"ქართული ლეგიონის“ ლიდერი მამუკა მამულაშვილი სოციალური ქსლით ეხმაურება გავრცელებულ ვიდეოს. მისი თქმით, აღნიშნული რუსული პროვოკაციაა.
"მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც სამი ნიღბიანი პიროვნება "ქართული ლეგიონის" შევრონებით აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ძალადობით, ქალებსა და ბავშვებს კი გაუპატიურებით ემუქრება. ეს არის მორიგი რუსული პროვოკაცია, რომელიც უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ვიდეოში გამოსახულ პირებს არანაირი კავშირი "ქართულ ლეგიონთან" არ აქვთ. რაც შეეხება გაჟღერებულ მუქარებს, მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვებისა და ქალების მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა და სხვა სამხედრო დანაშაულები სწორედ რუსი ოკუპანტების ჩვეული მეთოდია, რასაც ისინი არც მალავენ, მათ შორის კრემლის სხდომათა დარბაზში გაკეთებულ განცხადებებშიც." - წერს მამუკა მამულაშვილი.
მამუკა დიდი მადლობა იმისატვის რასაც შენ ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებისატვის აკეთბ. ხაზს ვუსვავ საქარტველოს მოქალაქეებისათვის იმიტომ რომ მე ნახევრად აზერბაიჯანელი ვარ და მეამაყება ეს.. ამავე დროს ყურადღბა გავამახვილე როგორ ნერვიულად აწვალებდა ჰალსტუხს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, მშვიდობიან მაგრამ მისთვის დაძაბულ სიტუაციაში. ამან ომის როს შეიძლება "საროჩკაც" ხედ მიაყოლოს... ვიცი არ უნდა ვწერდე, მაგრამ ძალიან მშიშარაა და "პანიკური ატაკაც" ხშირად აქვს.
ჩემთვის ყველაზე მეტად სამწუხარო ის არის, რომ ორი ყველაზე მეტად მონათესავე სლავური ქვეყნისა და ერის ურთიერთ ზიზღს და დაუნდობელ ომს... ათეულობით ჩვენი თანამემამულე ეწირება.