Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოველის გასეირნების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები გაიზრდება: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი დაგეგმილ ცვლილებებზე
ცხოველის გასეირნების წესების  დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები გაიზრდება: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი დაგეგმილ ცვლილებებზე

ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი კო­ბი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის გა­სე­ირ­ნე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, შე­საძ­ლოა, მე­პატ­რო­ნის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მა გა­ი­ზარ­დოს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნულ სი­ახ­ლე­ზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო მუ­შა­ობს, დღეს კი ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა 20 ლა­რით არის გან­სა­ზღვრუ­ლი.

"ცხო­ვე­ლი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, მე­ტი­სის შემ­თხვე­ვა­ში მე­პატ­რო­ნე ვალ­დე­ბუ­ლია მო­ახ­დი­ნოს ცხო­ვე­ლის სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცია. მი­ნი­მა­ლუ­რი საკ­ვე­ბის მი­ცე­მა, ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­პატ­რო­ნემ გა­სე­ირ­ნე­ბის წე­სე­ბი და­იც­ვას.

  • კერ­ძოდ, 19:00 სა­ა­თი­დან 23:00 სა­ა­თამ­დე, რო­დე­საც გა­მოგ­ყავს ცხო­ვე­ლი, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო ალი­კა­პი ან სა­ბე­ლი. ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია მოკ­ლე სა­ბე­ლით გა­მო­იყ­ვა­ნო, ალი­კა­პის გა­რე­შე.

ეს მი­ნი­მა­ლუ­რი წე­სე­ბია, რო­მე­ლიც მე­პატ­რო­ნემ უნდა და­იც­ვას. არ­სე­ბობს გა­სე­ირ­ნე­ბის წე­სე­ბი, რომ­ლის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მე­პატ­რო­ნე 20 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა. რო­გორც მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, იგეგ­მე­ბა ამ ჯა­რი­მის გაზ­რდა. რა­საც მეც ვემ­ხრო­ბი. ვფიქ­რობ, დღეს საკ­მა­ოდ დიდ პრობ­ლე­მა არის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. სკვე­რებ­ში, სა­დაც არ­სე­ბობს ძაღ­ლე­ბის­თვის სა­სე­ირ­ნო სპე­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე ცა­რი­ე­ლია და ძაღ­ლე­ბის უშ­ვე­ბენ სა­ბე­ლის გა­რე­შე, მა­გა­ლი­თად ბავ­შვე­ბის სივ­რცე­ში“,- აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კო­ბი­აშ­ვილ­მა მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“.

  • ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს სთა­ვა­ზობს, რომ და­ა­რე­გის­ტრი­რონ ცხო­ვე­ლე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში, რის შემ­დე­გაც ცხო­ვე­ლის უფა­სოდ სტე­რი­ლი­ზა­ცია - კას­ტრა­ცი­ას შეძ­ლე­ბენ.

რო­გორც ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კო­ბი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფა­სუ­რი 19 ლარს შე­ად­გენს.

"ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო მო­სახ­ლე­ო­ბას სი­ახ­ლეს ვთა­ვა­ზობთ: თუ მო­ქა­ლა­ქე მოვა მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში და აქ და­ა­რე­გის­ტრი­რებს ცხო­ველს, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი უფა­სოდ მო­ახ­დენს ცხო­ვე­ლის სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცი­ას, რაც საკ­მა­ოდ კარ­გია. იცით, რომ გარ­კვე­ულ სა­ფა­სურს იხ­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორც კერ­ძო ვეტკლი­ნი­კა­ში, ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში, ასე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა ფა­სი­ა­ნია.

ამ კამ­პა­ნი­ით გვინ­და წა­ვა­ხა­ლი­სოთ ცხო­ველ­თა რე­გის­ტრა­ცია, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე, გვინ­და ხაზი გა­ეს­ვას სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

  • ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ცხო­ველ­თან ერ­თად მობ­რძან­დნენ მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში, სა­დაც რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფა­სუ­რია გა­და­სახ­დე­ლი 19 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩი­პით ხდე­ბა ცხო­ვე­ლის რე­გის­ტრა­ცია და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რის შემ­დე­გაც შე­უძ­ლი­ათ ცხო­ვე­ლი სრუ­ლი­ად უფა­სოდ გა­ას­ტე­რი­ლონ ცხო­ვე­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში.

ამ კამ­პა­ნი­ას სა­ტეს­ტო სახე აქვს, 1 თვე იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ რო­გორ გა­ა­მარ­თლებს ეს კამ­პა­ნია, ვი­ფიქ­რებთ, გა­ვაგ­რძე­ლოთ თუ არა ასე­თი აქ­ცია. ის მე­პატ­რო­ნე, რო­მელ­საც ცხო­ვე­ლი არ ჰყავს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. 2015 წელს საკ­რე­ბუ­ლომ გა­მოს­ცა დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბამ და­ა­რე­გის­ტრი­როს პატ­რო­ნო­ბა­ში მყო­ფი ცხო­ვე­ლი“,- აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი კო­ბი­აშ­ვი­ლი მე­დი­ა­ცენ­ტრ „მთა­ვარ­ში“.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
0

ძაღლი ადამიანის მეგობარია.ძაღლებს სიცოცხლე!

 

???
0

მთავარი კითხვაა: ვინ ამოწმებს ამ დარღვევებს? ყოველდღიურად ვუყურებთ ამ წესების უგულვებელყოფას, ნებისმიერ სკვერსა თუ პარკში, მაგრამ რეაგირება არავის არ აქვს და დაჯარიმებულიც რავი, მე არავინ მინახავს. წერეთ და იკითხეთ კანონები, თუ აღსრულების მექანიზმი არ გაგაჩნიათ, რა აზრი აქვს? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ცხოველის გასეირნების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები გაიზრდება: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი დაგეგმილ ცვლილებებზე

ცხოველის გასეირნების წესების  დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები გაიზრდება: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი დაგეგმილ ცვლილებებზე

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის ინფორმაციით, შინაური ცხოველის გასეირნების წესების დარღვევისთვის, შესაძლოა, მეპატრონისთვის გათვალისწინებული ჯარიმა გაიზარდოს.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ სიახლეზე საკანონმდებლო ორგანო მუშაობს, დღეს კი ჯარიმის ოდენობა 20 ლარით არის განსაზღვრული.

"ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს, მეტისის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია. მინიმალური საკვების მიცემა, ასევე, აუცილებელია მეპატრონემ გასეირნების წესები დაიცვას.

  • კერძოდ, 19:00 საათიდან 23:00 საათამდე, როდესაც გამოგყავს ცხოველი, უნდა გამოიყენო ალიკაპი ან საბელი. ასევე, შესაძლებელია მოკლე საბელით გამოიყვანო, ალიკაპის გარეშე.

ეს მინიმალური წესებია, რომელიც მეპატრონემ უნდა დაიცვას. არსებობს გასეირნების წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში მეპატრონე 20 ლარით ჯარიმდება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იგეგმება ამ ჯარიმის გაზრდა. რასაც მეც ვემხრობი. ვფიქრობ, დღეს საკმაოდ დიდ პრობლემა არის ამ მიმართულებით. სკვერებში, სადაც არსებობს ძაღლებისთვის სასეირნო სპეციალური სივრცე ცარიელია და ძაღლების უშვებენ საბელის გარეშე, მაგალითად ბავშვების სივრცეში“,- აღნიშნა გიორგი კობიაშვილმა მედიაცენტრ "მთავარში“.

  • ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს სთავაზობს, რომ დაარეგისტრირონ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში, რის შემდეგაც ცხოველის უფასოდ სტერილიზაცია - კასტრაციას შეძლებენ.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი განმარტავს, რეგისტრაციის საფასური 19 ლარს შეადგენს.

"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას სიახლეს ვთავაზობთ: თუ მოქალაქე მოვა მუნიციპალურ თავშესაფარში და აქ დაარეგისტრირებს ცხოველს, მუნიციპალური თავშესაფარი უფასოდ მოახდენს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციას, რაც საკმაოდ კარგია. იცით, რომ გარკვეულ საფასურს იხდიან ადამიანები როგორც კერძო ვეტკლინიკაში, ასევე მუნიციპალურ თავშესაფარში, ასეთი მომსახურება ფასიანია.

ამ კამპანიით გვინდა წავახალისოთ ცხოველთა რეგისტრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გვინდა ხაზი გაესვას სტერილიზაცია-კასტრაციის მნიშვნელობას.

  • ადამიანებს შეუძლიათ ცხოველთან ერთად მობრძანდნენ მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც რეგისტრაციის საფასურია გადასახდელი 19 ლარის ოდენობით, სპეციალური ჩიპით ხდება ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიცირება, რის შემდეგაც შეუძლიათ ცხოველი სრულიად უფასოდ გაასტერილონ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში.

ამ კამპანიას სატესტო სახე აქვს, 1 თვე იქნება გათვალისწინებული. შედეგებიდან გამომდინარე, თუ როგორ გაამართლებს ეს კამპანია, ვიფიქრებთ, გავაგრძელოთ თუ არა ასეთი აქცია. ის მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული ჯარიმას ექვემდებარება. 2015 წელს საკრებულომ გამოსცა დებულება, რომლის მიხედვითაც აუცილებელია მოსახლეობამ დაარეგისტრიროს პატრონობაში მყოფი ცხოველი“,- აღნიშნავს გიორგი კობიაშვილი მედიაცენტრ „მთავარში“.