თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთელი დასავლური საზოგადოება რუსული რეჟიმისგან დისტანცირდა და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან.
"მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება რუსული რეჟიმისგან დისტანცირდა და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან. ქართველი ხალხი ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს 20 პროცენტით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადა ვედანტ პატელმა ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის პასუხად.
ვფიქრობ ამერიკელების მხრიდან დიდი შეცდომა იყო საქართველოში მათი დიპლომატიური სტრატეგიის რადიკალების შეთავაზებულ თარგზე აწყობა. ამით მათ სერიოზულად დააზიანეს ქვეყნის ლეგიტიმურ მმართველებთან საკუთარი ურთიერთობა და გააჩინეს პრობლემა იქ სადაც პრობლემა არ არსებობდა. კეზერაშვილ მერაბიშვილის მომაკვდავი პარტიის ნარატივთან თანხვედრა "რუსული ოცნება" "პუტინის მონები" " ივანიშვილის ჩმორები" და ა.შ. არის მცდარი და წამგებიანი ტაქტიკა, რასაც სინამდვილეში არც რევოლუცია მოჰყვება და არც არჩევნებში გამარჯვება. ქალბატონ დეგნანს მისი ყურადღება მთავრობასთან ჯანმრთელი ურთიერთობის ჩამოყალიბებისაკენ უნდა მიემართა, რაც პრინციპში მისი როგორც ელჩის პირდაპირი მოვალეობაც იყო.
ზაფხულში დაგეგმილია ყველა იმ ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა, ვისაც აშშ - მ სანქციები დაუწესა. საუბარია ე.წ. "სანქციადადებულთა კავშირის" შექმნაზე, რომლის მიზანია ამერიკის ჰეგემონიის დასრულება. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ - ის მეტნაკლებად მძიმე სანქციები მსოფლიოს 100 - ზე მეტ ქვეყანას აქვს დაწესებული, მათ შორის ჩინეთს, რუსეთს, ინდოეთს, თურქეთს და ა.შ. ეს სულაც არ არის სახუმარო საქმე. მოკლედ, კაცმა არ იცის, რით დასრულდება მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების დაპირისპირება.