სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით არახამია აქამდე გაცილებით უფრო აგრესიული იყო, ახლა მელაკუდობა გადაწყვიტა..." - გია ვოლსკი
"დავით არახამია აქამდე გაცილებით უფრო აგრესიული იყო, ახლა მელაკუდობა გადაწყვიტა..." - გია ვოლსკი

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის გია ვოლ­სკის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ვით არა­ხა­მია ან­ტი­ქარ­თუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნია, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი კი - უტი­ფა­რი.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბე­ბი ადრე უფრო აგ­რე­სი­უ­ლი იყო, ახლა კი "მე­ლა­კუ­დო­ბა გა­და­წყვი­ტა“.

"[პრე­მი­ერ­მა] კი თქვა "არა­რა­ო­ბა“, მაგ­რამ მე უფრო "უტი­ფარს“ ვი­ტყო­დი. არ ვიცი, "არა­რა­ო­ბა“ "უტი­ფა­რი“ რამ­დე­ნად ჰგავს ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ადა­მი­ან­მა დაგ­ვამ­ცი­რა, მთელს სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მაგ­რამ ერთ რა­მეს მინ­და და­ვაკ­ვირ­დე და გა­ვა­კე­თო აქ­ცენ­ტი, არა­ხა­მია ადრე სხვა თე­მებ­ზე სა­უბ­რობ­და, პრო­ცეს­ში ჩარ­თვა­ზე, სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თვა­ზე, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო აგ­რე­სი­უ­ლი იყო, მაგ­რამ ახლა მე­ლა­კუ­დო­ბა გა­და­წყვი­ტა, ვი­თომ არ­ჩევ­ნებს ელო­დე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისიც იგი­ვე ენერ­გი­ი­თაა ჩარ­თუ­ლი ამ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გორც ადრე იყო. იგი გა­მოზ­რდი­ლია "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რის, სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ და ზუს­ტად ამ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, უბ­რა­ლოდ, ახლა გა­და­წყვი­ტა არ­ჩევ­ნებ­ზე ილა­პა­რა­კოს. ადა­მი­ა­ნი არის ან­ტი­ქარ­თუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, ში­ნა­არ­სის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სიც­რუ­ეს ავ­რცე­ლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უტი­ფა­რია თვი­თონ და შე­სა­ბა­მი­სად მისი გან­ცხა­დე­ბე­ბიც არის უტი­ფა­რი“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, რო­გორც და­ვით არა­ხა­მი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აღარ იქ­ნე­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი აღარ შე­ე­გუ­ე­ბა ასეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, თუმ­ცა არა ამ ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე1
1

აკი დაგიჯერებდი შენი სხვა სრულიად ტყუილი და ცრუ კომენტარები რომ არ ვიცოდე! აფერისტი ხარ აშკარად ტროლსაც ვერ გიწოდებ. და რა დონეც ხარ!!!გამოჩნდა! ტაქსის მძღოლებისათვისო!!ყველაზე იაფფასიანიო.. და ა.შ. კარგად წაიკითხონ ტაქსის მძღოლებმა, ჩემი მაგობარიც ტაქსის მძღოლია და გავასივებდი ცემით თუ გავიგე ვინ არისო. მოკლედ გვარიანი ნაგავი ხარ. თუ კი ასეთი ოჯახიდან არის არახამია და სერიოზული და საკმაოდ მაღალი რანგის პიროვნებად ჩამოყალიბდა აფერუმ არახამიას... 

Qeto
183

უო, მოეწონა ამ კამსამოლას არახამია...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დავით არახამია აქამდე გაცილებით უფრო აგრესიული იყო, ახლა მელაკუდობა გადაწყვიტა..." - გია ვოლსკი

"დავით არახამია აქამდე გაცილებით უფრო აგრესიული იყო, ახლა მელაკუდობა გადაწყვიტა..." - გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინელი მაღალჩინოსანი დავით არახამია ანტიქართული აზროვნების ადამიანია, მისი განცხადებები კი - უტიფარი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არახამიას განცხადებები ადრე უფრო აგრესიული იყო, ახლა კი "მელაკუდობა გადაწყვიტა“.

"[პრემიერმა] კი თქვა "არარაობა“, მაგრამ მე უფრო "უტიფარს“ ვიტყოდი. არ ვიცი, "არარაობა“ "უტიფარი“ რამდენად ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა დაგვამცირა, მთელს საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. მაგრამ ერთ რამეს მინდა დავაკვირდე და გავაკეთო აქცენტი, არახამია ადრე სხვა თემებზე საუბრობდა, პროცესში ჩართვაზე, საომარ მოქმედებებში ჩართვაზე, მისი განცხადებები გაცილებით უფრო აგრესიული იყო, მაგრამ ახლა მელაკუდობა გადაწყვიტა, ვითომ არჩევნებს ელოდება. დარწმუნებული ვარ, ისიც იგივე ენერგიითაა ჩართული ამ რევოლუციური, სამოქალაქო დაპირისპირების პროცესების განვითარებაში, როგორც ადრე იყო. იგი გამოზრდილია "ნაცმოძრაობის“ ლიდერის, სააკაშვილის მიერ და ზუსტად ამ პოლიტიკას ატარებს, უბრალოდ, ახლა გადაწყვიტა არჩევნებზე ილაპარაკოს. ადამიანი არის ანტიქართული აზროვნების, შინაარსის ადამიანი, რომელიც სიცრუეს ავრცელებს. აქედან გამომდინარე, უტიფარია თვითონ და შესაბამისად მისი განცხადებებიც არის უტიფარი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, როგორც დავით არახამიამ ტელეკომპანია "მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება და ქართველი ხალხი აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროპულ მომავალს, თუმცა არა ამ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება.