სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციის სახელი, რომელსაც სიმბოლურად ერქვა "მოვდივართ“, იყო "მივდივართ“ - გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდიხართ" - რომან გოცირიძე
"აქციის სახელი, რომელსაც სიმბოლურად ერქვა "მოვდივართ“, იყო "მივდივართ“ - გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდიხართ" - რომან გოცირიძე

"აქ­ცი­ის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი, რო­მელ­საც სიმ­ბო­ლუ­რად ერ­ქვა "მოვ­დი­ვართ“, იყო "მივ­დი­ვართ“ - ამ აქ­ცი­ით გა­მოჩ­ნდა, რომ პო­ლი­ტი­კურ მო­უ­სავ­ლეთ­ში მი­დი­ხართ და თქვე­ნი ად­გი­ლი პო­ლი­ტი­კურ სა­ნაგ­ვე­შია, ვი­ნა­ი­დან, ამ აქ­ცი­ა­ზე ვი­ხი­ლეთ დიდი სა­ნაგ­ვე,- ასე მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

მისი თქმით, აქ­ცი­ა­ზე გა­მომ­სვლე­ლებს ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გზავ­ნი­ლე­ბი ჰქონ­დათ.

"მინ­და შე­ვე­ხო თქვენ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ "დიდ“ აქ­ცი­ას. ერთი ოც­ნე­ბა გქონ­დათ, ნეტა წვი­მა წა­მო­სუ­ლი­ყო და იმა­ზე გა­და­გებ­რა­ლე­ბი­ნათ, რომ აქ­ცია ვერ შედ­გა, მაგ­რამ ღმერ­თმა ამა­ზეც არ შე­გაშ­ვე­ლათ ხელი. ამ აქ­ცი­ას, რო­მელ­საც სიმ­ბო­ლუ­რად ერ­ქვა სა­ხე­ლი "მოვ­დი­ვართ“, მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი იყო "მივ­დი­ვართ“, ამ აქ­ცი­ით გა­მოჩ­ნდა, რომ მი­დი­ხართ პო­ლი­ტი­კურ მო­უ­სავ­ლეთ­ში და თქვე­ნი ად­გი­ლი პო­ლი­ტი­კურ სა­ნაგ­ვე­შია, ვი­ნა­ი­დან, ამ აქ­ცი­ა­ზე ვი­ხი­ლეთ დიდი სა­ნაგ­ვე. ადა­მი­ა­ნებს არ ვე­ხე­ბი, ვე­ხე­ბი მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, ანუ თქვენ, თქვენს ფა­რულ ია­რაღს, სა­თა­და­რი­გო რე­ზერვს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ნაფ­ტა­ლი­ნით და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი რე­ზერ­ვე­ბი­დან ამო­ქა­ჩეთ, იდე­ე­ბი­სა და პერ­სო­ნე­ბის სა­ხით. რა გა­მომ­სვლე­ლე­ბი იყ­ვნენ - რა მსმე­ნე­ლე­ბი, რა მჭა­მე­ლე­ბი, რა სი­ტყვის მთქმე­ლე­ბი. სი­ტყვის სა­ძებ­რად შორს რომ არ მი­დი­ოდ­ნენ. პირ­და­პირ გად­მო­ი­ღეს თე­ბერ­ვალ­ში პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლა რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მა­ში. არ­ცერ­თი თე­ზი­სი არ და­უკ­ლი­ათ - ევ­რო­პის და ამე­რი­კის ძა­გე­ბა; ლგბტ და სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის პრო­პა­გან­დის სა­კი­თხე­ბი; ის, რომ თურ­მე და­სავ­ლე­თი ჩვენს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ მო­რალს ანად­გუ­რებს. ერ­თმა სუ­ლელ­მა ისიც კი თქვა, სუ­ვე­რე­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კა გვინ­დაო. პუ­ტინ­მა სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტია ახ­სე­ნა. სუ­ვე­რე­ნულ დე­მოკ­რა­ტი­ა­ში რუ­სე­თი გუ­ლის­ხმობს შეკ­რე­ჭილ, ფაქ­ტობ­რი­ვად რუ­სულ დე­მოკ­რა­ტი­ას, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო არ აქვს დე­მოკ­რა­ტი­ას­თან. ესეც ვერ გა­ი­გეს, კარ­გად ვერ წა­ი­კი­თხეს პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლა. სუ­ვე­რე­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კაო - დაგ­ვა­ნე­ბოს და­სავ­ლეთ­მა თავი, გინდ ირან­თან ვი­ვაჭ­რებთ, გინდ რუ­სეთ­თა­ნო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი "მე­სი­ჯი“ იყო - რუ­სეთს სან­ქცი­ებს ნუ ადებთ, გვა­ვაჭ­რეთ ჩვენს მე­ზო­ბელ­თა­ნო.

თქვენ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მი­ტინ­გი კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს იმას, რომ გუ­შინ­დე­ლი დღე კი არ ხართ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხით, არა­მედ გუ­შინ­დე­ლი სა­უ­კუ­ნე. რაც ბნე­ლი და შავი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლა­ფე­რი ამ მი­ტინგზე გა­მოჩ­ნდა“,- გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

გარ­და ამი­სა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ სი­ტყვით გა­მო­სავ­ლი­სას სა­სა­მარ­თლო სა­კი­თხებ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი არ­ცერთ სა­კი­თხზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას არ შექ­მნის, რად­გან "ნე­ბის­მი­ე­რი კო­მი­სია მათი მხი­ლე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტია“.

"დე­მა­გო­გი­უ­რად გა­ი­ძა­ხით - სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მი­სი­ას არ შევ­ქმნი­თო. გგო­ნი­ათ, რომ ამით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას იცავთ, მა­შინ გვი­თხა­რით - რას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნით კო­მი­სი­ას? ქოლ-ცენ­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნით? არას­დროს არ შექ­მნით, რად­გან თქვენ ხართ ევ­რო­პე­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ძარ­ცვის მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი. თუ გნე­ბავთ ამ კო­მი­სი­ის შექ­მნა, პირ­ველ რიგ­ში, თქვენ უნდა იყოთ მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი იმის გამო, რომ ერთ-ერთ დე­პუ­ტატს ედე­ბა ბრა­ლად ქოლ-ცენ­ტრე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. გვი­თხა­რით, რა სა­კი­თხზე და­უ­ჭერთ კო­მი­სი­ის შექ­მნას მხარს - საყ­დრის­ზე? გე­ლათ­ზე? კო­რუფ­ცი­ა­ზე? და­ა­დეთ ხელი სა­კითხს და თქვით, რომ ამ კო­მი­სი­ას შევ­ქმნით. არა­ფერს არ შექ­მნით, კი­დევ და­არ­ღვევთ კონ­სტი­ტუ­ცი­ას იმი­ტომ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კო­მი­სია თქვე­ნი მხი­ლე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტია, მაგ­რამ თქვენ ისე­დაც, კო­მი­სი­ის გა­რე­შეც მხი­ლე­ბუ­ლი ხართ“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თერჯოლელი
3

დიახ!ვიყავი ამ შეხვედრაზე ბატ.რომან,ამ შეხვედრაზე მისული ხალხი ეროვნული სულით და სამშობლოს სიყვარულით ვიყავით გაჟღენთილები და ჩვენ სამშობლოს,რომ წაადგება იმ საკითხების მოგვარება ვთხოვეთ დღევანდელ ხელისუფლებას,ასევე იმ უზნეო კანონების გაუქმება,სულსა და გულს,რომ უღრღნის ჩვენ ქვეყანას,ანგრევს ქართველთა მენტალიტეტს.

ძლივს ვეღირსე,ჩვენი ქვეყნის,ჩვენი სამშობლოს ბედზე მოფიქრალი ამდენი ჭირისუფალი ერთად მეხილა და მათთან ერთად,რამდენიმე საათი გამეტარებინა.

სამწუხაროდ ბატ.რომან იქ შენი ადგილი არ იყო და არც არასოდეს იქნება,რატომ?შენ წარსულს გადახედე და მიხვდები რატომაც.

ამას იმიტომ ვწერ შენზე ბატ.რომან რომ ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ და ვიცი შენი საქმენი საგმირონი.

,,მგზნებარე ნაციონალი,,
2

უნიჭო ,,ნაცური,, ვითომ იუმორი.

ავტორი:

"აქციის სახელი, რომელსაც სიმბოლურად ერქვა "მოვდივართ“, იყო "მივდივართ“ - გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდიხართ" - რომან გოცირიძე

"აქციის სახელი, რომელსაც სიმბოლურად ერქვა "მოვდივართ“, იყო "მივდივართ“ - გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდიხართ" - რომან გოცირიძე

"აქციის ნამდვილი სახელი, რომელსაც სიმბოლურად ერქვა "მოვდივართ“, იყო "მივდივართ“ - ამ აქციით გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდიხართ და თქვენი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეშია, ვინაიდან, ამ აქციაზე ვიხილეთ დიდი სანაგვე,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მისი თქმით, აქციაზე გამომსვლელებს ანტიუკრაინული, ანტიდასავლური გზავნილები ჰქონდათ.

"მინდა შევეხო თქვენ მიერ ორგანიზებულ "დიდ“ აქციას. ერთი ოცნება გქონდათ, ნეტა წვიმა წამოსულიყო და იმაზე გადაგებრალებინათ, რომ აქცია ვერ შედგა, მაგრამ ღმერთმა ამაზეც არ შეგაშველათ ხელი. ამ აქციას, რომელსაც სიმბოლურად ერქვა სახელი "მოვდივართ“, მისი ნამდვილი სახელი იყო "მივდივართ“, ამ აქციით გამოჩნდა, რომ მიდიხართ პოლიტიკურ მოუსავლეთში და თქვენი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეშია, ვინაიდან, ამ აქციაზე ვიხილეთ დიდი სანაგვე. ადამიანებს არ ვეხები, ვეხები მის ორგანიზატორებს, ანუ თქვენ, თქვენს ფარულ იარაღს, სათადარიგო რეზერვს, ადამიანებს, რომლებიც ნაფტალინით დაკონსერვებული რეზერვებიდან ამოქაჩეთ, იდეებისა და პერსონების სახით. რა გამომსვლელები იყვნენ - რა მსმენელები, რა მჭამელები, რა სიტყვის მთქმელები. სიტყვის საძებრად შორს რომ არ მიდიოდნენ. პირდაპირ გადმოიღეს თებერვალში პუტინის გამოსვლა რუსეთის სახელმწიფო დუმაში. არცერთი თეზისი არ დაუკლიათ - ევროპის და ამერიკის ძაგება; ლგბტ და სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის საკითხები; ის, რომ თურმე დასავლეთი ჩვენს მართლმადიდებლურ მორალს ანადგურებს. ერთმა სულელმა ისიც კი თქვა, სუვერენული ეკონომიკა გვინდაო. პუტინმა სუვერენული დემოკრატია ახსენა. სუვერენულ დემოკრატიაში რუსეთი გულისხმობს შეკრეჭილ, ფაქტობრივად რუსულ დემოკრატიას, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან. ესეც ვერ გაიგეს, კარგად ვერ წაიკითხეს პუტინის გამოსვლა. სუვერენული ეკონომიკაო - დაგვანებოს დასავლეთმა თავი, გინდ ირანთან ვივაჭრებთ, გინდ რუსეთთანო. სინამდვილეში, ანტიუკრაინული, ანტიდასავლური "მესიჯი“ იყო - რუსეთს სანქციებს ნუ ადებთ, გვავაჭრეთ ჩვენს მეზობელთანო.

თქვენ მიერ ორგანიზებული მიტინგი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ გუშინდელი დღე კი არ ხართ იმ ადამიანების სახით, არამედ გუშინდელი საუკუნე. რაც ბნელი და შავი შეიძლება ყოფილიყო, ყველაფერი ამ მიტინგზე გამოჩნდა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, რომან გოცირიძემ სიტყვით გამოსავლისას სასამართლო საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არცერთ საკითხზე საგამოძიებო კომისიას არ შექმნის, რადგან "ნებისმიერი კომისია მათი მხილების ინსტრუმენტია“.

"დემაგოგიურად გაიძახით - სასამართლოსთან დაკავშირებით კომისიას არ შევქმნითო. გგონიათ, რომ ამით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას იცავთ, მაშინ გვითხარით - რასთან დაკავშირებით შექმნით კომისიას? ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით შექმნით? არასდროს არ შექმნით, რადგან თქვენ ხართ ევროპელი პენსიონერების ძარცვის მთავარი ორგანიზატორები. თუ გნებავთ ამ კომისიის შექმნა, პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ მონდომებულები იმის გამო, რომ ერთ-ერთ დეპუტატს ედება ბრალად ქოლ-ცენტრების ორგანიზება. გვითხარით, რა საკითხზე დაუჭერთ კომისიის შექმნას მხარს - საყდრისზე? გელათზე? კორუფციაზე? დაადეთ ხელი საკითხს და თქვით, რომ ამ კომისიას შევქმნით. არაფერს არ შექმნით, კიდევ დაარღვევთ კონსტიტუციას იმიტომ, რომ ნებისმიერი კომისია თქვენი მხილების ინსტრუმენტია, მაგრამ თქვენ ისედაც, კომისიის გარეშეც მხილებული ხართ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.