პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნებამდე 3 დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნებამდე 3 დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა

თურ­ქე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სამი დღით ადრე, ოთხი კან­დი­და­ტი­დან ერთ-ერ­თმა, მუ­ჰა­რემ ინ­ჯემ, სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

მან წას­ვლის ერთ-ერთ მი­ზე­ზად სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ყალ­ბი სუ­რა­თე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. მუ­ჰა­რემ ინ­ჯეს მტკი­ცე­ბით, 45 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ლის­წა­მე­ბის მსხვერ­პლი იყო და თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი რე­პუ­ტა­ცია ვერ და­იც­ვა.

BBC-ი წერს, რომ კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­ჰა­რემ ინ­ჯეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის უდი­დეს კონ­კუ­რენტს, ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს დიდ ბიძგს აძ­ლევს, რო­მე­ლიც ექ­ვსი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ალი­ანსს ხელ­მძღვა­ნე­ლობს და ბოლო გა­მო­კი­თხვე­ბით მას ხმას ამომ­რჩევ­ლის 49%-ი აძ­ლევს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მო­კი­თხვე­ბის თა­ნახ­მად, მუ­ჰა­რემ ინ­ჯეს ამომ­რჩევ­ლის მცი­რე ნა­წი­ლი აძ­ლევს ხმას, ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მის მიერ კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის შე­დე­გად, შე­საძ­ლოა, ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუმ ხმე­ბის 50%-ზე მეტი მი­ი­ღოს.

ცნო­ბი­სათ­ვის, თურ­ქეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კვი­რას, 14 მა­ისს იმარ­თე­ბა. თუ ხმე­ბის 50%-ს ვერ­ცერ­თი კან­დი­და­ტი ვერ მი­ი­ღებს, არ­ჩევ­ნე­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა. არ­ჩევ­ნებ­ში, მუ­ჰა­რემ ინ­ჯეს მიერ კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტო­ბის სამი კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
25

ერ­დო­ღა­ნის მთა­ვარ კონ­კუ­რენტს, ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს მხარს უჭერს აშშ.

ამ ზესახელმწიფოს არ აწყობს ერდოღანის დამოუკიდებელი პოლიტიკა და ხელს უწყობს მის ოპოზიციურ კანდიდატს ხელისუფლებაში მოსვლას.

თუ ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუმ გაიმარჯვა, მაშინ თურქეთს ისეთივე მარიონეტი პრეზიდენტი ეყოლება, როგორც ზელენსკია.

ამ შემთხვევაში აშშ ყველაფერს გააკეთებს თურქეთის ასე თუ ისე ნეიტრალური პოზიციის შესაცვლელად რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. მოკლედ დიდი ალბათობით მოხდება ამ ომის ესკალაცია....

რაც შეეხება საქართველოს

ჩვენი ქვეყნისათვის არა მგონია კარგი იყოს მისი პრეზიდენტად არჩევა, ვინაიდან ის არის თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, რომელიც პოლიტიკურ არენაზე იკავებს მემარცხენე ცენტრისტულ და ქემალისტურ პოზიციებს.

მისი პარტიის ემბლემაზე ექვსი ისარი სიმბოლოა ქემალიზმის ფუნდამენტური პრინციპების: რესპუბლიკანიზმი, ნაციონალიზმი, სტატიზმი, პოპულიზმი, ლაიციზმი (სეკულარიზმი) და რევოლუციონიზმი.

Qeto
10

ამისთანა რას დაემუქრნენ? არადა, გაიმარჯვებდა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნებამდე 3 დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნებამდე 3 დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთმა, მუჰარემ ინჯემ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად სექსუალური ხასიათის ყალბი სურათები დაასახელა. მუჰარემ ინჯეს მტკიცებით, 45 დღის განმავლობაში ცილისწამების მსხვერპლი იყო და თურქეთის ხელისუფლებამ მისი რეპუტაცია ვერ დაიცვა.

BBC-ი წერს, რომ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით მუჰარემ ინჯეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უდიდეს კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს დიდ ბიძგს აძლევს, რომელიც ექვსი ოპოზიციური პარტიის ალიანსს ხელმძღვანელობს და ბოლო გამოკითხვებით მას ხმას ამომრჩევლის 49%-ი აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების თანახმად, მუჰარემ ინჯეს ამომრჩევლის მცირე ნაწილი აძლევს ხმას, ოპოზიციის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ მის მიერ კანდიდატურის მოხსნის შედეგად, შესაძლოა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 50%-ზე მეტი მიიღოს.

ცნობისათვის, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 14 მაისს იმართება. თუ ხმების 50%-ს ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ მეორე ტური გაიმართება. არჩევნებში, მუჰარემ ინჯეს მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, პრეზიდენტობის სამი კანდიდატი მონაწილეობს.