პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამხელა მდაბიოობაა, კოლეგას გვერდით რომ უზიხარ და მის დასანქციებას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს სთხოვ" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე
"რამხელა მდაბიოობაა, კოლეგას გვერდით რომ უზიხარ და მის დასანქციებას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს სთხოვ" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

"რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ პო­ლი­ტი­კო­სებს სან­ქცი­ას პრო­ცე­დუ­რუ­ლი სა­კი­თხე­ბის გამო უწე­სე­ბენ? თუ ამას­თან მი­ვე­დით, ეს იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო დე­მოკ­რა­ტი­ის ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნა, რომ ამა­ზე ვი­ღა­ცამ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა", - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ კო­ბა­ხი­ძე-პა­პუ­აშ­ვი­ლი-მდი­ნა­რა­ძე უნდა და­სან­ქცირ­დნენ, "მდა­ბი­ო­ო­ბაა“.

მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კობს, ოპო­ზი­ცია კი სხვა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კო­ბენ და იმუქ­რე­ბი­ან.

"არა­სე­რი­ო­ზუ­ლია და რამ­ხე­ლა მდა­ბი­ო­ო­ბაა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კო­ლე­გას გვერ­დით რომ უზი­ხარ და მის და­სან­ქცი­ე­ბას სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს და პო­ლი­ტი­კო­სებს სთხოვ. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა მდა­ბი­ო­ო­ბას­თან გვაქვს საქ­მე. გან­სხვა­ვე­ბა იცით რა არის ჩვენს შო­რის? ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვია ეს ამ­ბა­ვი. ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხე­ლით და ისი­ნი ლა­პა­რა­კო­ბენ და იმუქ­რე­ბი­ან სხვა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ხე­ლით. მა­შინ, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ­ბობს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გას­ცემს ამა­ზე პა­სუხს, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი, ევ­რო­პე­ლე­ბი გას­ცე­მენ პა­სუხს. ეს თან სი­სუ­ლე­ლეა. რა სან­ქცია ახლა, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვენ, რომ პო­ლი­ტი­კო­სებს სან­ქცი­ას უწე­სე­ბენ პრო­ცე­დუ­რუ­ლი სა­კი­თხე­ბის გამო? თუ ამას­თან მი­ვე­დით, ეს იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო დე­მოკ­რა­ტი­ის ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნა, რომ ამა­ზე ვი­ღა­ცამ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბა. დე­მოკ­რა­ტი­ის ძირ­გა­მომ­თხრელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე რომ იყო ლა­პა­რა­კი, ამა­ზე მეტი არ შე­იძ­ლე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კითხს - რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი აცხა­დებს, ოპო­ზი­ცი­ამ კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კი­თხის დღის წეს­რიგ­ში შე­ტა­ნის სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნა.

"მათ ისიც ვერ მო­ა­ხერ­ხებს, რომ ბი­უ­როს დღის წეს­რიგ­ში შე­სა­ტა­ნად თა­ვის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ეხ­დი­ნათ და და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ სა­კი­თხი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია დღის წეს­რიგ­ში შე­ი­ტა­ნოს სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ბი­უ­რომ არ შე­ი­ტა­ნა დღის წეს­რიგ­ში. დღის წეს­რი­გის დამ­ტკი­ცე­ბას არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბია. ანუ, მა­შინ რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე აცხა­დებს, რომ და­ვამ­ტკი­ცოთ დღის წეს­რი­გი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა აწი­ოს დე­პუ­ტატ­მა ხელი და თქვას, რომ ეს სა­კი­თხი და­ე­მა­ტოს დღის წეს­რიგს. არც ერ­თმა მათ­გან­მა ეს არ გა­ა­კე­თა და კი­დევ ჯი­უ­ტად იმე­ო­რე­ბენ, რა­ტომ ამო­ი­ღეთ,“ - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????
2

რაღაც ახალია ქოცების ლექსიკაში! 

კ.ო
0

ყველა ერთნაირი ჭკვიანი. ერთ ხმაზე მომღერალი.როგორ მოაგროვა ერთად მზად არიან ნებისმიერ ნოტზე დაუკრან.სმენის გარეშე.დღევანდელი დღის მადლით.საქართველოს სახელოვანი შვილები.გაჭივრებაში გაზრდილები.ძლივს არ ამოისუნთქეს.მთავარი სიმღერა შემონახული აქვთ საჭიროებისადმი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"რამხელა მდაბიოობაა, კოლეგას გვერდით რომ უზიხარ და მის დასანქციებას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს სთხოვ" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

"რამხელა მდაბიოობაა, კოლეგას გვერდით რომ უზიხარ და მის დასანქციებას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს სთხოვ" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

"როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პოლიტიკოსებს სანქციას პროცედურული საკითხების გამო უწესებენ? თუ ამასთან მივედით, ეს იქნება მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა, რომ ამაზე ვიღაცამ სერიოზულად დაიწყო მსჯელობა", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ კობახიძე-პაპუაშვილი-მდინარაძე უნდა დასანქცირდნენ, "მდაბიოობაა“.

მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი "ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობს, ოპოზიცია კი სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით ლაპარაკობენ და იმუქრებიან.

"არასერიოზულია და რამხელა მდაბიოობაა, წარმოიდგინეთ, კოლეგას გვერდით რომ უზიხარ და მის დასანქციებას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს სთხოვ. წარმოგიდგენიათ, რა მდაბიოობასთან გვაქვს საქმე. განსხვავება იცით რა არის ჩვენს შორის? ძალიან ნიშანდობლივია ეს ამბავი. ჩვენ ვლაპარაკობთ "ქართული ოცნების“ სახელით და ისინი ლაპარაკობენ და იმუქრებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით. მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ქართველი ხალხი გასცემს ამაზე პასუხს, ისინი ამბობენ, რომ ამერიკელები, ევროპელები გასცემენ პასუხს. ეს თან სისულელეა. რა სანქცია ახლა, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ პოლიტიკოსებს სანქციას უწესებენ პროცედურული საკითხების გამო? თუ ამასთან მივედით, ეს იქნება მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა, რომ ამაზე ვიღაცამ სერიოზულად დაიწყო მსჯელობა. წარმოუდგენელი ამბავი იქნება. დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე რომ იყო ლაპარაკი, ამაზე მეტი არ შეიძლება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს - როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, ოპოზიციამ კომისიის შექმნის საკითხის დღის წესრიგში შეტანის საკუთარი უფლების რეალიზება ვერ მოახდინა.

"მათ ისიც ვერ მოახერხებს, რომ ბიუროს დღის წესრიგში შესატანად თავის უფლების რეალიზება მოეხდინათ და დაეყენებინათ საკითხი. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი, რომელიც ბიურომ არ შეიტანა დღის წესრიგში. დღის წესრიგის დამტკიცებას არცერთი მათგანი არ შეწინააღმდეგებია. ანუ, მაშინ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი, მაშინ შეიძლება აწიოს დეპუტატმა ხელი და თქვას, რომ ეს საკითხი დაემატოს დღის წესრიგს. არც ერთმა მათგანმა ეს არ გააკეთა და კიდევ ჯიუტად იმეორებენ, რატომ ამოიღეთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.