მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს" - შალვა პაპუაშვილი
"დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს" - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ დიდ პროგ­რესს მი­ვაღ­წი­ეთ ევ­რო­კავ­შირ­თან სა­მარ­თლებ­რი­ვი და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და­ახ­ლო­ე­ბის კუ­თხით. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სწრაფ­ვა მხო­ლოდ სი­ტყვა და ემო­ცია არ არის, არა­მედ ჩვენ საქ­მი­თა და შე­დე­გე­ბით ვამ­ტკი­ცებთ, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის ღირ­სე­უ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი პარტნი­ო­რია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ევ­რო­პის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მომ­დევ­ნო თვე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა, რათა შე­იქ­მნას მყა­რი ნი­ა­და­გი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის­თვის.

მისი თქმით, დროა, ევ­რო­კავ­შირ­მა აჩ­ვე­ნოს ქარ­თველ ხალ­ხს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი თა­ვის მო­მა­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ხე­დავს.

„ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას ევ­რო­კავ­შირ­თან, რათა გან­ვამ­ტკი­ცოთ არ­სე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მეტი სი­კე­თე გავ­ხა­დოთ ხელ­მი­საწ­ვდო­მი - მათ შო­რის, მეტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, კვლე­ვი­თი და კულ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მა, ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე წვდო­მა მეტი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის­თვის, ერ­თი­ა­ნი ევ­როს გა­დახ­დის სივ­რცე­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, ევ­რო­კავ­ში­რის რო­უ­მინ­გის ერ­თი­ან სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცია და ბევ­რი სხვა. მომ­დევ­ნო თვე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, რათა შე­იქ­მნას მყა­რი ნი­ა­და­გი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის გზა­ზე შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის­თვის - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის­თვის. მო­ვე­ლით, რომ მომ­დევ­ნო შე­ფა­სე­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ულ პროგ­რესს და ფარ­თო გე­ო­პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექსტს. ახლა ჯერი არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ზე, არა­მედ ევ­რო­კავ­შირ­ზე­ცაა: დროა, ევ­რო­კავ­შირ­მა აჩ­ვე­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს, სი­ტყვი­თაც და საქ­მი­თაც, რომ ევ­რო­კავ­ში­რი თა­ვის მო­მა­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ხე­დავს. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პაა! კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ ევ­რო­პის დღეს!“- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
0

თქვენ ჩვენებას არავინ გთხოვთ ოღონდ ხმა არ ამოიღოთ ბაჩუმდით

სამი
12

საქართველო არის კავკასია და ეკუთვნის ახლო აღმოსავლეთს. სადაც ყველა მუსლიმია, ჩვენი, ოსების და სომხების გარდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს" - შალვა პაპუაშვილი

"დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს" - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. ქართველი ხალხისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ სიტყვა და ემოცია არ არის, არამედ ჩვენ საქმითა და შედეგებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

მისი თქმით, დროა, ევროკავშირმა აჩვენოს ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროკავშირთან, რათა განვამტკიცოთ არსებული მიღწევები და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი სიკეთე გავხადოთ ხელმისაწვდომი - მათ შორის, მეტი საგანმანათლებლო, კვლევითი და კულტურული პროგრამა, ევროკავშირის ბაზარზე წვდომა მეტი ქართული პროდუქტისთვის, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში გაწევრიანება, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაცია და ბევრი სხვა. მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯის გადადგმისთვის - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მოველით, რომ მომდევნო შეფასებები და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება სამართლიანი, გაითვალისწინებს საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტს. ახლა ჯერი არა მარტო საქართველოზე, არამედ ევროკავშირზეცაა: დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს. საქართველო ევროპაა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.