ესპანეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 წლის ქუთაისელი გოგონა ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მეექვსე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
"3 წლით წადიო, ასე უბრძანა უფალმა... 3 წელი აბედნიერე ხალხიო, დატოვე დიდი სიყვარული მათში და ისევ მე დამიბრუნდიო... და აი წაიყვანა უფალმა ჩემი ანგელოზი... ჩემო ტკივილო, ჩემო ფაიფურის თოჯინავ" - წერს გარდაცვლილი გოგონას დედა.
ხალხო, ესპანეთშია, უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში, ალბათ ირგვლივ ბევრიც არავინ ჰყავს, ვინც მის ტკივილს გულთან ისე ახლოს მიიტანს, როგორც საკუთარი ხალხი და, აბა, სად თქვას, საიდან მოგწვდეთ? რატომ კიცხავთ, ვერ ვხვდები. თუ თანაგრძნობა არ შეგიძლიათ, გულს მაინც ნუ გაუხეთქავთ ისედაც გულდათუთქულ დედას.
ღმერთო მაპატიე,ამ დროს ფეისბუკპოსტების თავი აქვს ხალხს?