­ი­ე­რი. ამის შემ­დეგ ანა ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან სა­მუ­და­მოდ გაქ­რა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით წა­გე­ბის შემ­დეგ TV Azteca-მ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა რათა ანა ეკ­რა­ნებ­ზე აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

2000 წელს და­ქორ­წინ­და ან­თრო­პო­ლოგ ხოსე დელ ვა­ლე­ზე, რო­მე­ლიც მას­ზე 18 წლით უფ­რო­სი იყო. ქორ­წი­ნე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

2006 წელს გა­მო­ი­ცა მისი სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნი "ორ ცე­ცხლს შუა“. 2012 წელს მე­ო­რე რო­მა­ნი „დრო­ის ბავ­შვე­ბი, დის­ტო­პია 2060 წელს...“ მომ­დევ­ნო წლებ­ში ანას კი­დევ სამი რო­მა­ნი გა­მო­ვი­და.

1999 წლის შემ­დეგ მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი სა­ი­დუმ­ლო რჩე­ბა. ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში 2022 წელს არი­ელ ლო­პეს პა­დი­ლი­ამ (ან­დრე­სის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი) მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ანა სა­ვა­რა­უ­დოდ ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს.

ლო­პეს პა­დი­ლი­ამ და­ა­მა­ტა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ეძებ­და ანას, მას­თან სა­უ­ბა­რი ვერ შეძ­ლო: ”მე მას რა­ღაც მო­მენ­ტში ვე­ძებ­დი არა­პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­მიკ­ვირ­და, რომ ის არ და­მი­კავ­შირ­და, რად­გან ჩვენ ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და”, - თქვა არი­ელ­მა.

ან­დრეს­ზე...

მექ­სი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი არი­ელ ლო­პეს პა­დი­ლია გვა­და­ლა­ხა­რა­ში 1962 წლის 12 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და. ის იყო შუ­ა­თა­ნა ძმა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ამის გამო უფ­რო­სი და უმ­ცრო­სი ძმა ფრან­სის­კო და ჰო­რა­ციო "სენდვი­ჩის ძმას" ეძახ­დნენ. არი­ე­ლი ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რი და ყუ­რა­დღე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი იყო. ოც­ნე­ბობ­და მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე, სპორ­ტსმე­ნო­ბა­ზე, ასე­ვე უნ­დო­და ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

მსა­ხი­ო­ბო­ბის ნიჭი ჯერ კი­დევ ად­რე­ულ ასაკ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის აწყობ­და კონ­ცერ­ტებს, დგამ­და შო­უ­ებს, სა­ნაც­ვლოდ კი სა­ჩუქ­რებს იღებ­და. არი­ე­ლის დე­ი­და დუ­ნია ზალ­დი­ვა­რი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდა, ის დის შვილს სამ­სა­ხი­ო­ბო ტექ­ნი­კას ას­წავ­ლი­და, ურ­ჩევ­და ლი­ტე­რა­ტუ­რას.

სიმ­პა­ტი­უ­რი არი­ე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში გა­სუქ­და. სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ კა­ლათ­ბურთზე მი­სუ­ლი­ყო. სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ისე შე­უყ­ვარ­და, რომ დღემ­ზე მოყ­ვა­რულ მო­თა­მა­შედ რჩე­ბა.

თუმ­ცა, მისი ნამ­დვი­ლი გა­ტა­ცე­ბა ყო­ველ­თვის იყო კლა­სი­კუ­რი ბა­ლე­ტი. არი­ე­ლი სწავ­ლობ­და გვა­და­ლა­ხა­რას სა­უ­კე­თე­სო აკა­დე­მი­ებ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მე­ხი­კო­ში, Instituto Nacional de Bellas Artes (I.N.B.A.) მო­ცეკ­ვა­ვედ აიყ­ვა­ნა. მალე წარ­მა­ტე­ბულ მო­ცეკ­ვა­ვედ იქცა. დას­თან ერTად მოგ­ზა­უ­რობ­და ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა: კუბა, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­შიც კი. ის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ბა­ლე­რო­ნად ით­ვლე­ბო­და მოს­კო­ვის თე­ატ­რში.

არი­ელ­მა ყო­ველ­თვის იცო­და, რომ ოდეს­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დაბ­რუ­ნე­ბო­და მსა­ხი­ო­ბო­ბას. მან უარი თქვა ბა­ლეტ­ზე და ჩა­ი­რი­ცხა სამ­სა­ხი­ო­ბო სკო­ლა­ში, მხო­ლოდ იმის­თვის, რომ და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა ყვე­ლას­თვის, რომ მისი ნამ­დვი­ლი მო­წო­დე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბა იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ლე­ვე რამ­დე­ნი­მე სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს, პო­პუ­ლა­რო­ბას სე­რი­ალ „ვე­ლუ­რი გუ­ლის“ გა­მოს­ვლის შემ­დეგ მი­აღ­წია.

ამ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბი მა­ი­ა­მი­ში ცხოვ­რობს, სა­დაც მიწ­ვე­უ­ლია, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ თე­ატ­რში და ძი­რი­თა­დად სპექ­ტაკ­ლებ­შია და­კა­ვე­ბუ­ლი.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

პა­დი­ლია ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძარ­ცვის დროს და­ი­ღუ­პა. ქალს ში­შის­გან გული გა­უს­კდა. ამ დროს მათი ქა­ლიშ­ვი­ლი 9 წლის იყო. მან ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. მას წლე­ბის მან­ძილ­ზე მა­მას­თან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

ბო­ლოს მსა­ხი­ო­ბი 2015 წელს და­ქორ­წინ­და პა­უ­ლი­ნა მან­სი­ლა­ზე, რო­მე­ლიც 2010 წელს გა­იც­ნო ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნი­ის დროს. მა­შინ მსა­ხი­ობს გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, შვი­ლი აღარ ჰყო­ლო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ოჯა­ხი გა­ი­ზარ­და.

არი­ელს და პა­უ­ლი­ნას ახლა ორი შვი­ლი ჰყავ­და: სან­ტი­ა­გო და ჯუ­ლია, 7 და 4 წლის, რომ­ლებ­თა­ნაც მა­რი­ას კარ­გი და-ძმის ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. მსა­ხი­ო­ბის თქმით, მის­მა მე­უღ­ლემ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა უფ­როს ქა­ლიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

"ეშ­მა­კი ხუ­ა­ნის“ ნა­ად­რე­ვად დას­რუ­ლე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლე და შვი­ლი, რო­მე­ლიც მა­მის ას­ლია - ლე­გენ­და­რუ­ლი სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბის, ედუ­არ­დო პა­ლო­მოს ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

ტრაგიკულად დაღუპული მეუღლე და ცხოვრება ყველასგან მალულად: ორი მსახიობის დრამატული ცხოვრება - როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ "ველური გულის" "ჰაიმე" და "ანდრესი"

ტრაგიკულად დაღუპული მეუღლე და ცხოვრება ყველასგან მალულად: ორი მსახიობის დრამატული ცხოვრება - როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ "ველური გულის" "ჰაიმე" და "ანდრესი"

30 წელი გავიდა მექსიკური სერიალის "ველური გულის" ტელეეკრანზე გამოჩენიდან. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ველური ხუანისა და მორცხვი მონიკას სიყვარულის ისტორია, რთულია დაავიწყდეს თითოეული პესრონაჟი, რომელთა პოპულარობაც მექსიკის საზღვრებს გასცდა.

ეს გახლდათ სერიალი, სადაც ორი ძალიან ლამაზი მსახიობი უარყოფით როლებს თამაშობდნენ. სერიალის თაყვანისმცემლებს უჭირდათ გასჩენოდათ უარყოფითი გრძნობა ულამაზესი ჰაიმესა და ანდრესის წინააღმდეგ, რომლებიც მთავარ გმირებს სიყვარულში ხელს უშლიდნენ. სერილის თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია, როკმ მთავარი გმირებიდან ხუანი და მონიკა, იგივე ედუარდო პალომო და ედიტ გონსალესი გარდაიცვალნენ.

მამაკაცი კარიერის პოპულარობის პიკზე გულის შეტევით ახალგაზრდა ასაკში დაიღუპა. ედი გონსალესი კი რამდენიმე წლის წინ, 54 წლის ასაკში სიმსივნესთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ამჯერად ჰაიმესა და ანდრესზე მოგიყვებით იგივე ანა კოლჩეროსა და არიელ ლოპეს პადილიას ცხოვრებაზე. როგორ განვითარდა ორი მსახიობის გზა, სტატიაში წაიკითხავთ.

სად გაქრა ჰაიმე

55 წლის ანა კოლჩერო წარმოშობით ესპანელია, მაგრამ მექსიკაში ემიგრანტი მშობლების ოჯახში დაიბადა. ქალი ოთხი შვილიდან ყველაზე უფროსი იყო. ანა ადრეულ ასაკში გახდა დამოუკიდებელი, მის მთავარ გატაცებად კი ტელევიზია იქცა. 18 წლის ასაკში, ხერხემალზე სერიოზული ოპერაციის გაკეთების შემდეგ მიხვდა, რომ არ სურდა მშობლების მითითებების შესრულება და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა, ამ შემთხვევაში სიცოცხლე მოსაწყენ საქმეებზე უნდა დაეკარგა. უნივერსიტეტის მიტოვების შემდეგ ანა საფრანგეთში გაემგზავრა სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად. 19 წლის ასაკში მან უკვე მიიღო პირველი როლი სერიალში. მოგვიანებით კი არაერთი როლი შეასრულა ძირითადად მექსიკურ სერიალებსა და ფილმებში.

მსოფლიო წარმატება სერიალებმა "ველური გული" და "ალონდრა" მოუტანა.

შემდეგ წელს უკვე მუშაობა დაიწყო TV Azteca-სთან და მიიღო მთავარი როლი ტელენოველაში "სიყვარულის უფლება,“ მაგრამ გადაღებების დასრულებამდე იგი სხვა მსახიობმა შეცვალა, მიზეზი კომპანიის მიერ კონტრაქტის დარღვევა გახდა. სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც ქალმა ხუთი წლის შემდეგ მოიგო. 1999 წელს მან შეასრულა მთავარი როლი ტელენოველაში „იზაბელა, შეყვარებული ქალი“, სადაც მისი პარტნიორი იყო კრისტიან მაიერი. ამის შემდეგ ანა ტელეეკრანებიდან სამუდამოდ გაქრა. მედიის ინფორმაციით წაგების შემდეგ TV Azteca-მ ყველაფერი გააკეთა რათა ანა ეკრანებზე აღარ დაბრუნებულიყო.

2000 წელს დაქორწინდა ანთროპოლოგ ხოსე დელ ვალეზე, რომელიც მასზე 18 წლით უფროსი იყო. ქორწინება განქორწინებით დასრულდა.

2006 წელს გამოიცა მისი სადებიუტო რომანი "ორ ცეცხლს შუა“. 2012 წელს მეორე რომანი „დროის ბავშვები, დისტოპია 2060 წელს...“ მომდევნო წლებში ანას კიდევ სამი რომანი გამოვიდა.

1999 წლის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი საიდუმლო რჩება. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში 2022 წელს არიელ ლოპეს პადილიამ (ანდრესის როლის შემსრულებელი) მედიასთან განაცხადა, რომ ანა სავარაუდოდ ესპანეთში ცხოვრობს.

ლოპეს პადილიამ დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ეძებდა ანას, მასთან საუბარი ვერ შეძლო: ”მე მას რაღაც მომენტში ვეძებდი არაპირდაპირი კონტაქტების საშუალებით, გამიკვირდა, რომ ის არ დამიკავშირდა, რადგან ჩვენ ძალიან ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა”, - თქვა არიელმა.

ანდრესზე...

მექსიკელი მსახიობი არიელ ლოპეს პადილია გვადალახარაში 1962 წლის 12 აგვისტოს დაიბადა. ის იყო შუათანა ძმა, მოგვიანებით ინტერვიუში ამბობდა, რომ ამის გამო უფროსი და უმცროსი ძმა ფრანსისკო და ჰორაციო "სენდვიჩის ძმას" ეძახდნენ. არიელი ძალიან მოუსვენარი და ყურადღების მოყვარული იყო. ოცნებობდა მსახიობობაზე, სპორტსმენობაზე, ასევე უნდოდა ცნობილი მწერალი გამხდარიყო.

მსახიობობის ნიჭი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გამოავლინა. ოჯახის წევრებისთვის აწყობდა კონცერტებს, დგამდა შოუებს, სანაცვლოდ კი საჩუქრებს იღებდა. არიელის დეიდა დუნია ზალდივარი მსახიობი გახლდა, ის დის შვილს სამსახიობო ტექნიკას ასწავლიდა, ურჩევდა ლიტერატურას.

სიმპატიური არიელი თინეიჯერობის ასაკში გასუქდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ კალათბურთზე მისულიყო. სპორტის ეს სახეობა ისე შეუყვარდა, რომ დღემზე მოყვარულ მოთამაშედ რჩება.

თუმცა, მისი ნამდვილი გატაცება ყოველთვის იყო კლასიკური ბალეტი. არიელი სწავლობდა გვადალახარას საუკეთესო აკადემიებში, მოგვიანებით კი მეხიკოში, Instituto Nacional de Bellas Artes (I.N.B.A.) მოცეკვავედ აიყვანა. მალე წარმატებულ მოცეკვავედ იქცა. დასთან ერTად მოგზაურობდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: კუბა, საფრანგეთი, გერმანია, შეერთებული შტატები და ყოფილ საბჭოთა კავშირშიც კი. ის პრივილეგირებულ ბალერონად ითვლებოდა მოსკოვის თეატრში.

არიელმა ყოველთვის იცოდა, რომ ოდესღაც აუცილებლად უნდა დაბრუნებოდა მსახიობობას. მან უარი თქვა ბალეტზე და ჩაირიცხა სამსახიობო სკოლაში, მხოლოდ იმისთვის, რომ დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ მისი ნამდვილი მოწოდება მსახიობობა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მალევე რამდენიმე სერიალში გადაიღეს, პოპულარობას სერიალ „ველური გულის“ გამოსვლის შემდეგ მიაღწია.

ამჟამად მსახიობი მაიამიში ცხოვრობს, სადაც მიწვეულია, როგორც ადგილობრივ თეატრში და ძირითადად სპექტაკლებშია დაკავებული.

პირადი ცხოვრება

პადილია ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე შეიარაღებული ძარცვის დროს დაიღუპა. ქალს შიშისგან გული გაუსკდა. ამ დროს მათი ქალიშვილი 9 წლის იყო. მან ძალიან მძიმედ გადაიტანა დედის გარდაცვალება. მას წლების მანძილზე მამასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.

ბოლოს მსახიობი 2015 წელს დაქორწინდა პაულინა მანსილაზე, რომელიც 2010 წელს გაიცნო ანტინარკოტიკული კამპანიის დროს. მაშინ მსახიობს გადაწყვეტილი ჰქონდა, შვილი აღარ ჰყოლოდა, თუმცა მოგვიანებით მისი ოჯახი გაიზარდა.

არიელს და პაულინას ახლა ორი შვილი ჰყავდა: სანტიაგო და ჯულია, 7 და 4 წლის, რომლებთანაც მარიას კარგი და-ძმის ურთიერთობა აქვს. მსახიობის თქმით, მისმა მეუღლემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უფროს ქალიშვილთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში.

წაიკითხეთ ასევე:

"ეშმაკი ხუანის“ ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე და შვილი, რომელიც მამის ასლია - ლეგენდარული სერიალის მსახიობის, ედუარდო პალომოს ტრაგიკული ცხოვრება