პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითხოვ პასუხს, ვინ და რატომ მომიკლა შვილი - მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში!" - ნიკო კვარაცხელიას დედა
"ვითხოვ პასუხს, ვინ და რატომ მომიკლა შვილი - მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში!" - ნიკო კვარაცხელიას დედა

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, იზა ომა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"მე­გობ­რე­ბო, უბ­რა­ლოდ სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბო, ჩემი ტრა­გე­დი­ის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბო, და­მიბ­რუნ­და ჩემი შვი­ლის მა­ჯის სა­ა­თი სის­ხლი­ა­ნი ლა­ქე­ბით (ჩემს ემო­ცი­ებ­ზე რა მო­გიყ­ვეთ). ამას რომ შე­მი­ცო­დოთ იმის­თვის არ ვწერ, მოგ­მარ­თავთ იმის­თვის, რომ ერ­თად შე­ვი­ცო­დოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, ევ­რო­პის ნა­წი­ლი კი არა, მალე რუ­კა­ზე არ დავ­რჩე­ბით, რო­გორც ქვე­ყა­ნა, ყვე­ლამ იცის, რომ მე არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რე არ ვარ, საკ­მა­რი­სად და­ზა­რალ­და ჩემი ოჯა­ხი ყვე­ლა დრო­ში, მაგ­რამ ეხლა შვი­ლის ფა­შის­ტურ დახ­ვრე­ტა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც აგერ უკვე წე­ლი­წა­დი და რვა თვეა არ გა­მო­უ­ძი­ე­ბი­ათ, ორი სულ­გა­ყი­დუ­ლი ახალ­გზარ­დის და­პა­ტიმ­რე­ბა არ არის პა­სუ­ხი ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ზე, ჩემი შვი­ლი არის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია პლატ­ფორ­მის "ფიდსის" შემ­ქმნე­ლი, ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნი.

ვი­თხოვ პა­სუხს, ვინ და რა­ტომ მო­მიკ­ლა შვი­ლი… საკ­მა­რი­სი დრო გა­ვი­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, და­სა­კი­თხად, და­ა­ყე­ნეთ შე­დე­გი.

მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის დე­დას ნუ გა­მო­მიყ­ვანთ ქუ­ჩა­ში! მზად ვარ თვი­თე­უ­ლი ახალ­გაზ­რდის სახ­ლის კარ­თან მი­ვი­დე გა­სის­ხლუ­ლი სა­ა­თით და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად ავუხ­სნა, რომ იგი­ვე ბედი ელით, სა­ნამ თვი­თე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი!

გუ­შინ ერთ-ერთი ფბ მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერ­და და მახ­სე­ნებ­და ბრი­უ­სელ­ში მომ­ხდა­რი ახალ­გაზ­რდის მკვლე­ლო­ბას, დიახ, მა­შინ მთე­ლი ქვე­ყა­ნა დად­გა ფეხ­ზე მის და­სა­ცა­ვად, სა­ნამ იგი­ვე გან­მე­ო­რე­ბუ­ლა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ვე­ლო­დე­ბი რე­ა­გი­რე­ბას და თუ თქვენ ეს არ შე­გიძ­ლი­ათ, მა­შინ ვი­საც შე­უძ­ლია, მას ვან­დოთ ეს საქ­მე!

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, მეს­მის, რომ სის­ტე­მამ სინ­დი­სის და კუ­ჭის ძარ­ღვი ძა­ლი­ან “მი­ა­ჭეჭყა” ერ­თმა­ნეთს, მეს­მის შიში სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვი­სა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი სინ­დი­სია მერ­წმუ­ნეთ და თქვით ადა­მი­ა­ნე­ბო სი­მარ­თლე, ვინც მკვლე­ლი კა­ვე­ლა­ძის და­კი­თხვას შე­ეს­წა­რით! გა­მო­ა­ჩი­ნეთ მისი და­კი­თხვის ოქმი!

P.S. ეს ფოტო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ნი­კოს ბოლო კად­რია, 18 აგ­ვის­ტო, სა­ა­თი, რო­გორც ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი აქ­სე­სუ­ა­რი მა­ჯა­ზეა, მა­შინ როცა ანას იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავ­და სას­ტუმ­რო მწერ­ლებ­ში, ქვეყ­ნის მტრე­ბი, მის მკვლე­ლო­ბას გეგ­მავ­დნენ." - წერს იზა ომა­ძე "ფე­ის­ბუქ­ში".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....აა
3

რა ბიჭი მოკლეს არაკაცებმა

ეკატერინე
2

გითანაგრძნობთ და გვტკივა გული...უმკაცრესად უნდა იქნენ დასჯილები შემსრულებლებიც და თანამონაწილეებიც ნიკოს მკვლელობისათვის..

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვითხოვ პასუხს, ვინ და რატომ მომიკლა შვილი - მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში!" - ნიკო კვარაცხელიას დედა

"ვითხოვ პასუხს, ვინ და რატომ მომიკლა შვილი - მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში!" - ნიკო კვარაცხელიას დედა

ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის საგამოძიებო ორგანოებს ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"მეგობრებო, უბრალოდ სრულიად უცხო ადამიანებო, ჩემი ტრაგედიის გამზიარებლებო, დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით (ჩემს ემოციებზე რა მოგიყვეთ). ამას რომ შემიცოდოთ იმისთვის არ ვწერ, მოგმართავთ იმისთვის, რომ ერთად შევიცოდოთ ჩვენი შვილები, ევროპის ნაწილი კი არა, მალე რუკაზე არ დავრჩებით, როგორც ქვეყანა, ყველამ იცის, რომ მე არანაირი პოლიტიკური მხარე არ ვარ, საკმარისად დაზარალდა ჩემი ოჯახი ყველა დროში, მაგრამ ეხლა შვილის ფაშისტურ დახვრეტაზეა საუბარი, რომელიც აგერ უკვე წელიწადი და რვა თვეა არ გამოუძიებიათ, ორი სულგაყიდული ახალგზარდის დაპატიმრება არ არის პასუხი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე, ჩემი შვილი არის პირველი ქართული სოციალური მედია პლატფორმის "ფიდსის" შემქმნელი, ახალგაზრდა ბიზნესმენი.

ვითხოვ პასუხს, ვინ და რატომ მომიკლა შვილი… საკმარისი დრო გავიდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დასაკითხად, დააყენეთ შედეგი.

მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში! მზად ვარ თვითეული ახალგაზრდის სახლის კართან მივიდე გასისხლული საათით და არგუმენტირებულად ავუხსნა, რომ იგივე ბედი ელით, სანამ თვითეული მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული!

გუშინ ერთ-ერთი ფბ მომხმარებელი წერდა და მახსენებდა ბრიუსელში მომხდარი ახალგაზრდის მკვლელობას, დიახ, მაშინ მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე მის დასაცავად, სანამ იგივე განმეორებულა ჩვენს ქვეყანაში, ველოდები რეაგირებას და თუ თქვენ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ ვისაც შეუძლია, მას ვანდოთ ეს საქმე!

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, მესმის, რომ სისტემამ სინდისის და კუჭის ძარღვი ძალიან “მიაჭეჭყა” ერთმანეთს, მესმის შიში სამსახურის დაკარგვისა, მაგრამ ადამიანი სინდისია მერწმუნეთ და თქვით ადამიანებო სიმართლე, ვინც მკვლელი კაველაძის დაკითხვას შეესწარით! გამოაჩინეთ მისი დაკითხვის ოქმი!

P.S. ეს ფოტო, შეიძლება ითქვას, ნიკოს ბოლო კადრია, 18 აგვისტო, საათი, როგორც ყველაზე საყვარელი აქსესუარი მაჯაზეა, მაშინ როცა ანას იუბილეს აღნიშნავდა სასტუმრო მწერლებში, ქვეყნის მტრები, მის მკვლელობას გეგმავდნენ." - წერს იზა ომაძე "ფეისბუქში".

იხილეთ ასევე: