პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონში ცვლილებებს - რამდენით დაჯარიმდება მძღოლი, რომლის სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში ნორმაზე მეტი მავნე ნივთიერებაა?
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონში ცვლილებებს - რამდენით დაჯარიმდება მძღოლი, რომლის სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში ნორმაზე მეტი მავნე ნივთიერებაა?

პარ­ლა­მენ­ტმა, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, მხა­რი და­უ­ჭი­რა ცვლი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა შე­მად­გენ­ლო­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის და­დე­ბას შე­ე­ხე­ბა.

“ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რომ­ლის გა­მო­ნა­ბოლ­ქვში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა დად­გე­ნილ ნორ­მას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, გა­მო­იწ­ვევს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით. იგი­ვე ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი პირ­ვე­ლი და­ჯა­რი­მე­ბი­დან 30 დღის შემ­დეგ, გა­მო­იწ­ვევს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იგი­ვე ქმე­დე­ბა პირ­ვე­ლი სახ­დე­ლის და­დე­ბი­დან 60 დღის შემ­დეგ, გა­მო­იწ­ვევს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 600 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა კონ­ტროლს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი ეტა­პის­თვის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში და­გეგ­მი­ლია 10 ეკი­პა­ჟის შექ­მნა, რო­მე­ლიც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის კონ­ტროლს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს: თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­სა და ბა­თუმ­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
1

ჯერ ბიძინას საძმაკაცო-სადეიდაშვილო დააჯარიმეთ და აუკრძალეთ ნაგავი საწვავის შემოტანა და გასაღება მერე მანქანაც არ გაბოლავს(უნამუსობაა).

1

რა თქმა უნდა ხალხი უნდ დააჯარიმონ, უკანასკნელი კაპიკი გამოწურონ, აბა თავისთავს და თავის პროფილაქტიკებს ხომ არ დააჯარიმებენ.

ყაჩაღების ქვეყანაში ვცხოვრობთ.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონში ცვლილებებს - რამდენით დაჯარიმდება მძღოლი, რომლის სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში ნორმაზე მეტი მავნე ნივთიერებაა?

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონში ცვლილებებს - რამდენით დაჯარიმდება მძღოლი, რომლის სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში ნორმაზე მეტი მავნე ნივთიერებაა?

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გადამეტებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას შეეხება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

პროექტის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს. არსებული ინფორმაციით, პირველი ეტაპისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს განახორციელებს: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.