პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მომ­ხმა­რებ­ლებს აფრ­თხი­ლებს. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მომ­ხმა­რებ­ლებს სხვა­დას­ხვა ვებგ­ვერ­დზე მათი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის შევ­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ, გარ­კვე­უ­ლი ფუ­ლა­დი თუ სხვა პრი­ზე­ბის მო­გე­ბის და­პი­რე­ბით, გა­თა­მა­შე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი არა­ნა­ი­რი მსგავ­სი სა­ხის ონ­ლა­ინ გა­თა­მა­შე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას არ ახ­დენს.

„პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მომ­ხმა­რებ­ლებს სხვა­დას­ხვა ვებგ­ვერ­დზე მათი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის შევ­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ, გარ­კვე­უ­ლი ფუ­ლა­დი თუ სხვა პრი­ზე­ბის მო­გე­ბის და­პი­რე­ბით, გა­თა­მა­შე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. ამას­თან, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში, გა­თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­ხე­ლი­თაც გავ­რცელ­და. მათ შო­რის, მომ­ხმა­რებ­ლებს ამ შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის სხვა პი­რებ­თან გავ­რცე­ლე­ბის­კენ უბიძ­გებ­დნენ. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი არა­ნა­ი­რი მსგავ­სი სა­ხის ონ­ლა­ინ გა­თა­მა­შე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას არ ახ­დენს.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა თუ მო­ნა­ცე­მე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა თაღ­ლი­თუ­რი ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის რის­კი.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში ფი­ნან­სუ­რი თუ პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­თი­თე­ბი­სას, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, გა­და­ა­მოწ­მონ და კარ­გად და­აკ­ვირ­დნენ ვებგ­ვერ­დის მი­სა­მართს, სა­დაც შეჰ­ყავთ ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­ძი­ონ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი, ხოლო თუ კომ­პა­ნია, ერთი შე­ხედ­ვით, სან­დო და ნაც­ნო­ბია, გა­და­ა­მოწ­მონ შე­თა­ვა­ზე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა.

და­მა­ტე­ბით მო­გი­წო­დებთ, და­იც­ვათ შემ­დე­გი წე­სე­ბი: შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე არ გა­დას­ცეთ სხვა პი­რებს პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის უნე­ბარ­თვო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

გა­და­ა­მოწ­მეთ ვებგ­ვერ­დის მი­სა­მარ­თი - ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე შე­ა­მოწ­მეთ ის მი­სა­მარ­თი, სა­დაც მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნას აპი­რებთ. შე­ა­ფა­სეთ ვებგ­ვერ­დის შიგ­თავ­სი (კონ­ტენ­ტი). ყალ­ბი ვებგ­ვერ­დის შექ­მნი­სას დიდი ყუ­რა­დღე­ბა და რე­სურ­სი ეთ­მო­ბა იმას, რომ ის ნამ­დვი­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დის მსგავ­სი იყოს.

და­აკ­ვირ­დით, რომ ტექ­სტი ში­ნა­არ­სობ­რი­ვად იყოს გა­მარ­თუ­ლი და არ შე­ი­ცავ­დეს ორ­თოგ­რა­ფი­ულ შეც­დო­მებს. უკი­დუ­რე­სი სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დეთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ­სე­ბულ ფი­ნან­სურ შე­თა­ვა­ზე­ბებს. გა­და­ა­მოწ­მეთ ვებგ­ვერ­დის მფლო­ბე­ლი - www.WHO.is, მომ­ხმა­რე­ბელს კონ­კრე­ტუ­ლი მი­სა­მარ­თის ნამ­დვი­ლო­ბის გა­და­მოწ­მე­ბა შე­უძ­ლია. გა­დახ­დის სან­დო წყა­რო - ნამ­დვი­ლი ან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი მომ­ხმა­რე­ბელს ყო­ველ­თვის მოს­თხოვს გა­დახ­დის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­გა­დახ­დო ბა­რა­თის ან ოფი­ცი­ა­ლუ­რი პორ­ტა­ლის (მაგ., PayPal) მეშ­ვე­ო­ბით.

და­მა­ტე­ბი­თი შე­კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ცხელ ხაზ­ზე - 032 2 406 406. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი კი შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ აქ. ფი­ნან­სურ თაღ­ლი­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ვებგ­ვერ­დზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ და ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს.

„პერიოდულად სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს.

გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა.

დამატებით მოგიწოდებთ, დაიცვათ შემდეგი წესები: შემოწმების გარეშე არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება.

გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი - ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის მისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი (კონტენტი). ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს.

დააკვირდით, რომ ტექსტი შინაარსობრივად იყოს გამართული და არ შეიცავდეს ორთოგრაფიულ შეცდომებს. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი - www.WHO.is, მომხმარებელს კონკრეტული მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. გადახდის სანდო წყარო - ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ., PayPal) მეშვეობით.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 032 2 406 406. საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებები კი შეგიძლიათ იხილოთ აქ. ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.